მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ სახლის პატარა მასშტაბით არსებობა საკუთარ ჭერქვეშ დაბრუნების დიდი იმედი იქნება..." - ნათია ლელაშვილის ჯადოსნური სამყარო, რომელიც ადამიანების ძვირფას მოგონებებს აცოცხლებს
"ამ სახლის პატარა მასშტაბით არსებობა  საკუთარ ჭერქვეშ დაბრუნების დიდი იმედი იქნება..." -  ნათია ლელაშვილის ჯადოსნური სამყარო, რომელიც ადამიანების ძვირფას მოგონებებს აცოცხლებს

"აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩემ­ში ცხოვ­რობს ადა­მი­ა­ნი, მხატ­ვრუ­ლი ხედ­ვით,“ - ასე გვი­თხრა ნა­თია ლე­ლაშ­ვილ­მა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩა და სწო­რედ იმ "ჩა­კეტვი­სას“ სა­კუ­თარ თავ­ში რა­ღაც ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­რო აღ­მო­ა­ჩი­ნა. მა­შინ თა­ვის პა­ტა­რა გო­გო­ნას­თან თა­მა­ში­სას შექ­მნილ­მა დე­კო­რა­ტი­ულ­მა სახ­ლებ­მა მნახ­ვე­ლის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ეს კი ამ კუ­თხით შემ­დგო­მი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად დიდი სტი­მუ­ლი იყო. ისიც სულს და გულს დებ­და ახალ-ახალ ნა­მუ­შევ­რებ­ში.

ბოლო დროს მისი დი­ო­რა­მა­ში შექ­მნი­ლი ნა­ხე­ლა­ვიც გა­მოჩ­ნდა, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე აქ­ტი­უ­რად გავ­რცელ­და. რა არის დი­ო­რა­მა და ამ მე­თო­დით რო­გორ მუ­შა­ობს ნა­თია, ამა­ზე თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- სა­ო­ცარ ნა­მუ­შევ­რებს ქმნით და ამის შე­სა­ხებ ადრე გვი­სა­უბ­რია. ახლა იმ ყვე­ლა­ფერს უკვე დი­ო­რა­მა და­ე­მა­ტა. რამ გი­ბიძ­გათ ამის­კენ?

- მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ თვალს ადევ­ნებთ ჩემს ნა­მუ­შევ­რებს და სი­ახ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს ემა­ტე­ბა. დი­ო­რა­მა­ზე მუ­შა­ო­ბა მე­გო­ბარ ოთარ ოქ­როს­ცვა­რი­ძეს­თან ერ­თად უკვე 2 წე­ლია, რაც და­ვი­წყე

- მკი­თხველს რომ ავუხ­სნათ, რა არის დი­ო­რა­მა და ტექ­ნი­კუ­რად ამ ხერ­ხით, რამ­დე­ნად ად­ვი­ლია ამა თუ იმ ნა­მუ­შევ­რის შეს­რუ­ლე­ბა?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და დი­ო­რა­მის მი­მართ, თა­ვად ამ მე­თო­დით დამ­ზა­დე­ბულ სახ­ლებ­სა და ად­გი­ლებ­ზე. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ის სიღ­რმი­სე­უ­ლად შეგ­ვეს­წავ­ლა. დი­ო­რა­მა სამ გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ ან წარ­მო­სახ­ვით შექ­მნი­ლი მო­დე­ლის მი­ნი­ა­ტი­უ­რას წარ­მო­ად­გენს. ხდე­ბა არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბის მცი­რე მას­შტაბ­ში გა­დაყ­ვა­ნა და შემ­დეგ მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით მზად­დე­ბა. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში დი­ო­რა­მებს მუ­ზე­უ­მებ­ში გან­სა­თავ­სებ­ლად ამ­ზა­დებ­დნენ. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 1950 წლის შემ­დეგ ის­ტო­რი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნი­ლი დი­ო­რა­მე­ბი ნაკ­ლე­ბად აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, ამან ბევ­რი მათ­გა­ნის ამო­ღე­ბა და დე­მონ­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა დღეს ბა­ზარ­ზე, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ყვე­ლა­ზე დიდი მო­თხოვ­ნაა დი­ო­რა­მა­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რებ­ზე.

- სად და რო­გორ ის­წავ­ლეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- თავ­და­პირ­ვე­ლად მე და ოთომ და­ვი­წყეთ "იუ­თუ­ბი­დან" გაგ­ვეღრმა­ვე­ბი­ნა ცოდ­ნა, შემ­დეგ მო­ვი­ძი­ეთ უცხო­ე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი, სტა­ტი­ე­ბი, სა­დაც აღ­წერ­დნენ რა მე­თო­დო­ლო­გი­ით ქმნიდ­ნენ დი­ო­რა­მებს, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მრავ­ლის მომ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო. ჩვენ არა მხო­ლოდ შე­ნო­ბე­ბის და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი­სა და ად­გი­ლე­ბის, არა­მედ წიგ­ნე­ბის დი­ო­რა­მებ­საც ვამ­ზა­დებთ. ერთ-ერთი ოტია იო­სე­ლი­ა­ნის წიგ­ნის "და­ჩის ზღაპ­რე­ბის“ დი­ო­რა­მა გახ­ლდათ. ის წიგ­ნის გა­მო­ცე­მის 50 წლის იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნად შეკ­ვე­თით დამ­ზად­და.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვე­ნი დი­ო­რა­მა­ში შექ­მნი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გავ­რცელ­და - ეს არის სახ­ლი, რო­მე­ლიც 2008 წლამ­დე ცხინ­ვალ­ში იდგა. ის ომს შე­ე­წი­რა. შენ კი იმ სახ­ლის მა­კე­ტი შექ­მე­ნი. მოგ­ვი­ყე­ვი ამ ამ­ბის შე­სა­ხებ?

- მე, ოთომ და ჩვენ­მა მოს­წავ­ლემ ან­დრია მა­ჩა­ი­ძემ ვი­მუ­შა­ვეთ დი­ო­რა­მა­ზე, რო­მელ­მაც ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა. ეს არის სახ­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლი­დან.

ის სახ­ლი ცხინ­ვალ­ში 1967 წელს აშენ­და. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს და­ი­ბომ­ბა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ერთი ოჯა­ხის მეხ­სი­ე­რე­ბას ასე შე­მორ­ჩა. მათ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფოტო აქვთ და მო­გო­ნე­ბე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მოხ­და სახ­ლის მთლი­ა­ნო­ბის დი­ო­რა­მა­ში აღ­დგე­ნა.

- რო­გო­რი იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რე­აქ­ცია, რო­დე­საც წლე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი სახ­ლი ასე­თი ფორ­მით იხი­ლეს?

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი. იყო ცრემ­ლე­ბი, ჯერ არ მო­შუ­შე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლე­ბით სავ­სე წარ­სუ­ლის თა­ვი­დან გახ­სე­ნე­ბა, პა­ტა­რე­ბის გა­ო­ცე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი და კი­თხვე­ბი მარ­თლა ასე­თი სახ­ლი გვქონ­და?!

- მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და, რა მას­შტა­ბე­ბი იყო და ემო­ცი­უ­რად რა იყო ასეთ შეკ­ვე­თა­ზე მუ­შა­ო­ბა?

- სა­მუ­შაო პე­რი­ო­დი 1 თვეს მო­ი­ცავ­და. დი­ო­რა­მა და­ვამ­ზა­დეთ 1/87 მას­შტაბ­ში. ჩვენ­თვის, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამ სახლზე მუ­შა­ო­ბა. უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად ჩა­ვე­დით. შექ­მნი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რაც ამ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­ი­ა­რეს, მათი მოს­მე­ნა იმ­დე­ნად ტკი­ვი­ლი­ა­ნი იყო, ამის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა ძა­ლი­ან მი­ჭირს. ასე­ვე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მო­დი­ო­და ფიქ­რე­ბი, რო­გორ და­ვიბ­რუ­ნეთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ფიქ­რი იცით, რა იყო? რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნეთ, რო­გორ შე­ა­ღეს ერთ დროს იძუ­ლე­ბით გა­მო­კე­ტი­ლი სახ­ლის კა­რე­ბი და მათი ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი.

- ნე­ტავ, მალე ას­რულ­დეს ეს ფიქ­რი... შექ­მნის პრო­ცეს­ში რა იყო მთა­ვა­რი?

- შექ­მნის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იმე­დი იყო. ახ­ლაც ასე ვფიქ­რობ, ამ სახ­ლის პა­ტა­რა მას­შტა­ბით არ­სე­ბო­ბა დაბ­რუ­ნე­ბის დიდი იმე­დი იქ­ნე­ბა. ამას­თან, დაბ­რუ­ნე­ბის, აღ­დგე­ნის და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში, სა­კუ­თარ მი­წა­ზე, სა­კუ­თარ ჭერ­ქვეშ.

- მა­სა­ლა­ზეც გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა - ანუ რას იყე­ნებთ?

- მა­სა­ლად გა­მო­ვი­ყე­ნეთ PVC, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის გერ­მა­ნუ­ლი აკ­რი­ლის სა­ღე­ბა­ვე­ბი, პიგმენ­ტე­ბი, ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­ლა­ხი და სხვა. ჩვენ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ნა­ხა­ზის აგე­ბი­დან, დაჭ­რა ფორ­მი­რე­ბა, და­ფერ­ვა, პიგმენ­ტა­ცია, დე­ტა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლით მუ­შავ­დე­ბა, რაც უნი­კა­ლუ­რო­ბას სძენს ჩვენს ნა­მუ­შევ­რებს.

- რო­გო­რია სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი. რით გინ­დათ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგეთ?

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს რაც შე­ე­ხე­ბა, მზა­დე­ბა და­წყე­ბუ­ლი გვაქვს გა­მო­ფე­ნის­თვის. გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ღირ­სე­უ­ლად წარვდგეთ და წარ­ვად­გი­ნოთ ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი. ეს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი სუ­ლით აღვსე­ბუ­ლი, გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი და და­უ­ვი­წყა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა. წი­ნას­წარ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ა­ნონ­სებთ ად­გილს და დროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ამ სახლის პატარა მასშტაბით არსებობა საკუთარ ჭერქვეშ დაბრუნების დიდი იმედი იქნება..." - ნათია ლელაშვილის ჯადოსნური სამყარო, რომელიც ადამიანების ძვირფას მოგონებებს აცოცხლებს

"ამ სახლის პატარა მასშტაბით არსებობა  საკუთარ ჭერქვეშ დაბრუნების დიდი იმედი იქნება..." -  ნათია ლელაშვილის ჯადოსნური სამყარო, რომელიც ადამიანების ძვირფას მოგონებებს აცოცხლებს

"აღმოვაჩინე, რომ ჩემში ცხოვრობს ადამიანი, მხატვრული ხედვით,“ - ასე გვითხრა ნათია ლელაშვილმა პანდემიის პერიოდში, როდესაც უსამსახუროდ დარჩა და სწორედ იმ ''ჩაკეტვისას“ საკუთარ თავში რაღაც ჯადოსნური სამყარო აღმოაჩინა. მაშინ თავის პატარა გოგონასთან თამაშისას შექმნილმა დეკორატიულმა სახლებმა მნახველის დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს კი ამ კუთხით შემდგომი საქმიანობის გასაგრძელებლად დიდი სტიმული იყო. ისიც სულს და გულს დებდა ახალ-ახალ ნამუშევრებში.

ბოლო დროს მისი დიორამაში შექმნილი ნახელავიც გამოჩნდა, რაც სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურად გავრცელდა. რა არის დიორამა და ამ მეთოდით როგორ მუშაობს ნათია, ამაზე თავად გვიამბობს.

- საოცარ ნამუშევრებს ქმნით და ამის შესახებ ადრე გვისაუბრია. ახლა იმ ყველაფერს უკვე დიორამა დაემატა. რამ გიბიძგათ ამისკენ?

- მადლობელი ვარ, რომ თვალს ადევნებთ ჩემს ნამუშევრებს და სიახლეებს, რომლებიც შემოქმედებითი განვითარების გზაზე ჩემი ნამუშევრების მიმართულებებს ემატება. დიორამაზე მუშაობა მეგობარ ოთარ ოქროსცვარიძესთან ერთად უკვე 2 წელია, რაც დავიწყე

- მკითხველს რომ ავუხსნათ, რა არის დიორამა და ტექნიკურად ამ ხერხით, რამდენად ადვილია ამა თუ იმ ნამუშევრის შესრულება?

- საზოგადოების მოთხოვნა გაიზარდა დიორამის მიმართ, თავად ამ მეთოდით დამზადებულ სახლებსა და ადგილებზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, ის სიღრმისეულად შეგვესწავლა. დიორამა სამ განზომილებიანი მოდელია, რომელიც რეალურ ან წარმოსახვით შექმნილი მოდელის მინიატიურას წარმოადგენს. ხდება არსებული შენობის მცირე მასშტაბში გადაყვანა და შემდეგ მაქსიმალური სიზუსტით მზადდება. გასულ საუკუნეში დიორამებს მუზეუმებში განსათავსებლად ამზადებდნენ. შეერთებულ შტატებში 1950 წლის შემდეგ ისტორიის საფუძველზე შექმნილი დიორამები ნაკლებად აქტუალური გახდა, ამან ბევრი მათგანის ამოღება და დემონტაჟი გამოიწვია. თუმცა დღეს ბაზარზე, როგორც აღვნიშნე, ყველაზე დიდი მოთხოვნაა დიორამაში შესრულებული ნამუშევრებზე.

- სად და როგორ ისწავლეთ ეს ყველაფერი?

- თავდაპირველად მე და ოთომ დავიწყეთ "იუთუბიდან" გაგვეღრმავებინა ცოდნა, შემდეგ მოვიძიეთ უცხოელი ხელოვანების ნამუშევრები, სტატიები, სადაც აღწერდნენ რა მეთოდოლოგიით ქმნიდნენ დიორამებს, რაც ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი ინფორმაცია იყო. ჩვენ არა მხოლოდ შენობების და ისტორიული ძეგლებისა და ადგილების, არამედ წიგნების დიორამებსაც ვამზადებთ. ერთ-ერთი ოტია იოსელიანის წიგნის "დაჩის ზღაპრების“ დიორამა გახლდათ. ის წიგნის გამოცემის 50 წლის იუბილეს აღსანიშნად შეკვეთით დამზადდა.

- სოციალურ ქსელში თქვენი დიორამაში შექმნილი ნამუშევარი გავრცელდა - ეს არის სახლი, რომელიც 2008 წლამდე ცხინვალში იდგა. ის ომს შეეწირა. შენ კი იმ სახლის მაკეტი შექმენი. მოგვიყევი ამ ამბის შესახებ?

- მე, ოთომ და ჩვენმა მოსწავლემ ანდრია მაჩაიძემ ვიმუშავეთ დიორამაზე, რომელმაც ყველა სოციალური ქსელი მოიცვა. ეს არის სახლი ოკუპირებული ცხინვალიდან.

ის სახლი ცხინვალში 1967 წელს აშენდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიბომბა და ოკუპირებული ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული ერთი ოჯახის მეხსიერებას ასე შემორჩა. მათ მხოლოდ რამდენიმე ფოტო აქვთ და მოგონებები, რომლის საფუძველზეც მოხდა სახლის მთლიანობის დიორამაში აღდგენა.

- როგორი იყო იმ ადამიანების რეაქცია, როდესაც წლების შემდეგ საკუთარი სახლი ასეთი ფორმით იხილეს?

- ძალიან ემოციური. იყო ცრემლები, ჯერ არ მოშუშებული ტკივილებით სავსე წარსულის თავიდან გახსენება, პატარების გაოცებული თვალები და კითხვები მართლა ასეთი სახლი გვქონდა?!

- მუშაობის პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდა, რა მასშტაბები იყო და ემოციურად რა იყო ასეთ შეკვეთაზე მუშაობა?

- სამუშაო პერიოდი 1 თვეს მოიცავდა. დიორამა დავამზადეთ 1/87 მასშტაბში. ჩვენთვის, ემოციურად ძალიან რთული იყო ამ სახლზე მუშაობა. უფრო სიღრმისეულად ჩავედით. შექმნილი მოვლენები, რაც ამ ადამიანებმა გამოიარეს, მათი მოსმენა იმდენად ტკივილიანი იყო, ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს. ასევე მუშაობის პროცესში მოდიოდა ფიქრები, როგორ დავიბრუნეთ ოკუპირებული ტერიტორიები და ყველაზე ლამაზი ფიქრი იცით, რა იყო? რომ წარმოვიდგინეთ, როგორ შეაღეს ერთ დროს იძულებით გამოკეტილი სახლის კარები და მათი ბედნიერი სახეები.

- ნეტავ, მალე ასრულდეს ეს ფიქრი... შექმნის პროცესში რა იყო მთავარი?

- შექმნის პროცესში ყველაზე მთავარი იმედი იყო. ახლაც ასე ვფიქრობ, ამ სახლის პატარა მასშტაბით არსებობა დაბრუნების დიდი იმედი იქნება. ამასთან, დაბრუნების, აღდგენის და ბედნიერი ცხოვრების გაგრძელების მშობლიურ მხარეში, საკუთარ მიწაზე, საკუთარ ჭერქვეშ.

- მასალაზეც გავამახვილოთ ყურადღება - ანუ რას იყენებთ?

- მასალად გამოვიყენეთ PVC, უმაღლესი ხარისხის გერმანული აკრილის საღებავები, პიგმენტები, ხელოვნური ბალახი და სხვა. ჩვენ მიერ შესრულებული ნამუშევრები ნახაზის აგებიდან, დაჭრა ფორმირება, დაფერვა, პიგმენტაცია, დეტალების დამზადება ყველაფერი ხელით მუშავდება, რაც უნიკალურობას სძენს ჩვენს ნამუშევრებს.

- როგორია სამომავლო გეგმები. რით გინდათ უახლოეს მომავალში საზოგადოების წინაშე წარდგეთ?

- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მზადება დაწყებული გვაქვს გამოფენისთვის. გვსურს საზოგადოების წინაშე ღირსეულად წარვდგეთ და წარვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები. ეს იქნება ქართული სულით აღვსებული, გაცოცხლებული და დაუვიწყარი ნამუშევრების გამოფენა. წინასწარ აუცილებლად დავაანონსებთ ადგილს და დროს.