სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა და გიორგი ყიფშიძეების პროტესტი სცენიდან: როგორ პასუხობს ნატალია ყიფშიძე სოცქსელში ატეხილ აჟიოტაჟს - "ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ"
ზურა და გიორგი ყიფშიძეების პროტესტი სცენიდან: როგორ პასუხობს ნატალია ყიფშიძე სოცქსელში ატეხილ აჟიოტაჟს - "ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ"

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი გუ­შინ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის და­სის მსა­ხი­ო­ბებ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ სცე­ნა­ზე ისი­ნი ბა­ნე­რე­ბით გა­მოჩ­ნდნენ, წარ­წე­რით" "არა რუ­სულ რე­ჟიმს", "არა რეპ­რე­სი­ებს".

მსა­ხი­ო­ბებს შო­რის, რომ­ლე­ბიც სცე­ნა­ზე იდ­გნენ, მამა-შვი­ლი ყიფ­ში­ძე­ე­ბიც იყ­ვნენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ ზუ­რას და გი­ორ­გის ეს პრო­ტეს­ტი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თა­ვად ნა­ტა­ლია ამ­ბობს, რომ პრო­ტეს­ტი და­სის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო და იქ მისი ოჯა­ხის და­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და.

"ბევ­რი ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბი წა­ვი­კი­თხე და უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ! მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მსა­ხი­ობ­თა და­სის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ამას ჩემს სა­ხელს ვერ მი­ვა­კე­რებ, მი­ხა­რია ყო­ვე­ლი ხმა­მა­ღა­ლი გა­ნა­ცხა­დი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და ჩემი ოჯა­ხის და­ნახ­ვაც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­სი­ხა­რუ­ლოა ჩემ­თვის" - და­წე­რა ნა­ტა­ლი­ამ ფო­ტოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ზურა ყიფ­ში­ძე წლე­ბია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რია. ასე იყო გი­ორ­გის შემ­თხვე­ვა­შიც, თუმ­ცა ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში მან თქვა, რომ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ იმე­დე­ბი გა­უც­რუა.

"შე­მო­დი­ან ჩემს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მე­უბ­ნე­ბი­ან, მო­გის­ყი­დე­სო. რა გინ­დათ, გამ­ჭე­დოთ? რა­ღაც მა­ინც იცო­დეთ ჩემ­ზე. რომ ვთქვა რა გა­მი­კე­თეს ("ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ")... ამას სხვა დროს ვი­ტყვი. ბინა მა­ჩუ­ქა გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა, არა­ნა­ი­რი მიშა, გრი­შა და ივა­ნიშ­ვი­ლი იქ არ ყო­ფი­ლან. ამი­ტომ, ტრო­ლე­ბი და ბო­ტე­ბო, მე თქვე­ნი აზრი არ მა­ინ­ტე­რე­სებს" - თქვა გი­ორ­გიმ.

ცნო­ბის­თვის, ბოლო ერთი თვეა ყიფ­ში­ძე­ე­ბის გარ­შე­მო სკან­და­ლი არ წყდე­ბა. ჯერ იყო და ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძის მიერ “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის” პირ­და­პირ ეთერ­ში გა­მოთ­ქმულ აზრს, რომ აქ­ცი­ებ­ზე ყოფ­ნით ის ქვეყ­ნის მო­მა­ვალს იცავს, მისი ბა­ბუა, მსა­ხი­ო­ბი ზურა ყიფ­ში­ძე სა­ჯა­როდ და­უ­პი­რის­პირ­და და ნა­ტა­ლი­ას მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა:

“ვაი მე! სადა ბა­ნა­ობ? შვი­ლო! შე ვი­რიშ­ვი­ლო, ვინ კა­მა­თობს იმა­ზე, რა­საც ამ­ბობ? ცოტა გა­ერ­კვი­ეთ? გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლე­ბი და დაც­ქვი­ტეთ ყუ­რუშ­კე­ბი!? შენ, ჩვე­ნი თა­ო­ბის, მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი!? სა­ო­ცა­რია? ასე ვინ და­გა­ბო­ლათ? ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ! სამ­წუ­ხა­როა!?” - წერს ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძის ბა­ბუა ზურა ყიფ­ში­ძე.

ამის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ მამა-შვილ ყიფ­ში­ძე­ებ­საც, თუმ­ცა რო­გორც ზუ­რამ აღ­ნიშ­ნა, ეს პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს არ უკავ­შირ­დე­ბო­და და კონ­ფლიქ­ტი გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო მო­უ­ვი­დათ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ზურა და გიორგი ყიფშიძეების პროტესტი სცენიდან: როგორ პასუხობს ნატალია ყიფშიძე სოცქსელში ატეხილ აჟიოტაჟს - "ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ"

ზურა და გიორგი ყიფშიძეების პროტესტი სცენიდან: როგორ პასუხობს ნატალია ყიფშიძე სოცქსელში ატეხილ აჟიოტაჟს - "ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ"

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გუშინ თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობებმა გააპროტესტეს. სპექტაკლის შემდეგ სცენაზე ისინი ბანერებით გამოჩნდნენ, წარწერით" "არა რუსულ რეჟიმს", "არა რეპრესიებს".

მსახიობებს შორის, რომლებიც სცენაზე იდგნენ, მამა-შვილი ყიფშიძეებიც იყვნენ. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ზურას და გიორგის ეს პროტესტი ნატალია ყიფშიძის დამსახურებაა. თავად ნატალია ამბობს, რომ პროტესტი დასის ინიციატივა იყო და იქ მისი ოჯახის დანახვა ძალიან გაუხარდა.

"ბევრი ლამაზი სიტყვები წავიკითხე და უზომოდ მადლიერი ვარ! მაგრამ ეს ყველაფერი მსახიობთა დასის დამსახურებაა და ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ, მიხარია ყოველი ხმამაღალი განაცხადი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას ითვალისწინებს და ჩემი ოჯახის დანახვაც, რასაკვირველია, სასიხარულოა ჩემთვის" - დაწერა ნატალიამ ფოტოს კომენტირებისას.

ზურა ყიფშიძე წლებია, "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. ასე იყო გიორგის შემთხვევაშიც, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში მან თქვა, რომ მმართველმა პარტიამ იმედები გაუცრუა.

"შემოდიან ჩემს სოციალურ ქსელში და მეუბნებიან, მოგისყიდესო. რა გინდათ, გამჭედოთ? რაღაც მაინც იცოდეთ ჩემზე. რომ ვთქვა რა გამიკეთეს ("ქართულმა ოცნებამ")... ამას სხვა დროს ვიტყვი. ბინა მაჩუქა გუკა რჩეულიშვილმა, არანაირი მიშა, გრიშა და ივანიშვილი იქ არ ყოფილან. ამიტომ, ტროლები და ბოტებო, მე თქვენი აზრი არ მაინტერესებს" - თქვა გიორგიმ.

ცნობისთვის, ბოლო ერთი თვეა ყიფშიძეების გარშემო სკანდალი არ წყდება. ჯერ იყო და ნატალია ყიფშიძის მიერ “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, მისი ბაბუა, მსახიობი ზურა ყიფშიძე საჯაროდ დაუპირისპირდა და ნატალიას მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში დაწერა:

“ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” - წერს ნატალია ყიფშიძის ბაბუა ზურა ყიფშიძე.

ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილ ყიფშიძეებსაც, თუმცა როგორც ზურამ აღნიშნა, ეს პოლიტიკურ მოვლენებს არ უკავშირდებოდა და კონფლიქტი გიორგის ცხოვრების წესის გამო მოუვიდათ.

წაიკითხეთ ასევე: