მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოაცხადეს ეკატერინა კოტრიკაძე რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტად" და რა საფრთხეებს ხედავს ჟურნალისტი საქართველოში მიმდინარე პროცესებში?
როგორ გამოაცხადეს ეკატერინა კოტრიკაძე რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტად" და რა საფრთხეებს ხედავს ჟურნალისტი საქართველოში მიმდინარე პროცესებში?

ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ეკა­ტე­რი­ნა კოტ­რი­კა­ძე, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია “უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტად“ გა­მო­ა­ცხა­და, sova.news-თან მისი მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან პა­რა­ლე­ლებს ავ­ლებს.

კოტ­რი­კა­ძე მარ­თა არ­და­შე­ლი­ას პოდ­კას­ტში, 29 აპ­რილს, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭერ­თა შეკ­რე­ბი­სას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და პარ­ტი­ის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ეს არის ჩემი სახ­ლი, რო­მე­ლიც არ და­ე­ცე­მა იმ დო­ნემ­დე, სა­დამ­დეც და­ვი­და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო. ახლა კი ვხვდე­ბი, რომ აქ ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო მი­ზან­სწრა­ფუ­ლად შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი აჩ­ქა­რე­ბუ­ლია”, - აცხა­დებ­და ეკა­ტე­რი­ნა კოტ­რი­კა­ძე 3 მა­ი­სის პოდ­კას­ტში და ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც ისე სწრა­ფად გან­ვი­თარ­და, რო­გორც ვა­რა­უ­დობ­და.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 2023 წელს და­ი­ნი­ცი­ირ­და და მწვა­ვე აქ­ცი­ე­ბის, და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” უკან გა­იწ­ვია, პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ 2024 წლის 3 აპ­რილს ხელ­მე­ო­რედ, შეც­ვლი­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით და­ა­ი­ნი­ცი­რა.

2024 წლის 14 მა­ისს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ 84 ხმით “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ამ­ტკი­ცა. ევ­რო­კავ­ში­რის და აშშ-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კრი­ტი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, 18 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს ვეტო და­ა­დო და მას­ში რამ­დე­ნი­მე შეს­წო­რე­ბა შე­ი­ტა­ნა. 28 მა­ისს პარ­ლა­მენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია.

ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ ნაც­ნო­ბია ეკა­ტე­რი­ნა კოტ­რი­კა­ძის­თვის. მისი თქმით, რუ­სეთ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია “დოჟ­დი“, რო­მელ­შიც სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და, 2021 წელს “უცხო ქვეყ­ნის აგენტ“ მე­დი­ად გა­მო­ცხად­და. 2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე კი “აგენ­ტე­ბი“ ის და მისი მე­უღ­ლეც გახ­დნენ.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან ფრაგ­მენ­ტებს:

- მე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ზარ­დე, შემ­დეგ წა­ვე­დი რუ­სეთ­ში და იქ მოხ­და, რაც მოხ­და. რუ­სეთ­ში სრუ­ლი­ად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ცია. არ არ­სე­ბობს სი­ტყვის, შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არა­ფე­რი არ არის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და მისი რე­ჟი­მის გარ­და.

აქამ­დე სულ ვფიქ­რობ­დი, რომ კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის პრობ­ლე­მე­ბი, ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, არის ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დავს ამას თუ იმას, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა, რომ ეს არის ჩემი სახ­ლი, რო­მე­ლიც გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე ყო­ველ­თვის მი­მი­ღებს. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც არ და­ე­ცე­მა იმ დო­ნემ­დე, სა­დამ­დეც და­ვი­და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო. ახლა კი ვხვდე­ბი, რომ აქაც შე­იძ­ლე­ბა ეს მოხ­დეს, თან უფრო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი აჩ­ქა­რე­ბუ­ლია. ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია.

- ამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ნი გა­მო­გა­ცხა­დეს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად და ამ იარ­ლი­ყით ცხოვ­რობთ შენ და შენი ოჯა­ხი უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია...

- ტე­ლე­კომ­პა­ნია “დოჟდს“ “უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტის“ სტა­ტუ­სი 2021 წლის ზა­ფხულ­ში მი­ე­ნი­ჭა. 2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე კი “უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბი“ გავ­ხდით ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი - მე და ჩემი მე­უღ­ლეც.

ერ­თის მხრივ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო სა­სა­ცი­ლო ხდე­ბა, იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ყო­ველ პა­რას­კევს “უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის“ ახალ სიას აქ­ვეყ­ნებს.

მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არც დუ­მის დე­პუ­ტა­ტებს სძი­ნავთ და “აგენ­ტე­ბის­თვის“ ახალ სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს იგო­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად, არ შე­იძ­ლე­ბა რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა “უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტის“ მე­დი­ა­ში. მე არ შე­მიძ­ლია ჩემს “ტე­ლეგ­რა­მარხზე“ რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის რეკ­ლა­მა გან­ვა­თავ­სო და ფული გა­მო­ვი­მუ­შაო. ამას გარ­და, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია სხვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წი­ნა­და­დე­ბე­ბი “უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტებ­თან“ მი­მარ­თე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად: ჩა­მო­ერ­თვათ მათ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­კუთ­რე­ბა და გა­და­ე­ცეს სა­ხელ­მწი­ფოს სარ­გებ­ლო­ბა­ში ან აღიძ­რას საქ­მე "აგენ­ტე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ...

თუმ­ცა მე არ მაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ რუ­სე­თის მტე­რი ვარ.

  • კოტ­რი­კა­ძის თქმით, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, თუ რა მი­ზე­ზებ­მა უბიძ­გა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ეს ხმა­უ­რი­ა­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ე­ღო. პოდ­კას­ტში წამ­ყვა­ნის მხრი­დან გა­მო­ით­ქვა ვერ­სია იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა მას “ნო­ვი­ჩო­კის“ ეში­ნო­დეს... თუმ­ცა, კოტ­რი­კა­ძე ამა­ზე სა­უ­ბარს მო­ე­რი­და და გა­ნა­ცხა­და:

- არაფ­რის მტკი­ცე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უკვე აღა­რა­ფერს მა­ლავს. რო­დე­საც მი­დი­ხარ იმ სტა­დი­ამ­დე, რომ ამ­ბობ ტრი­ბუ­ნი­დან, რომ “რუ­სე­თი ომობს უკ­რა­ი­ნას­თან, რად­გან ეს და­სავ­ლურ­მა “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ამ“ მო­ინ­დო­მა“, აღა­რა­ფე­რია გან­სა­ხილ­ვე­ლი.

სხვა სა­კი­თხია, თუ მო­ვინ­დო­მებთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქმე­დე­ბე­ბის მო­ტი­ვის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას, უფრო აზ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, გვე­ცა­და გაგ­ვე­გო, თუ რა­ტომ მოქ­მე­დებს ის ასე. მან ხომ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რა­ტომ აკე­თებს ამას...

- დღეს მქონ­და დის­კუ­სია ტაქ­სის მძღოლ­თან; ზო­გა­დად ტაქ­სის მძღო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თგვა­რი ინ­დი­კა­ტო­რია ჩემ­თვის. ბოლო 2 კვი­რაა ძა­ლი­ან პრო­და­სავ­ლე­ლი ტაქ­სის მძღო­ლე­ბი მხვდე­ბი­ან, ლი­ბე­რა­ლე­ბი არი­ან. სწო­რედ მათ­გან მო­ვის­მი­ნე ასე­თი რამ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებ­ზე, - მათ უკვე იმ­დე­ნი რამ მო­ი­პა­რეს, ახლა სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბას უფრთხილ­დე­ბი­ა­ნო... ასე­ვე მო­ვის­მი­ნე, რომ თით­ქოს ივა­ნიშ­ვილს “ნო­ვი­ჩო­კის“ ეში­ნია...

- თბი­ლის­ში ტაქ­სის მძღოლს აქვს უფ­ლე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი ვა­რა­უ­დი ჰქონ­დეს, თუმ­ცა მე რო­გორც ჟურ­ნა­ლისტს, არ მაქვს, ასე­თი ბრალ­დე­ბე­ბის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თვი­თონ ფაქ­ტი - სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, გაგ­ვე­გო მისი ქმე­დე­ბე­ბის მო­ტი­ვე­ბი. ვხე­დავთ რაც ხდე­ბა, ვხე­დავთ, რომ მან აიღო და გა­და­წყვი­ტა, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­წი­რა აქამ­დე მო­სას­ვლე­ლად, შე­აბ­რუ­ნოს იმ მხა­რეს, სა­დაც ჩვე­ნი "ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რია“. "მე­გო­ბა­რი“, რო­მე­ლიც თით­ქოს არა­ფერ­შია დამ­ნა­შა­ვე და მა­საც “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“ ით­რევს კონ­ფლიქ­ტებ­ში...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

როგორ გამოაცხადეს ეკატერინა კოტრიკაძე რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტად" და რა საფრთხეებს ხედავს ჟურნალისტი საქართველოში მიმდინარე პროცესებში?

როგორ გამოაცხადეს ეკატერინა კოტრიკაძე რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტად" და რა საფრთხეებს ხედავს ჟურნალისტი საქართველოში მიმდინარე პროცესებში?

ტელეკომპანია "დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც რუსეთმა უკვე რამდენიმე წელია “უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, sova.news-თან მისი მძიმე გამოცდილების შესახებ საუბრობს და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პარალელებს ავლებს.

კოტრიკაძე მართა არდაშელიას პოდკასტში , 29 აპრილს, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შეკრებისას, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

"სულ ვფიქრობდი, რომ ეს არის ჩემი სახლი, რომელიც არ დაეცემა იმ დონემდე, სადამდეც დავიდა რუსეთის სახელმწიფო. ახლა კი ვხვდები, რომ აქ ეს ყველაფერი უფრო მიზანსწრაფულად შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ საქართველოში, რუსეთთან შედარებით ყველაფერი აჩქარებულია”, - აცხადებდა ეკატერინა კოტრიკაძე 3 მაისის პოდკასტში და ყველაფერი მართლაც ისე სწრაფად განვითარდა, როგორც ვარაუდობდა.

კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომელიც პირველად 2023 წელს დაინიციირდა და მწვავე აქციების, დაპირისპირების ფონზე “ქართულმა ოცნებამ” უკან გაიწვია, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 2024 წლის 3 აპრილს ხელმეორედ, შეცვლილი სახელწოდებით დააინიცირა.

2024 წლის 14 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ 84 ხმით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა. ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლების კრიტიკის პარალელურად, რამდენიმე დღის შემდეგ, 18 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო და მასში რამდენიმე შესწორება შეიტანა. 28 მაისს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ეს ყველაფერი საკმაოდ ნაცნობია ეკატერინა კოტრიკაძისთვის. მისი თქმით, რუსეთში დაფუძნებული ტელეკომპანია “დოჟდი“, რომელშიც საინფორმაციო სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2021 წელს “უცხო ქვეყნის აგენტ“ მედიად გამოცხადდა. 2022 წლის შემოდგომაზე კი “აგენტები“ ის და მისი მეუღლეც გახდნენ.

გთავაზობთ ინტერვიუდან ფრაგმენტებს:

- მე საქართველოში გავიზარდე, შემდეგ წავედი რუსეთში და იქ მოხდა, რაც მოხდა. რუსეთში სრულიად განადგურებულია ყველა ინსტიტუცია. არ არსებობს სიტყვის, შეკრების თავისუფლება, არაფერი არ არის ვლადიმერ პუტინისა და მისი რეჟიმის გარდა.

აქამდე სულ ვფიქრობდი, რომ კი, საქართველოში არის პრობლემები, ოლიგარქიული მმართველობა, არის ივანიშვილი, რომელიც შეზღუდავს ამას თუ იმას, მაგრამ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს არის ჩემი სახლი, რომელიც გარემოებების გათვალისწინების გარეშე ყოველთვის მიმიღებს. ეს არის ქვეყანა, რომელიც არ დაეცემა იმ დონემდე, სადამდეც დავიდა რუსეთის სახელმწიფო. ახლა კი ვხვდები, რომ აქაც შეიძლება ეს მოხდეს, თან უფრო მიზანმიმართულად, იმიტომ, რომ საქართველოში, რუსეთთან შედარებით, ყველაფერი აჩქარებულია. ეს ძალიან საშიშია.

- ამბობ, რომ ყველანი გამოგაცხადეს მოღალატეებად და ამ იარლიყით ცხოვრობთ შენ და შენი ოჯახი უკვე მრავალი წელია...

- ტელეკომპანია “დოჟდს“ “უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსი 2021 წლის ზაფხულში მიენიჭა. 2022 წლის შემოდგომაზე კი “უცხო ქვეყნის აგენტები“ გავხდით ფიზიკური პირები - მე და ჩემი მეუღლეც.

ერთის მხრივ, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი უფრო სასაცილო ხდება, იმიტომ, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ყოველ პარასკევს “უცხო ქვეყნის აგენტების“ ახალ სიას აქვეყნებს.

მაგრამ მეორე მხრივ, არც დუმის დეპუტატებს სძინავთ და “აგენტებისთვის“ ახალ სადამსჯელო ღონისძიებებს იგონებენ. მაგალითად, არ შეიძლება რეკლამის განთავსება “უცხო ქვეყნის აგენტის“ მედიაში. მე არ შემიძლია ჩემს “ტელეგრამარხზე“ რუსული კომპანიის რეკლამა განვათავსო და ფული გამოვიმუშაო. ამას გარდა, შემოთავაზებულია სხვა შემოქმედებითი წინადადებები “უცხო ქვეყნის აგენტებთან“ მიმართებაში, მაგალითად: ჩამოერთვათ მათ ყველანაირი საკუთრება და გადაეცეს სახელმწიფოს სარგებლობაში ან აღიძრას საქმე "აგენტების“ წინააღმდეგ...

თუმცა მე არ მაქვს შეგრძნება, რომ რუსეთის მტერი ვარ.

  • კოტრიკაძის თქმით, საინტერესო იქნებოდა იმის გაანალიზება, თუ რა მიზეზებმა უბიძგა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეს ხმაურიანი კანონპროექტი მიეღო. პოდკასტში წამყვანის მხრიდან გამოითქვა ვერსია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მას “ნოვიჩოკის“ ეშინოდეს... თუმცა, კოტრიკაძე ამაზე საუბარს მოერიდა და განაცხადა:

- არაფრის მტკიცება არ არის საჭირო, ყველაფერი გასაგებია. ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარაფერს მალავს. როდესაც მიდიხარ იმ სტადიამდე, რომ ამბობ ტრიბუნიდან, რომ “რუსეთი ომობს უკრაინასთან, რადგან ეს დასავლურმა “გლობალური ომის პარტიამ“ მოინდომა“, აღარაფერია განსახილველი.

სხვა საკითხია, თუ მოვინდომებთ ბიძინა ივანიშვილის ქმედებების მოტივის გაანალიზებას, უფრო აზრიანი იქნებოდა, გვეცადა გაგვეგო, თუ რატომ მოქმედებს ის ასე. მან ხომ ძალიან კარგად იცის, რატომ აკეთებს ამას...

- დღეს მქონდა დისკუსია ტაქსის მძღოლთან; ზოგადად ტაქსის მძღოლებთან ურთიერთობა ერთგვარი ინდიკატორია ჩემთვის. ბოლო 2 კვირაა ძალიან პროდასავლელი ტაქსის მძღოლები მხვდებიან, ლიბერალები არიან. სწორედ მათგან მოვისმინე ასეთი რამ “ქართული ოცნების“ წევრებზე, - მათ უკვე იმდენი რამ მოიპარეს, ახლა საკუთარ უსაფრთხოებას უფრთხილდებიანო... ასევე მოვისმინე, რომ თითქოს ივანიშვილს “ნოვიჩოკის“ ეშინია...

- თბილისში ტაქსის მძღოლს აქვს უფლება ყველანაირი ვარაუდი ჰქონდეს, თუმცა მე როგორც ჟურნალისტს, არ მაქვს, ასეთი ბრალდებების გამოთქმის უფლება.

მნიშვნელოვანია თვითონ ფაქტი - საინტერესო იქნებოდა, გაგვეგო მისი ქმედებების მოტივები. ვხედავთ რაც ხდება, ვხედავთ, რომ მან აიღო და გადაწყვიტა, რომ ქვეყანა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გაწირა აქამდე მოსასვლელად, შეაბრუნოს იმ მხარეს, სადაც ჩვენი "ნამდვილი მეგობარია“. "მეგობარი“, რომელიც თითქოს არაფერშია დამნაშავე და მასაც “გლობალური ომის პარტია“ ითრევს კონფლიქტებში...

იხილეთ ასევე:

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა