მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ბრიფინგი საქართველოზე საუბრით დაიწყო - მეთიუ მილერის განცხადება კანონის მიღების შემდეგ
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ბრიფინგი საქართველოზე საუბრით დაიწყო - მეთიუ მილერის განცხადება კანონის მიღების შემდეგ

სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი ირ­ჩე­ვენ უარი თქვან იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რაც სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­სა­წი­ნა­უ­რებ­ლად, იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ქარ­თველ ხალ­ხს სურს , - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრეს-სპი­კერ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მარ­თულ პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ბრი­ფინ­გი დღეს მი­ლერ­მა სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით და­ი­წყო.

"დღეს, ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა კენ­ჭი უყა­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვას იმ არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის" კა­ნონ­ზე, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პულ ნორ­მებს. შე­სა­ბა­მი­სად კა­ნონპ­რო­ექ­ტი იქ­ცე­ვა კა­ნო­ნად. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გმობს ამ ნა­ბიჯს. ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით მმარ­თველ­მა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" კი­დევ უფრო და­ა­შო­რა ქვე­ყა­ნა ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას და უგუ­ლე­ბელ­ყო ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, ვინც უკვე კვი­რე­ბია ამ კა­ნონს ქუ­ჩებ­ში გა­მოს­ვლით ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა" - გა­ნა­ცხა­და მე­თიუ მი­ლერ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრეს-სპი­კე­რი ამ­ბობს, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" უგულ­ვე­ბელ­ყო ევ­რო­საბ­ჭოს "ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის" სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბაც და და­სავ­ლე­ლი, მათ შო­რის ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბე­ბიც.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" უგულ­ვე­ბელ­ყო ევ­რო­საბ­ჭოს "ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის" სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ე­სი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მკა­ფი­ოდ ამ­ბობ­დნენ, რომ ეს კა­ნო­ნი მე­დი­ის სტიგ­მა­ტი­ზე­ბას მო­ახ­დენს და ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს შე­ზღუ­დავს.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ქმე­დე­ბე­ბი და ანტი-და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კა საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­ექ­ტო­რი­ას, მო­მა­ვალ ეკო­ნო­მი­კურ უსაფრ­თხო­ე­ბას და ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბას და ასე­ვე, რისკს უქ­მნის ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებს. გა­სულ კვი­რას სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ბლინ­კენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა, ვინც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს და ინ­სტი­ტუ­ტებს, მათი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა ვე­ღარ შეძ­ლონ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვი­ზე­ბის მო­პო­ვე­ბა იმ ახა­ლი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც კრძა­ლავს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას.

ამე­რი­კამ ასე­ვე და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს­თან ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­და­ხედ­ვა. რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ბლინ­კენ­მა თქვა გა­სულ კვი­რას, ჩვენ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქმე­დე­ბებს ჩვე­ნი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­წყვე­ტი­სას. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­ნაგ­რძობს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით დგო­მას, როცა ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და და­სა­ვა­ლუ­რი მო­მავ­ლის­თვის.

სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი ირ­ჩე­ვენ უარი თქვან იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რაც სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­სა­წი­ნა­უ­რებ­ლად, იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ქარ­თველ ხალ­ხს სურს", - გა­ნა­ცხა­და მი­ლერ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­თიუ მი­ლერს ჰკი­თხეს, რა კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის "ქცე­ვა შე­იც­ვა­ლოს" და შე­ზღუდ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხად­დე­ბა, იყოს არა "სა­დამ­სჯე­ლო", არა­მედ სა­სურ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბის­კენ ბიძ­გი.

მი­ლერ­მა თქვა, რომ სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ, ისე­ვე, რო­გორც ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­ხედ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ - ხუთ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნდა და ამას დრო დას­ჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ამ შე­ზღუდ­ვე­ბის სა­მიზ­ნე­თა ვი­ნა­ო­ბა არ გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა და შე­საძ­ლოა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ვერც გა­ი­გონ, რო­დის და ვის წი­ნა­აღ­მდეგ გა­და­იდ­გმე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი.

მი­ლერ­მა ხაზი გა­უს­ვა იმა­საც, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით 390 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბას უწევს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­და­ვა­ფა­სოთ, თუკი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ახლა ამე­რი­კას და სხვა და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს მი­იჩ­ნევს არა პარტნი­ო­რე­ბად, არა­მედ - მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბად ", - თქვა მი­ლერ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ბრიფინგი საქართველოზე საუბრით დაიწყო - მეთიუ მილერის განცხადება კანონის მიღების შემდეგ

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ბრიფინგი საქართველოზე საუბრით დაიწყო - მეთიუ მილერის განცხადება კანონის მიღების შემდეგ

სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს , - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ბრიფინგი დღეს მილერმა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებით დაიწყო.

"დღეს, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას იმ არადემოკრატიულ "უცხოური გავლენის" კანონზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს. შესაბამისად კანონპროექტი იქცევა კანონად. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ ნაბიჯს. ამ კანონის მიღებით მმართველმა "ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას და უგულებელყო ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ქართველი ხალხის, ვინც უკვე კვირებია ამ კანონს ქუჩებში გამოსვლით ეწინააღმდეგება" - განაცხადა მეთიუ მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" უგულვებელყო ევროსაბჭოს "ვენეციის კომისიის" სამართლებრივი შეფასებაც და დასავლელი, მათ შორის ამერიკელი პარტნიორების მოწოდებებიც.

"ქართულმა ოცნებამ" უგულვებელყო ევროსაბჭოს "ვენეციის კომისიის" სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორები, რომლებიც მკაფიოდ ამბობდნენ, რომ ეს კანონი მედიის სტიგმატიზებას მოახდენს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს შეზღუდავს.

მმართველი პარტიის ქმედებები და ანტი-დასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ევროკავშირში წევრობას და ასევე, რისკს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს. გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს და ინსტიტუტებს, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, შესაძლოა ვეღარ შეძლონ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების მოპოვება იმ ახალი პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც კრძალავს შეერთებულ შტატებში მოგზაურობას.

ამერიკამ ასევე დაიწყო საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა გასულ კვირას, ჩვენ გავითვალისწინებთ "ქართული ოცნების" ქმედებებს ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტისას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, როცა ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავალური მომავლისთვის.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს", - განაცხადა მილერმა.

საქართველოსთან დაკავშირებით მეთიუ მილერს ჰკითხეს, რა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მთავრობის "ქცევა შეიცვალოს" და შეზღუდვები, რომლებიც ცხადდება, იყოს არა "სადამსჯელო", არამედ სასურველი ცვლილებისკენ ბიძგი.

მილერმა თქვა, რომ სავიზო პოლიტიკის ცვლილება კონკრეტული პირების მიმართ, ისევე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილება სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ - ხუთშაბათს გამოქვეყნდა და ამას დრო დასჭირდება. თუმცა, ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეზღუდვების სამიზნეთა ვინაობა არ გასაჯაროვდება და შესაძლოა ჟურნალისტებმა ვერც გაიგონ, როდის და ვის წინააღმდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

მილერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას უწევს სხვადასხვა მიმართულებით.

"ეს ყველაფერი უნდა გადავაფასოთ, თუკი საქართველოს მთავრობა ახლა ამერიკას და სხვა დასავლელ პარტნიორებს მიიჩნევს არა პარტნიორებად, არამედ - მოწინააღმდეგეებად ", - თქვა მილერმა.

წაიკითხეთ ასევე: