საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაცას მოეჩვენა, რომ არტისტს ფეხი გამოუჩნდა, სასაცილოა. ამ ალიაქოთით სპექტაკლს არაფერი დააკლდება" - რას ამბობს რეჟისორი ეკა მჟავანაძის ცეკვაზე, რომელიც სოცქსელებში განსჯის საგანი გახდა
"ვიღაცას მოეჩვენა, რომ არტისტს ფეხი გამოუჩნდა, სასაცილოა. ამ ალიაქოთით  სპექტაკლს არაფერი დააკლდება" - რას ამბობს რეჟისორი ეკა მჟავანაძის ცეკვაზე, რომელიც სოცქსელებში განსჯის საგანი გახდა

მიმ­დი­ნა­რე კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და. ის მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკლზე "ქა­ლე­ბი“ იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო სპექ­ტაკ­ლის პერ­სო­ნა­ჟის ძა­ლი­ან მცი­რე ეპი­ზო­დი - ცეკ­ვა, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი ეკა მჟა­ვა­ნა­ძე ას­რუ­ლებს. ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. ბევ­რი ვერც მიხ­ვდა, რომ ეს სპექ­ტაკ­ლი­დან უბ­რა­ლოდ კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ფრაგ­მენ­ტი იყო.

"ქა­ლე­ბი“ - სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დია გახ­ლავთ და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში 2011 წელს და­იდ­გა. 13 წე­ლია, თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში უწყვე­ტად არ­სე­ბობს. სპექ­ტაკლზე მა­ყუ­რე­ბე­ლი მუდ­მი­ვად და­დის. მისი რე­ჟი­სო­რი ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

AMBEB.GE ქალ­ბა­ტონ ცი­ცი­ნოს ესა­უბ­რა. _ ნილ სა­ი­მო­ნის პი­ე­საა, ტექსტს მაია ჯა­ფა­რი­ძემ გა­უ­კე­თა ადაპ­ტი­რე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ ვთარ­გმნეთ, პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­ვა­ქარ­თვე­ლეთ. შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. იგი­ვე პი­ე­სა შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­შიც დავ­დგი, სა­დაც უკვე უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი პერ­სო­ნა­ჟე­ბი მყავ­და და იქაც ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა. თუმ­ცა პი­ე­სა­ში არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ ხარ და სა­და­უ­რი. მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას აქვს, რომ ქა­ლე­ბი ვართ და ჩვენ ყო­ველ­თვის გო­გო­ე­ბად ვრჩე­ბით. სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნის გულ­ში ხომ ბავ­შვი სულ ცო­ცხლობს. ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან კლა­სე­ლე­ბი, პირ­ვე­ლი დღი­დან ერ­თად არი­ან, ერ­თად მო­დი­ან და მე­გობ­რო­ბას მოზ­რდი­ლო­ბა­შიც აგ­რძე­ლე­ბენ. ერ­თმა­ნე­თის სი­ხა­რულს, წუ­ხილს იზა­რე­ბენ. ერ­თმა­ნეთს მხარ­ში უდ­გა­ნან და იმ ყვე­ლა­ფერს აერ­თი­ა­ნე­ბენ, რა­საც ჰქვია სიყ­ვა­რუ­ლი, თა­ნად­გო­მა, თა­ნაგ­რძნო­ბა, მე­გობ­რო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას მო­ვარ­გეთ და ამან ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა.

- სპექ­ტაკლში სულ 6 ქალი და 2 მა­მა­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობს, ხომ?

- კი და თა­ვად პი­ე­სა კარ­გად არის და­წე­რი­ლი. სა­ი­მონს ასე­ვე კარ­გი იუ­მო­რი აქვს. ამი­ტომ შე­ვე­ცა­დეთ, ცოტა ქარ­თუ­ლი იუ­მო­რი ჩაგ­ვეს­ვა. მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ სპექ­ტაკლზე მარ­თლა გიჟ­დე­ბა. "ქა­ლებ­მა“ ყვე­ლა დროს გა­უძ­ლო...

- ცოტა ხნის წინ მისი პა­ტა­რა ეპი­ზო­დი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამოგ­ლე­ჯი­ლად, ვი­დე­ოს სა­ხით ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა მას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა მის­ცა.

- ვი­ნა­ი­დან სპექ­ტაკ­ლი მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან უყ­ვარს და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, დი­დად არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ რას წერს. ჩემი ნამ­დვი­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ამ სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვით არ იღ­ლე­ბა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ "ქა­ლებ­მა“ გა­უძ­ლო დროს. 13 წე­ლია, რე­პერ­ტუ­არ­შია. მუდ­მი­ვი ანშლა­გია, თუმ­ცა თა­ვის დრო­ზე იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ ეს არის "სა­ლა­როს სპექ­ტაკ­ლი“ და მა­ყუ­რე­ბე­ლიც ამი­ტომ ჰყავს. გა­ვი­და დრო, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბო­და "სა­ლა­როს სპექ­ტაკ­ლი“ ეძა­ხო, ანშლა­გე­ბი არ მთავ­რდე­ბა. ზე­პი­რად იცი­ან სპექ­ტაკ­ლი, ფრა­ზებს მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ამ­ბო­ბენ. მათ­თან ერ­თად მღე­რი­ან, ვერ გად­მოგ­ცემთ, ჩვენს სპექ­ტაკლზე რა ხდე­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­აქ­ცი­ე­ბია. ბო­ლოს მსა­ხი­ო­ბებს სცე­ნი­დან აღარ უშ­ვე­ბენ ხოლ­მე.

- რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი ეკა მჟა­ვა­ნა­ძის ცეკ­ვაა აღ­ბეჭ­დი­ლი. ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- მაგ ვი­დე­ო­ში ეკას ცეკ­ვა მსხვი­ლი პლა­ნი­თაა აღე­ბუ­ლი. კად­რე­ბი კონ­ტექ­სტი­და­ნაა ამოგ­ლე­ჯი­ლი. და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი არ ჩანს და მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ იგებს, საქ­მე რა­შია. ამი­ტომ ვი­ღა­ცას მო­ეჩ­ვე­ნა, რომ არ­ტისტს ფეხი გა­მო­უჩ­ნდა, მერე პრე­ტენ­ზია გა­უჩ­ნდათ, რომ მსა­ხი­ობს ფეხი ყუ­რი­დან არ ეწყე­ბა და არ არის შხვარ­თი... ცოტა სა­სა­ცი­ლოა... ეკას ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას აქვს, უნი­ჭი­ე­რე­სი არ­ტის­ტია, ბევ­რმა არ­ტის­ტმა და­იკ­ვე­ხოს, რომ სცე­ნა­ზე ასე­თი ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს და ასე შე­უძ­ლია თა­ვის პერ­სო­ნა­ჟი წა­მო­ა­ჩი­ნოს. პი­რი­ქით, ამ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ და ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი იმას, რომ ეკა მჟა­ვა­ნა­ძე ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვია. გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ მისი უნა­რე­ბი ნაკ­ლე­ბა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თე­ატ­რში. ასე­თი არ­ტის­ტე­ბი ასე ზე­და­პირ­ზე არ არი­ან. მას უნდა მო­ე­ფე­რო, ბევ­რი ამუ­შაო, რომ ბევ­რი როლი შექ­მნას. ვინც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, ისი­ნი თე­ატ­რის მა­ყუ­რებ­ლე­ბი არ არი­ან. უბ­რა­ლოდ რა­ღა­ცებს სქ­რო­ლა­ვენ, უყუ­რე­ბენ და მერე გა­უ­გე­ბარ კო­მენ­ტა­რებს წე­რენ. ერთი ორს მეც გა­დავ­ხე­დე და მივ­ხვდი, რომ მათ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა არ არის სა­ჭი­რო. მე­გობ­რე­ბის­გან გა­ვი­გე, ვი­ღაც შენც გე­მუქ­რე­ბა, - რე­ჟი­სო­რი და­სა­ჭე­რიო. ავი­ღე და იმ ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ქვეშ მი­ვა­წე­რე, - "აქ ვარ, სა­ნამ და­მი­ჭერთ, სპექ­ტაკლზე გე­პა­ტი­ჟე­ბით და მერე მი­მა­ცი­ლეთ იქ, სა­დაც ჩემს ჩას­მას აპი­რებთ“. ესეც არ უნდა და­მე­წე­რა, მაგ­რამ ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე მო­ვე­დი...

თე­ატ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი დარ­გია, არა­ვის ეგო­ნოს, რომ მას დრო და ყავ­ლი ოდეს­მე გა­უ­ვა. სპექ­ტაკ­ლი ჩვენ­თან ერ­თად იბა­დე­ბა და ჩვენ­თან ერ­თად კვდე­ბა - ამის გა­მე­ო­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რაც დრო გა­დის, თე­ატრს მა­ყუ­რე­ბე­ლი უფრო და უფრო ემა­ტე­ბა. ახალ­გაზ­რდო­ბა აქ­ტი­უ­რად და­დის. ამი­ტომ ყვე­ლას ვთხოვ, - ია­რეთ თე­ატ­რში, ეზი­ა­რეთ ამ სა­ოც­რე­ბას, მსა­ხი­ო­ბი სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბი­სას თქვენ­თან ერ­თად იღებს სუნ­თქვას და თქვენ­თან ერ­თად ამ­თავ­რებს. ეს ნამ­დვი­ლი ჯა­დოქ­რო­ბაა.

- თა­ვად ეკას გმირს სპექ­ტაკლში რა როლი აქვს?

- პო­ლი­ცი­ე­ლია, მო­რი­გე­ო­ბი­დან დაღ­ლი­ლი, და­ქან­ცუ­ლი მო­დის, ასე­ვე მო­დი­ან სხვე­ბიც თა­ვი­ან­თი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან პა­რას­კევს. პა­რას­კე­ვი მათი შეკ­რე­ბის დღეა. ერთ-ერთ ქმარ­გაყ­რილ ქალ­თან იკ­რი­ბე­ბი­ან, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი ყვე­ლა­ნა­ირ დაღ­ლი­ლო­ბას, წუ­ხილს, სტრესს იხ­სნის. იმ შეკ­რე­ბი­სას ხდე­ბი­ან ალ­ბათ ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ სკო­ლა­ში, პირ­ველ კლას­ში რომ მი­ვიდ­ნენ, ისე­თე­ბი. სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო რჩე­ბი­ან იმის­თვის, რომ თა­ვის სი­ხა­რუ­ლი, ტკი­ვი­ლი, სურ­ვი­ლე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი ამო­ა­ლა­გონ. ოჯახ­ზე, შვი­ლებ­ზე ჰყვე­ბი­ან... ეს შეკ­რე­ბა მათ­თვის უკვე რი­ტუ­ა­ლია. მოკ­ლედ, ერთ-ერთი მათ­გა­ნია ეკას პერ­სო­ნა­ჟი და ის პო­ლი­ცი­ე­ლია, ცოტა უხა­სი­ა­თოც ჩანს. სკო­ლის ბან­კე­ტის დროს რომ რა­ღაც მუ­სი­კა აარ­ჩი­ეს და მას­ზე ცეკ­ვა დად­გეს, აღ­ნიშ­ნულ შეკ­რე­ბა­ზე იმ მუ­სი­კას რთა­ვენ და იმის გახ­სე­ნე­ბას იწყე­ბენ... მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ამ­ბა­ვი. მინ­და, ამ სპექ­ტაკლმა დიდ­ხანს გა­ა­ხა­როს მა­ყუ­რე­ბე­ლი. თე­ატრს კი უზღვა­ვი მა­ყუ­რე­ბელს ვუ­სურ­ვებ. მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა უზარ­მა­ზა­რია, ის ერის სარ­კეა. იქ უნდა და­ი­ნა­ხო შენი თავი, შენი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა. თე­ატ­რი ამ ყვე­ლა­ფერს ირეკ­ლავს. უნდა და­იდ­გას ისე­თი რამ, რაც ამ და­უნ­დო­ბელ დრო­ში მა­ყუ­რებ­ლამ­დე მივა. რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბელს ჩემი სპექ­ტაკ­ლი მოს­წონს, ასეთ დროს სახ­ლში გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი მივ­დი­ვარ. ეს არის ჩემი საქ­მე და ყო­ველ­თვის მო­ვე­ფე­რე­ბი ჩემი საქ­მით მა­ყუ­რე­ბელს. მი­ვაწ­ვდი იმედს, შუქს, რად­გან ღმერ­თი, სიყ­ვა­რუ­ლი არ­სე­ბობს ამ­ქვეყ­ნად და ეს არის თა­ვიც და ბო­ლოც. და­ნარ­ჩე­ნი უკვე ყუ­რით მოთ­რე­უ­ლია და აქვს მოკ­ლე სი­ცო­ცხლის ვადა. სიყ­ვა­რულს, სი­ნათ­ლეს და რწმე­ნას ვადა არას­დროს გა­უ­ვა. ამ ალი­ა­ქო­თით სპექ­ტაკლს არა­ფე­რი არ და­აკ­ლდე­ბა, მხო­ლოდ მო­ე­მა­ტე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვიღაცას მოეჩვენა, რომ არტისტს ფეხი გამოუჩნდა, სასაცილოა. ამ ალიაქოთით სპექტაკლს არაფერი დააკლდება" - რას ამბობს რეჟისორი ეკა მჟავანაძის ცეკვაზე, რომელიც სოცქსელებში განსჯის საგანი გახდა

"ვიღაცას მოეჩვენა, რომ არტისტს ფეხი გამოუჩნდა, სასაცილოა. ამ ალიაქოთით  სპექტაკლს არაფერი დააკლდება" - რას ამბობს რეჟისორი ეკა მჟავანაძის ცეკვაზე, რომელიც სოცქსელებში განსჯის საგანი გახდა

მიმდინარე კვირას სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა. ის მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლზე "ქალები“ იყო გადაღებული. ნაჩვენები იყო სპექტაკლის პერსონაჟის ძალიან მცირე ეპიზოდი - ცეკვა, რომელსაც მსახიობი ეკა მჟავანაძე ასრულებს. ვიდეო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. ბევრი ვერც მიხვდა, რომ ეს სპექტაკლიდან უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტი იყო.

"ქალები“ - სიტუაციური კომედია გახლავთ და მარჯანიშვილის თეატრში 2011 წელს დაიდგა. 13 წელია, თეატრის რეპერტუარში უწყვეტად არსებობს. სპექტაკლზე მაყურებელი მუდმივად დადის. მისი რეჟისორი ციცინო კობიაშვილი გახლავთ.

AMBEB.GE ქალბატონ ციცინოს ესაუბრა. _ ნილ საიმონის პიესაა, ტექსტს მაია ჯაფარიძემ გაუკეთა ადაპტირება. გარდა იმისა, რომ ვთარგმნეთ, პერსონაჟები გავაქართველეთ. შესაბამისად მოქმედება საქართველოში ხდება. იგივე პიესა შემდეგ უკრაინაშიც დავდგი, სადაც უკვე უკრაინელი ქალი პერსონაჟები მყავდა და იქაც ძალიან გაამართლა. თუმცა პიესაში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ და სადაური. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ქალები ვართ და ჩვენ ყოველთვის გოგოებად ვრჩებით. საერთოდ ადამიანის გულში ხომ ბავშვი სულ ცოცხლობს. ჩვენი სპექტაკლის პერსონაჟები არიან კლასელები, პირველი დღიდან ერთად არიან, ერთად მოდიან და მეგობრობას მოზრდილობაშიც აგრძელებენ. ერთმანეთის სიხარულს, წუხილს იზარებენ. ერთმანეთს მხარში უდგანან და იმ ყველაფერს აერთიანებენ, რასაც ჰქვია სიყვარული, თანადგომა, თანაგრძნობა, მეგობრობა. ეს ყველაფერი ქართულ რეალობას მოვარგეთ და ამან ძალიან გაამართლა.

- სპექტაკლში სულ 6 ქალი და 2 მამაკაცი მონაწილეობს, ხომ?

- კი და თავად პიესა კარგად არის დაწერილი. საიმონს ასევე კარგი იუმორი აქვს. ამიტომ შევეცადეთ, ცოტა ქართული იუმორი ჩაგვესვა. მაყურებელი ამ სპექტაკლზე მართლა გიჟდება. "ქალებმა“ ყველა დროს გაუძლო...

- ცოტა ხნის წინ მისი პატარა ეპიზოდი, სოციალურ ქსელში ამოგლეჯილად, ვიდეოს სახით ვირუსულად გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებელმა მას არაერთგვაროვანი შეფასება მისცა.

- ვინაიდან სპექტაკლი მაყურებელს ძალიან უყვარს და ძალიან პოპულარულია, დიდად არ მაინტერესებს, ვინ რას წერს. ჩემი ნამდვილი შემფასებელი მაყურებელია, რომელიც ამ სპექტაკლის ნახვით არ იღლება. ამიტომაცაა, რომ "ქალებმა“ გაუძლო დროს. 13 წელია, რეპერტუარშია. მუდმივი ანშლაგია, თუმცა თავის დროზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს არის "სალაროს სპექტაკლი“ და მაყურებელიც ამიტომ ჰყავს. გავიდა დრო, როდემდე შეიძლებოდა "სალაროს სპექტაკლი“ ეძახო, ანშლაგები არ მთავრდება. ზეპირად იციან სპექტაკლი, ფრაზებს მსახიობებთან ერთად ამბობენ. მათთან ერთად მღერიან, ვერ გადმოგცემთ, ჩვენს სპექტაკლზე რა ხდება. წარმოუდგენელი რეაქციებია. ბოლოს მსახიობებს სცენიდან აღარ უშვებენ ხოლმე.

- რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მსახიობი ეკა მჟავანაძის ცეკვაა აღბეჭდილი. ამაზე რას გვეტყვით?

- მაგ ვიდეოში ეკას ცეკვა მსხვილი პლანითაა აღებული. კადრები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. დასაწყისი და დასასრული არ ჩანს და მაყურებელი ვერ იგებს, საქმე რაშია. ამიტომ ვიღაცას მოეჩვენა, რომ არტისტს ფეხი გამოუჩნდა, მერე პრეტენზია გაუჩნდათ, რომ მსახიობს ფეხი ყურიდან არ ეწყება და არ არის შხვართი... ცოტა სასაცილოა... ეკას ყველაფერი თავის ადგილას აქვს, უნიჭიერესი არტისტია, ბევრმა არტისტმა დაიკვეხოს, რომ სცენაზე ასეთი შინაგანი თავისუფლება აქვს და ასე შეუძლია თავის პერსონაჟი წამოაჩინოს. პირიქით, ამ გავრცელებულმა ვიდეომ და ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეკა მჟავანაძე ნამდვილი ვარსკვლავია. გული იმაზე მწყდება, რომ მისი უნარები ნაკლებადაა გამოყენებული თეატრში. ასეთი არტისტები ასე ზედაპირზე არ არიან. მას უნდა მოეფერო, ბევრი ამუშაო, რომ ბევრი როლი შექმნას. ვინც არაადეკვატური შეფასებები გააკეთა, ისინი თეატრის მაყურებლები არ არიან. უბრალოდ რაღაცებს სქროლავენ, უყურებენ და მერე გაუგებარ კომენტარებს წერენ. ერთი ორს მეც გადავხედე და მივხვდი, რომ მათში ჩაღრმავება არ არის საჭირო. მეგობრებისგან გავიგე, ვიღაც შენც გემუქრება, - რეჟისორი დასაჭერიო. ავიღე და იმ ვრცელი კომენტარების ქვეშ მივაწერე, - "აქ ვარ, სანამ დამიჭერთ, სპექტაკლზე გეპატიჟებით და მერე მიმაცილეთ იქ, სადაც ჩემს ჩასმას აპირებთ“. ესეც არ უნდა დამეწერა, მაგრამ ხუმრობის ხასიათზე მოვედი...

თეატრი ხელოვნების განუმეორებელი დარგია, არავის ეგონოს, რომ მას დრო და ყავლი ოდესმე გაუვა. სპექტაკლი ჩვენთან ერთად იბადება და ჩვენთან ერთად კვდება - ამის გამეორება შეუძლებელია. რაც დრო გადის, თეატრს მაყურებელი უფრო და უფრო ემატება. ახალგაზრდობა აქტიურად დადის. ამიტომ ყველას ვთხოვ, - იარეთ თეატრში, ეზიარეთ ამ საოცრებას, მსახიობი სპექტაკლის დაწყებისას თქვენთან ერთად იღებს სუნთქვას და თქვენთან ერთად ამთავრებს. ეს ნამდვილი ჯადოქრობაა.

- თავად ეკას გმირს სპექტაკლში რა როლი აქვს?

- პოლიციელია, მორიგეობიდან დაღლილი, დაქანცული მოდის, ასევე მოდიან სხვებიც თავიანთი სამსახურებიდან და ერთმანეთს ხვდებიან პარასკევს. პარასკევი მათი შეკრების დღეა. ერთ-ერთ ქმარგაყრილ ქალთან იკრიბებიან, სადაც თითოეული ყველანაირ დაღლილობას, წუხილს, სტრესს იხსნის. იმ შეკრებისას ხდებიან ალბათ ისეთები, როგორებიც იყვნენ სკოლაში, პირველ კლასში რომ მივიდნენ, ისეთები. საკუთარ თავთან მარტო რჩებიან იმისთვის, რომ თავის სიხარული, ტკივილი, სურვილები, ოცნებები ამოალაგონ. ოჯახზე, შვილებზე ჰყვებიან... ეს შეკრება მათთვის უკვე რიტუალია. მოკლედ, ერთ-ერთი მათგანია ეკას პერსონაჟი და ის პოლიციელია, ცოტა უხასიათოც ჩანს. სკოლის ბანკეტის დროს რომ რაღაც მუსიკა აარჩიეს და მასზე ცეკვა დადგეს, აღნიშნულ შეკრებაზე იმ მუსიკას რთავენ და იმის გახსენებას იწყებენ... მთლიანობაში ეს ყველაფერი არის ძალიან საყვარელი ამბავი. მინდა, ამ სპექტაკლმა დიდხანს გაახაროს მაყურებელი. თეატრს კი უზღვავი მაყურებელს ვუსურვებ. მისი დანიშნულება უზარმაზარია, ის ერის სარკეა. იქ უნდა დაინახო შენი თავი, შენი ქვეყნის ცხოვრება. თეატრი ამ ყველაფერს ირეკლავს. უნდა დაიდგას ისეთი რამ, რაც ამ დაუნდობელ დროში მაყურებლამდე მივა. როდესაც მაყურებელს ჩემი სპექტაკლი მოსწონს, ასეთ დროს სახლში გულაჩუყებული მივდივარ. ეს არის ჩემი საქმე და ყოველთვის მოვეფერები ჩემი საქმით მაყურებელს. მივაწვდი იმედს, შუქს, რადგან ღმერთი, სიყვარული არსებობს ამქვეყნად და ეს არის თავიც და ბოლოც. დანარჩენი უკვე ყურით მოთრეულია და აქვს მოკლე სიცოცხლის ვადა. სიყვარულს, სინათლეს და რწმენას ვადა არასდროს გაუვა. ამ ალიაქოთით სპექტაკლს არაფერი არ დააკლდება, მხოლოდ მოემატება.