მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ტურბულენტობა, რამდენად საშიშია, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს და რატომ მიიჩნევენ მეცნიერები, რომ კლიმატის ცვლილება ტურბულენტობის გახშირებაზეც აისახება?
რა არის ტურბულენტობა, რამდენად საშიშია, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს და რატომ მიიჩნევენ მეცნიერები, რომ კლიმატის ცვლილება ტურბულენტობის გახშირებაზეც აისახება?

26 მა­ისს, დოჰა-დუბ­ლი­ნის რე­ის­ზე ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის გამო 12 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­გან 8 სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც დუბ­ლი­ნის აე­რო­პორ­ტის ოპე­რა­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა თურ­ქე­თის თავ­ზე სა­ჰა­ე­რო ფრე­ნი­სას და­ი­წყო. დაშ­ვე­ბი­სას, ლო­კა­ლუ­რი დრო­ით 13:00 სა­ათ­ზე, Qatar Airways-ის რეის QR017-ს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რი და აე­რო­პორ­ტის პო­ლი­ცია დახ­ვდა.

ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბი­სას 6 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 6 წევ­რი და­შავ­და, მათ­გან 8 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა 22 მა­ისს სინ­გა­პუ­რის ავი­ა­ხა­ზე­ბის რე­ის­ზე მოხ­და. ლონ­დო­ნი­დან სინ­გა­პუ­რის­კენ მფრი­ნავ Boeing 777-ში ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 50-ზე მეტი და­შავ­და. რე­ი­სი ფრე­ნის დროს მი­ან­მა­რის თავ­ზე ძლი­ერ ტურ­ბუ­ლენ­ტურ ზო­ნა­ში მოხ­ვდა.

  • რა არის ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა?

ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ხში­რად დაფ­რი­ნა­ვენ, უცხო არ არის სა­ლონ­ში რყე­ვა, რო­მე­ლიც თვითმფრი­ნა­ვის ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის დროს ხდე­ბა.

ყვე­ლა­ზე ხში­რად, ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა ხდე­ბა ღრუბ­ლებ­ში, სა­დაც ჰა­ე­რის აღ­მა­ვა­ლი და დაღ­მა­ვა­ლი დი­ნე­ბაა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მოვ­ლე­ნის სხვა ტი­პე­ბიც: მა­გა­ლი­თად, ტალ­ღის ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რო­დე­საც ჰა­ე­რის ნა­კა­დე­ბი ეჯა­ხე­ბი­ან დაბ­რკო­ლე­ბას, მა­გა­ლი­თად, მთის ქე­დის სა­ხით, რაც აი­სა­ხე­ბა მათ­ზე და ქმნის ზღვის ტალ­ღე­ბის მსგავს ჰა­ე­რის ნა­კა­დებს.

ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი ზო­ნე­ბი ასე­ვე იქ­მნე­ბა თვითმფრი­ნა­ვის უკა­ნა მხა­რეს, თუ უკან სხვა თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რი­ნავს. ამი­ტომ სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ო­ბის კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რომ ყო­ველ­თვის იყოს საკ­მა­რი­სი მან­ძი­ლი თვითმფრი­ნა­ვებს შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით აე­რო­პორ­ტე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, სა­დაც ბევ­რი თვითმფრი­ნა­ვია და თა­ნაც ერთი და იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით დაფ­რი­ნა­ვენ.

ასე­ვე არ­სე­ბობს "მოწ­მენ­დი­ლი ცის ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა“, მისი და­ფიქ­სი­რე­ბა თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე არ­სე­ბუ­ლი ამინ­დის რა­და­რით შე­უძ­ლე­ბე­ლია. მსგავ­სი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა მა­შინ წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­დე­საც ჰა­ე­რის ორი ნა­კა­დი გა­და­იკ­ვე­თე­ბა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სიჩ­ქა­რით ან სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს. ხში­რად ეს დიდ სი­მაღ­ლე­ზე ხდე­ბა ჰა­ე­რის მდგრად ნა­კა­დებ­თან ახ­ლოს.

  • რამ­დე­ნად სა­ში­შია ეს მოვ­ლე­ნა?

თა­ნა­მედ­რო­ვე ავი­ა­ხა­ზე­ბი შექ­მნი­ლია ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და, ეს მოვ­ლე­ნა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, დის­კომ­ფორ­ტია იმ მგზავ­რე­ბის­თვის, ვი­საც ღვე­დი არ აქვს მჭიდ­როდ შეკ­რუ­ლი.

2009-დან 2022 წლამ­დე ამე­რი­კულ ავი­ა­ხა­ზებ­ზე ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის შე­დე­გად 163 სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა და­ფიქ­სირ­და, წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით - 12.

  • რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის დროს

ყო­ვე­ლი ფრე­ნის წინ პი­ლო­ტე­ბი იღე­ბენ ამინ­დის სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რი­შებს, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია შე­საძ­ლო ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის ზო­ნე­ბი მათი მარ­შრუ­ტის გას­წვრივ. ეს მათ ეხ­მა­რე­ბა და­გეგ­მონ ფრე­ნა, თა­ვი­დან აი­ცი­ლონ ძლი­ე­რი ჭექა-ქუ­ხი­ლი (რაც გარ­კვე­ულ საფრ­თხეს უქ­მნის თვითმფრი­ნავს, არა მხო­ლოდ შე­საძ­ლო ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის გამო).

თუმ­ცა, ამ გზით "მოწ­მენ­დი­ლი ცის ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის“ თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ სხვა თვითმფრი­ნა­ვე­ბის პი­ლო­ტებს, რომ­ლე­ბიც დაფ­რი­ნა­ვენ იმა­ვე სა­ჰა­ე­რო დე­რეფ­ნის გას­წვრივ, შე­უძ­ლი­ათ უკან მო­მა­ვა­ლი პი­ლო­ტის გაფრ­თხი­ლე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეკი­პაჟს შე­უძ­ლია წი­ნას­წარ მი­ი­ღოს ზო­მე­ბი - შე­ე­ცა­დოს შეც­ვა­ლოს მარ­შრუ­ტი, ფრე­ნის ან დაშ­ვე­ბის დონე, შე­ამ­ცი­როს სიჩ­ქა­რე.

ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბის გამო პი­ლო­ტე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ, რომ მგზავ­რე­ბი მთე­ლი ფრე­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ისხნენ სკა­მებ­ზე და შეკ­რუ­ლი ჰქონ­დეთ ღვე­დი.

  • ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა უფრო ხში­რი ხდე­ბა?

ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი მი­იჩ­ნევს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ გა­ზარ­და ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის ალ­ბა­თო­ბა.

გა­სულ წელს, ბრი­ტა­ნე­თის რი­დინ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ 1979-2020 წლებ­ში ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კურ მარ­შრუტ­ზე ძლი­ე­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 55%-ით გა­ი­ზარ­და.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამას მა­ღალ სი­მაღ­ლე­ებ­ზე ქა­რის სიჩ­ქა­რის ცვლი­ლე­ბას უკავ­ში­რე­ბენ, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ნა­ბოლ­ქვით თბი­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბით.

სხვა ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის უფრო ხში­რი შემ­თხვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას იმი­თაც, რომ ჩვენ უფრო ხში­რად დავფრი­ნავთ. დატ­ვირ­თუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი ამ­ცი­რებს მფრი­ნა­ვე­ბის უნარს, იფ­რი­ნონ ​​ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის გარ­შე­მო, რად­გან მათ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ მი­ნი­მა­ლუ­რი მან­ძი­ლი სხვა თვითმფრი­ნა­ვებ­თან. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე;

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა არის ტურბულენტობა, რამდენად საშიშია, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს და რატომ მიიჩნევენ მეცნიერები, რომ კლიმატის ცვლილება ტურბულენტობის გახშირებაზეც აისახება?

რა არის ტურბულენტობა, რამდენად საშიშია, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს და რატომ მიიჩნევენ მეცნიერები, რომ კლიმატის ცვლილება ტურბულენტობის გახშირებაზეც აისახება?

26 მაისს, დოჰა-დუბლინის რეისზე ტურბულენტობის გამო 12 ადამიანი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 8 საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც დუბლინის აეროპორტის ოპერატორმა განაცხადა, ტურბულენტობა თურქეთის თავზე საჰაერო ფრენისას დაიწყო. დაშვებისას, ლოკალური დროით 13:00 საათზე, Qatar Airways-ის რეის QR017-ს სასწრაფო დახმარება, სახანძრო სამსახური და აეროპორტის პოლიცია დახვდა.

ტურბულენტობისას 6 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი დაშავდა, მათგან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კიდევ ერთი შემთხვევა 22 მაისს სინგაპურის ავიახაზების რეისზე მოხდა. ლონდონიდან სინგაპურისკენ მფრინავ Boeing 777-ში ერთი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. რეისი ფრენის დროს მიანმარის თავზე ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა.

  • რა არის ტურბულენტობა?

ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად დაფრინავენ, უცხო არ არის სალონში რყევა, რომელიც თვითმფრინავის ტურბულენტობის დროს ხდება.

ყველაზე ხშირად, ტურბულენტობა ხდება ღრუბლებში, სადაც ჰაერის აღმავალი და დაღმავალი დინებაა. თუმცა, არსებობს მოვლენის სხვა ტიპებიც: მაგალითად, ტალღის ტურბულენტობა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჰაერის ნაკადები ეჯახებიან დაბრკოლებას, მაგალითად, მთის ქედის სახით, რაც აისახება მათზე და ქმნის ზღვის ტალღების მსგავს ჰაერის ნაკადებს.

ტურბულენტური ზონები ასევე იქმნება თვითმფრინავის უკანა მხარეს, თუ უკან სხვა თვითმფრინავი მოფრინავს. ამიტომ საჰაერო მოძრაობის კონტროლიორები უზრუნველყოფენ, რომ ყოველთვის იყოს საკმარისი მანძილი თვითმფრინავებს შორის, განსაკუთრებით აეროპორტების სიახლოვეს, სადაც ბევრი თვითმფრინავია და თანაც ერთი და იმავე მიმართულებით დაფრინავენ.

ასევე არსებობს "მოწმენდილი ცის ტურბულენტობა“, მისი დაფიქსირება თვითმფრინავის ბორტზე არსებული ამინდის რადარით შეუძლებელია. მსგავსი ტურბულენტობა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ჰაერის ორი ნაკადი გადაიკვეთება, რომლებიც სხვადასხვა სიჩქარით ან სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. ხშირად ეს დიდ სიმაღლეზე ხდება ჰაერის მდგრად ნაკადებთან ახლოს.

  • რამდენად საშიშია ეს მოვლენა?

თანამედროვე ავიახაზები შექმნილია ტურბულენტობის გათვალისწინებით და, ეს მოვლენა უმეტეს შემთხვევაში, დისკომფორტია იმ მგზავრებისთვის, ვისაც ღვედი არ აქვს მჭიდროდ შეკრული.

2009-დან 2022 წლამდე ამერიკულ ავიახაზებზე ტურბულენტობის შედეგად 163 სერიოზული დაზიანება დაფიქსირდა, წელიწადში დაახლოებით - 12.

  • როგორ მოვიქცეთ ტურბულენტობის დროს

ყოველი ფრენის წინ პილოტები იღებენ ამინდის სპეციალურ ანგარიშებს, სადაც მითითებულია შესაძლო ტურბულენტობის ზონები მათი მარშრუტის გასწვრივ. ეს მათ ეხმარება დაგეგმონ ფრენა, თავიდან აიცილონ ძლიერი ჭექა-ქუხილი (რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის თვითმფრინავს, არა მხოლოდ შესაძლო ტურბულენტობის გამო).

თუმცა, ამ გზით "მოწმენდილი ცის ტურბულენტობის“ თავიდან აცილება შეუძლებელია. მაგრამ სხვა თვითმფრინავების პილოტებს, რომლებიც დაფრინავენ იმავე საჰაერო დერეფნის გასწვრივ, შეუძლიათ უკან მომავალი პილოტის გაფრთხილება. ამ შემთხვევაში, ეკიპაჟს შეუძლია წინასწარ მიიღოს ზომები - შეეცადოს შეცვალოს მარშრუტი, ფრენის ან დაშვების დონე, შეამციროს სიჩქარე.

ტურბულენტობის არაპროგნოზირებადობის გამო პილოტები რეკომენდაციას უწევენ, რომ მგზავრები მთელი ფრენის განმავლობაში ისხნენ სკამებზე და შეკრული ჰქონდეთ ღვედი.

  • ტურბულენტობა უფრო ხშირი ხდება?

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებამ გაზარდა ტურბულენტობის ალბათობა.

გასულ წელს, ბრიტანეთის რიდინგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 1979-2020 წლებში ჩრდილო ატლანტიკურ მარშრუტზე ძლიერი ტურბულენტობის რაოდენობა 55%-ით გაიზარდა.

მეცნიერები ამას მაღალ სიმაღლეებზე ქარის სიჩქარის ცვლილებას უკავშირებენ, რაც გამოწვეულია ნახშირორჟანგის გამონაბოლქვით თბილი ჰაერის მასებით.

სხვა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტურბულენტობის უფრო ხშირი შემთხვევები შეიძლება აიხსნას იმითაც, რომ ჩვენ უფრო ხშირად დავფრინავთ. დატვირთული მარშრუტები ამცირებს მფრინავების უნარს, იფრინონ ​​ტურბულენტობის გარშემო, რადგან მათ უნდა შეინარჩუნონ მინიმალური მანძილი სხვა თვითმფრინავებთან. წყარო

იხილეთ ასევე;