კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უშეღავათო ბრძოლა, ჩვენი ბიჭების თავგანწირული თამაში, მარცხი, თუმცა ღირსეული დებიუტი - ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩი ჩვენმა გუნდმა წააგო
უშეღავათო ბრძოლა,  ჩვენი ბიჭების თავგანწირული თამაში, მარცხი, თუმცა ღირსეული დებიუტი - ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩი ჩვენმა გუნდმა წააგო

გერ­მა­ნი­ა­ში, დორ­ტმუნდში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი გა­მარ­თა.

ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქეთს და­უ­პი­რის­პირ­და. მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 3-1 დას­რულ­და.

  • ნაკ­რე­ბის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ასე­თი იყო: მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კვირ­კვე­ლია, კა­შია, დვა­ლი, წი­ტა­იშ­ვი­ლი, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, ჩაკ­ვე­ტა­ძე, კვა­რა­ცხე­ლია, მი­ქა­უ­ტა­ძე. გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი - ვილი სა­ნი­ო­ლი.ემო­ცი­უ­რი იყო მატ­ჩის და­სა­წყი­სი და ჰიმ­ნი, რო­მელ­საც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად მღე­როდ­ნენ.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. უფრო მეტს თურ­ქე­ბი უტევ­დნენ, თუმ­ცა არა­ერ­თი შან­სი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­საც. 26-ე წუთ­ზე თურ­ქებ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა გო­ლად აქ­ცი­ეს. მა­ლე­ვე მე­ო­რე გო­ლიც გა­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გოლი არ ჩა­ით­ვა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლომ 33-ე წუთ­ზე თურ­ქეთს გა­უ­თა­ნაბ­რა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი გოლი გა­ი­ტა­ნა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ფრე - 1-1 დას­რულ­და.

მე­ო­რე ტა­ი­მის სა­წყი­სი ეტა­პი­დან­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი საკ­მა­ოდ მწვა­ვედ უტევ­და, თუმ­ცა მო­პო­ვე­ბუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა გო­ლად არ გარ­და­სა­ხუ­ლა. სა­მა­გი­ე­როდ, matCis 66-ე წუტ­ზე არდა გი­უ­ლერ­მა გოლი გა­ი­ტა­ნა და თა­ვი­სი გუნ­დი და­ა­წი­ნა­უ­რა.

მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­ღა­ვა­თო ბრძო­ლა იყო. ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა თავ­და­დე­ბა და თავ­გან­წი­რუ­ლი თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს უიღ­ბლო­ბაც და­ე­მა­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის ბოლო წუ­თე­ბი იყო, როცა ჩვენ­მა გუნ­დმა შტურ­მი მო­ა­წყო მე­ტო­ქის კარ­თან, თუმ­ცა გოლი არ გა­სუ­ლა. თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის სა­ჯა­რი­მო­ში იყო ჩვე­ნი მე­კა­რე მა­მარ­დაშ­ვი­ლიც, რა დრო­საც თურ­ქე­ბი კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე წა­მო­ვიდ­ნენ და ჩვენს კარ­ში მე­სა­მე გო­ლის გა­ტა­ნა აღარ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

უშეღავათო ბრძოლა, ჩვენი ბიჭების თავგანწირული თამაში, მარცხი, თუმცა ღირსეული დებიუტი - ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩი ჩვენმა გუნდმა წააგო

უშეღავათო ბრძოლა,  ჩვენი ბიჭების თავგანწირული თამაში, მარცხი, თუმცა ღირსეული დებიუტი - ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩი ჩვენმა გუნდმა წააგო

გერმანიაში, დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი გამართა.

ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.

  • ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, წიტაიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი - ვილი სანიოლი.ემოციური იყო მატჩის დასაწყისი და ჰიმნი, რომელსაც ფეხბურთელები გულშემატკივართან ერთად მღეროდნენ.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უფრო მეტს თურქები უტევდნენ, თუმცა არაერთი შანსი ჰქონდა საქართველოს ნაკრებსაც. 26-ე წუთზე თურქებმა უპირატესობა გოლად აქციეს. მალევე მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა.

საქართველომ 33-ე წუთზე თურქეთს გაუთანაბრა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი ფრე - 1-1 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყისი ეტაპიდანვე საქართველოს ნაკრები საკმაოდ მწვავედ უტევდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობა გოლად არ გარდასახულა. სამაგიეროდ, matCis 66-ე წუტზე არდა გიულერმა გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა.

მთელი მატჩის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდადება და თავგანწირული თამაში აჩვენეს, თუმცა ყველაფერს უიღბლობაც დაემატა. განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო წუთები იყო, როცა ჩვენმა გუნდმა შტურმი მოაწყო მეტოქის კართან, თუმცა გოლი არ გასულა. თურქეთის ნაკრების საჯარიმოში იყო ჩვენი მეკარე მამარდაშვილიც, რა დროსაც თურქები კონტრშეტევაზე წამოვიდნენ და ჩვენს კარში მესამე გოლის გატანა აღარ გასჭირვებიათ.