მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ის ვიზა მაქვს - რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა" - ალუდა ღუდუშაური
"აშშ-ის ვიზა მაქვს - რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა" - ალუდა ღუდუშაური

პარტნი­ო­რე­ბი და მი­თუ­მე­ტეს, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს სან­ქცი­ე­ბი­თა და შე­ზღუდ­ვით არ უნდა ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ - რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზე­ბის სა­კითხს, არ ვიცი, მსგავ­სი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ვის მი­უ­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აშშ-ის ელ­ჩის, რო­ბინ და­ნი­გა­ნის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ღუ­დუ­შა­უ­რის თქმით, იმე­დი აქვს, რომ ელჩი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რად­გან თა­ვად თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და.

“პარტნი­ო­რე­ბი და მი­თუ­მე­ტეს, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს სან­ქცი­ე­ბი­თა და შე­ზღუდ­ვით არ უნდა ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი არის მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ეს მიდ­გო­მა გა­და­ი­ხე­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზე­ბის სა­კითხს, არ ვიცი, მსგავ­სი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ვის მი­უ­ვი­და. ვი­საც ვიზა არ აქვს, ვერ მი­ი­ღებ­სო, სხვა არაფ­რის თქმა არ შეგ­ვიძ­ლია გარ­და იმი­სა, რომ ეს ნა­ბი­ჯი და­ა­ზი­ა­ნებს და ხელს არ შე­უ­წყობს იმ ურ­თი­ერ­თო­ბას, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას აქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი - სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კას პარტნი­ორ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნევს და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი ქარ­თვე­ლე­ბის მე­გო­ბა­რია და პი­რი­ქით. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი გულ­და­სა­წყვე­ტია და ვი­სურ­ვებ­დი, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა რე­ა­ლუ­რად მოხ­დეს. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ელჩი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რად­გან თა­ვად თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და. იმე­დია, ელჩი თა­ვის სი­ტყვას შე­ას­რუ­ლებს და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა პარტნი­ო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ასე­თი ფორ­მით კი არ ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, არა­მედ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გა­და­იტ­ვირ­თე­ბა. ამ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­დატ­ვირ­თვის შემ­დეგ სივ­რცე არ უნდა ჰქონ­დეს იმას და­ტო­ვე­ბუ­ლი, რომ ერ­თმა­ნეთს რა­ღაც სან­ქცი­ე­ბით და შე­ზღუდ­ვე­ბით ვე­სა­უბ­როთ”, - აღ­ნიშ­ნა ღუ­დუ­შა­ურ­მა.

რო­გორც ღუ­დუ­შა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, მას ამე­რი­კის ვიზა აქვს.

"კი, ვიზა მაქვს. რა­ტომ არ უნდა მიყ­ვარ­დეს მოგ­ზა­უ­რო­ბა? - დიახ, მათ შო­რის ამე­რი­კა­ში, მაგ­რამ თქვენ არ იცით და გე­ტყვით, უფრო მე­ტად მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა, ბევ­რი ვაი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც დარ­ბოდ­ნენ და ამ­ბობ­დნენ, ვი­ღა­ცას სან­ქცია და­ე­დე­ბა და ვერ იმოგ­ზა­უ­რებ­სო. ბევ­რი ქვე­ყა­ნაა სა­ინ­ტე­რე­სო და ნეტა, მოგ­ზა­უ­რო­ბის დრო მქონ­დეს. ვინ სად იმოგ­ზა­უ­რებს, ვინ რას მი­ირ­თმევს, ვინ რას ჩა­იც­ვამს, ეს თქვე­ნი საქ­მე არ არის. თქვენ იმით და­კავ­დით, რომ 26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად ვი­ზე­ი­მებთ იმას, რომ რა­დი­კალ ოპო­ზი­ცი­ა­ზე გა­ვი­მარ­ჯვებთ”, - აღ­ნიშ­ნა ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა, რო­ბინ და­ნი­გან­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ზღუდ­ვის პირ­ვე­ლი ტრან­ში უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აქვთ ვიზა, ეც­ნო­ბათ, რომ მათი ვიზა ვა­ლი­დუ­რი აღარ არის და მათ ვი­საც არ აქვთ ვიზა, ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ მას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აშშ-ის ვიზა მაქვს - რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა" - ალუდა ღუდუშაური

"აშშ-ის ვიზა მაქვს - რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა" - ალუდა ღუდუშაური

პარტნიორები და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ - რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, მსგავსი შეტყობინება ვის მიუვიდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, იმედი აქვს, რომ ელჩი ყველაფერს გააკეთებს, რადგან თავად თქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ყველაფერს გააკეთებდა.

“პარტნიორები და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა. ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიული იქნება. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მიდგომა გადაიხედება. რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, მსგავსი შეტყობინება ვის მიუვიდა. ვისაც ვიზა არ აქვს, ვერ მიიღებსო, სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია გარდა იმისა, რომ ეს ნაბიჯი დააზიანებს და ხელს არ შეუწყობს იმ ურთიერთობას, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს გაცხადებული - საქართველო ამერიკას პარტნიორ ქვეყნად მიიჩნევს და ამერიკელი ხალხი ქართველების მეგობარია და პირიქით. შესაბამისად, ასეთი ნაბიჯები გულდასაწყვეტია და ვისურვებდი, რომ სიტუაციის შეფასება რეალურად მოხდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ელჩი ყველაფერს გააკეთებს, რადგან თავად თქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. იმედია, ელჩი თავის სიტყვას შეასრულებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა პარტნიორები ერთმანეთს ასეთი ფორმით კი არ ესაუბრებოდნენ, არამედ ეს ურთიერთობა გადაიტვირთება. ამ ურთიერთობის გადატვირთვის შემდეგ სივრცე არ უნდა ჰქონდეს იმას დატოვებული, რომ ერთმანეთს რაღაც სანქციებით და შეზღუდვებით ვესაუბროთ”, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, მას ამერიკის ვიზა აქვს.

"კი, ვიზა მაქვს. რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? - დიახ, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბევრი ვაი ოპოზიციონერისგან განსხვავებით, რომლებიც დარბოდნენ და ამბობდნენ, ვიღაცას სანქცია დაედება და ვერ იმოგზაურებსო. ბევრი ქვეყანაა საინტერესო და ნეტა, მოგზაურობის დრო მქონდეს. ვინ სად იმოგზაურებს, ვინ რას მიირთმევს, ვინ რას ჩაიცვამს, ეს თქვენი საქმე არ არის. თქვენ იმით დაკავდით, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ რადიკალ ოპოზიციაზე გავიმარჯვებთ”, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.