სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეიძლება ადამიანი ასე გაწირო, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე... ამოცანა იყო, რომ ჩემს ჭარბ წონას დავცინოდი ამ მოძრაობებით" - ეკა მჟავანაძე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე
"არ შეიძლება ადამიანი ასე გაწირო, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე... ამოცანა იყო, რომ ჩემს ჭარბ წონას დავცინოდი ამ მოძრაობებით" - ეკა მჟავანაძე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ეკა მჟა­ვა­ნა­ძის ცეკ­ვის ვი­დეო, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა მა­ყუ­რე­ბელ­მა სპექ­ტაკლ „ქა­ლე­ბის“ დროს გა­და­ი­ღო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპექ­ტაკ­ლი 2019 წლი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­შია, მას შემ­დეგ, რაც მსა­ხი­ობ ეკა მჟა­ვა­ნა­ძის გმი­რის ცეკ­ვის ვი­დეო გავ­რცელ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. იყო კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც.

გა­და­ცე­მა­ში „ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი“მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ ვი­დეო თა­ვა­დაც არ მო­ე­წო­ნა, რად­გან ცუდი რა­კურ­სით იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ასე­ვე ნა­წყე­ნია იმ კო­მენ­ტა­რებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა, სპექ­ტაკ­ლის გმი­რი ქა­ლის მი­მართ არ და­ი­შუ­რეს და ის მსა­ხი­ობ­თან გა­ა­ი­გი­ვეს.

ეკა მჟა­ვა­ნა­ძე:

- მე რომ ვნა­ხე პირ­ვე­ლად, ჯერ ერთი, ცუ­დად გა­და­ღე­ბუ­ლია. კა­მე­რა ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა და ყვე­ლა დე­ტალს ადი­დებს, წონა გე­მა­ტე­ბა... ჭარ­ბი წონა მაქვს, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ამ ცეკ­ვის ში­ნა­არ­სი და ამო­ცა­ნა ეგ იყო, რომ ამ ჩემს ჭარბ წო­ნას დავ­ცი­ნო­დი ასე­თი მოძ­რა­ო­ბე­ბით. ეს იყო ჩემი მი­ზა­ნი, იმ სცე­ნის დროს.

თან სპექ­ტაკლში კლა­სე­ლე­ბი არი­ან, სვა­მენ, ერ­თო­ბი­ან, ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ გახ­სნი­ლად, მა­ი­მუ­ნო­ბენ და ერთ-ერთი ეს პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი და­დეს. ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნა, ვი­ღა­ცას არა.

რომ გი­თხრათ, რომ მე­სი­ა­მოვ­ნა, ვერ გე­ტყვით. არ მე­სი­ა­მოვ­ნა ნამ­დვი­ლად. ჯერ თვი­თონ ვი­დეო არ მე­სი­ა­მოვ­ნა, არას­წო­რად გა­და­ღე­ბუ­ლი ქვე­ვი­დან. ცოტა გავ­ღი­ზი­ან­დი, მაგ­რამ არ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა. მერე რომ აღარ დამ­თავ­რდა და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რე­ბი და­ი­წე­რა, ცოტა გულ­ზე მო­სახ­ვედ­რია.

კარ­გი, მე არა და, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯა­ხი, ჩემი მე­უღ­ლე, ორი შვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა არც მი­თხრან არა­ფე­რი, არ გა­მი­ტე­ხონ გული, ნავ­თი არ და­ას­ხან ამ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო.

ეს არის თე­ატ­რი. რა მოხ­და მერე... მერე გრძელ­დე­ბა, სხვა კონ­ტექ­სტით არის, ამო­ვარ­დნი­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა ასე ადა­მი­ან­ზე, არ იც­ნობ, არ იცი ვინ არის და ასე გა­წი­რო. მარ­ტო ჩემ­ზე კი არ ვი­ძა­ხი, სა­ერ­თოდ ვამ­ბობ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი არა­ფე­რი გახ­და, გა­უ­ფა­სურ­და. ან თუნ­დაც ჩემი ვი­დეო, არ მო­გე­წო­ნა, ნუ და­წერ ამ სა­ში­ნელ სი­ტყვებს. არც მე მო­მე­წო­ნა რაც ვნა­ხე, არ მე­სი­ა­მოვ­ნა, მაგ­რამ თე­ატ­რია, სპექ­ტაკ­ლია. შე­იძ­ლე­ბა ცუდი ითა­მა­შო, ხო­ცა­ვენ ერ­თმა­ნეთს, მა­ნი­ა­კებ­საც თა­მა­შო­ბენ, რო­ლე­ბი აქვს ადა­მი­ანს ისე­თი, შე­იძ­ლე­ბა მა­ნი­ა­კის როლი ითა­მა­შო, მაგ­რამ ეს ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, ასე გა­წი­რო ადა­მი­ა­ნი.

თა­ვი­დან არ გან­მიც­დია, მერე ცოტა რა­ღაც გული მეტ­კი­ნა. მერე მე­გობ­რებ­მა და­მი­რე­კეს, აღარ ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ აღარ დამ­თავ­რდა და არ მთავ­რდე­ბა კი­დევ. რა ვქნა ახლა, თავს ვერ მო­ვიკ­ლავ, რა ვქნა. ჩემი პრო­ფე­სი­აა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არ შეიძლება ადამიანი ასე გაწირო, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე... ამოცანა იყო, რომ ჩემს ჭარბ წონას დავცინოდი ამ მოძრაობებით" - ეკა მჟავანაძე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

"არ შეიძლება ადამიანი ასე გაწირო, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე... ამოცანა იყო, რომ ჩემს ჭარბ წონას დავცინოდი ამ მოძრაობებით" - ეკა მჟავანაძე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკა მჟავანაძის ცეკვის ვიდეო, რომელიც ერთ-ერთმა მაყურებელმა სპექტაკლ „ქალების“ დროს გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი 2019 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია, მას შემდეგ, რაც მსახიობ ეკა მჟავანაძის გმირის ცეკვის ვიდეო გავრცელდა, სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია. იყო კრიტიკული კომენტარებიც.

გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ მსახიობი ამბობს, რომ ვიდეო თავადაც არ მოეწონა, რადგან ცუდი რაკურსით იყო გადაღებული. ასევე ნაწყენია იმ კომენტარებზე, რომელიც საზოგადოების ნაწილმა, სპექტაკლის გმირი ქალის მიმართ არ დაიშურეს და ის მსახიობთან გააიგივეს.

ეკა მჟავანაძე:

- მე რომ ვნახე პირველად, ჯერ ერთი, ცუდად გადაღებულია. კამერა ძალიან მგრძნობიარეა და ყველა დეტალს ადიდებს, წონა გემატება... ჭარბი წონა მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ცეკვის შინაარსი და ამოცანა ეგ იყო, რომ ამ ჩემს ჭარბ წონას დავცინოდი ასეთი მოძრაობებით. ეს იყო ჩემი მიზანი, იმ სცენის დროს.

თან სპექტაკლში კლასელები არიან, სვამენ, ერთობიან, ყველაფერზე ლაპარაკობენ გახსნილად, მაიმუნობენ და ერთ-ერთი ეს პატარა მონაკვეთი დადეს. ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას არა.

რომ გითხრათ, რომ მესიამოვნა, ვერ გეტყვით. არ მესიამოვნა ნამდვილად. ჯერ თვითონ ვიდეო არ მესიამოვნა, არასწორად გადაღებული ქვევიდან. ცოტა გავღიზიანდი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. მერე რომ აღარ დამთავრდა და არასასიამოვნო კომენტარები დაიწერა, ცოტა გულზე მოსახვედრია.

კარგი, მე არა და, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე, ორი შვილი. შეიძლება არც მითხრან არაფერი, არ გამიტეხონ გული, ნავთი არ დაასხან ამ ყველაფერს, მაგრამ არ არის სასიამოვნო.

ეს არის თეატრი. რა მოხდა მერე... მერე გრძელდება, სხვა კონტექსტით არის, ამოვარდნილია. არ შეიძლება ასე ადამიანზე, არ იცნობ, არ იცი ვინ არის და ასე გაწირო. მარტო ჩემზე კი არ ვიძახი, საერთოდ ვამბობ, სოციალური ქსელი არაფერი გახდა, გაუფასურდა. ან თუნდაც ჩემი ვიდეო, არ მოგეწონა, ნუ დაწერ ამ საშინელ სიტყვებს. არც მე მომეწონა რაც ვნახე, არ მესიამოვნა, მაგრამ თეატრია, სპექტაკლია. შეიძლება ცუდი ითამაშო, ხოცავენ ერთმანეთს, მანიაკებსაც თამაშობენ, როლები აქვს ადამიანს ისეთი, შეიძლება მანიაკის როლი ითამაშო, მაგრამ ეს ხომ არ შეიძლება, ასე გაწირო ადამიანი.

თავიდან არ განმიცდია, მერე ცოტა რაღაც გული მეტკინა. მერე მეგობრებმა დამირეკეს, აღარ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ აღარ დამთავრდა და არ მთავრდება კიდევ. რა ვქნა ახლა, თავს ვერ მოვიკლავ, რა ვქნა. ჩემი პროფესიაა.

წაიკითხეთ ასევე: