მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკდონალდს საქართველომ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, "გაუწოდე დახმარების ხელი" - კომპანია აუტიზმის ცენტრი "პირამიდას"  ბენეფიციარ ბავშვებს დაეხმარება
მაკდონალდს საქართველომ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, "გაუწოდე დახმარების ხელი" - კომპანია აუტიზმის ცენტრი "პირამიდას"  ბენეფიციარ ბავშვებს დაეხმარება

1 ივ­ნი­სი ბავ­შვე­ბის­თის წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნუ­რი დღეა, ამას­თან, ემო­ცი­უ­რიც და მო­ლო­დი­ნე­ბით სავ­სე. ამ დღის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა ბრენ­დე­ბი თუ კომ­პა­ნი­ე­ბი წი­ნას­წარ ემ­ზა­დე­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ პა­ტა­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­წყო­ბა შე­უქ­მნან. ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­წლი­უ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხვდე­ბა. წლე­ვან­დე­ლი კომ­პა­ნი­ამ თბი­ლი­სის აუ­ტიზ­მის ცენ­ტრ „პი­რა­მი­დას“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა, ბავ­შვებს მათი საყ­ვა­რე­ლი ჰეფი მი­ლი­თა და ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბით უმას­პინ­ძლა და ად­გილ­ზე სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბა და­ახ­ვედ­რა.

ერთი მხი­ა­რუ­ლი დღის გარ­და, მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო წელს დახ­მა­რე­ბის ხელს სწო­რედ „პი­რა­მი­დას“ გა­უწ­ვდის. ტრა­დი­ცი­უ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნია Mc Happy Day 1 ივ­ნი­სი­დან და­ი­წყო და წინა წლე­ბის მსგავ­სად, მიზ­ნად და­ი­სა­ხა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცია და მათი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ვი­ნა­ი­დან აუ­ტიზ­მის სპექტრის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვი, სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო გარე სივ­რცე­ში მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი კო­ტე­ჯე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­ა­კე­თებს აქ­ცენტს. მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა მა­ღა­ზია, ექი­მის კა­ბი­ნე­ტი, კაფე, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი და სხვა პუნ­ქტე­ბი ბავ­შვებს სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მო­დე­ლი­რე­ბა­სა და შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბის შეს­წავ­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მსგავ­სი წარ­მო­სახ­ვი­თი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ავი­თა­რებს მათ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რებს, რაც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბათ.

მწვა­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბა მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. მაკ­ჰე­ფი დეის (Mc Happy Day) ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნია „პი­რა­მი­დას“ გამ­წვა­ნე­ბის პრო­ექტსაც და­უ­ფი­ნან­სებს. ბავ­შვე­ბი მცე­ნა­რე­ებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­ხა­ტულ ქოთ­ნებ­ში ჩარ­გა­ვენ. მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვას­თან ერ­თად, ბავ­შვე­ბის მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც შე­უ­წყობს ხელს.

და­მა­ტე­ბით, „პი­რა­მი­დას“ფი­ზი­კუ­რი თე­რა­პი­ის ოთახ­ში მაკ­დო­ნალდსის ფლე­ი­ლენ­დის სა­თა­მა­შო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გან­თავ­სდე­ბა. საძ­რო­მი­ა­ლო, კა­ლათ­ბურ­თის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სხვა ინ­ვენ­ტა­რი პა­ტა­რებს ფი­ზი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

„მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნია, რამ­დე­ნი­მე წე­ლია უკვე მარ­თავს McHappyDay-ის საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ჩვენ არა ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ასე­უ­ლო­ბით ბავ­შვს და­ვეხ­მა­რეთ. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის თა­ნად­გო­მა და მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ მათ გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას. წელს გა­დავ­წყვი­ტეთ კი­დევ ერთ ბე­ნე­ფი­ცი­არ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, „პი­რა­მი­დას“ აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ დახ­მა­რე­ბა. ჩვე­ნი და ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, შევ­ქმნით მო­დე­ლი­რე­ბულ სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის, რათა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ უნა­რე­ბი და მარ­ტი­ვად შეძ­ლონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია. იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გამ­წვა­ნე­ბა და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა პრი­ო­რი­ტე­ტია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერთ ინი­ცი­ა­ტი­ვას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მაკ­ჰე­ფი დეის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ცენ­ტრს ასე­ვე და­ვუ­ფი­ნან­სებთ მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გვის პრო­ექტსაც. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა ბავ­შვებ­მა პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე და­ი­წყონ. ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ მათ ფლე­ი­ლენ­დს გა­დავ­ცემთ, იმის­თვის რომ ბავ­შვებ­მა ფი­ზი­კუ­რი უნა­რე­ბი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ და შეძ­ლონ ყო­ველ­დღი­უ­რი თა­მა­შით ერ­თა­მა­ნე­თის­თვის ემო­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და მო­გო­ნე­ბე­ბის შექ­მნა. მაკ­დო­ნალდსის­თვის თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გვინ­და მათ სა­ხე­ზე ღი­მილს მუდ­მი­ვად ვხე­დავ­დეთ. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი მხრი­დან ეს ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რებთ,“- აღ­ნიშ­ნავს ელე­ნე ბა­ღა­თუ­რია, „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

წლე­ვან­დე­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია “გა­უ­წო­დე დახ­მა­რე­ბის ხელი” და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა. 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, MC Happy Day-ის ვი­ზუ­ა­ლის სტი­კე­რი სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1,5 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა, შე­მო­სუ­ლი თან­ხა კი სრუ­ლად აუ­ტიზ­მის ცენ­ტრ „პი­რა­მი­დას“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­სა და პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მოხ­მარ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, აპ­ლი­კა­ცი­ი­დან, ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, მაკ­დო­ნალდსის ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, 1000 ქუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, მო­ახ­დი­ნოს 1 ლა­რის ოდე­ნო­ბის დო­ნა­ცია Mc Happy Day-ის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და და­ეხ­მა­რონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს.

„ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი იღე­ბენ სა­ა­თობ­რი­ვი თე­რა­პი­ის სერ­ვისს. ჩვენ მუდ­მი­ვად ვთა­ვა­ზობთ მშობ­ლებს, რომ თე­რა­პი­ის შემ­დეგ, ბავ­შვებ­მა მეტი დრო გა­ა­ტა­რონ ეზო­ში, სა­დაც, ისი­ნი შეძ­ლე­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ტა­რე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და რე­სურ­სებ­ზე არ არის მორ­გე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ამის ფონ­ზე, კი­დევ უფრო ღი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა სივ­რცე, რო­მელ­შიც ბავ­შვე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გარ­თო­ბის მიზ­ნით. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეზო­ში თე­მა­ტუ­რი მცი­რე ზო­მის კო­ტე­ჯე­ბის გა­კე­თე­ბა, რომ­ლებ­შიც შე­იძ­ლე­ბა იყოს მაგ: მა­ღა­ზი­ის, ექი­მის კა­ბი­ნე­ტის და სხვა თე­მა­ტი­კის სივ­რცე­ე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა დახ­მა­რე­ბის ხელს გიწ­ვდის ბიზ­ნე­სი და ცდი­ლობს პა­ტა­რე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ყოფა კი­დევ უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი და მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­ხა­დოს. მად­ლო­ბა მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის,“ - ამ­ბობს „პი­რა­მი­დას“ ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი სა­ლო­მე გა­ბა­ძე.

მაკ­დო­ნალდსის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მე კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნა­წი­ლია და ის ყო­ველ­წლი­უ­რად, McHappy Day-სა თუ სხვა კამ­პა­ნი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მრა­ვალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეხ­მა­რე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თა აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით. McHappy Day-ის საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მაკ­დო­ნალდსმა ზუგ­დიდ­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, თბი­ლის­სა თუ კო­ჯორ­ში დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია მრა­ვალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. წლე­ვან­დე­ლი კამ­პა­ნია, რომ­ლის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია “გა­უ­წო­დე დახ­მა­რე­ბის ხელი”, ჰეშ­თე­გით #McHappyDays გა­ი­მარ­თე­ბა. კომ­პა­ნია სა­მო­მავ­ლო­დაც გა­აგ­რძე­ლებს პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის დახ­მა­რე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მაკდონალდს საქართველომ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, "გაუწოდე დახმარების ხელი" - კომპანია აუტიზმის ცენტრი "პირამიდას"  ბენეფიციარ ბავშვებს დაეხმარება

მაკდონალდს საქართველომ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, "გაუწოდე დახმარების ხელი" - კომპანია აუტიზმის ცენტრი "პირამიდას"  ბენეფიციარ ბავშვებს დაეხმარება

1 ივნისი ბავშვებისთის წელიწადის ყველაზე ჯადოსნური დღეა, ამასთან, ემოციურიც და მოლოდინებით სავსე. ამ დღის მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა ბრენდები თუ კომპანიები წინასწარ ემზადებიან და ცდილობენ პატარებს განსაკუთრებული განწყობა შეუქმნან. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მაკდონალდს საქართველო ყოველწლიურად განსაკუთრებულად ხვდება. წლევანდელი კომპანიამ თბილისის აუტიზმის ცენტრ „პირამიდას“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნა, ბავშვებს მათი საყვარელი ჰეფი მილითა და ფერადი ბუშტებით უმასპინძლა და ადგილზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა დაახვედრა.

ერთი მხიარული დღის გარდა, მაკდონალდს საქართველო წელს დახმარების ხელს სწორედ „პირამიდას“ გაუწვდის. ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია Mc Happy Day 1 ივნისიდან დაიწყო და წინა წლების მსგავსად, მიზნად დაისახა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობა. ვინაიდან აუტიზმის სპექტრის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვი, სოციალური უნარების გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, მაკდონალდს საქართველო გარე სივრცეში მოდელირებული კოტეჯების მშენებლობაზე გააკეთებს აქცენტს. მოდელირებული პატარა მაღაზია, ექიმის კაბინეტი, კაფე, სილამაზის სალონი და სხვა პუნქტები ბავშვებს სხვადასხვა სოციალური სიტუაციის მოდელირებასა და შესაბამისი უნარების შესწავლაში დაეხმარება. მსგავსი წარმოსახვითი სავარჯიშოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ავითარებს მათ კომუნიკაციის უნარებს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

მწვანე მიმართულება მაკდონალდს საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მაკჰეფი დეის (Mc Happy Day) ფარგლებში, კომპანია „პირამიდას“ გამწვანების პროექტსაც დაუფინანსებს. ბავშვები მცენარეებს საკუთარი ხელით მოხატულ ქოთნებში ჩარგავენ. მსგავსი აქტივობები, გარემოზე ზრუნვასთან ერთად, ბავშვების მოტორული უნარების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

დამატებით, „პირამიდას“ფიზიკური თერაპიის ოთახში მაკდონალდსის ფლეილენდის სათამაშო აღჭურვილობა განთავსდება. საძრომიალო, კალათბურთის აღჭურვილობა და სხვა ინვენტარი პატარებს ფიზიკური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

„მაკდონალდს საქართველო“, როგორც სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია, რამდენიმე წელია უკვე მართავს McHappyDay-ის საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არა ერთ ორგანიზაციას და ასეულობით ბავშვს დავეხმარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების თანადგომა და მუდმივად ვცდილობთ მათ გაძლიერებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. წელს გადავწყვიტეთ კიდევ ერთ ბენეფიციარ ორგანიზაციას, „პირამიდას“ აღმოვუჩინოთ დახმარება. ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობით, შევქმნით მოდელირებულ სოციალურ გარემოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რათა გაიუმჯობესონ უნარები და მარტივად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. იქედან გამომდინარე, რომ მაკდონალდს საქართველოსთვის გამწვანება და გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ, მაკჰეფი დეის კამპანიის ფარგლებში, ცენტრს ასევე დავუფინანსებთ მცენარეების დარგვის პროექტსაც. მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზრუნვა ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე დაიწყონ. ამასთანავე, ჩვენ მათ ფლეილენდს გადავცემთ, იმისთვის რომ ბავშვებმა ფიზიკური უნარები გაიუმჯობესონ და შეძლონ ყოველდღიური თამაშით ერთამანეთისთვის ემოციების გაზიარება და მოგონებების შექმნა. მაკდონალდსისთვის თითოეული ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. გვინდა მათ სახეზე ღიმილს მუდმივად ვხედავდეთ. ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ეს ინიციატივები ძალიან გაახარებთ,“- აღნიშნავს ელენე ბაღათურია, „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია “გაუწოდე დახმარების ხელი” და მასში მონაწილეობა ყველას შეეძლება. 1 თვის განმავლობაში, MC Happy Day-ის ვიზუალის სტიკერი სიმბოლურ ფასად, 1,5 ლარად გაიყიდება, შემოსული თანხა კი სრულად აუტიზმის ცენტრ „პირამიდას“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებასა და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. გარდა ამისა, აპლიკაციიდან, ლოიალურობის პროგრამის საშუალებით, მაკდონალდსის ერთგულ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემა, 1000 ქულის სანაცვლოდ, მოახდინოს 1 ლარის ოდენობის დონაცია Mc Happy Day-ის კამპანიის ფარგლებში და დაეხმარონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს.

„ჩვენი ბენეფიციარები იღებენ საათობრივი თერაპიის სერვისს. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ მშობლებს, რომ თერაპიის შემდეგ, ბავშვებმა მეტი დრო გაატარონ ეზოში, სადაც, ისინი შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, თავისუფალი დროის მიზანმიმართულად გატარებას. სამწუხაროდ, ხშირად მათ საჭიროებებსა და რესურსებზე არ არის მორგებული სათამაშო მოედნები. შესაბამისად, ამის ფონზე, კიდევ უფრო ღირებული ხდება სივრცე, რომელშიც ბავშვები შეძლებენ საკუთარი უნარების გამოყენებას გართობის მიზნით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ეზოში თემატური მცირე ზომის კოტეჯების გაკეთება, რომლებშიც შეიძლება იყოს მაგ: მაღაზიის, ექიმის კაბინეტის და სხვა თემატიკის სივრცეები. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა დახმარების ხელს გიწვდის ბიზნესი და ცდილობს პატარების სოციალური ყოფა კიდევ უფრო კომფორტული და მათზე მორგებული გახადოს. მადლობა მაკდონალდს საქართველოს ასეთი საინტერესო პროექტისთვის და მხარდაჭერისთვის,“ - ამბობს „პირამიდას“ ცენტრის დირექტორი სალომე გაბაძე.

მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით. McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას. წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია “გაუწოდე დახმარების ხელი”, ჰეშთეგით #McHappyDays გაიმართება. კომპანია სამომავლოდაც გააგრძელებს პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ბენეფიციარების დახმარებასა და მხარდაჭერას.

R