მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მემარჯვენეთა შანსები და პუტინის აჩრდილი: ეს რუსეთისადმი და უკრაინისადმი დამოკიდებულებას არსებითად ვერ შეცვლის - ყველაფერი ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ
მემარჯვენეთა შანსები და პუტინის აჩრდილი: ეს რუსეთისადმი და უკრაინისადმი დამოკიდებულებას არსებითად ვერ შეცვლის - ყველაფერი ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ

ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი ქვეყ­ნის ამომ­რჩე­ვე­ლი ამ კვი­რა­ში კენ­ჭს უყ­რის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებს, რა­მაც შე­საძ­ლოა შეც­ვა­ლოს ძალ­თა ბა­ლან­სი ევ­რო­პულ პო­ლი­ტი­კა­ში. მო­ლო­დი­ნია, რომ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი, ევ­როს­კეპ­ტი­კო­სე­ბი და უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი შე­და­რე­ბით მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ.

რა­ტომ ხდე­ბი­ან მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­გორ იმოქ­მე­დებს ეს ევ­რო­პის კურ­სზე და შე­სუს­ტდე­ბა თუ არა მისი პო­ზი­ცია უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე?

  • ვის და რო­გორ ირ­ჩე­ვენ ევ­რო­პე­ლე­ბი?

6 ივ­ნი­სი­დან ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბის მქო­ნე თით­ქმის 373 მი­ლი­ო­ნი ევ­რო­პე­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე მივა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 720 წევ­რის ასარ­ჩე­ვად.

ხუთ­შა­ბათს, ხმის მი­ცე­მის რიგ­ში პირ­ვე­ლი ჰო­ლან­დი­აა, პა­რას­კევს - ირ­ლან­დია და მალ­ტა, შა­ბათს კი - ლატ­ვია და სლო­ვა­კე­თი. ევ­რო­კავ­ში­რის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში კენ­ჭისყრა კვი­რას, 9 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა.

ქვეყ­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ში ხმის მი­ცე­მა 18 წლი­დან შე­უძ­ლი­ათ, სა­ბერ­ძნეთ­ში - 17 წლი­დან. გერ­მა­ნი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, ბელ­გი­ა­სა და მალ­ტა­ში კი - 16 წლი­დან. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ლუქ­სემ­ბურ­გსა და ბულ­გა­რეთ­ში, ხმის მი­ცე­მა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნი­დან მისი მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლია. გერ­მა­ნია ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, ამი­ტომ 96 მან­დატს მი­ი­ღებს, საფ­რან­გე­თი - 81 ად­გილს, ხოლო მალ­ტა, კვიპ­რო­სი და ლუქ­სემ­ბურ­გი - ექვს ად­გილს.

  • რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ძალ­თა ბა­ლან­სი ახალ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში?

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე მე­მარ­ჯვე­ნე, ევ­როს­კეპ­ტი­კო­სი და სხვა პო­პუ­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ე­ბი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს (ECFR) მი­ხედ­ვით, ევ­რო­კავ­ში­რის ცხრა ქვე­ყა­ნა­ში (ავ­სტრია, ბელ­გია, ჩე­ხე­თი, საფ­რან­გე­თი, უნ­გრე­თი, იტა­ლია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი და სლო­ვა­კე­თი გა­მო­კი­თხვებ­ში ლი­დე­რობ­დნენ. მე­ო­რე ან მე­სა­მე ად­გილ­ზე არი­ან კი­დევ ცხრა ქვე­ყა­ნა­ში (ბულ­გა­რე­თი, ეს­ტო­ნე­თი, ფი­ნე­თი, გერ­მა­ნია, ლატ­ვია, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი და შვე­დე­თი).

თუ პროგ­ნო­ზე­ბი გა­მარ­თლდე­ბა, მა­შინ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე დე­პუ­ტა­ტე­ბის წილი შე­საძ­ლოა 25%-მდე გა­ი­ზარ­დოს (მათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ექ­ნე­ბათ 184 მან­და­ტი), მე­მარ­ცხე­ნე ცენ­ტრის­ტუ­ლი, ლი­ბე­რა­ლუ­რი და მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბის პარ­ტი­ე­ბი კი პი­რი­ქით, მან­და­ტე­ბის ნა­წილს და­კარ­გა­ვენ.

ამ­ჟა­მინ­დელ პარ­ლა­მენ­ტში ორი უმ­სხვი­ლე­სი ფრაქ­ცი­აა - მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტუ­ლი ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია (EPP) და მე­მარ­ცხე­ნე-ცენ­ტრის­ტუ­ლი პროგ­რე­სუ­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტე­ბის ალი­ან­სი (S&D), რომ­ლე­ბიც ლი­ბე­რა­ლურ ბლოკ Renew-თან ერ­თად ქმნი­ან ე.წ. კო­ა­ლი­ცი­ას.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ კო­ა­ლი­ცია და­კარ­გავს მან­და­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან რა­ო­დე­ნო­ბას არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მაგ­რამ EPP კვლავ დარ­ჩე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ ფრაქ­ცი­ად.

მე­ო­რე ძალა, გა­მო­კი­თხვე­ბის მი­ხედ­ვით, იქ­ნე­ბა ორი ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუ­ფი: ევ­რო­პე­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი და რე­ფორ­მის­ტე­ბი. ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "იდენ­ტო­ბა და დე­მოკ­რა­ტია“, სა­ვა­რა­უ­დოდ, მთა­ვა­რი ტრი­უმ­ფა­ტო­რი გახ­დე­ბა. ისი­ნი გა­უს­წრე­ბენ ლი­ბე­რა­ლურ ევ­რო­პუ­ლი გა­ნახ­ლე­ბის ჯგუფს და მწვა­ნე­თა/ევ­რო­პის თა­ვი­სუ­ფალ ალი­ანსს.

შე­დე­გად, მან­და­ტე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს მო­ი­პო­ვე­ბენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან სამი ცენ­ტრის­ტუ­ლი ჯგუ­ფის "სუ­პერ დიდი კო­ა­ლი­ცი­ის“ ნა­წი­ლი და პირ­ვე­ლად უკი­დუ­რეს მე­მარ­ჯვე­ნე­ებს, კონ­სერ­ვა­ტო­რებს და ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებს შე­უძ­ლი­ათ შექ­მნან მე­მარ­ჯვე­ნე პო­პუ­ლის­ტუ­რი კო­ა­ლი­ცია.

  • რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი?

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი არის ევ­რო­კავ­ში­რის სამი ძი­რი­თა­დი ინ­სტი­ტუ­ტი­დან ერთ-ერთი და ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­საც პირ­და­პი­რი წე­სით ირ­ჩე­ვენ. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის უნი­კა­ლუ­რო­ბა მდგო­მა­რე­ო­ბას იმა­ში, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს თა­ვად არ შე­უძ­ლი­ათ ახა­ლი კა­ნო­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, მათ არ აქვთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის უფ­ლე­ბა.

თუმ­ცა ისი­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევრ ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ეხე­ბა ყვე­ლა­ფერს, და­წყე­ბუ­ლი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი­დან, ევ­რო­კავ­ში­რის თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ­დე.

და რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ ევ­რო­კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა ახა­ლი კა­ნო­ნე­ბის პრო­ექ­ტებს წერს, 450 მი­ლი­ო­ნი ევ­რო­პე­ლის­თვის.

ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - ევ­რო­კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის - კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნი­სას, ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, ვი­ნა­ი­დან ევ­რო­კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირ­ჩე­ვა 361 ხმის უმ­რავ­ლე­სო­ბით.

ფონ დერ ლა­ი­ე­ნი, რო­მე­ლიც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მე­მარ­ჯვე­ნე ცენ­ტრის­ტულ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ წა­რად­გი­ნა, მტკი­ცედ უჭერ­და მხარს ევ­რო­კავ­ში­რის თავ­დაც­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას და უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას. მას კი­დევ აქვს ხე­ლახ­ლა არ­ჩე­ვის კარ­გი შან­სი, თუმ­ცა მისი სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტია სო­ცი­ა­ლის­ტი ნი­კო­ლას შმი­დტი.

  • რა გა­ნა­პი­რო­ბებს ევ­რო­პა­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბას?

მათი პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდის მი­ზე­ზე­ბი აშ­კა­რაა: ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა უკონ­ტრო­ლო მიგ­რა­ცი­ით, ენერ­გე­ტი­კა­ზე ფა­სე­ბის მა­ტე­ბით და ცხოვ­რე­ბის გაძ­ვი­რე­ბით. ასე­ვე "მწვა­ნე პო­ლი­ტი­კით“ და ფერ­მე­რე­ბის­თვის ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბით.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა ტენ­დენ­ცია, რომ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბას იძე­ნენ ახალ­გაზ­რდა ამომ­რჩევ­ლებ­ში, მათ შო­რის არი­ან ისი­ნიც, ვინც ამ არ­ჩევ­ნებ­ზე პირ­ვე­ლად მის­ცემს ხმას.

ბელ­გი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ფი­ნეთ­ში ან­ტი­მიგ­რან­ტულ და ანტი-მე­ინ­სტრიმ პარ­ტი­ებს ახალ­გაზ­რდა ამომ­რჩევ­ლებ­ში დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვთ. ახალ­გაზ­რდე­ბი მშობ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ვერ ხე­და­ვენ მო­მა­ვალს, ვერ ყი­დუ­ლო­ბენ სახ­ლს და ვერ პო­უ­ლო­ბენ კარ­გად ანა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურს. ახალ­გაზ­რდა ამომ­რჩე­ველს ცვლი­ლე­ბე­ბი სურს.

ნი­დერ­ლან­დებ­ში გერტ უილ­დერ­სის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ამ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის და­პი­რე­ბა გას­ცა ხელ­მი­საწ­ვდომ სა­ცხოვ­რე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით. პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "ჩეგა" ("კმა­რა!“) ასე­ვე და­ეყ­რდნო ახალ­გაზ­რდე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია სა­ბი­ნაო კრი­ზი­სი­თა და ცხოვ­რე­ბის ცუდი ხა­რის­ხით.

საფ­რან­გეთ­ში, მა­რინ ლე პე­ნის ახალ­გაზ­რდა მო­კავ­ში­რეს, ქა­რიზ­მა­ტულ 28 წლის ან­ტი­მიგ­რა­ცი­ულ და ევ­როს­კეპ­ტი­კოსს ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ეროვ­ნუ­ლი აქ­ცი­ის ლი­დერს, ჯორ­დან ბარ­დე­ლას, შე­უძ­ლია 18-დან 25 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბის ხმე­ბის 32%-ის იმე­დი ჰქონ­დეს. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ევ­რო­პე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ე­ბის ვი­თომ გულ­წრფე­ლო­ბით, ტრა­დი­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით.

  • რო­გორ იმოქ­მე­დებს მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა ევ­რო­პულ პო­ლი­ტი­კა­ზე?

მწვა­ნე პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ფერ­მერ­თა პრო­ტეს­ტის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ტალ­ღის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ნელ­დე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად.

რა თქმა უნდა, დღის წეს­რიგ­ში დარ­ჩე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი. ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი თან­ხმდე­ბი­ან კონ­ტი­ნენ­ტის თავ­დაც­ვა­ზე და და­ნა­ხარ­ჯე­ბის გაზ­რდის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

  • შემ­ცირ­დე­ბა თუ არა უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა?

ამ­ჟა­მინ­დელ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, მი­უ­ხე­და­ვად უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი­სა და პრო­რუ­სი დე­პუ­ტა­ტე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა, კი­ე­ვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სა­ჭი­რო უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვა.

თე­ბერ­ვალ­ში ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რმა 27-ვე ქვე­ყა­ნამ მი­აღ­წია შე­თან­ხმე­ბას და და­ამ­ტკი­ცა 50 მი­ლი­არ­დი ევ­როს დახ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია დაბ­ლო­კი­ლი იყო პუ­ტი­ნის ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რის, უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის მიერ.

ჩე­ხე­თის ინი­ცი­ა­ტი­ვას უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის ჭურ­ვე­ბის შე­სა­ძე­ნად თან­ხე­ბის მო­ზიდ­ვის თა­ო­ბა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის 18 ქვე­ყა­ნა შე­უ­ერ­თდა. შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხით შე­ძე­ნი­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის პირ­ვე­ლი პარ­ტია უკ­რა­ი­ნა­ში ივ­ნის­ში ჩავა.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა მცი­რედ შე­იც­ვა­ლოს, ამ­ბობს ნა­ტა­ლი ტოჩი, რო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი. მისი თქმით, კი­ე­ვი­სად­მი ევ­რო­პუ­ლი მხარ­და­ჭე­რის შემ­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ე­ბი ხში­რად ფა­რუ­ლად ან აშ­კა­რად კრემ­ლის პრო­პა­გან­დის გავ­ლე­ნის ქვეშ არი­ან.

თუმ­ცა ECFR პროგ­ნო­ზი­რებს, რომ ახა­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს და­უ­ჭერს უკ­რა­ი­ნის ფი­ნან­სურ და სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ მათ მო­უ­წევთ უპა­სუ­ხონ სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ გან­წყო­ბას კი­ე­ვის მხარ­და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი ევ­რო­პე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ზი­ცია კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს რამ­დე­ნად გა­მო­იწ­ვევს. ნა­ტა­ლი ტოჩი ამ­ბობს, რომ ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ ძლი­ე­რი ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი ლო­ბის შექ­მნას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, რად­გან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ ძი­რი­თად სა­კი­თხებ­ზე, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა­ზე.

  • გახ­დე­ბა თუ არა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი უფრო პრო­რუ­სუ­ლი?

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი იქ­ნე­ბა, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის მი­მართ კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. ეს გა­საკ­ვი­რი არ არის, რად­გან ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს მოს­კოვ­თან, თუმ­ცა პუ­ტი­ნის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ ამა­ზე ღიად სა­უ­ბა­რი უხერ­ხუ­ლი გახ­და.

ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პე­ლი დე­პუ­ტა­ტის რუ­სეთ­თან კავ­ში­რე­ბი ბელ­გი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნია. ბელ­გი­ე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, მოს­კოვ­მა შე­საძ­ლოა ზო­გი­ერთ ევ­რო­პელ დე­პუ­ტატს ჩე­ხეთ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ევ­რო­პის ხმის ვებ­სა­იტ­ზე "რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბის­თვის“ გა­და­უ­ხა­და. ბელ­გია ასე­ვე იძი­ებს რუ­სე­თის სა­ვა­რა­უ­დო ჩა­რე­ვას ევ­რო­პულ არ­ჩევ­ნებ­ში და გა­სულ კვი­რას, სტრას­ბურ­გში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლის ოფი­სი გა­ჩხრი­კეს.

"ჩვე­ნი დაზ­ვერ­ვის მი­ხედ­ვით, მოს­კო­ვის მი­ზა­ნი ნა­თე­ლია. მათი სურ­ვი­ლია ხელი შე­უ­წყონ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პრო­რუ­სუ­ლი კან­დი­და­ტის არ­ჩე­ვას და ამ ინ­სტი­ტუ­ტში გარ­კვე­უ­ლი პრო­რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ბელ­გი­ის პრე­მი­ერ­მა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მემარჯვენეთა შანსები და პუტინის აჩრდილი: ეს რუსეთისადმი და უკრაინისადმი დამოკიდებულებას არსებითად ვერ შეცვლის - ყველაფერი ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ

მემარჯვენეთა შანსები და პუტინის აჩრდილი: ეს რუსეთისადმი და უკრაინისადმი დამოკიდებულებას არსებითად ვერ შეცვლის - ყველაფერი ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ამომრჩეველი ამ კვირაში კენჭს უყრის ევროპარლამენტის არჩევნებს, რამაც შესაძლოა შეცვალოს ძალთა ბალანსი ევროპულ პოლიტიკაში. მოლოდინია, რომ ულტრამემარჯვენეები, ევროსკეპტიკოსები და უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეები შედარებით მეტ წარმატებას მიაღწევენ.

რატომ ხდებიან მემარჯვენეები პოპულარული, როგორ იმოქმედებს ეს ევროპის კურსზე და შესუსტდება თუ არა მისი პოზიცია უკრაინის დახმარების თაობაზე?

  • ვის და როგორ ირჩევენ ევროპელები?

6 ივნისიდან ხმის მიცემის უფლების მქონე თითქმის 373 მილიონი ევროპელი არჩევნებზე მივა ევროპარლამენტის 720 წევრის ასარჩევად.

ხუთშაბათს, ხმის მიცემის რიგში პირველი ჰოლანდიაა, პარასკევს - ირლანდია და მალტა, შაბათს კი - ლატვია და სლოვაკეთი. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში კენჭისყრა კვირას, 9 ივნისს გაიმართება.

ქვეყნების დიდ ნაწილში ხმის მიცემა 18 წლიდან შეუძლიათ, საბერძნეთში - 17 წლიდან. გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიასა და მალტაში კი - 16 წლიდან. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლუქსემბურგსა და ბულგარეთში, ხმის მიცემა სავალდებულოა.

ევროპარლამენტარების რაოდენობა თითოეული ქვეყნიდან მისი მოსახლეობის პროპორციულია. გერმანია ევროკავშირის ყველაზე დასახლებული ქვეყანაა, ამიტომ 96 მანდატს მიიღებს, საფრანგეთი - 81 ადგილს, ხოლო მალტა, კვიპროსი და ლუქსემბურგი - ექვს ადგილს.

  • როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა ბალანსი ახალ ევროპარლამენტში?

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მემარჯვენე, ევროსკეპტიკოსი და სხვა პოპულისტური პარტიები, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიხედვით, ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში (ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი და სლოვაკეთი გამოკითხვებში ლიდერობდნენ. მეორე ან მესამე ადგილზე არიან კიდევ ცხრა ქვეყანაში (ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი).

თუ პროგნოზები გამართლდება, მაშინ ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე დეპუტატების წილი შესაძლოა 25%-მდე გაიზარდოს (მათ, სავარაუდოდ, ექნებათ 184 მანდატი), მემარცხენე ცენტრისტული, ლიბერალური და მწვანეთა მოძრაობის პარტიები კი პირიქით, მანდატების ნაწილს დაკარგავენ.

ამჟამინდელ პარლამენტში ორი უმსხვილესი ფრაქციაა - მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) და მემარცხენე-ცენტრისტული პროგრესული სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D), რომლებიც ლიბერალურ ბლოკ Renew-თან ერთად ქმნიან ე.წ. კოალიციას.

მოსალოდნელია, რომ კოალიცია დაკარგავს მანდატების მნიშვნელოვან რაოდენობას არჩევნების შემდეგ, მაგრამ EPP კვლავ დარჩება ყველაზე დიდ ფრაქციად.

მეორე ძალა, გამოკითხვების მიხედვით, იქნება ორი ულტრამემარჯვენე ჯგუფი: ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები. ულტრამემარჯვენე "იდენტობა და დემოკრატია“, სავარაუდოდ, მთავარი ტრიუმფატორი გახდება. ისინი გაუსწრებენ ლიბერალურ ევროპული განახლების ჯგუფს და მწვანეთა/ევროპის თავისუფალ ალიანსს.

შედეგად, მანდატების თითქმის ნახევარს მოიპოვებენ ევროპარლამენტარები, რომლებიც არ არიან სამი ცენტრისტული ჯგუფის "სუპერ დიდი კოალიციის“ ნაწილი და პირველად უკიდურეს მემარჯვენეებს, კონსერვატორებს და ქრისტიან-დემოკრატებს შეუძლიათ შექმნან მემარჯვენე პოპულისტური კოალიცია.

  • რამდენად მნიშვნელოვანია ევროპარლამენტი?

ევროპარლამენტი არის ევროკავშირის სამი ძირითადი ინსტიტუტიდან ერთ-ერთი და ერთადერთი, რომელსაც პირდაპირი წესით ირჩევენ. ევროპარლამენტის უნიკალურობა მდგომარეობას იმაში, რომ ევროპარლამენტარებს თავად არ შეუძლიათ ახალი კანონების შეთავაზება, მათ არ აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

თუმცა ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკანონმდებლო რეზოლუციების მიღების პროცესში, რომლებიც შემდეგ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში განხორციელდება და ეხება ყველაფერს, დაწყებული კლიმატის ცვლილებებიდან, ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებამდე.

და რაც მთავარია, ისინი ამტკიცებენ ევროკომისიის შემადგენლობას, რომელიც ყველა ახალი კანონების პროექტებს წერს, 450 მილიონი ევროპელისთვის.

ევროკავშირის ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე - ევროკომისიის თავმჯდომარის - კანდიდატების წარდგენისას, ევროკავშირის ლიდერები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ არჩევნების შედეგები, ვინაიდან ევროკომისიის ხელმძღვანელი ირჩევა 361 ხმის უმრავლესობით.

ფონ დერ ლაიენი, რომელიც ამ თანამდებობაზე მემარჯვენე ცენტრისტულმა გაერთიანებამ წარადგინა, მტკიცედ უჭერდა მხარს ევროკავშირის თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერას. მას კიდევ აქვს ხელახლა არჩევის კარგი შანსი, თუმცა მისი სერიოზული კონკურენტია სოციალისტი ნიკოლას შმიდტი.

  • რა განაპირობებს ევროპაში ულტრამემარჯვენეების წარმატებას?

მათი პოპულარობის ზრდის მიზეზები აშკარაა: ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა უკონტროლო მიგრაციით, ენერგეტიკაზე ფასების მატებით და ცხოვრების გაძვირებით. ასევე "მწვანე პოლიტიკით“ და ფერმერებისთვის ამა თუ იმ ქვეყანაში შექმნილი სირთულეებით.

ასევე საინტერესოა ტენდენცია, რომ ულტრამემარჯვენე პარტიები პოპულარობას იძენენ ახალგაზრდა ამომრჩევლებში, მათ შორის არიან ისინიც, ვინც ამ არჩევნებზე პირველად მისცემს ხმას.

ბელგიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, გერმანიასა და ფინეთში ანტიმიგრანტულ და ანტი-მეინსტრიმ პარტიებს ახალგაზრდა ამომრჩევლებში დიდი მხარდაჭერა აქვთ. ახალგაზრდები მშობლებისგან განსხვავებით ვერ ხედავენ მომავალს, ვერ ყიდულობენ სახლს და ვერ პოულობენ კარგად ანაზღაურებად სამსახურს. ახალგაზრდა ამომრჩეველს ცვლილებები სურს.

ნიდერლანდებში გერტ უილდერსის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ ახალგაზრდებისთვის დაპირება გასცა ხელმისაწვდომ საცხოვრებელთან დაკავშირებით. პორტუგალიაში ულტრამემარჯვენე "ჩეგა" ("კმარა!“) ასევე დაეყრდნო ახალგაზრდების უკმაყოფილებას, რაც გამოწვეულია საბინაო კრიზისითა და ცხოვრების ცუდი ხარისხით.

საფრანგეთში, მარინ ლე პენის ახალგაზრდა მოკავშირეს, ქარიზმატულ 28 წლის ანტიმიგრაციულ და ევროსკეპტიკოსს ულტრამემარჯვენე ეროვნული აქციის ლიდერს, ჯორდან ბარდელას, შეუძლია 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ხმების 32%-ის იმედი ჰქონდეს. ექსპერტების აზრით, ევროპელი ამომრჩეველი აღფრთოვანებულია მემარჯვენე პარტიების ვითომ გულწრფელობით, ტრადიციული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით.

  • როგორ იმოქმედებს მემარჯვენეების წარმატება ევროპულ პოლიტიკაზე?

მწვანე პოლიტიკის წინააღმდეგ ფერმერთა პროტესტის ბოლოდროინდელი ტალღის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, შენელდება ევროკომისიის ამბიციური გეგმები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დარჩება რუსეთ-უკრაინის ომი. ევროკავშირის ლიდერები თანხმდებიან კონტინენტის თავდაცვაზე და დანახარჯების გაზრდის აუცილებლობაზე.

  • შემცირდება თუ არა უკრაინის მხარდაჭერა?

ამჟამინდელ ევროპარლამენტში, მიუხედავად უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეებისა და პრორუსი დეპუტატების არსებობისა, კიევისთვის მნიშვნელოვანმა ყველა გადაწყვეტილებამ საჭირო უმრავლესობა მოიპოვა.

თებერვალში ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას და დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს დახმარება უკრაინისთვის, რომელიც დიდი ხანია დაბლოკილი იყო პუტინის ევროპელი მეგობრის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის მიერ.

ჩეხეთის ინიციატივას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჭურვების შესაძენად თანხების მოზიდვის თაობაზე ევროკავშირის 18 ქვეყანა შეუერთდა. შეგროვებული თანხით შეძენილი საბრძოლო მასალის პირველი პარტია უკრაინაში ივნისში ჩავა.

არჩევნების შემდეგ სიტუაცია შეიძლება მცირედ შეიცვალოს, ამბობს ნატალი ტოჩი, რომის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი. მისი თქმით, კიევისადმი ევროპული მხარდაჭერის შემცირება შესაძლებელია, რადგან მემარჯვენე პარტიები ხშირად ფარულად ან აშკარად კრემლის პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან.

თუმცა ECFR პროგნოზირებს, რომ ახალი ევროპარლამენტარების უმრავლესობა მხარს დაუჭერს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას, მაგრამ მათ მოუწევთ უპასუხონ საკუთარ ქვეყნებში არსებულ განწყობას კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია ახლად არჩეული ევროპელი დეპუტატების ანტიუკრაინული პოზიცია კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რამდენად გამოიწვევს. ნატალი ტოჩი ამბობს, რომ ისინი ვერ შეძლებენ ძლიერი ანტიუკრაინული ლობის შექმნას ევროპარლამენტში, რადგან ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ ძირითად საკითხებზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაზე.

  • გახდება თუ არა ევროპარლამენტი უფრო პრორუსული?

ევროპარლამენტში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ევროპარლამენტარი იქნება, რომლებსაც რუსეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება ექნებათ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ულტრამემარჯვენე პარტიების უმეტესობას მჭიდრო კავშირი აქვს მოსკოვთან, თუმცა პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამაზე ღიად საუბარი უხერხული გახდა.

ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის რუსეთთან კავშირები ბელგიის ხელისუფლების გამოძიების საგანია. ბელგიელი პროკურორების თქმით, მოსკოვმა შესაძლოა ზოგიერთ ევროპელ დეპუტატს ჩეხეთში რეგისტრირებული ევროპის ხმის ვებსაიტზე "რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის“ გადაუხადა. ბელგია ასევე იძიებს რუსეთის სავარაუდო ჩარევას ევროპულ არჩევნებში და გასულ კვირას, სტრასბურგში ევროპარლამენტის თანამშრომლის ოფისი გაჩხრიკეს.

"ჩვენი დაზვერვის მიხედვით, მოსკოვის მიზანი ნათელია. მათი სურვილია ხელი შეუწყონ ევროპარლამენტში რაც შეიძლება მეტი პრორუსული კანდიდატის არჩევას და ამ ინსტიტუტში გარკვეული პრორუსული ნარატივების გაძლიერებას“, - განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

წყარო