კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწაში დამარხული 1000-ზე მეტი სახლი და ასობით დაღუპული ადამიანი - პაპუა-ახალ გვინეაში მეწყერმა კატასტროფული შედეგები გამოიწვია (ფოტოები)
მიწაში დამარხული 1000-ზე მეტი სახლი და ასობით დაღუპული ადამიანი - პაპუა-ახალ გვინეაში მეწყერმა კატასტროფული შედეგები გამოიწვია (ფოტოები)

პა­პუა-ახა­ლი გვი­ნე­ის ენ­გას პრო­ვინ­ცი­ა­ში მა­სი­უ­რი მე­წყრის შე­დე­გად ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სოფ­ლებ­თან მი­სას­ვლე­ლი გზაც. მე­წყე­რი ხუთ­შა­ბათს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 03:00 სა­ათ­ზე ჩა­მოწ­ვა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ენ­გას მა­ღალმთი­ა­ნეთ­ში ასო­ბით სახ­ლი და­ი­მარ­ხა. გა­ურ­კვე­ვე­ლია რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი.

რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი და ძი­რი­თა­დი გზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა არ­თუ­ლებს სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებს. გზატ­კე­ცილ­ზე მი­სას­ვლე­ლი დაბ­ლო­კი­ლია და ად­გილ­ზე მიღ­წე­ვა მხო­ლოდ ვერ­ტმფრე­ნი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით 4000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

ამოს აკემ­მა, ენ­გას პრო­ვინ­ცი­ის დე­პუ­ტატ­მა გა­ნა­ცხა­და რომ, „მე­წყერ­მა და­მარ­ხა 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და 1,182 სახ­ლი“. გა­ე­როს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის სერ­ჰან აქ­ტოპ­რა­კის თქმით, მე­წყრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია ოთხი ფეხ­ბურ­თის მო­ედ­ნის ზო­მას უტოლ­დე­ბა.

წყა­რო: BBC

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მიწაში დამარხული 1000-ზე მეტი სახლი და ასობით დაღუპული ადამიანი - პაპუა-ახალ გვინეაში მეწყერმა კატასტროფული შედეგები გამოიწვია (ფოტოები)

მიწაში დამარხული 1000-ზე მეტი სახლი და ასობით დაღუპული ადამიანი - პაპუა-ახალ გვინეაში მეწყერმა კატასტროფული შედეგები გამოიწვია (ფოტოები)

პაპუა-ახალი გვინეის ენგას პროვინციაში მასიური მეწყრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, დაზიანებულია სოფლებთან მისასვლელი გზაც. მეწყერი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 03:00 საათზე ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად ენგას მაღალმთიანეთში ასობით სახლი დაიმარხა. გაურკვეველია რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ მოყოლილი.

რთული რელიეფი და ძირითადი გზების დაზიანება ართულებს სამაშველო სამუშაოებს. გზატკეცილზე მისასვლელი დაბლოკილია და ადგილზე მიღწევა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. იმ ტერიტორიაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დაახლოებით 4000 ადამიანი ცხოვრობს.

ამოს აკემმა, ენგას პროვინციის დეპუტატმა განაცხადა რომ, „მეწყერმა დამარხა 300-ზე მეტი ადამიანი და 1,182 სახლი“. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლის სერჰან აქტოპრაკის თქმით, მეწყრის შედეგად დაზარალებული ტერიტორია ოთხი ფეხბურთის მოედნის ზომას უტოლდება.

წყარო: BBC