საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის გეგმა ცნობილია - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს: "გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე"
პრეზიდენტის გეგმა ცნობილია - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს: "გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას რე­ფე­რენ­დუმს სთა­ვა­ზობს.

  • რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რე­ფე­რენ­დუ­მი იქ­ნე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა უნდა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას - ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, თუ რუ­სუ­ლი მო­ნო­ბა.

"მე ამ სა­ღა­მოს თქვენთ ვარ, 84 შუ­ა­ლა­ვე­რე­ლი, თუ 84 ორ­ჯო­ნი­კი­ძე ვე­რა­ფერს შე­უც­ვლის ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს, ეს მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნია. გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ხართ დღეს ხომ? - გაბ­რაზ­დით, მაგ­რამ და­ვი­წყოთ საქ­მე. საქ­მე არის ის, რომ უნდა მო­ვამ­ზა­დოთ ნამ­დვი­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი. ენერ­გია, რაც დღეს თქვენ­შია, იმას უნდა მოხ­მარ­დეს, რომ ხელ­მო­წე­რე­ბი მო­აგ­რო­ვოთ და მო­ი­ტა­ნოთ ჩემ­თან. მო­ვა­წერ ხელს რე­ფე­რენ­დუმს - გვინ­და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, თუ რუ­სუ­ლი მო­ნო­ბა. 84 კაცი ამას ვერ გა­და­წყვეტს. ჩვენ გა­დავ­წყვეტთ, ყვე­ლა ერ­თად. 84 კაცი არა­ვი­ნაა იმას­თან შე­და­რე­ბით, დღეს ვინც ხართ აქ, ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მო­მავ­ლის სა­ქარ­თვე­ლო.

მე­ო­რე მთა­ვა­რი საქ­მე - თქვე­ნი, ვინც აქ ხართ, ახალ­გაზ­რდე­ბის მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა, მას შემ­დეგ, რაც ხელ­მო­წე­რებს შე­აგ­რო­ვებთ და ჩემ­თან მო­ი­ტანთ, იქ­ნე­ბა ის, რომ და­იც­ვათ არ­ჩევ­ნე­ბი ყველ­გან, სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ თქვე­ნი მო­ბი­ლი­ზა­ცია, თქვე­ნი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ხმა, ასე­ვე ჩვე­ნი დი­ას­პო­რის მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ხმა არის ის, რაც გა­და­წყვეტს არ­ჩევ­ნებს 26 ოქ­ტომ­ბერს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გვერ­დით დგას.

“ზოგ­მა ვერ გა­ი­გო ვინ არის მე­გო­ბა­რი და ვინ არის ამ ქვეყ­ნის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მტე­რი. ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი ჩვენს გვერ­დით იქ­ნე­ბი­ან. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცე­ბი, ის ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი და­ა­სან­ქცი­რონ, მაგ­რამ არ ასან­ქცი­რე­ბენ ქვე­ყა­ნას იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნამ დღეს გა­მო­ა­ჩი­ნა, ვინ არის და რა არის, ასე­ვე სად არის. ეს არის ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი. 26 ოქ­ტომ­ბე­რი ყვე­ლამ ერ­თად უნდა მო­ვამ­ზა­დოთ. მე ვარ თქვენს გვერ­დში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე”, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პრეზიდენტის გეგმა ცნობილია - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს: "გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე"

პრეზიდენტის გეგმა ცნობილია - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს: "გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს.

  • როგორც სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას - ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.

"მე ამ საღამოს თქვენთ ვარ, 84 შუალავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია. გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? - გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან. მოვაწერ ხელს რეფერენდუმს - გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველა ერთად. 84 კაცი არავინაა იმასთან შედარებით, დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო.

მეორე მთავარი საქმე - თქვენი, ვინც აქ ხართ, ახალგაზრდების მთავარი მოვალეობა, მას შემდეგ, რაც ხელმოწერებს შეაგროვებთ და ჩემთან მოიტანთ, იქნება ის, რომ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება იმიტომ, რომ თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა, ასევე ჩვენი დიასპორის მინიმუმ ნახევარი მილიონი ხმა არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას.

“ზოგმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის ამ ქვეყნის საუკუნოვანი მტერი. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან. შეიძლება ვიღაცები, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას იმიტომ, რომ ქვეყანამ დღეს გამოაჩინა, ვინ არის და რა არის, ასევე სად არის. ეს არის ჩვენი მომავალი. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

წაიკითხეთ ასევე: