პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძალადობისა და კანიბალიზმის შოკისმომგვრელი ბრალდებები და ბიზნეს დინასტიის შთამომავლის დასრულებული სამსახიობო კარიერა - რას ამბობს ერთ დროს "ოქროს გლობუსზე" ნომინირებული არმი ჰამერი?
ძალადობისა და კანიბალიზმის შოკისმომგვრელი ბრალდებები და ბიზნეს დინასტიის შთამომავლის დასრულებული სამსახიობო კარიერა - რას ამბობს ერთ დროს "ოქროს გლობუსზე" ნომინირებული არმი ჰამერი?

ჰო­ლი­ვუ­დის ყო­ფი­ლი მსა­ხი­ო­ბის, არმი ჰა­მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ის მად­ლი­ე­რია, რომ მისი კა­რი­ე­რა კა­ნი­ბა­ლიზ­მი­სა და ძა­ლა­დო­ბის შო­კის­მომ­გვრე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გამო დას­რულ­და. მან თა­ვი­სი და­ცე­მა “ნე­იტ­რო­ნულ ბომბს” შე­ა­და­რა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ნად­გუ­რა.

ერთ დროს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა, Call Me By Your Name-ის 37 წლის ვარ­სკვლა­ვის­თვის, მა­შინ და­იმ­სხვრა, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე ქალ­მა მას ძა­ლა­დო­ბი­სა და კა­ნი­ბა­ლიზ­მის ფან­ტა­ზი­ე­ბის შე­სა­ხებ მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნა.

  • არ­მანდ დუ­გ­ლას ჰა­მე­რი 1986 წლის 28 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. არის ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მა­იკლ არ­მანდ ჰა­მე­რის შვი­ლი და ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი­სა და ქველ­მოქ­მე­დის არ­მანდ ჰა­მე­რის შვილ­თაშ­ვი­ლი. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ი­წყო. მან პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი როლი, ბილი გრე­ჰე­მი, 2008 წლის ბი­ოგ­რა­ფი­ი­ულ ფილმში „ბილი: ად­რინ­დე­ლი წლე­ბი“ ითა­მა­შა. 2010 წელს გა­მოჩ­ნდა დე­ი­ვიდ ფინ­ჩე­რის ბი­ოგ­რა­ფი­ულ დრა­მა­ში -„სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი“. 2011 წელს კლა­ი­დი ტოლ­სო­ნის როლი ითა­მა­შა ამე­რი­კულ ბი­ოგ­რა­ფი­ულ დრა­მა­ში, „ჯ. ედ­გა­რი“. 2013 წელს ლოუნ რე­ინ­ჯე­რი გა­ნა­სა­ხი­ე­რა ფილმში "მარ­ტო­ხე­ლა რე­ინ­ჯე­რი“. 2015 წელს გა­მოჩ­ნდა ფილმში, "აგენ­ტე­ბი U.N.C.L.E“. ხოლო 2017 წელს მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა რო­მან­ტი­კულ დრა­მა­ში, "შენი სა­ხე­ლით მომ­მარ­თე“, სწო­ერდ ამ ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი "ოქ­როს გლო­ბუს­ზე". 2018 წელს ფილმში "გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა“ ამე­რი­კე­ლი ად­ვო­კა­ტი მარ­ტინ დე­ი­ვიდ გინსბურ­გი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. 2018 წელს ბროდ­ვე­ის თე­ატ­რში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამე­რი­კულ პი­ე­სა­ში „Straight White Men“.

2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში მის­მა ყო­ფილ­მა მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ, 26 წლის ეფი ან­ჯე­ლო­ვამ ის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ჰა­მერ­მა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბა ად­ვო­კა­ტის დახ­მა­რე­ბით უარ­ჰყო და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ყვე­ლა სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი იყო "სრუ­ლი თან­ხმო­ბით, წი­ნას­წარ გან­ხი­ლუ­ლი და ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლი".

პოდ­კასტ Painful Lessons-ის ეთერ­ში მსა­ხი­ობ­მა სკან­დალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და: "იმის მი­უ­ხე­და­ვად, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბობ­დნენ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რაც მოხ­და, ახლა ცხოვ­რე­ბის იმ ეტაპ­ზე ვარ, როცა ყვე­ლაფ­რის­თვის მად­ლი­ე­რი ვარ. რე­ა­ლუ­რად, ვარ ეტაპ­ზე, რო­მელ­ზეც ვარ გულ­წრფე­ლად მად­ლი­ე­რი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, რად­გან იქ, სა­დაც ცხოვ­რე­ბა­ში მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი, სა­ნამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და, თავს კარ­გად არ ვგრძნობ­დი. არას­დროს ვი­ყა­ვი კმა­ყო­ფი­ლი, არა­ფე­რი მყოფ­ნი­და, არას­დროს ვი­ყა­ვი სა­კუ­თა­რი თა­ვით ბედ­ნი­ე­რი და არ მქონ­და თვით­შე­ფა­სე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ჰა­მერ­მა.

მისი თქმით, ადრე არ იცო­და, რო­გორ ჰყვა­რე­ბო­და სა­კუ­თა­რი თავი და რო­გორ მი­ე­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ვა­ლი­და­ცია.

"მაგ­რამ მქონ­და საქ­მე, სა­დაც ამას ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნის­გან ვი­ღებ­დი, რომ არას­დროს მჭირ­დე­ბო­და, მეს­წავ­ლა, რო­გორ უნდა მი­მე­ცა ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის თა­ვად".

კა­ნი­ბა­ლიზ­მის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წელს მსა­ხი­ობ­მა პი­რად მი­მო­წე­რა­ში და­წე­რა, რომ იგი "100%-ით კა­ნი­ბა­ლი იყო" და დას­ძი­ნა: "ადა­მი­ა­ნებ­მა კა­ნი­ბა­ლი შე­მარ­ქვეს. თით­ქოს ადა­მი­ა­ნებს ვჭამ­დი! რაა??? იცით, რა უნდა გა­ა­კე­თოთ, კა­ნი­ბა­ლი რომ იყოთ? ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა შე­ჭა­მოთ!"

მან თა­ვი­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და: "ეს ეგოს სიკ­ვდი­ლი იყო, კა­რი­ე­რის სიკ­ვდი­ლი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ნე­იტ­რო­ნუ­ლი ბომ­ბი აფეთ­ქდა და მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ნად­გუ­რა".

ჰა­მე­რის იჟა­მინ­დე­ლი ცოლი, ელი­ზა­ბეთ ჩე­იმ­ბერ­სია, რო­მელ­საც 2020 წლის ივ­ლის­ში გა­ე­ყა­რა. ყო­ფილ წყვილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს.

ვარ­სკვლავ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იმ პე­რი­ოდ­ში თვით­მკვლე­ლო­ბა­ზეც ფიქ­რობ­და.

"იყო ბევ­რი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ვფიქ­რობ­დი, რომ ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ­დი. სი­ძულ­ვილს ვი­ღებ­დი... იყო დრო, რო­დე­საც სა­ნა­პი­რო­ზე ვი­დე­ქი, მერე შორს გავ­ცუ­რავ­დი და უბ­რა­ლოდ, წყალ­ზე ვტივ­ტი­ვებ­დი... ასე, თვით­მკვლე­ლო­ბის ნა­ხე­ვა­რი მცდე­ლო­ბა... მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ ამას ჩემს შვი­ლებს ვერ გა­ვუ­კე­თებ­დი", - აღ­ნიშ­ნა მან.

მსა­ხი­ობ­მა აღი­ა­რა, რომ მისი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი კა­რი­ე­რა "ახლა არ არ­სე­ბობს" და აღ­ნიშ­ნა, რომ ის "სა­კუ­თარ სამ­ყა­როს" ქმნის და სცე­ნა­რის და­წე­რას გეგ­მავს.

ჰა­მე­რი ბრალ­დე­ბებს რე­გუ­ლა­რუ­ლად უარ­ყოფ­და, თუმ­ცა სკან­და­ლის შე­დე­გად მისი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი კა­რი­ე­რა თით­ქმის გაქ­რა. ეფის ბრალ­დე­ბე­ბის შემ­დეგ, კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქალ­მა აი­მაღ­ლა ხმა და ჰა­მე­რი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სექ­სი­სა და კა­ნი­ბა­ლიზ­მის მი­მართ ინ­ტე­რეს­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ვარ­სკვლა­ვი, პი­რად­მა პრეს-აგენ­ტმა და სა­ა­გენ­ტომ მი­ა­ტო­ვეს, ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი­დან მოხ­სნეს.

მან აღი­ა­რა, რომ თა­ვის ყო­ფილ პარტნი­ო­რებ­ზე ემო­ცი­უ­რად ძა­ლა­დობ­და, მაგ­რამ თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბი იმას და­აბ­რა­ლა, რომ 13 წლის ასაკ­ში ახალ­გაზ­რდა მღვდლის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

არმი ჰა­მე­რის­თვის ლოს ან­ჯე­ლე­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას ბრალ­დე­ბა არ წა­უ­ყე­ნე­ბია და მას შემ­დეგ მსა­ხი­ობს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ძალადობისა და კანიბალიზმის შოკისმომგვრელი ბრალდებები და ბიზნეს დინასტიის შთამომავლის დასრულებული სამსახიობო კარიერა - რას ამბობს ერთ დროს "ოქროს გლობუსზე" ნომინირებული არმი ჰამერი?

ძალადობისა და კანიბალიზმის შოკისმომგვრელი ბრალდებები და ბიზნეს დინასტიის შთამომავლის დასრულებული სამსახიობო კარიერა - რას ამბობს ერთ დროს "ოქროს გლობუსზე" ნომინირებული არმი ჰამერი?

ჰოლივუდის ყოფილი მსახიობის, არმი ჰამერის განცხადებით, ის მადლიერია, რომ მისი კარიერა კანიბალიზმისა და ძალადობის შოკისმომგვრელი ბრალდებების გამო დასრულდა. მან თავისი დაცემა “ნეიტრონულ ბომბს” შეადარა, რომელმაც ყველაფერი გაანადგურა.

ერთ დროს წარმატებული მსახიობის კარიერა, Call Me By Your Name-ის 37 წლის ვარსკვლავისთვის, მაშინ დაიმსხვრა, როდესაც რამდენიმე ქალმა მას ძალადობისა და კანიბალიზმის ფანტაზიების შესახებ მძიმე ბრალდებები წაუყენა.

  • არმანდ დუგლას ჰამერი 1986 წლის 28 აგვისტოს დაიბადა. არის ამერიკელი ბიზნესმენის მაიკლ არმანდ ჰამერის შვილი და ცნობილი ამერიკელი მილიონერისა და ქველმოქმედის არმანდ ჰამერის შვილთაშვილი. სამსახიობო კარიერა რამდენიმე სატელევიზიო სერიალში მონაწილეობით დაიწყო. მან პირველი მთავარი როლი, ბილი გრეჰემი, 2008 წლის ბიოგრაფიიულ ფილმში „ბილი: ადრინდელი წლები“ ითამაშა. 2010 წელს გამოჩნდა დეივიდ ფინჩერის ბიოგრაფიულ დრამაში -„სოციალური ქსელი“. 2011 წელს კლაიდი ტოლსონის როლი ითამაშა ამერიკულ ბიოგრაფიულ დრამაში, „ჯ. ედგარი“. 2013 წელს ლოუნ რეინჯერი განასახიერა ფილმში "მარტოხელა რეინჯერი“. 2015 წელს გამოჩნდა ფილმში, "აგენტები U.N.C.L.E“. ხოლო 2017 წელს მეორე ხარისხოვანი როლი ითამაშა რომანტიკულ დრამაში, "შენი სახელით მომმართე“, სწოერდ ამ ფილმში შესრულებული როლისთვის იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე". 2018 წელს ფილმში "გენდერული თანასწორობა“ ამერიკელი ადვოკატი მარტინ დეივიდ გინსბურგი განასახიერა. 2018 წელს ბროდვეის თეატრში მონაწილეობა მიიღო ამერიკულ პიესაში „Straight White Men“.

2021 წლის თებერვალში მისმა ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, 26 წლის ეფი ანჯელოვამ ის გაუპატიურებასა და ძალადობაში დაადანაშაულა. ჰამერმა გაუპატიურების ბრალდება ადვოკატის დახმარებით უარჰყო და განაცხადა, რომ მისი ყველა სექსუალური კავშირი იყო "სრული თანხმობით, წინასწარ განხილული და ურთიერთშეთანხმებული".

პოდკასტ Painful Lessons-ის ეთერში მსახიობმა სკანდალთან დაკავშირებით განაცხადა: "იმის მიუხედავად, რასაც ადამიანები ამბობდნენ, იმის მიუხედავად, რაც მოხდა, ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა ყველაფრისთვის მადლიერი ვარ. რეალურად, ვარ ეტაპზე, რომელზეც ვარ გულწრფელად მადლიერი ამ ყველაფრისთვის, რადგან იქ, სადაც ცხოვრებაში მანამდე ვიყავი, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, თავს კარგად არ ვგრძნობდი. არასდროს ვიყავი კმაყოფილი, არაფერი მყოფნიდა, არასდროს ვიყავი საკუთარი თავით ბედნიერი და არ მქონდა თვითშეფასება", - აღნიშნა ჰამერმა.

მისი თქმით, ადრე არ იცოდა, როგორ ჰყვარებოდა საკუთარი თავი და როგორ მიეცა საკუთარი თავისთვის ვალიდაცია.

"მაგრამ მქონდა საქმე, სადაც ამას ბევრი ისეთი ადამიანისგან ვიღებდი, რომ არასდროს მჭირდებოდა, მესწავლა, როგორ უნდა მიმეცა ეს საკუთარი თავისთვის თავად".

კანიბალიზმის ბრალდების შესახებ - გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წელს მსახიობმა პირად მიმოწერაში დაწერა, რომ იგი "100%-ით კანიბალი იყო" და დასძინა: "ადამიანებმა კანიბალი შემარქვეს. თითქოს ადამიანებს ვჭამდი! რაა??? იცით, რა უნდა გააკეთოთ, კანიბალი რომ იყოთ? ადამიანები უნდა შეჭამოთ!"

მან თავისი დასრულებული წარმატების თაობაზე განაცხადა: "ეს ეგოს სიკვდილი იყო, კარიერის სიკვდილი. ჩემს ცხოვრებაში ნეიტრონული ბომბი აფეთქდა და მან ყველაფერი გაანადგურა".

ჰამერის იჟამინდელი ცოლი, ელიზაბეთ ჩეიმბერსია, რომელსაც 2020 წლის ივლისში გაეყარა. ყოფილ წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ვარსკვლავმა განაცხადა, რომ იმ პერიოდში თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა.

"იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც ვფიქრობდი, რომ ვეღარ გავუძლებდი. სიძულვილს ვიღებდი... იყო დრო, როდესაც სანაპიროზე ვიდექი, მერე შორს გავცურავდი და უბრალოდ, წყალზე ვტივტივებდი... ასე, თვითმკვლელობის ნახევარი მცდელობა... მაგრამ ვიფიქრე, რომ ამას ჩემს შვილებს ვერ გავუკეთებდი", - აღნიშნა მან.

მსახიობმა აღიარა, რომ მისი ჰოლივუდური კარიერა "ახლა არ არსებობს" და აღნიშნა, რომ ის "საკუთარ სამყაროს" ქმნის და სცენარის დაწერას გეგმავს.

ჰამერი ბრალდებებს რეგულარულად უარყოფდა, თუმცა სკანდალის შედეგად მისი ჰოლივუდური კარიერა თითქმის გაქრა. ეფის ბრალდებების შემდეგ, კიდევ რამდენიმე ქალმა აიმაღლა ხმა და ჰამერი ექსტრემალური სექსისა და კანიბალიზმის მიმართ ინტერესში დაადანაშაულა.

ინციდენტის შემდეგ ვარსკვლავი, პირადმა პრეს-აგენტმა და სააგენტომ მიატოვეს, ასევე, რამდენიმე პროექტიდან მოხსნეს.

მან აღიარა, რომ თავის ყოფილ პარტნიორებზე ემოციურად ძალადობდა, მაგრამ თავისი ქმედებები იმას დააბრალა, რომ 13 წლის ასაკში ახალგაზრდა მღვდლის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

არმი ჰამერისთვის ლოს ანჯელესის პროკურატურას ბრალდება არ წაუყენებია და მას შემდეგ მსახიობს კარიერის გაგრძელების მცდელობები აქვს.