კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება
ევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება

თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თა­მა­შე­ბის ღია ჩვე­ნე­ბა მო­ე­წყო­ბა.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, 18, 22 და 26 ივ­ნისს მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე თა­მა­შე­ბის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

„ძა­ლი­ან მალე გერ­მა­ნი­ა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­ი­წყე­ბა, რა­საც ყვე­ლა ვე­ლო­დე­ბით. მინ­და, კი­დევ ერთხელ მი­ვუ­ლო­ცო ჩვენს ეროვ­ნულ ნაკ­რებს ეს დიდი გა­მარ­ჯვე­ბა - პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში მოვ­ხვდით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. მე­ა­მა­ყე­ბა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბე­ბი. მე, რო­გორც ფეხ­ბურ­თელს, არ მო­მე­ცა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მე­თა­მა­შა ევ­რო­პის ან მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, თუმ­ცა, დღეს, ათ­მა­გად და ას­მა­გად ამა­ყი ვარ, რომ ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა შეძ­ლეს ნაკ­რე­ბის გაყ­ვა­ნა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს აქვს სურ­ვი­ლი, გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის. იცით, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში ფრე­ნე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა და­ი­წყო. თუმ­ცა, ცხა­დია, ამას ყვე­ლა ვერ მო­ა­ხერ­ხებს, რომ სტა­დი­ო­ნი­დან უგულ­შე­მატ­კივ­როს ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს.

ჩვენ ვი­ფიქ­რეთ ამა­ზე, თუ რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ 18, 22 და 26 ივ­ნისს მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე ღია ჩვე­ნე­ბა მო­ვა­წყოთ. იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი ეკ­რა­ნე­ბი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ეროვ­ნულ ნაკ­რებს ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ. ვინც გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბას ვერ შეძ­ლებს, გარე სივ­რცე­ში შე­უძ­ლია უყუ­როს თა­მა­შებს“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

კახა კა­ლა­ძემ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„გარ­და თა­მა­შის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცი­ი­სა, სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბაც იქ­ნე­ბა და­გეგ­მი­ლი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო შევ­ქმნათ. მად­ლო­ბა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება

ევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, გულშემატკივრებისთვის ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენება მოეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.

„ძალიან მალე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რასაც ყველა ველოდებით. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ეს დიდი გამარჯვება - პირველად ისტორიაში მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მეამაყება ჩვენი ნაკრების გამარჯვებები. მე, როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა ამის შესაძლებლობა, რომ მეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა, დღეს, ათმაგად და ასმაგად ამაყი ვარ, რომ ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ნაკრების გაყვანა ევროპის ჩემპიონატზე.

ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, გერმანიაში გამგზავრების. იცით, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, გერმანიაში ფრენების სუბსიდირება დაიწყო. თუმცა, ცხადია, ამას ყველა ვერ მოახერხებს, რომ სტადიონიდან უგულშემატკივროს ჩვენს ფეხბურთელებს.

ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ღია ჩვენება მოვაწყოთ. იქნება ძალიან დიდი ეკრანები, სადაც შესაძლებელი იქნება, ეროვნულ ნაკრებს ვუგულშემატკივროთ. ვინც გერმანიაში გამგზავრებას ვერ შეძლებს, გარე სივრცეში შეუძლია უყუროს თამაშებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გარდა თამაშის პირდაპირი ტრანსლაციისა, სხვადასხვა აქტივობაც იქნება დაგეგმილი და ყველაფერს გავაკეთებთ ფედერაციასთან ერთად, რომ სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.