საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა, რეჟისორი ვარ და ფილმში პერსონაჟად მინდიხარო. ავტობუსიდან ჩამოვყევი და..." - რა ამბავს იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი
"ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა, რეჟისორი ვარ და ფილმში პერსონაჟად მინდიხარო. ავტობუსიდან ჩამოვყევი და..." - რა ამბავს იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

პარ­ტია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წლე­ბის წინ გა­დახ­დე­ნილ ამ­ბავს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ერთ დღეს უც­ნობ მა­მა­კაცს ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მოჰ­ყვა და სტუ­დი­ა­ში ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად გაჰ­ყვა. რო­დე­საც ფო­ტო­ე­ბი სახ­ლში მი­ი­ტა­ნა, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბა დე­დის კი­ვილ­მა შე­ა­წყვე­ტი­ნა...

  • თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი:

- რად­გან აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის წლე­ბი გა­ვიხ­სე­ნე, ერთი სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვიც გა­მახ­სენ­და. ავ­ტო­ბუს­ში ვი­ღაც ახალ­გაზ­რდა კაცი გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა რამ­დენ­ჯერ­მე. რე­ჟი­სო­რი ვარ და ფილმში პერ­სო­ნა­ჟად მინ­დი­ხა­რო. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ პა­ტი­ო­სა­ნი კაცი იყო, ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მოვ­ყე­ვი და კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში შევ­ყე­ვი, უკან რა­ღაც ბა­რა­კე­ბი­ვით იყო და ფო­ტო­სე­სია იქ მქონ­და.

სე­სი­ის დრო­საც ძა­ლი­ან დე­ლი­კა­ტუ­რად იქ­ცე­ო­და. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მი­ვათ­რიე სახ­ლში ჩემი ლა­მა­ზი ფო­ტო­ე­ბი და მოვ­ყე­ვი ამ­ბა­ვი - არ ვიცი, ფილ­მის დრო თუ მექ­ნე­ბა, რად­გან უნის­თვის ვემ­ზა­დე­ბი მეთ­ქი... ძა­ლი­ან საქ­მი­ა­ნად. ჩემი საქ­მი­ა­ნი სა­უ­ბა­რი შე­მა­წყვე­ტი­ნა დე­და­ჩე­მის კი­ვილ­მა! კი­ო­და ფსი­ქო­პა­ტებ­ზე, მა­ნი­ა­კებ­ზე, მე­გო­ნა გა­ფატ­რულს მხე­დავს ...

აღარ გა­ბე­დო­ო­ო­ოო... ნუ კაი, ისე­დაც არ ვი­ყა­ვი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რომ ფილმში თა­მა­ში მინ­დო­და, კი არა ცეკ­ვის­თვის არ მრჩე­ბო­და დრო, არა­და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და აღარ ვაყ­ვი­რე დე­და­ჩე­მი (ჩემს ცოლს ნუ აბ­რა­ზე­ბო, მა­მა­ჩე­მიც მო­მად­გა). ჰოდა გა­ვი­და დრო, და დე­და­ჩე­მის მიერ ფსი­ქო­პა­ტად შე­რა­ცხი­ლი კაცი გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა, ხში­რად ვახ­სე­ნებ ხოლ­მე ახლა, იმ ფო­ტო­ებს რომ ესიყ­ვა­რუ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა, რეჟისორი ვარ და ფილმში პერსონაჟად მინდიხარო. ავტობუსიდან ჩამოვყევი და..." - რა ამბავს იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა, რეჟისორი ვარ და ფილმში პერსონაჟად მინდიხარო. ავტობუსიდან ჩამოვყევი და..." - რა ამბავს იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წლების წინ გადახდენილ ამბავს იხსენებს, როდესაც ერთ დღეს უცნობ მამაკაცს ავტობუსიდან ჩამოჰყვა და სტუდიაში ფოტოების გადასაღებად გაჰყვა. როდესაც ფოტოები სახლში მიიტანა, მსახიობობაზე ოცნება დედის კივილმა შეაწყვეტინა...

  • თამარ ჩერგოლეიშვილი:

- რადგან აბიტურიენტობის წლები გავიხსენე, ერთი სასაცილო ამბავიც გამახსენდა. ავტობუსში ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა რამდენჯერმე. რეჟისორი ვარ და ფილმში პერსონაჟად მინდიხარო. მომეჩვენა, რომ პატიოსანი კაცი იყო, ავტობუსიდან ჩამოვყევი და კინოსტუდიაში შევყევი, უკან რაღაც ბარაკებივით იყო და ფოტოსესია იქ მქონდა.

სესიის დროსაც ძალიან დელიკატურად იქცეოდა. რამდენიმე დღეში მივათრიე სახლში ჩემი ლამაზი ფოტოები და მოვყევი ამბავი - არ ვიცი, ფილმის დრო თუ მექნება, რადგან უნისთვის ვემზადები მეთქი... ძალიან საქმიანად. ჩემი საქმიანი საუბარი შემაწყვეტინა დედაჩემის კივილმა! კიოდა ფსიქოპატებზე, მანიაკებზე, მეგონა გაფატრულს მხედავს ...

აღარ გაბედოოოოო... ნუ კაი, ისედაც არ ვიყავი ჩამოყალიბებული, რომ ფილმში თამაში მინდოდა, კი არა ცეკვისთვის არ მრჩებოდა დრო, არადა ძალიან მიყვარდა და აღარ ვაყვირე დედაჩემი (ჩემს ცოლს ნუ აბრაზებო, მამაჩემიც მომადგა). ჰოდა გავიდა დრო, და დედაჩემის მიერ ფსიქოპატად შერაცხილი კაცი გიორგი ოვაშვილი აღმოჩნდა, ხშირად ვახსენებ ხოლმე ახლა, იმ ფოტოებს რომ ესიყვარულება.