Faceამბები
პოლიტიკა
სპორტი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხაბეიშვილს არც საჭირო განათლება აქვს და არც ენა იცის" - რა შეიძლება გამხდარიყო "ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილების მიზეზი?
"ხაბეიშვილს არც საჭირო განათლება აქვს და არც ენა იცის" - რა შეიძლება გამხდარიყო "ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილების მიზეზი?

ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი თინა ბო­კუ­ჩა­ვამ შეც­ვა­ლა.

რო­გორც პარ­ტი­ის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პოს­ტის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მი­ი­ღო.

"ჩემ­თვის, ცხა­დია, მძი­მეა, თუმ­ცა ექი­მე­ბის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჩემ­თვის, 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად აკ­რძა­ლუ­ლია რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ მივ­ცემ თავს უფ­ლე­ბას, რომ 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ რა­ღაც 4 თვეა დარ­ჩე­ნი­ლი, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე არ იყოს ფუნ­ქცი­უ­რი, არ იყოს ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ჩარ­თუ­ლი, არ იყოს 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი გუნ­დის, ყვე­ლას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თი­ნას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, მი­ვი­ღეთ კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა და და­ა­მა­ტა, რომ სურს გახ­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. ამ პოსტზე მუ­შა­ო­ბა, მისი თქმით, "ყო­ველ­დღი­ურ, რუ­ტი­ნულ მუ­შა­ო­ბას“ არ სა­ჭი­რო­ებს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გებ­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცებს. ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ყრი­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­იწ­ვევს.

"პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცია, პო­ლი­ტი­კის ბიზ­ნე­სად ქცე­ვა, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში, რო­გორც შპს-ში, მე­ნე­ჯე­რე­ბის და­ნიშ­ვნა და მერე გა­და­ნიშ­ვნა - თუ რა­მეა რუ­სუ­ლი ყა­ი­დის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, სწო­რედ ესაა“, - და­წე­რა პარ­ტია "ახ­ლის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა მე­ლი­ამ მას შემ­დეგ, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში მო­რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­ცხად­და.

ნიკა მე­ლი­ამ, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რეა, - სწო­რედ ის ჩა­ა­ნაც­ვლა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა 2023 წლის იან­ვარ­ში, - იმა­ვე დღეს "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა: "რუ­სულს რე­ჟიმს ვერ და­ა­მარ­ცხებ რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბით. ოლი­გარ­ქს ვერ და­ა­მარ­ცხებ ფუ­ლით. არა­ფორ­მა­ლურ მარ­თვას ვერ და­ა­მარ­ცხებ არა­ფორ­მა­ლუ­რი მარ­თვის სტი­ლით“.

მე­ლი­ას და­პი­რის­პი­რე­ბა ენმ-სთან 2022-23 წლებ­ში უკავ­შირ­დე­ბო­და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის როლს პარ­ტი­ა­ში. მე­ლი­ამ თა­ვის დრო­ზე და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ჩე­კის­ტუ­რი მე­თო­დე­ბით“ პარ­ტი­ა­ზე არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

პარ­ტი­ის მე­ნე­ჯმენ­ტში ცვლი­ლე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"მხარს ვუ­ჭერ თინა ბო­კუ­ჩა­ვას ახალ თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვას და პარ­ტი­ის გა­ნახ­ლე­ბი­სა­კენ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს“. იგი აცხა­დებს, რომ "ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბის და სიმ­ტკი­ცის ნი­მუ­ში“, - წერს ის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge-ს წყა­რო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ უყ­ვე­ბა:

"მიშა და "მთლი­ა­ნად ენმ-ს ლი­დერ­ში­ფი ერთ რა­მეს მიხ­ვდნენ - ვი­ნა­ი­დან მო­დის არ­ჩევ­ნე­ბი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია და­სავ­ლელ ლი­დე­რებ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ხა­ბე­იშ­ვილს კი ამის­თვის არც სა­ჭი­რო გა­ნათ­ლე­ბა აქვს და არც ენა იცის. სა­ჭი­რო იყო ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ კრი­ტე­რი­უ­მებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. თინა ბო­კუ­ჩა­ვა კარ­გი კან­დი­და­ტუ­რაა, მას უცხო­ეთ­ში აქვს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, უცხო ენაც კარ­გად იცის და პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც ხა­ბე­იშ­ვილ­ზე მე­ტად გა­ნათ­ლე­ბუ­ლია. ეს ფაქ­ტო­რი არის, რა თქმა უნდა ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მო­საზ­რე­ბა, რომ მი­შას მო­თხოვ­ნა ერ­თი­ან სი­ა­ზე, ხა­ბე­იშ­ვი­ლის დროს სხვა ჯგუ­ფე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­გა­ლი­თად, "ახ­ლე­ბის“ მხრი­დან იქ­ნე­ბო­და მო­თხოვ­ნა, ხა­ბე­იშ­ვი­ლი გა­უშ­ვით და კი ბა­ტო­ნო, ერ­თი­ან სი­ა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო­თო, არ გა­მოვ­რი­ცხავ, სა­ნაც­ვლოდ ისი­ნი ხა­ბე­იშ­ვი­ლის თავს ითხოვ­დნენ და "გა­უ­გო­რეს“ კი­დეც. ახლა რა იქ­ნე­ბა და ვინ - ვის­თან, გა­მოჩ­ნდე­ბა. პირ­ვე­ლი ვერ­სია უფრო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, მაგ­რამ მე­ო­რეს არ გა­მო­რი­ცხავს. ენმ-მ ერთი გას­რო­ლით ორი კურ­დღე­ლი მოკ­ლა - "ხაბე" ვის­თვი­საც არ იყო მი­სა­ღე­ბი, მათ­თვის კარი გახ­სნა, ამა­ვე დროს, და­სავ­ლეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე სპი­კე­რიც გა­მო­ნა­ხა. თავ­მჯდო­მა­რე ამ­ბობს, ავად­მყო­ფო­ბის გამო გა­დავ­დე­ქიო და თან, პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ვიქ­ნე­ბიო. "ხაბე" შემ­სრუ­ლე­ბე­ლია და თა­ვი­სი საქ­მე უკვე გა­ა­კე­თა - მე­ლი­ას გა­წე­ვა უნ­დო­დათ და გა­წი­ეს, დე­პუ­ტა­ტო­ბა უნ­დო­და და მი­ი­ღო... რაც შე­ეძ­ლო, გა­ა­კე­თა... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იდე­ე­ბი კი მას არც არას­დროს აწუ­ხებ­და“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ხაბეიშვილს არც საჭირო განათლება აქვს და არც ენა იცის" - რა შეიძლება გამხდარიყო "ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილების მიზეზი?

"ხაბეიშვილს არც საჭირო განათლება აქვს და არც ენა იცის" - რა შეიძლება გამხდარიყო "ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილების მიზეზი?

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავამ შეცვალა.

როგორც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

"ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის, 2-3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ 2-3 თვის განმავლობაში, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული, არ იყოს 24-საათიან სამუშაო რეჟიმში. შესაბამისად, ჩვენი გუნდის, ყველას გადაწყვეტილებით, თინასთან კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და დაამატა, რომ სურს გახდეს "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. ამ პოსტზე მუშაობა, მისი თქმით, "ყოველდღიურ, რუტინულ მუშაობას“ არ საჭიროებს.

"ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში საკადრო ცვლილებებს პარტიის ყრილობა დაამტკიცებს. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ყრილობას რამდენიმე დღეში მოიწვევს.

"პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა - თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა“, - დაწერა პარტია "ახლის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში მორიგი ცვლილებები გამოცხადდა.

ნიკა მელიამ, რომელიც პარტიის ყოფილი თავმჯდომარეა, - სწორედ ის ჩაანაცვლა ლევან ხაბეიშვილმა 2023 წლის იანვარში, - იმავე დღეს "ფეისბუქზე" დაწერა: "რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით“.

მელიას დაპირისპირება ენმ-სთან 2022-23 წლებში უკავშირდებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის როლს პარტიაში. მელიამ თავის დროზე დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი "ჩეკისტური მეთოდებით“ პარტიაზე არაფორმალური მმართველობის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა.

პარტიის მენეჯმენტში ცვლილებებს გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს“. იგი აცხადებს, რომ "ეს გადაწყვეტილება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში“, - წერს ის სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

ambebi.ge-ს წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან“ უყვება:

"მიშა და "მთლიანად ენმ-ს ლიდერშიფი ერთ რამეს მიხვდნენ - ვინაიდან მოდის არჩევნები და აუცილებელია კომუნიკაცია დასავლელ ლიდერებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხაბეიშვილს კი ამისთვის არც საჭირო განათლება აქვს და არც ენა იცის. საჭირო იყო ადამიანი, ვინც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა. თინა ბოკუჩავა კარგი კანდიდატურაა, მას უცხოეთში აქვს განათლება მიღებული, უცხო ენაც კარგად იცის და პოლიტიკურადაც ხაბეიშვილზე მეტად განათლებულია. ეს ფაქტორი არის, რა თქმა უნდა ცვლილების მიზეზი. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ მიშას მოთხოვნა ერთიან სიაზე, ხაბეიშვილის დროს სხვა ჯგუფებისთვის მიუღებელი იყო და, სავარაუდოდ, მაგალითად, "ახლების“ მხრიდან იქნებოდა მოთხოვნა, ხაბეიშვილი გაუშვით და კი ბატონო, ერთიან სიაზე ვილაპარაკოთო, არ გამოვრიცხავ, სანაცვლოდ ისინი ხაბეიშვილის თავს ითხოვდნენ და "გაუგორეს“ კიდეც. ახლა რა იქნება და ვინ - ვისთან, გამოჩნდება. პირველი ვერსია უფრო რაციონალურია, მაგრამ მეორეს არ გამორიცხავს. ენმ-მ ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა - "ხაბე" ვისთვისაც არ იყო მისაღები, მათთვის კარი გახსნა, ამავე დროს, დასავლეთთან მოლაპარაკე სპიკერიც გამონახა. თავმჯდომარე ამბობს, ავადმყოფობის გამო გადავდექიო და თან, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვიქნებიო. "ხაბე" შემსრულებელია და თავისი საქმე უკვე გააკეთა - მელიას გაწევა უნდოდათ და გაწიეს, დეპუტატობა უნდოდა და მიიღო... რაც შეეძლო, გააკეთა... განსაკუთრებული იდეები კი მას არც არასდროს აწუხებდა“.

იხილეთ ასევე: