კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაპარაცებმა ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლესთან ერთად შენიშნეს - რა ხდება "ბენიფერს" შორის
პაპარაცებმა ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლესთან ერთად შენიშნეს - რა ხდება "ბენიფერს" შორის

გან­ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის შემ­დეგ, ბენ აფ­ლე­კი ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, ჯე­ნი­ფერ გარ­ნერ­თან ერ­თად და­ა­ფიქ­სი­რეს. ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი კი დღეს ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად შო­პინ­გში ატა­რებ­და. მომ­ღე­რა­ლი პა­პა­რა­ცებ­მა ბე­ვერ­ლი ჰილზ­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში შე­ნიშ­ნეს.

აფ­ლე­კი და ლო­პე­სი ბო­ლოს ერ­თად მათი მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სახ­ლის წინ ნა­ხეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვი­ლი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვას გეგ­მავს. მათ წარ­მო­მად­გენ­ლებს გან­ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

ცოტა ხნის ინ, 54 წლის ჯე­ნი­ფე­რი ახა­ლი ფილ­მის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც მე­ხი­კო­ში შედ­გა, მომ­ღე­რალს რე­პორ­ტი­ორ­მა ჰკი­თხა: "თქვე­ნი და ბენ აფ­ლე­კის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი სი­მარ­თლეა? რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა?"

ლო­პეს­მა ასე­თი კი­თხვის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვერ და­მა­ლა, სახე შე­ეც­ვა­ლა, სა­ვარ­ძელ­ში წა­მო­ი­წია და რე­პორ­ტი­ორს მი­მარ­თა: "ეს არ გე­კად­რე­ბათ".

ლო­პეს­სა და აფ­ლეკს მათი გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ა­რულ ხმებ­ზე კვლავ არ სურთ სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი. ბოლო 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წყვი­ლი იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა ერ­თად, თავს არი­დებს პრე­სას­თან სა­უ­ბარს და ამ ყვე­ლა­ფერს ისიც ერ­თვის, რომ პა­პა­რა­ცებ­მა ბენ აფ­ლე­კი ქორ­წი­ნე­ბის ბეჭ­დის გა­რე­შე უკვე არა­ერ­თხელ შე­ნიშ­ნეს. ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის ნგრე­ვის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი მა­შინ და­ი­წყო, როცა 2024 წლის 6 მა­ისს გა­მარ­თულ Met Gala-ზე ჯე­ი­ლო მარ­ტო გა­მო­ცხად­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის ინ­ფორ­მა­ცი­აც გაჟ­ღერ­და, რომ ბენი მის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით, სა­კუ­თარ სახ­ლში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. კი­დევ ერთი სი­ახ­ლე, რა­მაც მე­დი­ის ყუ­რამ­დე მი­აღ­წია, ისაა, რომ ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი თა­ვა­დაც ახა­ლი სა­ცხოვ­რებ­ლის ძი­ე­ბა­შია.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პაპარაცებმა ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლესთან ერთად შენიშნეს - რა ხდება "ბენიფერს" შორის

პაპარაცებმა ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლესთან ერთად შენიშნეს - რა ხდება "ბენიფერს" შორის

განქორწინებასთან დაკავშირებული ჭორების შემდეგ, ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან ერთად დააფიქსირეს. ჯენიფერ ლოპესი კი დღეს ქალიშვილთან ერთად შოპინგში ატარებდა. მომღერალი პაპარაცებმა ბევერლი ჰილზში, კალიფორნიაში შენიშნეს.

აფლეკი და ლოპესი ბოლოს ერთად მათი მილიონ დოლარად შეფასებული სახლის წინ ნახეს. როგორც ცნობილია, წყვილი ქონების გაყიდვას გეგმავს. მათ წარმომადგენლებს განქორწინებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ცოტა ხნის ინ, 54 წლის ჯენიფერი ახალი ფილმის პრესკონფერენციას ესწრებოდა, რომელიც მეხიკოში შედგა, მომღერალს რეპორტიორმა ჰკითხა: "თქვენი და ბენ აფლეკის განქორწინების შესახებ ჭორები სიმართლეა? რეალურად რა ხდება?"

ლოპესმა ასეთი კითხვის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა, სახე შეეცვალა, სავარძელში წამოიწია და რეპორტიორს მიმართა: "ეს არ გეკადრებათ".

ლოპესსა და აფლეკს მათი განქორწინების შესახებ მოარულ ხმებზე კვლავ არ სურთ საჯაროდ საუბარი. ბოლო 1 თვის განმავლობაში წყვილი იშვიათად ჩნდება ერთად, თავს არიდებს პრესასთან საუბარს და ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ პაპარაცებმა ბენ აფლეკი ქორწინების ბეჭდის გარეშე უკვე არაერთხელ შენიშნეს. ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობის ნგრევის შესახებ ჭორები მაშინ დაიწყო, როცა 2024 წლის 6 მაისს გამართულ Met Gala-ზე ჯეილო მარტო გამოცხადდა. მოგვიანებით, ის ინფორმაციაც გაჟღერდა, რომ ბენი მისგან განცალკევებით, საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. კიდევ ერთი სიახლე, რამაც მედიის ყურამდე მიაღწია, ისაა, რომ ჯენიფერ ლოპესი თავადაც ახალი საცხოვრებლის ძიებაშია.

წყარო