მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და "ოცნების" ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან” - რას წერს Foxnews-ის ქართველი ჟურნალისტი?
"რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და "ოცნების" ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან” - რას წერს Foxnews-ის ქართველი ჟურნალისტი?

Foxnews-ის ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნანა სა­ჯა­ია აშშ-ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი­სად­მი და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ში­ნა­არსსა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე წერს:

"რას ნიშ­ნავს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ვი­ზო სან­ქცი­ე­ბი?

პირ­ველ რიგ­ში, ეს ნიშ­ნავს, რომ პრო­ცე­სი და­ი­წყო და ოც­ნე­ბის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ხელ­შე­უ­ხე­ბელ­ნი არ არი­ან;

"ჯინი თა­ვი­სუ­ფა­ლია", შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მთავ­რო­ბას­თან (და არა სა­ქარ­თვე­ლოს­თან) გა­და­დის თვი­სობ­რი­ვად ახალ ეტაპ­ზე და ეუბ­ნე­ბა, რომ მათ ქმე­დე­ბებს ხე­და­ვენ და არ "გა­ა­ტა­რე­ბენ"; რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა დღეს თქვა, ეს არის სან­ქცი­ე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი. შე­ზღუდ­ვა ეხე­ბა 20-ზე მეტ ადა­მი­ანს (ზუს­ტი რი­ცხვი სპი­კერს არ უთ­ქვამს, მან თქვა between 2 and 3 dozens, ანუ 24-32 ს შო­რის).

დღე­ვან­დე­ლი სან­ქცია, მარ­ტი­ვად ნიშ­ნავს, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ამე­რი­კა­ში ვერ შე­მო­ვა; სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ეს შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა და­მო­უ­კი­დებ­ლად და მას სა­ა­მი­სოდ კონ­გრე­სის მიერ ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ასე­ვე, ახა­ლი კა­ნო­ნის გა­რე­შე, და­მო­უ­კი­დებ­ლად, ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა შე­უძ­ლია ხა­ზი­ნას. სა­ვი­ზო ინ­ფორ­მა­ცია არის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, სახ­დე­პი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სიას არ აქ­ვეყ­ნებს, ხა­ზი­ნას ეს შე­ზღუდ­ვა არ აქვს, რად­გან ხა­ზი­ნის სან­ქცი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, უმე­ტე­სად კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა (მა­გა­ლი­თად კო­რუფ­ცია).

რა­ტომ 20+ ადა­მი­ა­ნი და არა, იგი­ვე, 84-ივე დე­პუ­ტა­ტი, ვინც კა­ნონს ხმა მის­ცა? ამ ეტაპ­ზე სან­ქცი­ის მი­ზა­ნი არის behavior change - ოც­ნე­ბას ჯერ კი­დევ აძ­ლე­ვენ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბის შანსს. ამავდრო­უ­ლად ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ეს სია შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს გა­ნახ­ლდეს; თვი­თონ სან­ქცი­ე­ბის რან­ჟი­რე­ბა­ში, სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი არის ერ­თდრო­უ­ლად მსუ­ბუ­ქი და მკაც­რი ნა­ბი­ჯი. მსუ­ბუ­ქი იმი­ტომ, რომ, კარ­გი, არ წა­მო­ვა დიტო სამ­ხა­რა­ძე ამე­რი­კა­ში, გა­და­ი­ტანს რა­მეფ­რად. მკაც­რი იმი­ტომ რომ, "ჯინი თა­ვი­სუ­ფა­ლია" და ამის მერე ფი­ნან­სურ სან­ქცი­ე­ბამ­დე მოკ­ლე მან­ძი­ლია." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში გა­მო­ა­ცხა­და, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და კერ­ძო პი­რებს მო­ი­ცავს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და "ოცნების" ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან” - რას წერს Foxnews-ის ქართველი ჟურნალისტი?

"რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და "ოცნების" ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან” - რას წერს Foxnews-ის ქართველი ჟურნალისტი?

Foxnews-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობის წევრებისადმი დაწესებული სანქციების შინაარსსა და მნიშვნელობაზე წერს:

"რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები?

პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და ოცნების ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან;

"ჯინი თავისუფალია", შეერთებული შტატები საქართველოსთან მთავრობასთან (და არა საქართველოსთან) გადადის თვისობრივად ახალ ეტაპზე და ეუბნება, რომ მათ ქმედებებს ხედავენ და არ "გაატარებენ"; როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს თქვა, ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. შეზღუდვა ეხება 20-ზე მეტ ადამიანს (ზუსტი რიცხვი სპიკერს არ უთქვამს, მან თქვა between 2 and 3 dozens, ანუ 24-32 ს შორის).

დღევანდელი სანქცია, მარტივად ნიშნავს, რომ სანქცირებული ხალხი ამერიკაში ვერ შემოვა; სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს შეზღუდვები დააწესა დამოუკიდებლად და მას საამისოდ კონგრესის მიერ ახალი კანონის მიღება არ სჭირდება. ასევე, ახალი კანონის გარეშე, დამოუკიდებლად, ფინანსური სანქციების დაწესება შეუძლია ხაზინას. სავიზო ინფორმაცია არის პირადი ინფორმაცია, შესაბამისად, სახდეპი ამ ადამიანების სიას არ აქვეყნებს, ხაზინას ეს შეზღუდვა არ აქვს, რადგან ხაზინის სანქციების საფუძველი, უმეტესად კანონის დარღვევაა (მაგალითად კორუფცია).

რატომ 20+ ადამიანი და არა, იგივე, 84-ივე დეპუტატი, ვინც კანონს ხმა მისცა? ამ ეტაპზე სანქციის მიზანი არის behavior change - ოცნებას ჯერ კიდევ აძლევენ სიტუაციის გამოსწორების შანსს. ამავდროულად ეუბნებიან, რომ ეს სია შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს; თვითონ სანქციების რანჟირებაში, სავიზო შეზღუდვები არის ერთდროულად მსუბუქი და მკაცრი ნაბიჯი. მსუბუქი იმიტომ, რომ, კარგი, არ წამოვა დიტო სამხარაძე ამერიკაში, გადაიტანს რამეფრად. მკაცრი იმიტომ რომ, "ჯინი თავისუფალია" და ამის მერე ფინანსურ სანქციებამდე მოკლე მანძილია." - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"