პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილობრივი თერაპია ალერგიული დერმატიტისა და კანის შერეული ინფექციების დროს
ადგილობრივი თერაპია ალერგიული დერმატიტისა და კანის შერეული ინფექციების დროს

ზა­ფხუ­ლი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სე­ზო­ნია. თბი­ლი და მზი­ა­ნი ამინ­დე­ბი პო­ზი­ტივ­თან და კარგ გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ბუ­ნე­ბა შე­მო­სი­ლია ფე­რე­ბით, ჰა­ერ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს. წე­ლი­წა­დის ეს დრო ბევ­რის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, თუმ­ცა ბუ­ნე­ბა­ში გა­სე­ირ­ნე­ბა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ალერ­გი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზია. ცხელ ამინ­დში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან მწე­რე­ბიც, რო­მელ­თა ნაკ­ბენ­საც ადა­მი­ა­ნებ­ში რო­გორც მსუ­ბუ­ქი, ისე მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. ალერ­გე­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი­სას კი, სხვა ალერ­გი­ულ სიმპტო­მებ­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა ალერ­გი­უ­ლი დერ­მა­ტი­ტიც გან­ვი­თარ­დეს.

დერ­მა­ტი­ტი კა­ნის ან­თე­ბი­თი რე­აქ­ცი­აა და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი პა­სუ­ხით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. კანი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ყვე­ლა­ზე დიდი, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ორ­გა­ნო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ბა­რი­ე­რია, სხე­ულს გარე სამ­ყა­როს­გან გა­მო­ყოფს და მას მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან იცავს. დერ­მა­ტი­ტის სხვა­დას­ხვა ტიპი არ­სე­ბობს: ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი (ეგ­ზე­მა), ალერ­გი­უ­ლი/კონ­ტაქ­ტუ­რი დერ­მა­ტი­ტი, ექსფო­ლი­ა­ცი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი (ფსო­რი­ა­ზი), ინ­ფექ­ცი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი, სე­ბო­რე­უ­ლი დერ­მა­ტი­ტი (ქერტლი, ე.წ. „აკ­ვნის ქუდი“), სა­ფე­ნის დერ­მა­ტი­ტი (გა­მო­ნა­ყა­რი) და სხვა. კა­ნის ან­თე­ბას იწ­ვევს მცე­ნა­რე­ე­ბი, სამ­კა­უ­ლი, კოს­მე­ტი­კა, სუ­ნა­მო­ე­ბი, ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (მაგ. სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბა, შამ­პუ­ნი, სა­პო­ნი), არას­წო­რი ჰი­გი­ე­ნა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ულტრა­ი­ის­ფე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, მწე­რის ნაკ­ბე­ნი და ა.შ.

დერ­მა­ტი­ტის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბია: კა­ნის სიმ­შრა­ლე, აქერ­ცვლა, წვა, სი­წით­ლე, რა­საც თან შე­შუ­პე­ბა, ქა­ვი­ლი და სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­მო­ნა­ყა­რი ახ­ლავს. ეს სიმპტო­მე­ბი იმ­დე­ნად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე, ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა­ზე და კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნარ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

დერ­მა­ტი­ტე­ბი ხში­რად სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბებს ახ­ლავს. მაგ. ატო­პი­ურ დერ­მა­ტიტ­თან ასო­ცირ­დე­ბა – ალერ­გი­უ­ლი რი­ნო­კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი, ბრონ­ქუ­ლი ას­თმა, კვე­ბი­თი ალერ­გი­ე­ბი, კა­ნის ინ­ფექ­ცი­ე­ბი. ბავ­შვებ­ში ხში­რია სა­ფენ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დერ­მა­ტი­ტე­ბი. ასე­ვე დერ­მა­ტი­ტე­ბი შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ისეთ­მა პრო­ფე­სი­ულ­მა საქ­მი­ა­ნო­ბებ­მა, რო­მე­ლიც გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან კონ­ტაქტს უკავ­შირ­დე­ბა.

ქა­ვი­ლით მიმ­დი­ნა­რე კა­ნის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბა ხში­რად ბაქ­ტე­რი­ულ და/ან სო­კო­ვან ინ­ფექ­ცი­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ქა­ვი­ლის დროს, კა­ნის ზე­და­პირ­ზე ნა­კაწ­რე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა, ზი­ან­დე­ბა კა­ნის სა­ფარ­ვე­ლი, რაც ბაქ­ტე­რი­უ­ლი და სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მა­ღალ რისკს ქმნის. კა­ნის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ან­თე­ბის, შე­რე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის და ასე­თი ტი­პის დერ­მა­ტი­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ასეთ სა­შუ­ა­ლე­ბას კი, სწო­რედ მა­ლა­მო სა­ნი­დერ­მი წარ­მო­ად­გენს. სა­ნი­დერ­მი 3-კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი მა­ლა­მოა (ბე­ტა­მე­ტა­ზო­ნი, გენ­ტა­მი­ცი­ნი, კლოტ­რი­მა­ზო­ლი) და ან­ტი­ან­თე­ბა­დი, ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი და სო­კოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბა გა­აჩ­ნია.

ალერ­გი­უ­ლი დერ­მა­ტი­ტის დროს, ად­გი­ლობ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბის მა­ლა­მო­ებ­თან ერ­თად, ოპ­ტი­მა­ლუ­რია ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. მაგ.: ლო­რა­ნექ­სი (დეს­ლო­რა­ტა­დი­ნი) – ახა­ლი თა­ო­ბის, ევ­რო­პუ­ლი ნედ­ლე­უ­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. პრე­პა­რა­ტი ტაბ­ლე­ტის ან ხსნა­რის სა­ხით მი­ი­ღე­ბა და ხან­გრძლი­ვი მოქ­მე­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. იგი ხელს უშ­ლის ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და სწრა­ფად ხსნის მის სიმპტო­მებს. ლო­რა­ნექ­სი H₁ რე­ცეპ­ტო­რე­ბის მი­მართ მა­ღა­ლი სე­ლექ­ცი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მა­ღა­ლი ბი­ო­შეღ­წე­ვა­დო­ბა ახა­სი­ა­თებს. იგი კარ­გად შე­ი­წო­ვე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან და მი­ღე­ბი­დან 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იწყებს მოქ­მე­დე­ბას. სხვა ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლო­რა­ნექ­სი არ იწ­ვევს ძი­ლი­ა­ნო­ბას, ამი­ტომ მისი მი­ღე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის დრო­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია. გა­მო­ირ­ჩე­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი პრო­ფი­ლით და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბავ­შვებ­ში 1 წლის ასა­კი­დან.

ლო­რა­ნექ­სის ტაბ­ლე­ტი­რე­ბუ­ლი ფორ­მის პე­რო­რა­ლუ­რად მი­ღე­ბის წესი და დო­ზი­რე­ბა:

12 წელ­ზე მეტი ასა­კის ბავ­შვებ­სა და მოზ­რდი­ლებ­ში: 1 აბი დღე­ში ერთხელ

6-12 წლის ბავ­შვებ­ში: ½ აბი დღე­ში ერთხელ

1-6 წლის ბავ­შვებ­ში: ¼ აბი დღე­ში ერთხელ

ლო­რა­ნექ­სის ხსნა­რი მი­ი­ღე­ბა პე­რო­რა­ლუ­რად:

1-5 წელი: 2,5 მლ დღე­ში ერთხელ

6-11 წელი: 5 მლ დღე­ში ერთხელ

12 წელ­ზე მეტი ასა­კის ბავ­შვებ­სა და მოზ­რდი­ლებ­ში: 10 მლ დღე­ში ერთხელ.

სა­ნი­დერ­მი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა 2 წლის ასა­კი­დან. კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბულ უბან­ზე სა­ჭი­როა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის მა­ლა­მოს ფრთხი­ლი შე­ზელ­ვა. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა­უ­მე­ტეს 2-ჯერ დღე­ში. მკურ­ნა­ლო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა სა­შუ­ა­ლოდ 5-7 დღეს შე­ად­გენს. სა­ნი­დერ­მი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და ღია ჭრი­ლო­ბებ­ზე. სიფრ­თხი­ლით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მჭიდ­რო ტან­საც­მლის და ნახ­ვე­ვის ქვეშ.

ასე რომ, სა­ნი­დერ­მი­სა და ლო­რა­ნექ­სის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა დერ­მა­ტი­ტის სიმპტო­მებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ამ­ცი­რებს და სხდენს პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

პრე­პა­რა­ტე­ბი: სა­ნი­დერ­მი და ლო­რა­ნექ­სი გა­ი­ცე­მა ურე­ცეპ­ტოდ. გა­მო­ყე­ნე­ბი­სას გა­ე­ცა­ნით ინ­სტრუქ­ცი­ას, გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად მი­მარ­თეთ ექიმს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ადგილობრივი თერაპია ალერგიული დერმატიტისა და კანის შერეული ინფექციების დროს

ადგილობრივი თერაპია ალერგიული დერმატიტისა და კანის შერეული ინფექციების დროს

ზაფხული ერთ-ერთი გამორჩეული სეზონია. თბილი და მზიანი ამინდები პოზიტივთან და კარგ გუნება-განწყობასთან ასოცირდება. ბუნება შემოსილია ფერებით, ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. წელიწადის ეს დრო ბევრისთვის სასიამოვნოა, თუმცა ბუნებაში გასეირნება ზოგიერთ შემთხვევაში ალერგიის გამომწვევი მიზეზია. ცხელ ამინდში განსაკუთრებით აქტიურდებიან მწერებიც, რომელთა ნაკბენსაც ადამიანებში როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია. ალერგენებთან კონტაქტისას კი, სხვა ალერგიულ სიმპტომებთან ერთად, შესაძლოა ალერგიული დერმატიტიც განვითარდეს.

დერმატიტი კანის ანთებითი რეაქციაა და იმუნური სისტემის გადაჭარბებული პასუხით არის განპირობებული. კანი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი, მრავალფუნქციური ორგანო და მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ბარიერია, სხეულს გარე სამყაროსგან გამოყოფს და მას მავნე ზემოქმედებისგან იცავს. დერმატიტის სხვადასხვა ტიპი არსებობს: ატოპიური დერმატიტი (ეგზემა), ალერგიული/კონტაქტური დერმატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი (ფსორიაზი), ინფექციური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი (ქერტლი, ე.წ. „აკვნის ქუდი“), საფენის დერმატიტი (გამონაყარი) და სხვა. კანის ანთებას იწვევს მცენარეები, სამკაული, კოსმეტიკა, სუნამოები, ჰიგიენური საშუალებები (მაგ. სარეცხი საშუალება, შამპუნი, საპონი), არასწორი ჰიგიენა, გადაჭარბებული ულტრაიისფერი ზემოქმედება, მწერის ნაკბენი და ა.შ.

დერმატიტის ძირითადი სიმპტომებია: კანის სიმშრალე, აქერცვლა, წვა, სიწითლე, რასაც თან შეშუპება, ქავილი და სხვადასხვა ტიპის გამონაყარი ახლავს. ეს სიმპტომები იმდენად შემაწუხებელია, რომ ადამიანის შრომისუნარიანობაზე, ცხოვრების ხარისხზე, გუნება-განწყობაზე და კონცენტრაციის უნარზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს.

დერმატიტები ხშირად სხვადასხვა დაავადებებს ახლავს. მაგ. ატოპიურ დერმატიტთან ასოცირდება – ალერგიული რინოკონიუნქტივიტი, ბრონქული ასთმა, კვებითი ალერგიები, კანის ინფექციები. ბავშვებში ხშირია საფენთან დაკავშირებული დერმატიტები. ასევე დერმატიტები შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა პროფესიულმა საქმიანობებმა, რომელიც გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან კონტაქტს უკავშირდება.

ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული ანთება ხშირად ბაქტერიულ და/ან სოკოვან ინფექციებთან არის დაკავშირებული. ქავილის დროს, კანის ზედაპირზე ნაკაწრები წარმოიქმნება, ზიანდება კანის საფარველი, რაც ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების გავრცელების მაღალ რისკს ქმნის. კანის ბაქტერიული ანთების, შერეული ინფექციების და ასეთი ტიპის დერმატიტების მკურნალობისას, რეკომენდებულია ადგილობრივი მოქმედების კომბინირებული პრეპარატების გამოყენება. ასეთ საშუალებას კი, სწორედ მალამო სანიდერმი წარმოადგენს. სანიდერმი 3-კომპონენტიანი მალამოა (ბეტამეტაზონი, გენტამიცინი, კლოტრიმაზოლი) და ანტიანთებადი, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.

ალერგიული დერმატიტის დროს, ადგილობრივი მოქმედების მალამოებთან ერთად, ოპტიმალურია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება. მაგ.: ლორანექსი (დესლორატადინი) – ახალი თაობის, ევროპული ნედლეულით დამზადებული ანტიჰისტამინური საშუალებაა. პრეპარატი ტაბლეტის ან ხსნარის სახით მიიღება და ხანგრძლივი მოქმედებით გამოირჩევა. იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციის განვითარებას და სწრაფად ხსნის მის სიმპტომებს. ლორანექსი H₁ რეცეპტორების მიმართ მაღალი სელექციურობით გამოირჩევა და მაღალი ბიოშეღწევადობა ახასიათებს. იგი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში იწყებს მოქმედებას. სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატებისგან განსხვავებით, ლორანექსი არ იწვევს ძილიანობას, ამიტომ მისი მიღება ავტომობილის მართვის დროსაც შესაძლებელია. გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი პროფილით და გამოიყენება ბავშვებში 1 წლის ასაკიდან.

ლორანექსის ტაბლეტირებული ფორმის პერორალურად მიღების წესი და დოზირება:

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 1 აბი დღეში ერთხელ

6-12 წლის ბავშვებში: ½ აბი დღეში ერთხელ

1-6 წლის ბავშვებში: ¼ აბი დღეში ერთხელ

ლორანექსის ხსნარი მიიღება პერორალურად:

1-5 წელი: 2,5 მლ დღეში ერთხელ

6-11 წელი: 5 მლ დღეში ერთხელ

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 10 მლ დღეში ერთხელ.

სანიდერმი გამოიყენება 2 წლის ასაკიდან. კანის დაზიანებულ უბანზე საჭიროა მცირე რაოდენობის მალამოს ფრთხილი შეზელვა. გამოიყენება არაუმეტეს 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 5-7 დღეს შეადგენს. სანიდერმი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიური დანიშნულებით და ღია ჭრილობებზე. სიფრთხილით გამოიყენება მჭიდრო ტანსაცმლის და ნახვევის ქვეშ.

ასე რომ, სანიდერმისა და ლორანექსის კომბინირებული გამოყენება დერმატიტის სიმპტომებს მაქსიმალურად ამცირებს და სხდენს პაციენტების მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

პრეპარატები: სანიდერმი და ლორანექსი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

R