კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიბერთი მდგრადი განვითარების პრინციპების მხარდამჭერია
ლიბერთი მდგრადი განვითარების პრინციპების მხარდამჭერია

გა­ე­როს გლო­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ქსე­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით, შვე­დე­თის და­ფი­ნან­სე­ბი­თა და ლი­ბერ­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბით, კონ­ფე­რენ­ცია - „პარტნი­ო­რო­ბა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის“ (Partnership4SDGs Forum) გა­ი­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ბა­თუმ­ში ჩა­ტარ­და და მიზ­ნად ისა­ხავ­და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდას და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში პარტნი­ო­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბას. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ყუ­რა­დღე­ბა მდგრად და­ფი­ნან­სე­ბა­სა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ასე­ვე, კერ­ძო სექ­ტო­რის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე გა­მახ­ვილ­და. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ასე­ვე იმ­სჯე­ლეს ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში გა­რე­მოს­დაც­ვი­თი, სო­ცი­ა­ლუ­რი და მმარ­თვე­ლო­ბი­თი (ESG) სა­კი­თხე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა­სა და მდგრა­დი პრაქ­ტი­კე­ბის და­ნერგვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც.

გა­ი­მარ­თა პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სი­ე­ბი თე­მებ­ზე: - ინ­სენ­ტი­ვე­ბი მდგრა­დი და­ფი­ნან­სე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კის დო­ნე­ზე,სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი მდგრა­დი და­ფი­ნან­სე­ბის ჭრილ­ში და კერ­ძო სექ­ტო­რის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი მდგრად და­ფი­ნან­სე­ბა­ში. კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე, წა­რად­გი­ნეს გა­ე­როს გლო­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ქსე­ლის დაკ­ვე­თით და EY Georgia-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის პროგ­რე­სის შე­სა­ხებ.

“მდგრა­დი და­ფი­ნან­სე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მია, რათა ხელი შე­ვუ­წყოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მდგრა­დი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ასე­ვე გა­რე­მოს დაც­ვის გან­ვი­თა­რე­ბას. 1 წე­ლია, რაც მი­ღე­ბულ იქნა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რიც გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პა­ნი­ებ­მა გა­მო­ი­ყე­ნონ არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ ავა­მაღ­ლოთ ცნო­ბი­ე­რე­ბა ბიზ­ნეს სექ­ტორ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში იმის შე­სა­ხებ, თუ რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს მათ­თვის, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ, მეტი წვდო­მა ჰქონ­დეთ ფი­ნან­სებ­ზე, მწვა­ნე სეს­ხზე, მდგრად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, გა­ნა­თავ­სონ ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი ბა­ზარ­ზე”-სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, გა­ე­როს გლო­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ქსე­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

"ლი­ბერ­თი ორი წე­ლია რაც ეტა­პობ­რი­ვად ნერ­გავს გა­რე­მოს­დაც­ვით, სო­ცი­ა­ლურ და მმარ­თვე­ლო­ბით (ESG) სტან­დარ­ტებს ბან­კის ყო­ველ­დღი­ურ პრო­ცე­სებ­ში. ჩვე­ნი გუნ­დი ცდი­ლობს ხელი შე­უ­წყოს და გა­ნა­ვი­თა­როს მდგრა­დი და­ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. გა­ე­როს გლო­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა „ პარტნი­ო­რო­ბა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის“ კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად კი­დევ ერთხელ შეგ­ვე­ჯა­მე­ბი­ნა და გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა მდგრა­დი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის პროგ­რე­სი. ჩვენ გვჯე­რა, რომ მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა არ არის მხო­ლოდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არა­მედ გახ­ლავთ ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა"- თა­მარ ზა­ქა­რი­ა­ძე, ლი­ბერ­თის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, ინ­ვეს­ტორ­თა საბ­ჭოს, ბიზ­ნეს სექ­ტო­რის და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ლიბერთი მდგრადი განვითარების პრინციპების მხარდამჭერია

ლიბერთი მდგრადი განვითარების პრინციპების მხარდამჭერია

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის დაფინანსებითა და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, კონფერენცია - „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ (Partnership4SDGs Forum) გაიმართა.

ღონისძიება ბათუმში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას და მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის პროცესში პარტნიორობის ხელშეწყობას. კონფერენციაზე ყურადღება მდგრად დაფინანსებასა და ამ მიმართულებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის პერსპექტივაზე გამახვილდა. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ფინანსურ ინსტიტუტებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირებასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მნიშვნელობაზეც.

გაიმართა პანელური დისკუსიები თემებზე: - ინსენტივები მდგრადი დაფინანსებისთვის პოლიტიკის დონეზე,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პერსპექტივები მდგრადი დაფინანსების ჭრილში და კერძო სექტორის პერსპექტივები მდგრად დაფინანსებაში. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, წარადგინეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დაკვეთით და EY Georgia-ს მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შესახებ.

“მდგრადი დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის მდგრადი, სოციალური, ასევე გარემოს დაცვის განვითარებას. 1 წელია, რაც მიღებულ იქნა ახალი რეგულაციები ამ მიმართულებით და ფინანსური სექტორიც გააქტიურებულია, თუმცა, მნიშვნელოვანია კომპანიებმა გამოიყენონ არსებული მექანიზმები. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ავამაღლოთ ცნობიერება ბიზნეს სექტორში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის, როგორ შეუძლიათ, მეტი წვდომა ჰქონდეთ ფინანსებზე, მწვანე სესხზე, მდგრად მიმართულებებზე, განათავსონ ობლიგაციები ბაზარზე”-სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

,,ლიბერთი ორი წელია რაც ეტაპობრივად ნერგავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) სტანდარტებს ბანკის ყოველდღიურ პროცესებში. ჩვენი გუნდი ცდილობს ხელი შეუწყოს და განავითაროს მდგრადი დაფინანსების მიმართულება. გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებული ღონისძიება „ პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენს პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთხელ შეგვეჯამებინა და გაგვეზიარებინა მდგრადი მიზნების მიღწევის პროგრესი. ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ პასუხისმგებლობა არამედ გახლავთ ინოვაციებისა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა"- თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ღონისძიებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ინვესტორთა საბჭოს, ბიზნეს სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

R