მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა 19 ტყვიით: ახალი პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე საათში მექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?
მკვლელობა 19 ტყვიით: ახალი პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე საათში მექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

მექ­სი­კა­ში ქა­ლაქ კო­ტი­ას მერი იო­ლან­და სან­ჩე­სი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ მოხ­და, რაც კლა­უ­დია შე­ინ­ბა­უ­მი პირ­ველ ქალ პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს. იო­ლან­და სან­ჩესს ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ჩა­უ­საფ­რდნენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მას 19-ჯერ ეს­რო­ლეს.

  • სან­ჩე­სი თავ­დას­ხმის შემ­დეგ მა­ლე­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სრო­ლის დროს ასე­ვე და­ი­ღუ­პა მისი დაც­ვის წევ­რიც.

მომ­ხდარ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ თავ­დას­ხმის უკან ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი დგას.

იო­ლან­და სან­ჩე­სი 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ქა­ლაქ კო­ტი­ას პირ­ვე­ლი ქალი მერი გახ­და. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ვის შემ­დეგ, იო­ლან­დამ ისა­უბ­რა, რომ მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

  • 2023 წელს ის სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­ტა­ცეს, თუმ­ცა შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­შინ ქალ­მა თქვა, რომ გამ­ტა­ცებ­ლე­ბი მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სან­ჩეს­მა თქვა, რომ არ იცო­და რო­მელ კრი­მი­ნა­ლურ ჯგუფს ეკუთ­ვნოდ­ნენ გამ­ტა­ცებ­ლე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თე­ბი წერ­დნენ, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ ისი­ნი იყ­ვნენ Jalisco New Generation (CJNG) კარ­ტე­ლის წევ­რე­ბი.

CJNG ჩარ­თუ­ლია ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­სა და გა­მო­სას­ყი­დის მიზ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში. კარ­ტე­ლის წევ­რე­ბი ასე­ვე თავს ეს­ხმი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც უარს ამ­ბო­ბენ მათი ბრძა­ნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

იო­ლან­და სან­ჩეს­მა გა­ტა­ცე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ემუქ­რე­ბოდ­ნენ, მო­ი­თხოვ­დნენ, რომ ქა­ლა­ქის დაც­ვა გა­და­ე­ცა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც კავ­შირ­ში არი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუ­ფებ­თან.

ქალ­მა მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვა და სამ­ხედ­რო­ებს სთხო­ვა ქა­ლა­ქის გა­მაგ­რე­ბა. მომ­ხდა­რის შემ­დეგ მერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­უ­ნიშ­ნეს.

  • წინა საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ხში­რად ის­მო­და და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის ლო­ზუნ­გე­ბი. იმავდრო­უ­ლად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ბევ­რი მექ­სი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი თა­ვად გახ­და მკვლე­ლე­ბის მსხვერ­პლი.

29 მა­ისს ალფ­რე­დო კაბ­რე­რა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ კო­ი­უ­კა დე ბე­ნი­ტე­სის მე­რო­ბის­თვის იბ­რძო­და, კამ­პა­ნი­ის დროს ერთ-ერთ აქ­ცი­ა­ზე მოკ­ლეს.

უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია Integralia-ს ცნო­ბით, ეს იყო კან­დი­და­ტის 36-ე მკვლე­ლო­ბა 2024 წლის კამ­პა­ნი­ა­ში. ეს სამი წლის წი­ნან­დე­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის რე­კორ­დის გა­მე­ო­რე­ბაა.

წყა­რო: bbc

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მკვლელობა 19 ტყვიით: ახალი პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე საათში მექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

მკვლელობა 19 ტყვიით: ახალი პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე საათში მექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

მექსიკაში ქალაქ კოტიას მერი იოლანდა სანჩესი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც კლაუდია შეინბაუმი პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს. იოლანდა სანჩესს ქალაქის ცენტრში ჩაუსაფრდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას 19-ჯერ ესროლეს.

  • სანჩესი თავდასხმის შემდეგ მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სროლის დროს ასევე დაიღუპა მისი დაცვის წევრიც.

მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმის უკან ერთ-ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დგას.

იოლანდა სანჩესი 2021 წლის სექტემბერში ქალაქ კოტიას პირველი ქალი მერი გახდა. თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, იოლანდამ ისაუბრა, რომ მას ემუქრებოდნენ.

  • 2023 წელს ის სამი დღის განმავლობაში შეიარაღებულმა ადამიანებმა გაიტაცეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. მაშინ ქალმა თქვა, რომ გამტაცებლები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სანჩესმა თქვა, რომ არ იცოდა რომელ კრიმინალურ ჯგუფს ეკუთვნოდნენ გამტაცებლები, ადგილობრივი გაზეთები წერდნენ, რომ სავარაუდოდ ისინი იყვნენ Jalisco New Generation (CJNG) კარტელის წევრები.

CJNG ჩართულია ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გამოსასყიდის მიზნით ადამიანების გატაცების საქმეში. კარტელის წევრები ასევე თავს ესხმიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც უარს ამბობენ მათი ბრძანებების შესრულებაზე.

იოლანდა სანჩესმა გატაცების შემდეგ განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც მას თანამდებობის დაკავების შემდეგ ემუქრებოდნენ, მოითხოვდნენ, რომ ქალაქის დაცვა გადაეცა სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლებისთვის, რომლებიც კავშირში არიან ორგანიზებული დანაშაულებრივ ჯგუფებთან.

ქალმა მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვა და სამხედროებს სთხოვა ქალაქის გამაგრება. მომხდარის შემდეგ მერს შეიარაღებული დაცვის თანამშრომლები დაუნიშნეს.

  • წინა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ისმოდა დანაშაულთან ბრძოლის ლოზუნგები. იმავდროულად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი მექსიკელი პოლიტიკოსი თავად გახდა მკვლელების მსხვერპლი.

29 მაისს ალფრედო კაბრერა, რომელიც ქალაქ კოიუკა დე ბენიტესის მერობისთვის იბრძოდა, კამპანიის დროს ერთ-ერთ აქციაზე მოკლეს.

უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია Integralia-ს ცნობით, ეს იყო კანდიდატის 36-ე მკვლელობა 2024 წლის კამპანიაში. ეს სამი წლის წინანდელი შუალედური არჩევნების რეკორდის გამეორებაა.

წყარო: bbc

წაიკითხეთ ასევე: