მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ებრაული წარმოშობის ყოფილი ბალერინა, რომელიც მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა: "მკაცრი და ძლიერი" - რა არის ცნობილი ქალზე, რომელმაც  ყველაზე სისხლიანი არჩევნები მოიგო?
ებრაული წარმოშობის ყოფილი ბალერინა, რომელიც მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა: "მკაცრი და ძლიერი" - რა არის ცნობილი ქალზე, რომელმაც  ყველაზე სისხლიანი არჩევნები მოიგო?

ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, მექ­სი­კის პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი მე­ხი­კოს ყო­ფი­ლი მერი, კლა­უ­დია შე­ინ­ბა­უ­მი გახ­დე­ბა. BBC-ის ცნო­ბით, გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, რომ 61 წლის ყო­ფილ­მა მერ­მა გუ­შინ ჩა­ტა­რე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 56% მო­ი­პო­ვა და მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი, შო­უ­ჩიტლ გალ­ვე­სი და­ა­მარ­ცხა.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი დღეს გა­მო­ცხად­დე­ბა. ამომ­რჩევ­ლე­ბი ასე­ვე ირ­ჩევ­დნენ მექ­სი­კის კონ­გრე­სის ყვე­ლა წევ­რს, გუ­ბერ­ნა­ტო­რებს რვა შტატ­ში და მე­ხი­კოს მერს.

  • ვინ არის კლა­უ­დია შე­ინ­ბა­უ­მი?

მისი კა­რი­ე­რუ­ლი გზა კი­დევ უამ­რავ სხვა წარ­მა­ტე­ბას მო­ი­ცავს: მას ენერ­გე­ტი­კის ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში დოქ­ტო­რის წო­დე­ბა აქვს, მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­ე­როს კლი­მა­ტის მეც­ნი­ერ­თა პა­ნელ­ში, რა დრო­საც ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ე­ნი­ჭა, მუ­შა­ობ­და მე­ხი­კოს მე­რა­დაც.

61 წლის შე­ინ­ბა­უმ­მა ქვეყ­ნის "ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" და­სას­რულს ხმე­ბის მი­ნი­მუმ 58% მი­ი­ღო და კვი­რას გა­მარ­თულ სა­ე­ტა­პო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა. სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბი და­ფიქ­სირ­და. მთავ­რო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 20-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი კან­დი­და­ტი და­ი­ღუ­პა.

ახლა მექ­სი­კე­ლებს ასე­თი კი­თხვა უჩ­ნდე­ბათ: შეძ­ლებს თუ არა შე­ინ­ბა­უ­მი სა­კუ­თა­რი თა­ვის ლი­დე­რად დამ­კვიდ­რე­ბას? თუ ის კვლავ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ან­დრეს მა­ნუ­ელ ლო­პეს ობ­რა­დო­რის მა­რი­ო­ნე­ტი იქ­ნე­ბა?

თუმ­ცა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ ის ობ­რა­დო­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად აპი­რებს ქვეყ­ნის მარ­თვას და მათ რამ­დე­ნი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი აქვთ.

შე­ინ­ბა­უ­მი, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ბა­ლე­რი­ნა იყო, აცხა­დებს, რომ ობ­სე­სი­უ­რი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბის პატ­რო­ნია. მისი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მას მკაცრ უფ­რო­სად ახა­სი­ა­თე­ბენ, თუმ­ცა ბევ­რი ამ­ბობს, რომ ეს ქვე­ყა­ნა­ში მძვინ­ვა­რე კარ­ტე­ლურ ძა­ლა­დო­ბა­სა და სის­ხლისღვრას ვერ უშ­ვე­ლის.

კლა­უ­დია ევ­რო­პი­დან გაქ­ცე­უ­ლი ებ­რა­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შვი­ლიშ­ვი­ლია და მის ებ­რა­ულ წარ­მო­შო­ბა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს. მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა 2000 წელს და­ი­წყო, როცა ობ­რა­დო­რი მე­ხი­კოს მე­რად აირ­ჩი­ეს და მან შე­ინ­ბა­უ­მი სა­სა­დი­ლოდ მი­იწ­ვია. მალე, ის გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრა­დაც და­ი­ნიშ­ნა.

2018 წელს ლო­პეს ობ­რა­დო­რი პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, ქალ­ბა­ტო­ნი შინ­ბა­უ­მი კი მე­ხი­კოს მერი გახ­და. ქალ­მა, მა­ლე­ვე, მკაც­რი უფ­რო­სის რე­პუ­ტა­ცია შე­ი­ძი­ნა:

  • "როცა ის ოთახ­ში შე­მო­დი­ო­და, ყვე­ლა სწორ­დე­ბო­და", - ამ­ბობს სო­ლე­დად არა­გო­ნი, შე­ინ­ბა­უ­მის კა­ბი­ნე­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

რამ­დე­ნი­მე ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ინ­ბა­უ­მი ხან­და­ხან ბრაზ­დე­ბო­და და თა­ვის ქვე­შევ­რდო­მებს ყვე­ლას თვალ­წინ უყ­ვი­რო­და. თუმ­ცა მისი დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს უბ­რა­ლოდ ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და იმ ფაქ­ტზე, რომ სა­თა­ვე­ში ქალი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ინ­ბა­უ­მის პი­რად ცხოვ­რე­ბას, ის ფი­ნან­სუ­რი რის­კე­ბის ანა­ლი­ტი­კოს ხე­სუს მა­რია ტა­რი­ბა უნ­გერ­ზეა დაქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მათ კო­ლე­ჯში გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი და 2016 წელს იქორ­წი­ნეს. ეს შე­ინ­ბა­უ­მის მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა, ის წარ­სულ­ში პო­ლი­ტი­კოს და აკა­დე­მი­კოს კარ­ლოს იმაზ გის­პერ­ტზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი (1987-2016). მათ ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ, რო­მე­ლიც 1988 წელს და­ი­ბა­და.

წყა­რო: nytimes

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ებრაული წარმოშობის ყოფილი ბალერინა, რომელიც მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა: "მკაცრი და ძლიერი" - რა არის ცნობილი ქალზე, რომელმაც  ყველაზე სისხლიანი არჩევნები მოიგო?

ებრაული წარმოშობის ყოფილი ბალერინა, რომელიც მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა: "მკაცრი და ძლიერი" - რა არის ცნობილი ქალზე, რომელმაც  ყველაზე სისხლიანი არჩევნები მოიგო?

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი გახდება. BBC-ის ცნობით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ 61 წლის ყოფილმა მერმა გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 56% მოიპოვა და მთავარი კონკურენტი, შოუჩიტლ გალვესი დაამარცხა.

საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს გამოცხადდება. ამომრჩევლები ასევე ირჩევდნენ მექსიკის კონგრესის ყველა წევრს, გუბერნატორებს რვა შტატში და მეხიკოს მერს.

  • ვინ არის კლაუდია შეინბაუმი?

მისი კარიერული გზა კიდევ უამრავ სხვა წარმატებას მოიცავს: მას ენერგეტიკის ინჟინერიაში დოქტორის წოდება აქვს, მონაწილეობდა გაეროს კლიმატის მეცნიერთა პანელში, რა დროსაც ნობელის პრემია მიენიჭა, მუშაობდა მეხიკოს მერადაც.

61 წლის შეინბაუმმა ქვეყნის "ყველაზე სისხლიანი არჩევნების" დასასრულს ხმების მინიმუმ 58% მიიღო და კვირას გამართულ საეტაპო არჩევნებში გაიმარჯვა. საარჩევნო კამპანიის პერიოდში უპრეცედენტო რაოდენობის ძალადობრივი თავდასხმები დაფიქსირდა. მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ადგილობრივი კანდიდატი დაიღუპა.

ახლა მექსიკელებს ასეთი კითხვა უჩნდებათ: შეძლებს თუ არა შეინბაუმი საკუთარი თავის ლიდერად დამკვიდრებას? თუ ის კვლავ ყოფილი პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის მარიონეტი იქნება?

თუმცა ახალი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ის ობრადორისგან დამოუკიდებლად აპირებს ქვეყნის მართვას და მათ რამდენიმე განსხვავებული პრიორიტეტი აქვთ.

შეინბაუმი, რომელიც წარსულში ბალერინა იყო, აცხადებს, რომ ობსესიური და დისციპლინირებული ბუნების პატრონია. მისი ყოფილი თანამშრომლები მას მკაცრ უფროსად ახასიათებენ, თუმცა ბევრი ამბობს, რომ ეს ქვეყანაში მძვინვარე კარტელურ ძალადობასა და სისხლისღვრას ვერ უშველის.

კლაუდია ევროპიდან გაქცეული ებრაელი ემიგრანტების შვილიშვილია და მის ებრაულ წარმოშობასა და პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. მისი პოლიტიკური კარიერა 2000 წელს დაიწყო, როცა ობრადორი მეხიკოს მერად აირჩიეს და მან შეინბაუმი სასადილოდ მიიწვია. მალე, ის გარემოს დაცვის მინისტრადაც დაინიშნა.

2018 წელს ლოპეს ობრადორი პრეზიდენტად აირჩიეს, ქალბატონი შინბაუმი კი მეხიკოს მერი გახდა. ქალმა, მალევე, მკაცრი უფროსის რეპუტაცია შეიძინა:

  • "როცა ის ოთახში შემოდიოდა, ყველა სწორდებოდა", - ამბობს სოლედად არაგონი, შეინბაუმის კაბინეტის ყოფილი თანამშრომელი.

რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა ისიც განაცხადა, რომ შეინბაუმი ხანდახან ბრაზდებოდა და თავის ქვეშევრდომებს ყველას თვალწინ უყვიროდა. თუმცა მისი დამცველების თქმით, ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა იმ ფაქტზე, რომ სათავეში ქალი იყო.

რაც შეეხება შეინბაუმის პირად ცხოვრებას, ის ფინანსური რისკების ანალიტიკოს ხესუს მარია ტარიბა უნგერზეა დაქორწინებული. მათ კოლეჯში გაიცნეს ერთმანეთი და 2016 წელს იქორწინეს. ეს შეინბაუმის მეორე ქორწინებაა, ის წარსულში პოლიტიკოს და აკადემიკოს კარლოს იმაზ გისპერტზე იყო დაქორწინებული (1987-2016). მათ ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც 1988 წელს დაიბადა.

წყარო: nytimes

მოამზადა: ანა სიბოშვილმა