საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება" - ზარქუა
"კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება" - ზარქუა

კა­ნო­ნი მი­ვი­ღეთ, სა­ა­კაშ­ვი­ლიც ცი­ხე­შია, ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ იმ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა­საც და­ვა­ი­ნი­ცი­რებთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა - ხოლო თქვენ, ვინც უსამ­შობ­ლო­ე­ბი ხართ, ისევ იმ დაკ­ვე­თის და და­ფი­ნან­სე­ბის მო­ლო­დინ­ში იქ­ნე­ბით, რო­გორ არი­ოთ ეს ქვე­ყა­ნა და მო­ახ­დი­ნოთ უკ­რა­ი­ნი­ზა­ცია, - ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თა.

  • ზარ­ქუ­ას თქმით, ის, ვინც გულ­წრფე­ლად გუ­ლან­თე­ბუ­ლია, დღე­საც გა­რეთ იდ­გე­ბო­და, მაგ­რამ მათ „პა­უ­ზა გა­მო­ა­ცხა­დეს იმი­ტომ, რომ და­ფი­ნან­სე­ბა შე­წყდა და თქვეს, რომ ივ­ნი­სის თვე­ში ისევ შე­ვიკ­რი­ბო­თო“.

"ჩვენ ვნა­ხეთ ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბის და უსამ­შობ­ლო­ე­ბის ასე­თი ბა­ქი­ბუ­ქი, რომ „კა­ნონს არ მი­გა­ღე­ბი­ნებთ“, „თავ­ზე გა­და­გა­ხევთ“ - ამას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ არ­ჩე­ულ ლე­გი­ტი­მურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პარ­ლა­მენტს. კა­ნო­ნი მი­ვი­ღეთ, სა­ა­კაშ­ვი­ლიც ცი­ხე­შია, ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ იმ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა­საც და­ვა­ი­ნი­ცი­რებთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ხოლო თქვენ, ვინც უსამ­შობ­ლო­ე­ბი ხართ, ისევ იმ დაკ­ვე­თის და და­ფი­ნან­სე­ბის მო­ლო­დინ­ში იქ­ნე­ბით, რო­გორ არი­ოთ ეს ქვე­ყა­ნა, მო­ახ­დი­ნოთ უკ­რა­ი­ნი­ზა­ცია. „მა­ი­და­ნი“ გინ­დათ ხომ? მერე გინ­დათ რომ მე­ო­რე ფრონ­ტი გახ­სნათ? - ამა­ზე უარი გი­თხრათ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და არ და­გიდ­გათ გვერ­დით. ამი­ტო­მაც არის რომ ახლა პა­უ­ზა გა­მო­ა­ცხა­დეთ.

ის ვინც გულ­წრფე­ლად ან­თე­ბუ­ლია, დღე­საც გა­რეთ იდ­გე­ბო­და. არა, პა­უ­ზა გა­მო­ა­ცხა­დეს იმი­ტომ, რომ და­ფი­ნან­სე­ბა შე­წყდა. თქვეს, რომ ივ­ნი­სის თვე­ში ისევ შე­ვიკ­რი­ბო­თო. მა­ნამ­დე რა? თუ ასე ფიქ­რობ, მა­ნამ­დე სად არის სამ­შობ­ლო შენს ნა­წილ­ში? - არა, ესე­ნი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, შე­მო­იკ­რი­ბეს ის ახალ­გაზ­რდე­ბი, ვინც შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს და ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, ვინც წლე­ბია ებ­რძვი­ან ჩვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, იდენ­ტო­ბას, ეკ­ლე­სი­ას, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას. ეს უსამ­შობ­ლო­ე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ამ მა­რაზმს“, - აღ­ნიშ­ნა ზარ­ქუ­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ „რუ­სულ კა­ნონს არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან“, ზარ­ქუ­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მათი უფ­ლე­ბაა, მაგ­რამ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ჯა­რი­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ეს მათი უფ­ლე­ბაა. ჩვენ გვაქვს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ჯა­რი­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. პირ­ველ ჯერ­ზე თუ არ ვცდე­ბი 20 ათა­სია, შემ­დეგ 25 ათა­სი. გა­აგ­რძე­ლე­ბენ და კი ბა­ტო­ნო, ბი­უ­ჯე­ტი შე­ივ­სე­ბა. ამ ბი­უ­ჯე­ტით შემ­დეგ ბევრ სო­ცი­ა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბას და­ვა­ფი­ნან­სებთ, ინფრას­ტრუქ­ტუ­რას გან­ვა­ვი­თა­რებთ და კარ­გია. ის ვინც კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ებს მო­ერ­გე­ბა, გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ვინც არა - და­ჯა­რიმ­დე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება" - ზარქუა

"კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება" - ზარქუა

კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება - ხოლო თქვენ, ვინც უსამშობლოები ხართ, ისევ იმ დაკვეთის და დაფინანსების მოლოდინში იქნებით, როგორ არიოთ ეს ქვეყანა და მოახდინოთ უკრაინიზაცია, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

  • ზარქუას თქმით, ის, ვინც გულწრფელად გულანთებულია, დღესაც გარეთ იდგებოდა, მაგრამ მათ „პაუზა გამოაცხადეს იმიტომ, რომ დაფინანსება შეწყდა და თქვეს, რომ ივნისის თვეში ისევ შევიკრიბოთო“.

"ჩვენ ვნახეთ ხელმოცარულების და უსამშობლოების ასეთი ბაქიბუქი, რომ „კანონს არ მიგაღებინებთ“, „თავზე გადაგახევთ“ - ამას ეუბნებოდნენ უმრავლესობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და პარლამენტს. კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება. ხოლო თქვენ, ვინც უსამშობლოები ხართ, ისევ იმ დაკვეთის და დაფინანსების მოლოდინში იქნებით, როგორ არიოთ ეს ქვეყანა, მოახდინოთ უკრაინიზაცია. „მაიდანი“ გინდათ ხომ? მერე გინდათ რომ მეორე ფრონტი გახსნათ? - ამაზე უარი გითხრათ ქართველმა ხალხმა და არ დაგიდგათ გვერდით. ამიტომაც არის რომ ახლა პაუზა გამოაცხადეთ.

ის ვინც გულწრფელად ანთებულია, დღესაც გარეთ იდგებოდა. არა, პაუზა გამოაცხადეს იმიტომ, რომ დაფინანსება შეწყდა. თქვეს, რომ ივნისის თვეში ისევ შევიკრიბოთო. მანამდე რა? თუ ასე ფიქრობ, მანამდე სად არის სამშობლო შენს ნაწილში? - არა, ესენი არიან გაერთიანებული, შემოიკრიბეს ის ახალგაზრდები, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და ის ორგანიზატორები, ვინც წლებია ებრძვიან ჩვენს სუვერენიტეტს, იდენტობას, ეკლესიას, მართლმადიდებლობას. ეს უსამშობლოები აგრძელებენ ამ მარაზმს“, - აღნიშნა ზარქუამ.

რაც შეეხება არასამთავრობოების განცხადებას, რომ „რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან“, ზარქუამ აღნიშნა, რომ ეს მათი უფლებაა, მაგრამ არსებობს კანონი, რომელიც ჯარიმებს ითვალისწინებს.

"ეს მათი უფლებაა. ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ჯარიმებს ითვალისწინებს. პირველ ჯერზე თუ არ ვცდები 20 ათასია, შემდეგ 25 ათასი. გააგრძელებენ და კი ბატონო, ბიუჯეტი შეივსება. ამ ბიუჯეტით შემდეგ ბევრ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ, ინფრასტრუქტურას განვავითარებთ და კარგია. ის ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებს მოერგება, გააგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივად, ვინც არა - დაჯარიმდება”, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.