მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთის მუზეუმიდან გატაცებული ასობით ექსპონატიდან ნაწილს აშშ-ში მიაგნეს - საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო
ბრიტანეთის მუზეუმიდან გატაცებული ასობით ექსპონატიდან ნაწილს აშშ-ში მიაგნეს - საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო

ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მი­დან ასო­ბით ნივ­თის ქურ­დო­ბი­სა და გა­ყიდ­ვის საქ­მეს FBI იძი­ებს. უფრო სწო­რედ ამ ექ­სპო­ნა­ტე­ბის აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მი­ყიდ­ვის ფაქ­ტებს. რო­გორც BBC-იმ გა­არ­კვია, ამე­რი­კელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ამ დრომ­დე, მუ­ზე­უ­მის­თვის 268 ნივ­თის დაბ­რუ­ნე­ბა შეძ­ლეს.

ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­მა ჯერ კი­დევ გა­სულ წელს გა­ნა­ცხა­და, რომ მის კო­ლექ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი სამ­კა­უ­ლე­ბი, ძვირ­ფა­სი ქვე­ბი და სხვა ნივ­თე­ბი მო­პა­რუ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

რო­გორც მუ­ზე­უ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, 1500 მო­პა­რუ­ლი ან და­კარ­გუ­ლი ნივ­თი­დან 626 უკვე ნა­პოვ­ნი და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია, მათ გარ­და, კი­დევ 100 უკვე ნა­პოვ­ნია, თუმ­ცა ჯერ არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ.

ბრი­ტა­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი უძ­ვე­ლე­სი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის ქურ­დო­ბა­ში, და­ზი­ა­ნე­ბა­სა და გა­ყიდ­ვა­ში კუ­რა­ტორ პიტერ ჰიგზს ადა­ნა­შა­უ­ლებს. ჰიგ­ზი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს, თუმ­ცა მუ­ზე­უ­მი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ უკა­ნო­ნო ტრან­ზაქ­ცი­ე­ბით ჰიგზმა და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი ჩა­ი­ჯი­ბა.

სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბის მხა­რე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ კუ­რა­ტო­რი მუ­ზე­უ­მის სა­თავ­სო­ე­ბი­დან ნივ­თებს, რომ­ლე­ბიც ჯერ არ იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მი­ნი­მუმ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იპა­რავ­და და ყიდ­და. მუ­ზე­უ­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰიგზმა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბი ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ვებ­სა­იტ Ebay-ზე და­ახ­ლო­ე­ბით, 45 მყიდ­ველს მიჰ­ყი­და.

ერთ-ერთი მყიდ­ვე­ლი, რო­მელ­საც BBC-ის ესა­უბ­რა, აცხა­დებს, რომ მან არა­ერ­თხელ შე­ი­ძი­ნა sultan1966-ის­გან (ჰიგ­ზის ან­გა­რი­შის სა­ხე­ლი) ნივ­თე­ბი. მყიდ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ სა­ერ­თო ჯამ­ში სა­ქო­ნელ­ში 7000 ფუნ­ტამ­დე თან­ხა გა­და­ი­ხა­და. მან­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ გამ­ყიდ­ვე­ლი, რო­მელ­საც ფულს ური­ცხავ­და, ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის დროს პოლ ჰი­გინ­ზის სა­ხელს იყე­ნებ­და.

მუ­ზე­უმს მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის შე­სა­ხებ და­ნი­ელ­მა დოქ­ტორ­მა და სიძ­ვე­ლე­ე­ბით მო­ვაჭ­რე იტაი გრა­დელ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა. ერთ-ერთი ძვირ­ფა­სი ქვა, რო­მელ­ზეც მე­ო­რე სა­უ­კუ­ნის ბერ­ძე­ნი გმი­რის ჰერ­კუ­ლე­სის თა­ვია გა­მო­სა­ხუ­ლი, იტა­იმ სწო­რედ ჰიგ­ზის­გან შე­ი­ძი­ნა. ობ­სი­დი­ა­ნის ქვით დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ექ­სპო­ნა­ტო ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ათა­სო­ბით ფუნ­ტა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი, 2017 წელს იტაი გრა­დელ­მა 300 ფუნ­ტად შე­ი­ძი­ნა. რო­გორც გრა­დე­ლი ჰყვე­ბა, გამ­ყიდ­ველ­მა მას უთხრა, რომ ნივ­თი მის დედ­მა­მიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და, რო­მელ­მაც ის ბე­ბი­ის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო.

მას შემ­დეგ, რაც FBI-მ ობ­სი­დი­ა­ნის ქვას მი­აკ­ვლია, ის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­აბ­რუ­ნეს და მუ­ზე­უმს გა­დას­ცეს.

წყა­რო:bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბრიტანეთის მუზეუმიდან გატაცებული ასობით ექსპონატიდან ნაწილს აშშ-ში მიაგნეს - საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო

ბრიტანეთის მუზეუმიდან გატაცებული ასობით ექსპონატიდან ნაწილს აშშ-ში მიაგნეს - საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო

ბრიტანეთის მუზეუმიდან ასობით ნივთის ქურდობისა და გაყიდვის საქმეს FBI იძიებს. უფრო სწორედ ამ ექსპონატების აშშ-ის მოქალაქეებისთვის მიყიდვის ფაქტებს. როგორც BBC-იმ გაარკვია, ამერიკელმა სამართალდამცავებმა, ამ დრომდე, მუზეუმისთვის 268 ნივთის დაბრუნება შეძლეს.

ბრიტანეთის მუზეუმმა ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ მის კოლექციაში არსებული უძველესი სამკაულები, ძვირფასი ქვები და სხვა ნივთები მოპარული და დაზიანებული იყო.

როგორც მუზეუმის წარმომადგენლები ამბობენ, 1500 მოპარული ან დაკარგული ნივთიდან 626 უკვე ნაპოვნი და დაბრუნებულია, მათ გარდა, კიდევ 100 უკვე ნაპოვნია, თუმცა ჯერ არ დაუბრუნებიათ.

ბრიტანული მუზეუმი უძველესი არტეფაქტების ქურდობაში, დაზიანებასა და გაყიდვაში კურატორ პიტერ ჰიგზს ადანაშაულებს. ჰიგზი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა მუზეუმი ირწმუნება, რომ უკანონო ტრანზაქციებით ჰიგზმა დაახლოებით 100 000 ფუნტი სტერლინგი ჩაიჯიბა.

სასამართლო დოკუმენტის თანახმად, ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ კურატორი მუზეუმის სათავსოებიდან ნივთებს, რომლებიც ჯერ არ იყო დარეგისტრირებული, მინიმუმ 10 წლის განმავლობაში იპარავდა და ყიდდა. მუზეუმის ინფორმაციით, ჰიგზმა, რომელიც წარსულში მუზეუმის თანამშრომელი იყო, მოპარული ნივთები ყიდვა-გაყიდვის ვებსაიტ Ebay-ზე დაახლოებით, 45 მყიდველს მიჰყიდა.

ერთ-ერთი მყიდველი, რომელსაც BBC-ის ესაუბრა, აცხადებს, რომ მან არაერთხელ შეიძინა sultan1966-ისგან (ჰიგზის ანგარიშის სახელი) ნივთები. მყიდველი ამბობს, რომ საერთო ჯამში საქონელში 7000 ფუნტამდე თანხა გადაიხადა. მანვე დაადასტურა, რომ გამყიდველი, რომელსაც ფულს ურიცხავდა, ტრანზაქციების დროს პოლ ჰიგინზის სახელს იყენებდა.

მუზეუმს მოპარული ნივთების შესახებ დანიელმა დოქტორმა და სიძველეებით მოვაჭრე იტაი გრადელმა შეატყობინა. ერთ-ერთი ძვირფასი ქვა, რომელზეც მეორე საუკუნის ბერძენი გმირის ჰერკულესის თავია გამოსახული, იტაიმ სწორედ ჰიგზისგან შეიძინა. ობსიდიანის ქვით დამზადებული საექსპონატო ნამუშევარი, რომელიც ათასობით ფუნტადაა შეფასებული, 2017 წელს იტაი გრადელმა 300 ფუნტად შეიძინა. როგორც გრადელი ჰყვება, გამყიდველმა მას უთხრა, რომ ნივთი მის დედმამიშვილს ეკუთვნოდა, რომელმაც ის ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღო.

მას შემდეგ, რაც FBI-მ ობსიდიანის ქვას მიაკვლია, ის დიდ ბრიტანეთში დააბრუნეს და მუზეუმს გადასცეს.

წყარო:bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა