მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო რვა პი­რის მი­მართ.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021-2023 წლებ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ, მათ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ხე­ლით, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში წარ­დგე­ნილ იქნა დღგ-ს ყო­ველ­თვი­უ­რი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­შიც შე­ტა­ნილ იქნა ფიქ­ტი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი რე­ა­ლი­ზე­ბულ სა­ქო­ნელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რა გზი­თაც კომ­პა­ნი­ებს შე­უქ­მნეს დღგ-ს ყალ­ბი აქ­ტი­ვი.

„დად­გე­ნი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფლნენ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნილ, ჯამ­ში 704 714 ლარს.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით.

ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბი­სა და აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში შემ­ჩნე­უ­ლი პი­რე­ბის მხი­ლე­ბის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რვა პირის მიმართ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ბრალდებულების მიერ, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც კომპანიებს შეუქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი.

„დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704 714 ლარს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული პირების მხილების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.