კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ლოპესი აფლეკთან დაშორების შესახებ კითხვამ გააბრაზა - რა პასუხი გასცა მან ჟურნალისტს?
ჯენიფერ ლოპესი აფლეკთან დაშორების შესახებ კითხვამ გააბრაზა -  რა პასუხი გასცა მან ჟურნალისტს?

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი მისი და ბენ აფ­ლე­კის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რებს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა.

54 წლის მომ­ღე­რა­ლი ამ­ჟა­მად მისი ახა­ლი ფილ­მის, "ატ­ლა­სის" რეკ­ლა­მი­რე­ბას ეწე­ვა. "ნე­ტფ­ლიქ­სის" ახა­ლი ფილ­მის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მე­ხი­კო­ში შედ­გა, მომ­ღე­რალს რე­პორ­ტი­ორ­მა ჰკი­თხა: "თქვე­ნი და ბენ აფ­ლე­კის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი სი­მარ­თლეა? რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა?"

ლო­პეს­მა ასე­თი კი­თხვის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვერ და­მა­ლა, სახე შე­ეც­ვა­ლა, სა­ვარ­ძელ­ში წა­მო­ი­წია და რე­პორ­ტი­ორს მი­მარ­თა: "ეს არ გე­კად­რე­ბათ".

ჯე­ნი­ფერს იქ მყო­ფი მისი კო­ლე­გა სიმუ ლიუც გა­მო­ე­სარ­ჩლა:

"კარ­გით, საკ­მა­რი­სია, ატ­მოს­ფე­როს ნუ ძა­ბავთ, გთხოვთ",- უთხრა მან დამ­სწრე რე­პორ­ტი­ორს.

ლო­პეს­სა და აფ­ლეკს მათი გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ა­რულ ხმებ­ზე კვლავ არ სურთ სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი. ბოლო 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წყვი­ლი იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა ერ­თად, თავს არი­დებს პრე­სას­თან სა­უ­ბარს და ამ ყვე­ლა­ფერს ისიც ერ­თვის, რომ პა­პა­რა­ცებ­მა ბენ აფ­ლე­კი ქორ­წი­ნე­ბის ბეჭ­დის გა­რე­შე უკვე არა­ერ­თხელ შე­ნიშ­ნეს.

ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის ნგრე­ვის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი მა­შინ და­ი­წყო, როცა 2024 წლის 6 მა­ისს გა­მარ­თულ Met Gala-ზე ჯე­ი­ლო მარ­ტო გა­მო­ცხად­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის ინ­ფორ­მა­ცი­აც გაჟ­ღერ­და, რომ ბენი მის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით, სა­კუ­თარ სახ­ლში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. კი­დევ ერთი სი­ახ­ლე, რა­მაც მე­დი­ის ყუ­რამ­დე მი­აღ­წია, ისაა, რომ ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი თა­ვა­დაც ახა­ლი სა­ცხოვ­რებ­ლის ძი­ე­ბა­შია.

რო­გორც ყვი­თე­ლი პრე­სა წერს, წყვი­ლი პრობ­ლე­მებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად თე­რა­პი­ა­საც მი­მარ­თავს. "ბენს თე­რა­პი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის სჯე­რა და სურს, რომ ამ პრო­ცესს გახ­სნი­ლი გო­ნე­ბით მი­უდ­გეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ ფაქ­ტის, ცოტა არ იყოს, რცხვე­ნია კი­დეც",- გა­ნა­ცხა­და გა­მო­ცე­მას­თან წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ.

19 მა­ისს პა­პა­რა­ცებ­მა წყვი­ლი ერ­თად და­ა­ფიქ­სი­რეს

Page Six-ის 20 მა­ისს წერ­და, რომ ბენი მისი და ჯე­ნი­ფე­რის წა­რუ­მა­ტე­ბელ ქორ­წი­ნე­ბას უკვე შე­ე­გუა და ახლა ყვე­ლა­ფერს საღი გო­ნე­ბით უდ­გე­ბა: "მის­თვის ეს ბოლო 2 წელი სიზ­მა­რი­ვით იყო, მაგ­რამ ახლა გონს მო­ე­გო და ხვდე­ბა, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ასე ვე­ღარ გაგ­რძელ­დე­ბა",- დას­ძენს წყა­რო.

აფ­ლე­კი და ლო­პე­სი თავ­და­პირ­ვე­ლად 2002-2004 წლებ­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. მათ 2004 წლის იან­ვარ­ში ნიშ­ნო­ბა გა­ა­უქ­მეს და და­შო­რე­ბა ამ­ჯო­ბი­ნეს. მას შემ­დეგ, ისი­ნი სხვა პარტნი­ო­რებ­ზე და­ქორ­წინ­დნენ და შვი­ლე­ბიც ეყო­ლათ, სა­ნამ 2021 წელს კვლავ არ შე­რიგ­დნენ. მათ ლას ვე­გას­ში იქორ­წი­ნეს და რო­გორც ლო­პე­სის მა­შინ­დე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან ჩანს, იმ პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რე­ბის უბედ­ნი­ე­რეს ეტაპ­ზე იყ­ვნენ.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჯენიფერ ლოპესი აფლეკთან დაშორების შესახებ კითხვამ გააბრაზა - რა პასუხი გასცა მან ჟურნალისტს?

ჯენიფერ ლოპესი აფლეკთან დაშორების შესახებ კითხვამ გააბრაზა -  რა პასუხი გასცა მან ჟურნალისტს?

ჯენიფერ ლოპესი მისი და ბენ აფლეკის დაშორების შესახებ ჭორებს გაღიზიანებული ეხმაურება.

54 წლის მომღერალი ამჟამად მისი ახალი ფილმის, "ატლასის" რეკლამირებას ეწევა. "ნეტფლიქსის" ახალი ფილმის პრესკონფერენციაზე, რომელიც მეხიკოში შედგა, მომღერალს რეპორტიორმა ჰკითხა: "თქვენი და ბენ აფლეკის განქორწინების შესახებ ჭორები სიმართლეა? რეალურად რა ხდება?"

ლოპესმა ასეთი კითხვის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა, სახე შეეცვალა, სავარძელში წამოიწია და რეპორტიორს მიმართა: "ეს არ გეკადრებათ".

ჯენიფერს იქ მყოფი მისი კოლეგა სიმუ ლიუც გამოესარჩლა:

"კარგით, საკმარისია, ატმოსფეროს ნუ ძაბავთ, გთხოვთ",- უთხრა მან დამსწრე რეპორტიორს.

ლოპესსა და აფლეკს მათი განქორწინების შესახებ მოარულ ხმებზე კვლავ არ სურთ საჯაროდ საუბარი. ბოლო 1 თვის განმავლობაში წყვილი იშვიათად ჩნდება ერთად, თავს არიდებს პრესასთან საუბარს და ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ პაპარაცებმა ბენ აფლეკი ქორწინების ბეჭდის გარეშე უკვე არაერთხელ შენიშნეს.

ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობის ნგრევის შესახებ ჭორები მაშინ დაიწყო, როცა 2024 წლის 6 მაისს გამართულ Met Gala-ზე ჯეილო მარტო გამოცხადდა. მოგვიანებით, ის ინფორმაციაც გაჟღერდა, რომ ბენი მისგან განცალკევებით, საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. კიდევ ერთი სიახლე, რამაც მედიის ყურამდე მიაღწია, ისაა, რომ ჯენიფერ ლოპესი თავადაც ახალი საცხოვრებლის ძიებაშია.

როგორც ყვითელი პრესა წერს, წყვილი პრობლემებთან გასამკლავებლად თერაპიასაც მიმართავს. "ბენს თერაპიის ეფექტიანობის სჯერა და სურს, რომ ამ პროცესს გახსნილი გონებით მიუდგეს იმის მიუხედავად, რომ ამ ფაქტის, ცოტა არ იყოს, რცხვენია კიდეც",- განაცხადა გამოცემასთან წყვილთან დაახლოებულმა წყარომ.

19 მაისს პაპარაცებმა წყვილი ერთად დააფიქსირეს

Page Six-ის 20 მაისს წერდა, რომ ბენი მისი და ჯენიფერის წარუმატებელ ქორწინებას უკვე შეეგუა და ახლა ყველაფერს საღი გონებით უდგება: "მისთვის ეს ბოლო 2 წელი სიზმარივით იყო, მაგრამ ახლა გონს მოეგო და ხვდება, რომ მისი ცხოვრება ასე ვეღარ გაგრძელდება",- დასძენს წყარო.

აფლეკი და ლოპესი თავდაპირველად 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათ 2004 წლის იანვარში ნიშნობა გააუქმეს და დაშორება ამჯობინეს. მას შემდეგ, ისინი სხვა პარტნიორებზე დაქორწინდნენ და შვილებიც ეყოლათ, სანამ 2021 წელს კვლავ არ შერიგდნენ. მათ ლას ვეგასში იქორწინეს და როგორც ლოპესის მაშინდელი ინტერვიუებიდან ჩანს, იმ პერიოდში ცხოვრების უბედნიერეს ეტაპზე იყვნენ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა