კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბჭოური დახვედრა ფხენიანში - ორი დიქტატორის შეხვედრა, ბუშტებისა და დროშების ფონზე: რა ხდება ცნობილი პუტინის ჩრდილოკორეულ ვიზიტზე?
საბჭოური დახვედრა ფხენიანში - ორი დიქტატორის შეხვედრა, ბუშტებისა და დროშების ფონზე: რა ხდება ცნობილი პუტინის ჩრდილოკორეულ ვიზიტზე?

ფხე­ნი­ა­ნის ქუ­ჩებ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ათა­სო­ბით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი სკან­დი­რე­ბით დახ­ვდა. "კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა, პუ­ტინ", - ყვი­როდ­ნენ ისი­ნი და რუ­სულ და ჩრდი­ლო­ეთ­კო­რე­ულ დრო­შებს აფ­რი­ა­ლებ­დნენ, ასე­ვე, ეჭი­რათ ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლე­ბი, რო­დე­საც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი 24 წლის შემ­დეგ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში პირ­ვე­ლად ჩა­ვი­და.

კიმ ჩენ ინსა და პუ­ტინს მი­ღე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, კიმ ილ სუნ­გის მო­ე­დან­ზე დახ­ვდნენ - ცხე­ნო­სან ჯა­რის­კა­ცებს, სამ­ხედ­რო პერ­სო­ნალ­სა და ბავ­შვებს ორი ლი­დე­რის დიდი პორ­ტრე­ტე­ბის ფონ­ზე ხელ­ში ბუშ­ტე­ბი ეჭი­რათ.

პუ­ტინ­მა და კიმ­მა თა­ვი­ან­თი დე­ლე­გა­ცი­ე­ბი წა­რად­გი­ნეს და მხარ­დამ­ხარ იდ­გნენ, რო­დე­საც რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნი გა­ის­მა, შემ­დეგ კი ორმა ავ­ტოკ­რატ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ი­სე­ირ­ნა და ხალ­ხს ღი­მი­ლით და ხე­ლის ქნე­ვით ესალ­მე­ბოდ­ნენ.

პუ­ტი­ნი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში დი­ლით ჩა­ვი­და იმ იშ­ვი­ა­თი ვი­ზი­ტით, რა­მაც და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თო სი­ძულ­ვი­ლი­სა და მზარ­დი სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გამო სა­ერ­თა­შო­რი­სო შეშ­ფო­თე­ბის ფონ­ზე მოს­კო­ვი­სა და ფხე­ნი­ა­ნის მყა­რი თან­ხვედ­რა გა­მო­ხა­ტა.

რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფომ ფხე­ნი­ა­ნი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის დროს მოს­კო­ვის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რა­საც, მი­უ­ხე­და­ვად ამ­გვა­რი ტრანსფე­რის არ­სე­ბო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, ორი­ვე ქვე­ყა­ნა უარ­ყოფს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის წინ გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტა­რებ­ში კიმ­მა გა­მო­ხა­ტა "სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა და სო­ლი­და­რო­ბა რუ­სე­თის მთავ­რო­ბის, სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და ხალ­ხის ბრძო­ლი­სად­მი", კონ­კრე­ტუ­ლად მი­უ­თი­თა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომზე მოს­კო­ვის მიერ “სა­კუ­თა­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის და­სა­ცა­ვად”.

"სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი რთულ­დე­ბა და მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა, მაგ­რამ მსურს გა­მო­ვი­ყე­ნო ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო, რომ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და გაღ­რმა­ვე­ბას რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან", - დას­ძი­ნა კიმ­მა.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო Tass იტყო­ბი­ნე­ბა, რომ პუ­ტინ­მა ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ხა­სი­ა­თა, რო­გორც დამ­ყა­რე­ბუ­ლი "თა­ნას­წო­რო­ბა­სა და ორ­მხრივ პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე" და გა­ნა­ცხა­და, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ახა­ლი ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა "ორი სა­ხელ­მწი­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვლად იქ­ცე­ვა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში". მან ასე­ვე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ კიმი მათი შემ­დე­გი შეხ­ვედ­რის­თვის მოს­კოვს ეწ­ვე­ვა.

ეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მათ გაღ­რმა­ვე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს წარ­მო­ა­ჩენს და ასე­ვე კი­მის­თვის, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე თა­ვი­სი უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბის პროგ­რა­მის გამო კვლავ იზო­ლი­რე­ბუ­ლია და პან­დე­მი­ის შემ­დეგ სხვა მსოფ­ლიო ლი­დე­რის­თვის თა­ვის დე­და­ქა­ლაქ­ში არ უმას­პინ­ძლია, მნიშ­ვნე­ლო­ვან გაძ­ლი­ე­რე­ბას ნიშ­ნავს.

კიმს, დი­ნას­ტი­ის მე­სა­მე თა­ო­ბის ლი­დერს, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას რკი­ნის მუშ­ტით მარ­თავს, ცხა­დი სი­ხა­რუ­ლი ეტყო­ბო­და, რო­დე­საც პუ­ტინს აე­რო­პორ­ტში დახ­ვდა, რო­გორც ეს რუ­სე­თის ლი­დე­რის ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო KCNA-ს ცნო­ბით, შემ­დეგ წყვი­ლი ერ­თად გა­უყ­ვა გზას კუმ­სუ­სა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სტუმ­რის სახ­ლის­კენ, სა­დაც პუ­ტი­ნი რჩე­ბა.

ამა­ვე სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, შეხ­ვედ­რა­ზე ორმა ლი­დერ­მა "ერ­თმა­ნეთს გრძნო­ბე­ბი და აზ­რე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს, თუ რო­გორ უნდა გა­ნა­ვი­თა­რონ უფრო მე­ტად ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ორი ქვეყ­ნის ხალ­ხე­ბის სა­ერ­თო სურ­ვი­ლი­სა და ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად".

ამ ურ­თი­ერ­თო­ბის წინსვლა შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, რო­გორც სე­ულ­ში, ისე - ვა­შინგტონ­ში, არა მხო­ლოდ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მიერ რუ­სე­თის­თვის ია­რა­ღის გა­და­ცე­მის გამო, არა­მედ აგ­რეთ­ვე იმ პერ­სპექ­ტი­ვის ფონ­ზეც, რომ მოს­კოვ­მა შე­საძ­ლოა, თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო სამ­ხედ­რო ტექ­ნო­ლო­გია ფხე­ნი­ანს მისი მძი­მედ სან­ქცი­რე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის პროგ­რა­მის და­სახ­მა­რებ­ლად გა­დას­ცეს.

და­ძა­ბუ­ლო­ბა კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე კვლავ მა­ღა­ლია, რად­გან კიმი ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მტრუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით გა­მო­დის და ასე­ვე, მან სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან სამ­შვი­დო­ბო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხან­გრძლი­ვი პროგ­რა­მა შე­წყვი­ტა.

პუ­ტი­ნის ვი­ზი­ტი რუ­სეთ­ში კი­მის გა­სუ­ლი წლის ის­ტო­რი­ულ ვი­ზიტს მოჰ­ყვა, სა­დაც ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ ორმა ლი­დერ­მა მათი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ახა­ლი თავი გახ­სნა, რაც პუ­ტი­ნის სა­ჭი­რო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, მიმ­დი­ნა­რე შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ის­თვის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­უ­ლი ია­რა­ღი მი­ე­ღო.

თე­ბერ­ვალ­ში, აშშ-ის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­დან სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ 10 000-ზე მეტი გა­და­ზიდ­ვის კონ­ტე­ი­ნე­რი მი­ი­ღო - რაც 260 000 მეტ­რულ ტონა სამ­ხედ­რო ან მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­რა­გის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტია. რო­გორც ეს აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა მარ­ტის თვე­ში აღ­ნიშ­ნა, სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნეს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­უ­ლი წარ­მო­ე­ბის სულ მცი­რე 10 რა­კე­ტა,

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საბჭოური დახვედრა ფხენიანში - ორი დიქტატორის შეხვედრა, ბუშტებისა და დროშების ფონზე: რა ხდება ცნობილი პუტინის ჩრდილოკორეულ ვიზიტზე?

საბჭოური დახვედრა ფხენიანში - ორი დიქტატორის შეხვედრა, ბუშტებისა და დროშების ფონზე: რა ხდება ცნობილი პუტინის ჩრდილოკორეულ ვიზიტზე?

ფხენიანის ქუჩებში რუსეთის პრეზიდენტს ათასობით ჩრდილოეთ კორეელი სკანდირებით დახვდა. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პუტინ", - ყვიროდნენ ისინი და რუსულ და ჩრდილოეთკორეულ დროშებს აფრიალებდნენ, ასევე, ეჭირათ ყვავილების თაიგულები, როდესაც ვლადიმერ პუტინი 24 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა.

კიმ ჩენ ინსა და პუტინს მიღების ცერემონიაზე ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქის ცენტრში, კიმ ილ სუნგის მოედანზე დახვდნენ - ცხენოსან ჯარისკაცებს, სამხედრო პერსონალსა და ბავშვებს ორი ლიდერის დიდი პორტრეტების ფონზე ხელში ბუშტები ეჭირათ.

პუტინმა და კიმმა თავიანთი დელეგაციები წარადგინეს და მხარდამხარ იდგნენ, როდესაც რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი გაისმა, შემდეგ კი ორმა ავტოკრატმა ავტომობილით გაისეირნა და ხალხს ღიმილით და ხელის ქნევით ესალმებოდნენ.

პუტინი ჩრდილოეთ კორეაში დილით ჩავიდა იმ იშვიათი ვიზიტით, რამაც დასავლეთის წინააღმდეგ საერთო სიძულვილისა და მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო საერთაშორისო შეშფოთების ფონზე მოსკოვისა და ფხენიანის მყარი თანხვედრა გამოხატა.

რამდენიმე სახელმწიფომ ფხენიანი უკრაინაში მიმდინარე ომის დროს მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა, რასაც, მიუხედავად ამგვარი ტრანსფერის არსებობის მნიშვნელოვანი მტკიცებულებებისა, ორივე ქვეყანა უარყოფს.

ოფიციალური შეხვედრის წინ გაკეთებულ კომენტარებში კიმმა გამოხატა "სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა რუსეთის მთავრობის, სამხედროებისა და ხალხის ბრძოლისადმი", კონკრეტულად მიუთითა უკრაინაში მიმდინარე ომზე მოსკოვის მიერ “საკუთარი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული სტაბილურობის დასაცავად”.

"სიტუაციები რთულდება და მუდმივად იცვლება, მაგრამ მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებასა და გაღრმავებას რუსეთის ხელისუფლებასთან", - დასძინა კიმმა.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Tass იტყობინება, რომ პუტინმა ორი ქვეყნის ურთიერთობა დაახასიათა, როგორც დამყარებული "თანასწორობასა და ორმხრივ პატივისცემაზე" და განაცხადა, რომ მოსალოდნელი ახალი ორმხრივი ხელშეკრულება "ორი სახელმწიფოს ურთიერთობის საფუძვლად იქცევა მრავალი წლის განმავლობაში". მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კიმი მათი შემდეგი შეხვედრისთვის მოსკოვს ეწვევა.

ეს დიპლომატიური განვითარება მათ გაღრმავებულ ურთიერთობებს წარმოაჩენს და ასევე კიმისთვის, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე თავისი უკანონო შეიარაღების პროგრამის გამო კვლავ იზოლირებულია და პანდემიის შემდეგ სხვა მსოფლიო ლიდერისთვის თავის დედაქალაქში არ უმასპინძლია, მნიშვნელოვან გაძლიერებას ნიშნავს.

კიმს, დინასტიის მესამე თაობის ლიდერს, რომელიც ჩრდილოეთ კორეას რკინის მუშტით მართავს, ცხადი სიხარული ეტყობოდა, როდესაც პუტინს აეროპორტში დახვდა, როგორც ეს რუსეთის ლიდერის ქვეყანაში ჩასვლის ამსახველი ვიდეო მასალებიდან ჩანს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო KCNA-ს ცნობით, შემდეგ წყვილი ერთად გაუყვა გზას კუმსუსანის სახელმწიფო სტუმრის სახლისკენ, სადაც პუტინი რჩება.

ამავე სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე ორმა ლიდერმა "ერთმანეთს გრძნობები და აზრები გაუზიარეს, თუ როგორ უნდა განავითარონ უფრო მეტად ორმხრივი ურთიერთობები ორი ქვეყნის ხალხების საერთო სურვილისა და ნების შესაბამისად".

ამ ურთიერთობის წინსვლა შეშფოთებას იწვევს, როგორც სეულში, ისე - ვაშინგტონში, არა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემის გამო, არამედ აგრეთვე იმ პერსპექტივის ფონზეც, რომ მოსკოვმა შესაძლოა, თავისი საუკეთესო სამხედრო ტექნოლოგია ფხენიანს მისი მძიმედ სანქცირებული შეიარაღების პროგრამის დასახმარებლად გადასცეს.

დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე კვლავ მაღალია, რადგან კიმი ბოლო თვეების განმავლობაში მტრული გამონათქვამებით გამოდის და ასევე, მან სამხრეთ კორეასთან სამშვიდობო გაერთიანების ხანგრძლივი პროგრამა შეწყვიტა.

პუტინის ვიზიტი რუსეთში კიმის გასული წლის ისტორიულ ვიზიტს მოჰყვა, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ორმა ლიდერმა მათი ურთიერთობების ახალი თავი გახსნა, რაც პუტინის საჭიროებას უკავშირდებოდა, მიმდინარე შეტევითი ოპერაციისთვის ჩრდილოეთ კორეული იარაღი მიეღო.

თებერვალში, აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან სექტემბრის შემდეგ 10 000-ზე მეტი გადაზიდვის კონტეინერი მიიღო - რაც 260 000 მეტრულ ტონა სამხედრო ან მასთან დაკავშირებული მარაგის ეკვივალენტია. როგორც ეს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა მარტის თვეში აღნიშნა, სექტემბრიდან მოყოლებული რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული წარმოების სულ მცირე 10 რაკეტა,

წყარო