სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Designa Individual-მა ექსკლუზიურად კახა კალაძისთვის საათი Custom Rolex Daytona შექმნა, რომელიც 62 490 ევრო ღირს - რამდენი დამზადდა და რა მოითხოვა თბილისის მერმა?
Designa Individual-მა ექსკლუზიურად კახა კალაძისთვის საათი Custom Rolex Daytona შექმნა, რომელიც 62 490 ევრო ღირს - რამდენი დამზადდა და რა მოითხოვა თბილისის მერმა?

კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ­მა სა­წარ­მომ Designa Individual-მა თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის­თვის Rolex Daytona-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი მო­დე­ლი შექ­მნა.

რო­გორც Designa Individual თა­ვის ვებ გვერ­დზე წერს, მათ წი­თე­ლი კვარ­ცის ბოჭ­კო­ე­ბის­გან და­ამ­ზა­დეს 41 მმ დი­ა­მეტ­რის Daytona-ს კორ­პუ­სი. (ბოჭ­კო­ვა­ნი კვარ­ცი არის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ნახ­შირ­ბა­დის ბოჭ­კოს­თან მსგავ­სე­ბის გამო ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­ღა­ლი კლა­სის სპორ­ტულ სა­ა­თებ­ში. ის უაღ­რე­სად მსუ­ბუ­ქი და გამ­ძლეა).

კო­ლექ­ცი­ის­თვის სულ 17 ერ­თე­უ­ლი სა­ა­თი დამ­ზად­და, თი­თო­ე­უ­ლის ფასი კი 62,490 ევ­როს შე­ად­გენს.

“კა­ხამ მო­ი­თხო­ვა, რომ სა­ა­თი ასა­ხავ­დეს მის ცხოვ­რე­ბა­ში მიღ­წე­ულ უმაღ­ლეს ეტაპს - ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მო­გე­ბას. ამა­ვე დროს მან სა­ა­თის მთა­ვარ ფე­რად წი­თე­ლი აირ­ჩია. რო­გორც ერ­თგვა­რი კავ­ში­რი მისი ქვეყ­ნის დრო­შას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ასე­ვე მი­ლა­ნის სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის სა­ში­ნაო ფე­რებ­თან.

მდიდ­რუ­ლი წი­თე­ლი ფერი, რო­მე­ლიც შერ­წყმუ­ლია თეთრ ზო­ლებ­თან ქმნის გა­სა­ო­ცარ ვი­ზუ­ალს.

ცი­ფერბლა­ტის წი­თელ ფონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია სა­ხელ­წო­დე­ბა “KALA“. ეს არის ფე­რე­ბის ძა­ლი­ან ცო­ცხა­ლი კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც მოგ­ვა­გო­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­თის გა­რე­გა­ნი მხა­რე მთლი­ა­ნად მორ­გე­ბუ­ლია მო­თხოვ­ნებს, სა­ა­თის შიდა მე­ქა­ნიზ­მი Rolex 4130-ის არის. ეს არის მე­ქა­ნიზ­მი 72-სა­ა­თი­ა­ნი ენერ­გი­ის რე­ზერ­ვით ავ­ტო­მა­ტუ­რად მოძ­რა­ვი პა­რაქ­რო­მის ზამ­ბა­რით და პა­რაფ­ლექ­სუ­რი დარ­ტყმის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის სის­ტე­მით.“- წერს Designa Individual და სა­ა­თის დე­ტა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს აქ­ვეყ­ნებს:

მო­დე­ლი: Designa ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ა­თე­ბი X კახა კა­ლა­ძე

კორ­პუ­სი: 40მმ დი­ა­მეტ­რი, კვარ­ცის ბოჭ­კო

ფე­რე­ბი: წი­თე­ლი და თეთ­რი

წყალ­გამ­ძლე­ო­ბა: 50 მ (5 ბარი)

მოძ­რა­ო­ბა: Rolex caliber 4130, COSC-ს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ავ­ტო­მა­ტუ­რი, 44 სამ­კა­უ­ლი

სიხ­ში­რე: 28800 ვ/სთ (4 ჰც)

ენერ­გი­ის რე­ზერვი: 72 სთ

ფუნ­ქცი­ე­ბი: სა­ა­თე­ბი, წუ­თე­ბი, წა­მე­ბი, ქრო­ნოგ­რა­ფი

სა­მა­ჯუ­რი: ხელ­ნა­კე­თი ნა­ტოს ნე­ი­ლო­ნი ველკ­როს შე­საკ­რა­ვით

ფასი: €62,490 (და­ახ­ლო­ე­ბით £ 52,800), შე­ზღუ­დუ­ლია, 17 ცალი.

Designa Individual Manufacture და­არ­სდა 2 მხატ­ვრის მიერ. მათი სა­თა­ვო ოფი­სი მდე­ბა­რე­ობს გერ­მა­ნი­ა­ში. თუმ­ცა, სა­წარ­მო შეკ­ვე­თებს მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­გან იღებს.

კომ­პა­ნი­ის გუნ­დი უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მუ­შა­ობს. მათ შო­რის, სა­კულ­ტო სა­ა­თე­ბი­სა და სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნელ ნი­მუ­შე­ბად გა­დაქ­ცე­ვის­თვის ისი­ნი იყე­ნე­ბენ ნახ­შირ­ბა­დის ბოჭ­კოს.

ნახ­შირ­ბა­დის ბოჭ­კოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა მისი წო­ნაა. ნახ­შირ­ბა­დის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თხე­ლი ფე­ნე­ბის წყა­ლო­ბით, წონა 5-ჯერ ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი. გარ­და ამი­სა, ნახ­შირ­ბა­დის ბოჭ­კო ასე­ვე წარ­მო­უდ­გენ­ლად გამ­ძლეა.

წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლი არის იდეა და დი­ზა­ი­ნი. კომ­პა­ნია პერ­სო­ნა­ლი­ზი­რე­ბულ, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ნივ­თებს ამ­ზა­დებს.

Designa Individual-ს სა­ა­თე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი მო­დე­ლე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა ლი­ო­ნელ მესი, ნე­ი­მა­რი, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ, უილ სმი­ტი და სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. წყა­რო

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

Designa Individual-მა ექსკლუზიურად კახა კალაძისთვის საათი Custom Rolex Daytona შექმნა, რომელიც 62 490 ევრო ღირს - რამდენი დამზადდა და რა მოითხოვა თბილისის მერმა?

Designa Individual-მა ექსკლუზიურად კახა კალაძისთვის საათი Custom Rolex Daytona შექმნა, რომელიც 62 490 ევრო ღირს - რამდენი დამზადდა და რა მოითხოვა თბილისის მერმა?

კონცეპტუალურმა საწარმომ Designa Individual-მა თბილისის მერის, კახა კალაძისთვის Rolex Daytona-ს ექსკლუზიური მოდელი შექმნა.

როგორც Designa Individual თავის ვებ გვერდზე წერს, მათ წითელი კვარცის ბოჭკოებისგან დაამზადეს 41 მმ დიამეტრის Daytona-ს კორპუსი. (ბოჭკოვანი კვარცი არის მასალა, რომელიც ნახშირბადის ბოჭკოსთან მსგავსების გამო ხშირად გამოიყენება მაღალი კლასის სპორტულ საათებში. ის უაღრესად მსუბუქი და გამძლეა).

კოლექციისთვის სულ 17 ერთეული საათი დამზადდა, თითოეულის ფასი კი 62,490 ევროს შეადგენს.

“კახამ მოითხოვა, რომ საათი ასახავდეს მის ცხოვრებაში მიღწეულ უმაღლეს ეტაპს - ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ამავე დროს მან საათის მთავარ ფერად წითელი აირჩია. როგორც ერთგვარი კავშირი მისი ქვეყნის დროშასთან, საქართველოსთან და ასევე მილანის საფეხბურთო გუნდის საშინაო ფერებთან.

მდიდრული წითელი ფერი, რომელიც შერწყმულია თეთრ ზოლებთან ქმნის გასაოცარ ვიზუალს.

ციფერბლატის წითელ ფონზე გამოსახულია სახელწოდება “KALA“. ეს არის ფერების ძალიან ცოცხალი კომბინაცია, რომელიც მოგვაგონებს საქართველოს დროშას.

მიუხედავად იმისა, რომ საათის გარეგანი მხარე მთლიანად მორგებულია მოთხოვნებს, საათის შიდა მექანიზმი Rolex 4130-ის არის. ეს არის მექანიზმი 72-საათიანი ენერგიის რეზერვით ავტომატურად მოძრავი პარაქრომის ზამბარით და პარაფლექსური დარტყმის წინააღმდეგობის სისტემით.“- წერს Designa Individual და საათის დეტალურ მახასიათებლებს აქვეყნებს:

მოდელი: Designa ინდივიდუალური საათები X კახა კალაძე

კორპუსი: 40მმ დიამეტრი, კვარცის ბოჭკო

ფერები: წითელი და თეთრი

წყალგამძლეობა: 50 მ (5 ბარი)

მოძრაობა: Rolex caliber 4130, COSC-ს სერტიფიცირებული, ავტომატური, 44 სამკაული

სიხშირე: 28800 ვ/სთ (4 ჰც)

ენერგიის რეზერვი: 72 სთ

ფუნქციები: საათები, წუთები, წამები, ქრონოგრაფი

სამაჯური: ხელნაკეთი ნატოს ნეილონი ველკროს შესაკრავით

ფასი: €62,490 (დაახლოებით £ 52,800), შეზღუდულია, 17 ცალი.

Designa Individual Manufacture დაარსდა 2 მხატვრის მიერ. მათი სათავო ოფისი მდებარეობს გერმანიაში. თუმცა, საწარმო შეკვეთებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისგან იღებს.

კომპანიის გუნდი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობს. მათ შორის, საკულტო საათებისა და სხვა მოწყობილობების ხელოვნების წარმოუდგენელ ნიმუშებად გადაქცევისთვის ისინი იყენებენ ნახშირბადის ბოჭკოს.

ნახშირბადის ბოჭკოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება მისი წონაა. ნახშირბადის წარმოუდგენელი თხელი ფენების წყალობით, წონა 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე უჟანგავი ფოლადი. გარდა ამისა, ნახშირბადის ბოჭკო ასევე წარმოუდგენლად გამძლეა.

წარმოების პროცესის საუკეთესო ნაწილი არის იდეა და დიზაინი. კომპანია პერსონალიზირებულ, უმაღლესი ხარისხის ნივთებს ამზადებს.

Designa Individual-ს საათების ექსკლუზიური მოდელები დამზადებული აქვს ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიცაა ლიონელ მესი, ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ, უილ სმიტი და სხვა ცნობილი ადამიანები. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა