საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკალური 10 ჰიტი ქართველი მომღერლების შესრულებით - ვინ მონაწილეობს პროექტში?
აფხაზეთში ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკალური 10 ჰიტი ქართველი მომღერლების შესრულებით - ვინ მონაწილეობს პროექტში?

"ერთ სიმ­ღე­რას ვმღე­რით“ - ეს არის სა­ხელ­წო­დე­ბა აფხა­ზუ­რე­ნო­ვა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მი­სა, რო­მე­ლიც "ბრა­ვო რე­ქორდსმა“ გა­მო­უშ­ვა. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის თქმით, მათი ნა­მუ­შე­ვა­რი აფხა­ზე­თის და და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პოსტ კონ­ფლიქ­ტუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნას და გაღ­რმა­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში დღე­ვან­დელ აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი 10 ჰიტი შე­ირ­ჩა და მათი ახ­ლე­ბუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი არან­ჟი­რე­ბე­ბი გა­კეთ­და.

"ამ იდე­ას დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს - ამ პრო­ექ­ტზე ჩვე­ნი სტუ­დი­ის და­არ­სე­ბის დღი­დან ვფიქ­რობ­დით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წელი, რად­გან გა­სა­კე­თებ­ლად რთუ­ლი იყო. მეტ ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ი­თხოვ­და, მეტ და­ძაბ­ვას. მოკ­ლედ, სხვა­დას­ხვა ბა­რი­ე­რის გამო ვერ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით, მაგ­რამ აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით, მათი სტრუქ­ტუ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­ხერ­ხდა. ასე რომ, დიდი ხნის ოც­ნე­ბა ავის­რუ­ლეთ“, - აღ­ნიშ­ნავს "ბრა­ვო რე­ქორდსის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ზაზა შენ­გე­ლია. მისი თქმით, ამ პრო­ექ­ტით ერ­თგვა­რი დი­ა­ლო­გი უნდა შედ­გეს აფხაზ ახალ­გაზ­რდებს შო­რის.

"თა­ნა­მედ­რო­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი აფხა­ზუ­რი სიმ­ღე­რე­ბი იმი­ტომ ავი­ღეთ, რომ გვინ­დო­და, მე­ტად მივ­წვდო­მო­დით ახალ­გაზ­რდა აუ­დი­ტო­რი­ას. სა­ერ­თოდ, აფხა­ზე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა რუ­სუ­ლი პაპ­სას დიდ გავ­ლე­ნას გა­ნიც­დის და საკ­მა­ოდ მდა­რე ხა­რის­ხის ნა­მუ­შევ­რე­ბი აქვთ. ამი­ტომ სიმ­ღე­რე­ბის გა­დარ­ჩე­ვას და რე­პერ­ტუ­ა­რის შექ­მნას დიდი დრო მო­ვან­დო­მეთ. ალ­ბომ­ზე 4 სა­უ­კე­თე­სო არან­ჟი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­შა­ობ­და იმი­სათ­ვის, რომ მუ­სი­კა­ლუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ვერ­სი­ე­ბი შექ­მნი­ლი­ყო. მათი მუ­შა­ო­ბით და ხელ­წე­რით სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ვი­და.

ვინც ამ სიმ­ღე­რებს ენ­გურს გაღ­მა მო­ის­მენს, არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით ისარ­გებ­ლებს და მათ მოს­მე­ნას და­ი­წყე­ბენ, რად­გან ორი­გი­ნა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია".

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­ექ­ტზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა იმუ­შა­ვა. მათ შო­რის არი­ან: ნუცა თო­ფუ­რია, თიკა მა­ხალ­დი­ა­ნი, გი­ორ­გი ცხა­და­ძე, სოფო ხალ­ვა­ში, დუ­ეტ­ში იმ­ღე­რეს ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა და სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძემ, გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვილ­მა და სოფო გე­ლო­ვან­მა, ასე­ვე დუ­ეტ­მა "ჯორ­ჯი­ამ", ერთი დუ­ე­ტი ეთ­ნი­კუ­რად აფხა­ზი გო­გო­ნე­ბის­გან შე­იქ­მნა, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. პრო­ექ­ტზე იმუ­შა­ვეს ან­სამ­ბლებ­მა, "ოდამ“ და "შავ­ნა­ბა­დამ“.

რო­გორც ზაზა შენ­გე­ლია გვე­უბ­ნე­ბა, პრო­ექტს ყვე­ლა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­უდ­გა. ამას­თა­ნა­ვე, აფხა­ზუ­რი ენა თა­ვის­თა­ვად რთუ­ლია, ამ სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა­ში აფხა­ზუ­რი ენის მცოდ­ნე, თარ­ჯი­მა­ნი ირმა ოსია და­ეხ­მა­რათ. ის მომ­ღერ­ლებ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც მუ­შა­ობ­და, ამე­ცა­დი­ნებ­და და სტუ­დი­ა­შიც ეს­წრე­ბო­და ჩა­წე­რის პრო­ცესს. ფრა­ზა-ფრა­ზა აკონ­ტრო­ლებ­და ყვე­ლა­ფერს.

"ჩვენ, "ბრა­ვო რე­ქორდსის“ ჯგუფს გვჯე­რა, რომ თუკი რა­მე­ზე გა­დის შე­რი­გე­ბის პრო­ცე­სი აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ჩვენს ძმებ­თან და დებ­თან, ეს არის კულ­ტუ­რა. ყვე­ლა­ზე მოკ­ლე გზა კულ­ტუ­რა­ში კი გახ­ლავთ მუ­სი­კა. ახალ­გაზ­რდებ­ზე იმი­ტო­მაა ეს ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვლი­ლი, რომ მათ ხვალ უნდა აა­შე­ნონ ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო და მისი შე­მად­გე­ნე­ლი ახა­ლი აფხა­ზე­თი. ერ­თად უნდა ვი­ყოთ. ეს ალ­ბო­მი კი­დევ ერთი დამ­ხმა­რე ინ­სტრუ­მენ­ტია, რომ აღ­დგეს სხვა­დას­ხვა თა­ო­ბებს შო­რის ჩა­ტე­ხი­ლი ხი­დე­ბი. რაც ომის შე­დე­გებ­მა მოგ­ვი­ტა­ნა", - გვე­უბ­ნე­ბა ზაზა შენ­გე­ლია.

ავტორი:

აფხაზეთში ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკალური 10 ჰიტი ქართველი მომღერლების შესრულებით - ვინ მონაწილეობს პროექტში?

აფხაზეთში ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკალური 10 ჰიტი ქართველი მომღერლების შესრულებით - ვინ მონაწილეობს პროექტში?

"ერთ სიმღერას ვმღერით“ - ეს არის სახელწოდება აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომისა, რომელიც "ბრავო რექორდსმა“ გამოუშვა. პროექტის ავტორების თქმით, მათი ნამუშევარი აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს პოსტ კონფლიქტური კულტურული ურთიერთობების აღდგენას და გაღრმავებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკალური 10 ჰიტი შეირჩა და მათი ახლებურად გააზრებული არანჟირებები გაკეთდა.

"ამ იდეას დიდი ხნის ისტორია აქვს - ამ პროექტზე ჩვენი სტუდიის დაარსების დღიდან ვფიქრობდით, დაახლოებით 10 წელი, რადგან გასაკეთებლად რთული იყო. მეტ ჩართულობას მოითხოვდა, მეტ დაძაბვას. მოკლედ, სხვადასხვა ბარიერის გამო ვერ ვახორციელებდით, მაგრამ აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, მათი სტრუქტურების დახმარებით ამ პროექტის განხორციელება მოხერხდა. ასე რომ, დიდი ხნის ოცნება ავისრულეთ“, - აღნიშნავს "ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელი ზაზა შენგელია. მისი თქმით, ამ პროექტით ერთგვარი დიალოგი უნდა შედგეს აფხაზ ახალგაზრდებს შორის.

"თანამედროვე პოპულარული აფხაზური სიმღერები იმიტომ ავიღეთ, რომ გვინდოდა, მეტად მივწვდომოდით ახალგაზრდა აუდიტორიას. საერთოდ, აფხაზეთის თანამედროვე მუსიკალური ხელოვნება რუსული პაპსას დიდ გავლენას განიცდის და საკმაოდ მდარე ხარისხის ნამუშევრები აქვთ. ამიტომ სიმღერების გადარჩევას და რეპერტუარის შექმნას დიდი დრო მოვანდომეთ. ალბომზე 4 საუკეთესო არანჟირების სპეციალისტი მუშაობდა იმისათვის, რომ მუსიკალურად მრავალფეროვანი ვერსიები შექმნილიყო. მათი მუშაობით და ხელწერით საინტერესო და განსხვავებული ნამუშევრები გამოვიდა.

ვინც ამ სიმღერებს ენგურს გაღმა მოისმენს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთგვაროვანი გამოხმაურება ექნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდი პოპულარობით ისარგებლებს და მათ მოსმენას დაიწყებენ, რადგან ორიგინალისგან განსხვავებულია".

ცნობილი გახდა, რომ პროექტზე პოპულარული ქართველი მომღერლების გარკვეულმა ნაწილმა იმუშავა. მათ შორის არიან: ნუცა თოფურია, თიკა მახალდიანი, გიორგი ცხადაძე, სოფო ხალვაში, დუეტში იმღერეს ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა და სოფო გელოვანმა, ასევე დუეტმა "ჯორჯიამ", ერთი დუეტი ეთნიკურად აფხაზი გოგონებისგან შეიქმნა, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრის მსახიობები არიან. პროექტზე იმუშავეს ანსამბლებმა, "ოდამ“ და "შავნაბადამ“.

როგორც ზაზა შენგელია გვეუბნება, პროექტს ყველა დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა. ამასთანავე, აფხაზური ენა თავისთავად რთულია, ამ სირთულის დაძლევაში აფხაზური ენის მცოდნე, თარჯიმანი ირმა ოსია დაეხმარათ. ის მომღერლებთან ინდივიდუალურადაც მუშაობდა, ამეცადინებდა და სტუდიაშიც ესწრებოდა ჩაწერის პროცესს. ფრაზა-ფრაზა აკონტროლებდა ყველაფერს.

"ჩვენ, "ბრავო რექორდსის“ ჯგუფს გვჯერა, რომ თუკი რამეზე გადის შერიგების პროცესი აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობასთან, ჩვენს ძმებთან და დებთან, ეს არის კულტურა. ყველაზე მოკლე გზა კულტურაში კი გახლავთ მუსიკა. ახალგაზრდებზე იმიტომაა ეს ყველაფერი გათვლილი, რომ მათ ხვალ უნდა ააშენონ ახალი საქართველო და მისი შემადგენელი ახალი აფხაზეთი. ერთად უნდა ვიყოთ. ეს ალბომი კიდევ ერთი დამხმარე ინსტრუმენტია, რომ აღდგეს სხვადასხვა თაობებს შორის ჩატეხილი ხიდები. რაც ომის შედეგებმა მოგვიტანა", - გვეუბნება ზაზა შენგელია.