მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის ფიზიკური შეჯახების პროვოცირება, ადამიანის უშვერი სიტყვებით გინება... ამის გაკეთება ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს" - ვოლსკი
"არის ფიზიკური შეჯახების პროვოცირება, ადამიანის უშვერი სიტყვებით გინება... ამის გაკეთება ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს" - ვოლსკი

არა­ვის ეგო­ნოს, რომ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა რა­ღა­ცით უფრო მე­ტია, ვიდ­რე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შე­ტე­ვა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა ბევ­რად უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად და­ან­გრი­ოს, ვიდ­რე ფი­ზი­კურ­მა ძა­ლა­დო­ბამ, - ეს გან­ცხა­დე­ბა დღეს მე­დი­ას­თან პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ა­კე­თა.

ვოლ­სკის თქმით, გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს ვი­ღაც თავ­დამ­სხმე­ლი ცნო­ბი­ლია, უსა­ფუძ­ვლოა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ამას ვერ ამ­ტკი­ცე­ბენ.

რო­გორც ვოლ­სკიმ ამ კონ­ტექ­სტში აღ­ნიშ­ნა, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ძულ­ვი­ლის ენა ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

"ვფიქ­რობ, ეს ორი­ვე მხრი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან სი­ძულ­ვი­ლის ენას გეგ­მა­ზო­მი­ე­რი, კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, რაც გარ­კვე­უ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის მი­ხედ­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

არის ფი­ზი­კუ­რი შე­ჯა­ხე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა, ადა­მი­ა­ნის უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით გი­ნე­ბა, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც მოჰ­ყვეს. ეს ძა­ლი­ან ცუ­დია და ამის გა­კე­თე­ბა ორი­ვე მხრი­დან უნდა და­იგმოს.

არა­ვის ეგო­ნოს, რომ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა რა­ღა­ცით უფრო მე­ტია, ვიდ­რე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შე­ტე­ვა, რა­საც გეგ­მა­ზო­მი­ე­რი ხა­სი­ა­თი აქვს და რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა ბევ­რად სე­რი­ო­ზუ­ლად და­ან­გრი­ოს, ვიდ­რე ფი­ზი­კურ­მა ძა­ლა­დო­ბამ.

არც სი­ტყვი­ერ და არც ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას არ ვა­მარ­თლებთ და არც მი­სა­ღე­ბად მიგ­ვაჩ­ნია!" - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

კი­თხვა­ზე, ამ დრომ­დე რა­ტომ არა­ვინ არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი, ვინც ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცე­მა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია.

"არ ვარ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ვარ პო­ლი­ტი­კო­სი და ვა­კე­თებ პო­ლი­ტი­კურ გან­მარ­ტე­ბას. და­ნარ­ჩე­ნი ჰკი­თხეთ ძა­ლოვ­ნებს, რა­ტომ არ არის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლი. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, საქ­მე აღ­ძრუ­ლიც არის და გა­მო­ძი­ე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს ვი­ღაც თავ­დამ­სხმე­ლი ცნო­ბი­ლია, არის უსა­ფუძ­ვლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ამას ვერ ამ­ტკი­ცე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"არის ფიზიკური შეჯახების პროვოცირება, ადამიანის უშვერი სიტყვებით გინება... ამის გაკეთება ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს" - ვოლსკი

"არის ფიზიკური შეჯახების პროვოცირება, ადამიანის უშვერი სიტყვებით გინება... ამის გაკეთება ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს" - ვოლსკი

არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად უფრო სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ, - ეს განცხადება დღეს მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ვიღაც თავდამსხმელი ცნობილია, უსაფუძვლოა იმ შემთხვევაში, თუკი ამას ვერ ამტკიცებენ.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, დღეს საქართველოში სიძულვილის ენა ძალიან ინტენსიურად გამოიყენება.

"ვფიქრობ, ეს ორივე მხრიდან გამოიყენება, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის ენას გეგმაზომიერი, კამპანიური ხასიათი აქვს, რაც გარკვეული სახელმძღვანელოების მიხედვით ხორციელდება.

არის ფიზიკური შეჯახების პროვოცირება, ადამიანის უშვერი სიტყვებით გინება, რასაც შეიძლება ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვეს. ეს ძალიან ცუდია და ამის გაკეთება ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს.

არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რასაც გეგმაზომიერი ხასიათი აქვს და რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ.

არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვამართლებთ და არც მისაღებად მიგვაჩნია!" - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ამ დრომდე რატომ არავინ არის გამოვლენილი და დაკავებული, ვინც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ცემაში მიიღო მონაწილეობა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ საგამოძიებო პროცესი დაწყებულია.

"არ ვარ მართლმსაჯულების წარმომადგენელი - ვარ პოლიტიკოსი და ვაკეთებ პოლიტიკურ განმარტებას. დანარჩენი ჰკითხეთ ძალოვნებს, რატომ არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული. რამდენადაც ვიცი, საქმე აღძრულიც არის და გამოძიებაც მიმდინარეობს. განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ვიღაც თავდამსხმელი ცნობილია, არის უსაფუძვლო იმ შემთხვევაში, თუკი ამას ვერ ამტკიცებენ", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.