კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის საბორნე გადასასვლელზე  - უკრაინა აცხადებს, რომ ATACMS-ის რაკეტებმა წარმატებით გადალახეს რუსული საჰაერო თავდაცვა
თავდასხმა ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის საბორნე გადასასვლელზე  - უკრაინა აცხადებს, რომ ATACMS-ის რაკეტებმა წარმატებით გადალახეს რუსული საჰაერო თავდაცვა

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა და­ა­დას­ტუ­რა ქერ­ჩის სა­ბორ­ნე გა­და­სას­ვლელ­ზე ATACMS-ის რა­კე­ტე­ბით თავ­დას­ხმის ფაქ­ტი.

უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა და­ა­დას­ტუ­რა რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, სა­ბორ­ნე გა­და­სას­ვლელ­ზე ATACMS-ის რა­კე­ტე­ბით თავ­დას­ხმა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც რუ­სუ­ლი მხა­რემ 30 მა­ისს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.

"წუ­ხელ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა შე­უ­ტი­ეს ქერ­ჩის სა­ბორ­ნე გა­და­სას­ვლელს ATACMS რა­კე­ტე­ბით, რო­მელ­საც მტე­რი აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში მათი ჯა­რე­ბის ჯგუ­ფის მხარ­და­სა­ჭე­რად. შე­დე­გად, ორმა ბო­რან­მა, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­და­ზიდ­ვებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ი­ღეს. ერთ-ერთი ნავი ჩა­მო­ვარ­და, რა­მაც მთე­ლი ქერ­ჩის გა­და­სას­ვლე­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა დაბ­ლო­კა“, - აცხა­დე­ბენ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში.

შტა­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რი აქ­ვეყ­ნებს სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებს, რომ­ლებ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩანს რა­კე­ტე­ბით დარ­ტყმის კვა­ლი.

რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი ღა­მით ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, ქერჩზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ ორი ბო­რა­ნი, გზა და რკი­ნიგ­ზა, და­ზი­ან­და ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბის ნამ­სხვრე­ვე­ბით და რომ მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა მე­ზღვა­უ­რებ­სა და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მტკი­ცე­ბით, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აზო­ვის ზღვის თავ­ზე რვა ამე­რი­კუ­ლი ATACMS ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს.

უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი კი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რა­კე­ტებ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხეს რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თავდასხმა ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის საბორნე გადასასვლელზე  - უკრაინა აცხადებს, რომ ATACMS-ის რაკეტებმა წარმატებით გადალახეს რუსული საჰაერო თავდაცვა

თავდასხმა ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის საბორნე გადასასვლელზე  - უკრაინა აცხადებს, რომ ATACMS-ის რაკეტებმა წარმატებით გადალახეს რუსული საჰაერო თავდაცვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ქერჩის საბორნე გადასასვლელზე ATACMS-ის რაკეტებით თავდასხმის ფაქტი.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, საბორნე გადასასვლელზე ATACMS-ის რაკეტებით თავდასხმა, რომლის შესახებაც რუსული მხარემ 30 მაისს გაავრცელა ინფორმაცია.

"წუხელ უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეუტიეს ქერჩის საბორნე გადასასვლელს ATACMS რაკეტებით, რომელსაც მტერი აქტიურად იყენებდა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მათი ჯარების ჯგუფის მხარდასაჭერად. შედეგად, ორმა ბორანმა, რომლებიც ახორციელებდნენ სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვებს. მნიშვნელოვანი ზიანი მიიღეს. ერთ-ერთი ნავი ჩამოვარდა, რამაც მთელი ქერჩის გადასასვლელის ფუნქციონირება დაბლოკა“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

შტაბის პრესსამსახური აქვეყნებს სატელიტურ სურათებს, რომლებზეც, სავარაუდოდ, ჩანს რაკეტებით დარტყმის კვალი.

რუსული წყაროები ღამით ანექსირებულ ყირიმში, ქერჩზე თავდასხმის შესახებ იტყობინებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ორი ბორანი, გზა და რკინიგზა, დაზიანდა ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებით და რომ მსხვერპლი არ ყოფილა მეზღვაურებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ღამის განმავლობაში აზოვის ზღვის თავზე რვა ამერიკული ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.

უკრაინის გენერალური შტაბი კი ირწმუნება, რომ რაკეტებმა წარმატებით გადალახეს რუსული საჰაერო თავდაცვა.