კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

ანჯელინასა და ბრედის შვილი, შაილო უარს ამბობს მამის გვარზე - გოგონამ სასამართლოს მიმართა: რას წერს მედია მამა-შვილის ურთიერთობაზე?

ანჯელინასა და ბრედის შვილი, შაილო უარს ამბობს მამის გვარზე - გოგონამ სასამართლოს მიმართა: რას წერს მედია მამა-შვილის ურთიერთობაზე?

ანჯელინა ჯოლისა და ბრეტ პიტის ქალიშვილმა, შაილომ მამის გვარზე უარი განაცხადა. შაილომ, რომელიც ახლახან 18 წლის გახდა, სასამართლოს მიმართა და ოფიციალურად მოითხოვა, რომ მხოლოდ დედის გვარზე იყოს. შაილო აქამდე ორივე მშობლის გვარს ატარებდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მამის გვარზე უარი თქვეს ზაჰარამ და პაქსმაც. ორივე მათგანი მხოლოდ დედის გვარს ატარებს.

  • როგორც ცნობილია, მამასთან ყველაზე კარგი ურთიერთობა შაილოს ჰქონდა. გასულ თვეში მედიაში იმასაც წერდნენ, რომ გოგონა ბრედთან და მის ახალ პარტნიორთან ერთად აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას.

ერთ დროს ჰოლივუდის ყველაზე ლამაზ წყვილად მიჩნეული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობა ბოლო წლებია ურთულესია. ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს სხვადასხვა საკითხზე სასამართლოში ედავება.

მათი რომანი 2005 წელს დაიწყო. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა. მოგვიანებით, ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა - მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ.

ნახეთ ასევე: