მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის არის ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვანდობ ჩემს სიცოცხლეს" - ყველა დროის კაპიტანი: ჯაბა კანკავას კარიერა, ოჯახი და გასაოცარი გადაწყვეტილება
"ის არის ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვანდობ ჩემს სიცოცხლეს" - ყველა დროის კაპიტანი: ჯაბა კანკავას კარიერა, ოჯახი და გასაოცარი გადაწყვეტილება

არ უყ­ვარს, რო­დე­საც მას­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, არც თვი­თონ ლა­პა­რა­კობს ბევ­რს... წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სი­ტყვა­ძუნ­წი კა­პი­ტა­ნი მოქ­მე­დე­ბით იყო ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი და მი­სა­ბა­ძი...

"და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ჯაბა არის სა­მა­გა­ლი­თო ფეხ­ბურ­თე­ლი. მას, რო­გორც ფეხ­ბურ­თელს, არ სჭირ­დე­ბა ჩემი კო­მენ­ტა­რი დი­დად, რად­გან ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის... რაც მაკ­ვირ­ვებ­და და მაკ­ვირ­ვებს, ის არის, თუ რამ­ხე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ნე­ბის­ყო­ფა აქვს, რო­გორ უყ­ვარს თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, რა პა­ტივს სცემს სამ­შობ­ლოს... ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე აქვს გა­და­დე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე წარ­მო­ა­ჩი­ნოს თავი. მო­ედ­ნის გა­რეთ ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ვან­დობ ჩემს სი­ცო­ცხლეს, მო­ე­დან­ზე კი ყო­ველ­თვის იყო ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც მე­ი­მე­დე­ბო­და, რო­მე­ლიც ზურგს მი­მაგ­რებ­და..." - ამ­ბობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი...

24 მა­ისს მე­დი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პიტ­ნის, ჯაბა კან­კა­ვას მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად წერს, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ის არა რო­გორც მო­თა­მა­შე, არა­მედ რო­გორც გულ­შე­მატ­კი­ვა­რი წავა. ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის, რო­მელ­მაც მთე­ლი კა­რი­ე­რა მი­უ­ძღვნა საყ­ვა­რელ საქ­მეს და რო­მელ­საც მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, ალ­ბათ, ყვე­ლა დრო­ის სა­ნატ­რელ სა­ნაკ­რე­ბო გა­ნა­ცხად­ში, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ურ­თუ­ლე­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მან ისევ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და ნაკ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

  • აი, რას წერს ჯაბა:

"სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დე­ბი­უ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რა რჩე­ბა. მინ­და, რომ ჩვენ­მა გუნ­დმა გერ­მა­ნი­ა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გი შე­დე­გი აჩ­ვე­ნოს და კი­დევ ერთხელ იზე­ი­მოს ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად, რო­გორც ეს 26 მარტს თბი­ლის­ში იყო. მი­ხა­რია, რომ პლე­ი­ო­ფის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­სა და ფი­ნალ­ში გუნდთან ერ­თად ვი­ყა­ვი და ამ ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი.

თუმ­ცა, მინ­და ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გი­თხრათ, რო­მე­ლიც მარ­ტის თა­მა­შე­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღე: სა­ნაკ­რე­ბო გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არა რო­გორც მო­თა­მა­შე, არა­მედ რი­გი­თი გულ­შე­მატ­კივ­რის სტა­ტუ­სით გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი.

ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა სამ­წვრთნე­ლო შტაბს იმ ნდო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მარ­ტში გა­მო­მი­ცხა­დეს, მა­შინ როცა ყვე­ლას ერ­თად ყოფ­ნა და ის­ტო­რი­ულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო. ასე­ვე მად­ლო­ბა იმ ნდო­ბის­თვის, რაც ახ­ლაც და­ვიმ­სა­ხუ­რე, რო­გორც სამ­წვრთნე­ლო შტაბს, ისე გულ­შე­მატ­კი­ვარს, რომ­ლის­გა­ნაც ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ.

გერ­მა­ნი­ა­ში ნაკ­რებს მეც, რო­გორც გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ისე და­ვუდ­გე­ბი მხარ­ში და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ იმ 26 ფეხ­ბურ­თელს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლის დაც­ვას გერ­მა­ნი­ის სტა­დი­ო­ნებ­ზე შე­ეც­დე­ბა", - წერს ჯაბა კან­კა­ვა.

  • კან­კა­ვას გზა დიდი სპორ­ტის­კენ

ჯაბა კან­კა­ვა 1986 18 მარტს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

მისი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი გუ­რამ ჩო­მა­ხი­ძე იყო. მას­თან 6 წლის მი­იყ­ვა­ნეს და 8 წელი ვარ­ჯი­შობ­და...

14 წლის ასაკ­ში კი გა­და­ვი­და თბი­ლი­სის “დი­ნა­მო­ში”, სა­დაც ვახ­ტანგ კო­პა­ლე­იშ­ვილ­თან გა­აგ­რძე­ლა ვარ­ჯი­ში. მერე კი იყო გია გე­გუ­ჩა­ძე, რო­მე­ლიც ჯა­ბას ენდო და 18 წლის ბიჭი უე­ფას თა­სის მატ­ჩებ­ში ათა­მა­შა. რამ­დე­ნად გა­უ­მარ­თლა, გე­მახ­სოვ­რე­ბათ...

2016 წელს, "მსოფ­ლიო სპორ­ტმა“ ჯა­ბას პირ­ველ მწვრთნელ­თან ჩა­წე­რა ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლი­და­ნაც ფრაგ­მენტს გთა­ვა­ზობთ.

გუ­რამ ჩო­მა­ხი­ძე:

- 6 წლი­სა იყო, ჯაბა ჩემ­თან რომ მო­იყ­ვა­ნეს. დი­დუ­ბე­ში “მა­უ­დის” სტა­დი­ო­ნი რომ არის, იქ ვვარ­ჯი­შობ­დით. გუნდს მა­შინ “ვაკე 91” ერ­ქვა, მერე “მა­უ­დი” და­ერ­ქვა, მერე “ელექტრო­ნი”. “ყაზ­ბე­გის” სა­ხე­ლი­თაც გა­მოვ­დი­ო­დით. ჯაბა ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვი იყო, მაგ­რამ არა ისე­თი, უზ­რდე­ლო­ბა­ში რომ გა­და­დი­ან. პი­რი­ქით, თავს შე­გაყ­ვა­რებ­და თა­ვი­სი ცელ­ქო­ბით. მის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბო­და. ზე­და­ხო­რებს აწყობ­და და ბავ­შვე­ბის ხმა­ურ­ზე ოთახ­ში რომ შე­ვი­დო­დი, ვი­კი­თხავ­დი - ვინ და­ი­წყო? რა თქმა უნდა, ჯაბა. თვი­თო­ნაც შე­მომ­ხე­დავ­და ეშ­მა­კუ­რი და ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით და ვე­ღარ ვუბ­რაზ­დე­ბო­დი. ისე­დაც არ გა­ვუბ­რაზ­დე­ბო­დი, რად­გან ზე­და­ხო­რაც თა­ვი­სე­ბუ­რი ვარ­ჯი­ში იყო.

- გა­მი­გია, კან­კა­ვა თა­ვი­დან თავ­დამ­სხმე­ლი იყოო...

- დიახ, ბომ­ბარ­დი­რი ხდე­ბო­და. მერე სხვა ბი­ჭე­ბი რომ მო­ვიყ­ვა­ნეთ, ჯაბა უკან დავ­წიე, ნა­ხე­ვარ­დაც­ვა­ში. სხვებ­ზე ერთი წლით პა­ტა­რა იყო, მო­ვიდ­ნენ გოგა ფი­ფია, სან­დრო იაშ­ვი­ლი და სხვე­ბი, ამი­ტო­მაც ჯაბა უკან დავ­წიე. მო­ე­დანს კარ­გად ხე­დავ­და და რო­გორც ახ­ლაა, მა­ში­ნაც მშრო­მე­ლი იყო, ფუტ­კა­რი­ვით იყო ცენ­ტრში. თუმ­ცა შე­ტე­ვას არ ვუშ­ლი­დი, პი­რი­ქით, უფრო შე­ტე­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლად და­ვა­ყე­ნე.

- არ ეწყი­ნა, თავ­დამ­სხმე­ლო­ბი­დან ნა­ხე­ვარმცვე­ლად რომ გა­და­წი­ეთ? რაც უნდა იყოს, ბავ­შვებს წინ თა­მა­ში უყ­ვართ.

- თა­ვი­დან მარ­თლაც არ ესი­ა­მოვ­ნა, მაგ­რამ ავუხ­სე­ნი, რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ასე. ცოტა ხან­ში თვი­თო­ნაც მიხ­ვდა, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე.

გუნდში იყო ჯა­ბას ძმა, ლე­ვან კან­კა­ვაც. ის ჯა­ბა­ზე ერთი წლით დიდი იყო...

- რო­დის შე­ეშ­ვა ფეხ­ბურთს ჯა­ბას ძმა?

- როცა ჯაბა “დი­ნა­მო­ში” გა­და­ვი­და. ლე­ვა­ნიც ნი­ჭი­ე­რი იყო, მაგ­რამ სის­წრა­ფე აკ­ლდა.

ძმე­ბი კან­კა­ვე­ბი

- ჯა­ბას ჰქონ­და ოჯა­ხი­დან ხელ­შე­წყო­ბა?

- რთუ­ლი პე­რი­ო­დი იდგა, 90-იანი წლე­ბი და მი­თუ­მე­ტეს, 90-95 წლებ­ში ხომ იცით, რამ­დენს უჭირ­და. თუმ­ცა ჯა­ბას ჰქონ­და ხელ­შე­წყო­ბა. ერთხელ დე­და­მი­სი, ქალ­ბა­ტო­ნი ნანა შემ­ხვდა და მი­თხრა - ეს ბავ­შვი მარ­ტო ფეხ­ბურთზეა გა­დარ­თუ­ლი და წიგ­ნი სა­ერ­თოდ აღარ აინ­ტე­რე­სებს, არ ვიცი, რა მო­ვუ­ხერ­ხოო. წლე­ბის მერე შემ­ხვდა ნანა - გახ­სოვს, რომ გი­საყ­ვე­დუ­რეო?.. არა, ფეხ­ბურ­თის წი­ნა­აღ­მდე­გი არც მა­შინ იყო დედა, მაგ­რამ ამ­ბობ­და, სწავ­ლა­საც უნდა მი­ხე­დო­სო. აი, ჯა­ბას მამა, გია ძა­ლი­ან იყო მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი, რომ შვი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

- სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბებ­ზე არ უვ­ლია ჯა­ბას?

- აკ­რო­ბა­ტი­კა­ზე დამ­ყავ­და მთე­ლი გუნ­დი, მერე მძლე­ო­სა­ნი მო­ვიყ­ვა­ნე. ამან ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი მის­ცა გუნდს. სხვა გუნ­დის ბავ­შვე­ბი რა­საც ვერ აკე­თებ­დნენ მოქ­ნი­ლო­ბის მხრივ, ესე­ნი ახერ­ხებ­დნენ.

- კან­კა­ვა მა­ში­ნაც ასე­თი შრო­მის­მოყ­ვა­რე იყო?

- ძა­ლი­ან. ბავ­შვე­ბი ხომ არი­ან ზარ­მა­ცე­ბი, მაგ­რამ ჯაბა - არა. უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა ჰქონ­და. ეს თვი­სე­ბა გაჰ­ყვა და გაჰ­ყვა. რა­საც ვა­ვა­ლებ­დი, ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებ­და, მაგ­რამ თა­ვის იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­საც ზე­მო­დან ამა­ტებ­და. მის­გან თა­მა­შის მიგ­დე­ბა და ზე­რე­ლო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. სულ კარ­გად თა­მა­შობ­და, სტა­ბი­ლუ­რად. დი­ა­მეტ­რუ­ლად შე­იც­ვა­ლა სხვა მხრივ: ბავ­შვო­ბა­ში მხი­ა­რუ­ლი და ენაკ­ვი­მა­ტი იყო, ახლა კი, თა­ვა­დაც იცით, ბევ­რი ლა­პა­რა­კი, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი და თა­ვის გა­მო­ჩე­ნა არ უყ­ვარს.

- კონ­ფლიქ­ტუ­რი ხომ არ იყო?

- არა, მაგ­რამ თავს არა­ვის და­ა­ჩაგ­ვრი­ნებ­და. თა­ვად ჯა­ბას­გან კი ვინ­მეს და­ჩაგ­ვრა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო და არის. ძა­ლი­ან უბ­რა­ლოა. ამ უბ­რა­ლო­ე­ბა­მაც გა­ხა­და ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი.

- ბო­ლოს ისევ ჯაბა კან­კა­ვა­ზე. რამ­დე­ნად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ? როცა ჩა­მო­დის, გნა­ხუ­ლობთ?

- რა უფ­ლე­ბა აქვს, რომ არ მნა­ხოს?! ეს ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბა და ღმერ­თი გა­ა­ხა­რებს.

მოკ­ლედ, კან­კა­ვამ საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რა 2004 წელს, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში“ და­ი­წყო, მა­შინ მწვრთნე­ლად ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო გია გე­გუ­ჩა­ძე, რო­მე­ლიც აქ­ცენტს ახალ­გაზ­რდებ­ზე აკე­თებ­და.

იმ სე­ზონ­ში სპორ­ტსმე­ნი კლუბ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს თა­სის მფლო­ბე­ლი გახ­და, მან ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე. 18 წლის ჯა­ბამ მშობ­ლი­ურ თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა - იმ წელს გუნ­დი უე­ფას თა­სის ჯგუფ­ში მოხ­ვდა. კან­კა­ვამ გა­ი­ტა­ნა გა­მარ­ჯვე­ბის გოლი პრა­ღის "სლა­ვი­ას­თან", რა­მაც "დი­ნა­მო" შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­იყ­ვა­ნა. ეს ფაქ­ტი არ გა­მორ­ჩე­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მა­შინ­დელ მთა­ვარ მწვრთნელს, ალენ ჟი­რესს და... 2005 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ალ­ბა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ (2:0), სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ჯა­ბას დე­ბი­უ­ტი შედ­გა...

"დი­ნა­მო­ში“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ კან­კა­ვა ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნი­ა­ში“ გა­და­ვი­და, სა­დაც 12 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. 2005 წელს კი ქარ­თვე­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლი უკ­რა­ი­ნა­ში კი­ე­ვის "არ­სე­ნალ­ში“ წა­ვი­და, სა­დაც 24 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და 4 გოლი გა­ი­ტა­ნა. 2007 წლი­დან ჯაბა დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის "დნიპ­რო­ში“ ჩა­ი­რი­ცხა, სა­დაც სამ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­უ­ფორ­მეს. გუნდში ახალ­მი­სუ­ლი კან­კა­ვა პირ­და­პირ ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ა­ყე­ნეს, მაგ­რამ კი­ე­ვის "დი­ნა­მოს­თან“ ჩა­ტა­რე­ბულ შეხ­ვედ­რი­სას მე­ტო­ქეს­თან უხე­შო­ბის გამო, მო­ედ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე გა­ა­ტა­რა.

2007 წლის ბო­ლოს, რო­გორც კი კან­კა­ვას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, რომ გუნდში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ევ­ლი­ნა, ამი­ტომ უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთი ტუ­რის გმი­რად აღი­ა­რეს. ამ პე­რი­ოდ­ში სპორ­ტსმე­ნი 22 წლის იყო და მისი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბუ­ლად მი­დი­ო­და.

2007-08 წლის სე­ზონ­ში 22 მატჩში 3 გოლი გა­ტა­ნა შეძ­ლო, ხოლო 2008-09 წლის სე­ზონ­ში 3 მატ­ჩი და არ­ცერ­თი გოლი არ გა­უ­ტა­ნია. 2009 წელს ქარ­თველ­მა ნა­ხე­ვარმცველ­მა ტრავ­მა მი­ი­ღო და თა­მა­ში მხო­ლოდ ერთი წლის შემ­დეგ გა­ნა­ახ­ლა. 2011 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2012 წლის აგ­ვის­ტომ­დე იჯა­რის წე­სით გა­ნა­თხოვ­რე­ბუ­ლი იყო კრი­ვოი-რო­გის "კრივ­ბას­ში“, შემ­დეგ კი ისევ "დნიპ­რო­ში“ დაბ­რუნ­და და გუნ­დის კა­პი­ტა­ნი გახ­და.

30 წლის მო­თა­მა­შის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი ევ­რო­პა­ში გა­დას­ვლა იყო. კან­კა­ვა ლიგა 1-ის "რე­იმსში" მი­ვი­და. მან ფრან­გებ­თან 4-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი (3+1) გა­ა­ფორ­მა. ისე­ვე, რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში, ქარ­თველ ნა­ხე­ვარმცველს საქ­მე უცებ ვერ აე­წყო, ძი­რი­თა­დად - ფრან­გუ­ლი ენის არ­ცოდ­ნის გამო.

"რე­იმსმა" 2015/16 წლე­ბის სე­ზო­ნი მე-18 ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა და ლიგა 2-ში დაქ­ვე­ით­და, სა­დაც გუნ­დმა შემ­დეგ სე­ზონ­ში მხო­ლოდ მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. კან­კა­ვას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, თა­მა­შე­ბი გა­მო­ტო­ვა და... სა­ბო­ლო­ოდ, კონ­ტრაქ­ტის გა­უქ­მე­ბა გა­და­წყვი­ტა...

საფ­რან­გე­თის შემ­დეგ, კან­კა­ვა 6 თვე უკ­ლუ­ბოდ იყო. ამ დროს, ყა­ზა­ხეთ­ში, კოს­ტა­ნა­ის "ტო­ბოლ­ში" მისი გა­დას­ვლის ინი­ცი­ა­ტო­რი ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მისი თა­ნა­გუნ­დე­ლი ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი გახ­და.

ჯა­ბამ "ტო­ბოლ­ში" ნურ­ბოლ ჟუ­მას­კა­ლი­ევ­თან ერ­თად ითა­მა­შა, რო­მე­ლიც კოს­ტა­ნა­ის კლუ­ბის ლე­გენ­დაა. ყა­ზა­ხი ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით, მას კან­კა­ვა­ზე უფრო დიდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არას­დროს შეხ­ვედ­რია. 2018 წელს, ექ­ვსწლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, "ტო­ბოლ­მა" ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი და­იბ­რუ­ნა. ეს მეტ­წი­ლად მო­ედ­ნის ცენ­ტრში კან­კა­ვას კარ­გი თა­მა­შით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ჯამ­ში, ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ტო­ბოლ­ში" მისი კა­რი­ე­რა ძა­ლი­ან შთმბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა - ჯაბა იქა­უ­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და. ქარ­თველ­მა ნა­ხე­ვარმცველ­მა გუნდში 90 თა­მა­ში ჩა­ა­ტა­რა, 6 გოლი გა­ი­ტა­ნა, 3 პასი გა­ა­კე­თა და გუნდს ბრინ­ჯა­ო­სა და ვერ­ცხლის მედ­ლე­ბის მო­გე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

ის "ტო­ბო­ლის" ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ლე­გი­ო­ნე­რად დარ­ჩე­ბა.

2021 წლი­დან კან­კა­ვა ბრა­ტის­ლა­ვა "სლო­ვა­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლია.

  • რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნა ჯა­ბამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე

2014 წლის 30 მარტს, კან­კა­ვას გმი­რო­ბამ მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. უკ­რა­ი­ნის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატჩში დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის "დნიპ­რო­სა" და დი­ნა­მო "კი­ევს" შო­რის, უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენ­ტი და­ფიქ­სირ­და. შეხ­ვედ­რის 22-ე წუთ­ზე, მე­კა­რის სა­ჯა­რი­მო მო­ე­დან­ში მა­ღა­ლი ბურ­თის­თვის "დი­ნა­მო­ელ­თა" კა­პი­ტა­ნი ოლეგ გუ­სე­ვი და "დნიპ­როს" ფეხ­ბურ­თე­ლი ჯაბა კან­კა­ვა იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ ორი­ვეს კან­კა­ვას თა­ნა­გუნ­დელ­მა ბო­ი­კომ და­ას­წრო.

ის მას­პინ­ძელ­თა კა­პი­ტან გუ­სევს ისე შე­ე­ჯა­ხა, რომ გო­ნე­ბა და­ა­კარ­გვი­ნა. მომ­ხდარ­ზე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დის ფეხ­ბურ­თელ­მა კან­კა­ვამ სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და გუ­სევს აუ­ცი­ლე­ბე­ლი პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია. რო­გორც შემ­დგომ­ში გა­ირ­კვა, ქარ­თველ­მა "დი­ნა­მოს" კა­პი­ტა­ნი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა.

გონ­ზე მო­სუ­ლი გუ­სე­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შემ­დგო­მი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის გა­და­იყ­ვა­ნეს. ფეხ­ბურ­თელს თა­ვის ქა­ლის და­ზი­ა­ნე­ბა და მძი­მე ტვი­ნის შერ­ყე­ვა და­უ­ფიქ­სირ­და. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, გუ­სევ­მა სამი კბი­ლი და­კარ­გა.

კლი­ნი­კის მთა­ვარ­მა ექიმ­მა და პრე­ზი­დენ­ტმა, სა­დაც "დი­ნა­მოს" კა­პი­ტა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფეხ­ბურ­თე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს.

"ჯაბა კან­კა­ვას მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და და გუ­სევს ენის გა­დაყ­ლაპ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გუ­სე­ვი გონს მო­ვი­და და ის მო­ედ­ნი­დან სა­კა­ცით გა­იყ­ვა­ნეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ერ­თა­დერ­თი მსხვერ­პლი მომ­ხდარ­ში კან­კა­ვა იყო, რო­მელ­საც ინ­ცი­დენ­ტის დროს ხელ­ზე უკბი­ნეს", - წერ­და მა­შინ "გარ­დი­ა­ნი".

იმ­ხა­ნად “ზუგ­დი­დის” ყო­ფილ­მა ნა­ხე­ვარმცველ­მა ლე­ვან გუ­ლორ­და­ვამ უკ­რა­ი­ნულ ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტალ matchday.ua-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რო­მელ­შიც მომ­ხდარ­ზე ჰკი­თხეს, - კან­კა­ვას ასეთ­მა რე­აქ­ცი­ამ გა­გა­ო­ცა­თო?

ჯაბა და ლე­ვან გუ­ლორ­და­ვა

"გა­სა­ო­ცა­რი რაა? ისეა აღ­ზრდი­ლი, რომ სხვა ადა­მი­ანს გულს მის­ცემს. ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია. ალ­ბათ, ეს ეხ­მა­რე­ბა. ჯაბა “რე­ჟი­მის­ტია”. მთლი­ა­ნად ფეხ­ბურთზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ვარ­ჯი­შობს, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ობს. ვერ ვი­ტყვი, რომ მხო­ლოდ ბურ­თით “მუ­შა­ობს”. მა­გა­ლი­თად, კრივ­შიც ვარ­ჯი­შობს, ვე­ლო­სი­პე­დი­თაც და­დის. ერთხელ, ვარ­ჯი­შის შემ­დეგ დარ­ჩე­ნა მთხო­ვა. ჩვენ დი­ლას ვჭა­მეთ და წვრთნის დას­რუ­ლე­ბის მერე, კი­დევ 3 სა­ა­თი “ვი­მუ­შა­ვეთ”. კე­დელ­ზე ბურ­თით ვვარ­ჯი­შობ­დით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ისე და­ვი­ღა­ლე, კი­ნა­ღამ ცუ­დად გავ­ხდი... მას კი­დევ, მგო­ნი შე­ეძ­ლო, კი­დევ 3 სა­ა­თი ევარ­ჯი­შა..." - უპა­სუ­ხა გუ­ლორ­და­ვამ.

  • ნაკ­რე­ბი­დან წას­ვლა, დაბ­რუ­ნე­ბა და ისევ წას­ვლა?

2022 წელს, ჯაბა კან­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან წა­ვი­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

"ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა დრო, რო­დე­საც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მოკ­ლედ, ბევ­რი რა­მის თქმა გსურს. ეს, სწო­რედ ასე­თი შემ­თხვე­ვაა. სი­ტყვა მად­ლო­ბა ჩემ ცხოვ­რე­ბა­შიც გა­მორ­ჩე­უ­ლია, ამი­ტომ მად­ლო­ბა ღმერ­თს, რისი კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მომ­ცა, მად­ლო­ბა ჩემ ქვე­ყა­ნას, რად­გან თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ასეთ დო­ნე­ზე და ამ დო­ზით მქონ­და. მად­ლო­ბა ხალ­ხს, თი­თო­ე­ულ გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვის­გა­ნაც ვგრძნობ­დი სიყ­ვა­რულს, გვერ­დში დგო­მას, პა­ტი­ვის­ცე­მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა დე­დას, სწო­რედ მისი და ჩემი ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის, და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მქონ­და მო­ტი­ვა­ცია და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი.

... მე ვარ ამა­ყი, რომ ვი­ყა­ვი სა­ქათ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვი­და, არ ვიცი, მაგ­რამ მე ნამ­დვი­ლად მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებ­დი, რომ ჩემი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბა­ში ჩემი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ვას­რუ­ლო სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა, წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს და ეროვ­ნულ ნაკ­რებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და მჯე­რა მათი წარ­მა­ტე­ბის მო­მა­ვალ­ში. ქვეყ­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჯაბა კან­კა­ვა“, - წერ­და ფეხ­ბურ­თე­ლი.

2024 წლის მარ­ტში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ნა­ხე­ვარმცვე­ლი ჯაბა კან­კა­ვა დაბ­რუნ­და. ნაკ­რებ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ჯაბა კან­კა­ვას მო­ე­დან­ზე 22 მარტს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდა, მაგ­რამ ის ჟეს­ტი, რო­დე­საც თა­მა­ში­სას კა­ში­ამ მას კა­პიტ­ნის სამ­კლა­ვუ­რი გა­დას­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­დი­ას­თან გუ­რამ კა­შია თქვა: "ჯაბა არის მა­გა­ლი­თი ბევ­რი თა­ო­ბის­თვის, ჩემ­თვი­საც. მინ­დო­და, ჯა­ბას­თვის პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­მე­ხა­ტა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა კა­პიტ­ნის სამ­კლა­ვუ­რი ჯა­ბას ეკე­თე­ბა თუ მე, ორი­ვე გა­მოც­დი­ლი და ბე­ბე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ვართ და ვცდი­ლობთ, რომ გუნდს და­ვეხ­მა­როთ...“

კა­ში­ას მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ ულა­პა­რა­კია ჯა­ბა­ზე.

"ჯაბა ჩემ­თვის ინ­სპი­რა­ცი­აა, გა­სა­ო­ცა­რია, რამ­დენს შრო­მობს, რო­გო­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. მე მე­გო­ნა, რომ მე ვშრო­მობ­დი ბევ­რს, მაგ­რამ რაც ჯა­ბას თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა ვნა­ხე, მე არა­ფე­რი ვარ მას­თან. ჩემ­ზე ერთი წლით დი­დია, ვერ ვხსნი, რო­გორ ახერ­ხებს ამ­დენ ფიქ­რს, ვარ­ჯიშს, თავ­და­დე­ბას..." - ამ­ბობს გუ­რა­მი ჯა­ბა­ზე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • კან­კა­ვა და კა­შია მე­სა­მედ გახ­დნენ სლო­ვა­კე­თის ჩემ­პი­ო­ნე­ბი

ჯაბა კან­კა­ვა და გუ­რამ კა­შია ერთ გუნდში "სლო­ვან­ში" თა­მა­შო­ბენ. ორი­ვე ქარ­თველს კლუბ­თან კონ­ტრაქ­ტი ამ ზა­ფხულ­ში ეწუ­რე­ბა. მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი - გუნ­დის მთა­ვარ მწვრთნელ ვლა­დი­მირ ვა­ისს და კლუ­ბის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ივან კმოტ­რიკ-უმ­ცროსს აქვთ.

რო­გორც "სლო­ვა­ნის" მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი აცხა­დებს, კლუბ­მა ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან უკვე და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბა ახა­ლი კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"ამ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მო­მა­ვალ­სა და მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­დე­გებს შე­სა­ბა­მის დროს მო­გახ­სე­ნებთ", - გა­ნა­ცხა­და კმოტ­რიკ-უმ­ცროს­მა.

2024 წლის აპ­რილ­ში ბრა­ტის­ლა­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს ზე­დი­ზედ მე­ექ­ვსედ ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბა, სულ კი კლუ­ბის ის­ტო­რი­ა­ში ეს მათ­თვის ოც­და­მე­ა­თე ტი­ტუ­ლია. კა­ში­ა­სა და კან­კა­ვას­თვის ეს ზე­დი­ზედ მე­სა­მედ მო­პო­ვე­ბუ­ლი ოქ­როს მე­და­ლია.

გუ­რამ კა­ში­ამ სლო­ვა­კე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში 20 მატჩში 1 გოლი გა­ი­ტა­ნა, ჯაბა კან­კა­ვა­მაც 20 შეხ­ვედ­რა­ში ერთხელ შეძ­ლო თა­ვის გა­მო­ჩე­ნა.

  • 100 და მეტი...

ჯაბა კან­კა­ვამ 2021 წელს ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის რე­კორ­დი გა­ი­მე­ო­რა და მე­ო­რე ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში 100 შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა. ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა მისი იმ­ჟა­მად ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თი ფე­დე­რა­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

"არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ამ­დენ მატჩს ვი­თა­მა­შებ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით, 70-80 თა­მა­ში რომ და­მიგ­როვ­და, უკვე ვიგ­რძე­ნი, შე­იძ­ლე­ბო­და 100-მდე მი­მეღ­წია. თუმ­ცა, არ მი­ფიქ­რია, 100 მატჩს ჩა­ვა­ტა­რებ და წა­ვალ-მეთ­ქი. რე­კორ­დე­ბი ჩემი მი­ზა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა, ეს თა­ვის­თა­ვად მოხ­და და, რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნოა.

ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში იმ­დე­ნად მინ­დო­და თა­მა­ში და ეს ჩემ­თვის იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი. პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მი­მიწ­ვი­ეს. ეს ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლიც იყო და დიდი მო­ტი­ვა­ცი­აც - ვცდი­ლობ­დი, ად­გი­ლი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

2004 წელს "დი­ნა­მოს“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნი ჰქონ­და - უეფა-ს თა­სის ჯგუფ­შიც მოვხდით და ვგრძნობ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ნაკ­რებ­შიც გა­მო­ვე­ძა­ხე. პირ­ველ ოფი­ცი­ა­ლურ მატჩში თურ­ქეთ­თან სტუმ­რად შეც­ვლა­ზე შე­ვე­დი, რამ­დე­ნი­მე დღის მერე კი ალ­ბა­ნეთ­თან შინ ვი­თა­მა­შეთ და ჩემი დე­ბი­უ­ტი იქ შედ­გა. იმ შეხ­ვედ­რა­ში ბევ­რი კარ­გი რამ და­ემ­თხვა - სახ­ლში მო­გე­ბა და მა­ყუ­რებ­ლით სავ­სე სტა­დი­ო­ნი. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი.

დღემ­დე მახ­სოვს, რო­გორ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, როცა ალენ ჟი­რეს­მა მი­თხრა, "გა­ხურ­დიო“. შეც­ვლა­ზე შე­ვე­დი და ორ წუთ­ში ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ვი­ღე - მას მერე ყვით­ლე­ბი და­მე­ბე­და. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ ემო­ცია მალე დავძლიე. ალ­ბათ, ეს გრძნო­ბა ყვე­ლა დე­ბი­უ­ტანტს აქვს, მაგ­რამ მერე ეჩ­ვე­ვი.

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, ყვით­ლე­ბის ან ტრავ­მის გამო გუნდს ვერ დავ­ხმა­რე­ბი­ვარ. ასეთ დროს თით­ქოს, იმუხ­ტე­ბი, ორ­მა­გად გინ­დე­ბა ენერ­გია შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე შენი ქვეყ­ნის­თვის და­ხარ­ჯო.

გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­მა­შე­ბი? ხორ­ვა­ტი­ას­თან და ბე­ლა­რუს­თან მო­გე­ბე­ბი, რად­გან ამ ორი მატ­ჩის შემ­დეგ ჩვენ რე­ა­ლუ­რი შან­სი გვქონ­და, რომ რა­ღაც შე­დე­გის­თვის მიგ­ვეღ­წია.

ოჯა­ხი ყვე­ლას­თვის პირ­ველ ად­გილ­ზეა. დე­და­ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­მოვ­ყოფ­დი - ტრავ­მი­სას თუ სხვა დროს, დე­და­ჩე­მი ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დით იყო.

ერთი მი­ზა­ნი მქონ­და - ბევ­რი მე­ვარ­ჯი­შა და და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა ყო­ვე­ლი თა­მა­შის წინ, რომ ნაკ­რე­ბის თერ­თმე­ტე­ულ­ში თა­მა­შის ღირ­სი ვი­ყა­ვი. ამის­თვის სა­ჭი­რო იყო შრო­მა.

მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში დგო­მის­თვის. ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი ქო­მა­გე­ბის სიყ­ვა­რულს. იყ­ვნენ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლე­ბიც, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბის­გან გვერ­დში დგო­მას ვგრძნობ­დი და სა­ნამ ვი­თა­მა­შებ, ვეც­დე­ბი, მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თო“.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კან­კა­ვა წლე­ბია ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სიის ლი­დე­რია, ამ დრომ­დე და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია. ფეხ­ბურ­თე­ლი არა­სო­დეს სა­უბ­რობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ჯა­როდ და არა­სო­დეს მოხ­ვედ­რი­ლა მისი ცხოვ­რე­ბა ყვი­თე­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ერ­თა­დერ­თი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გში“ 2014 წელს ფეხ­ბურ­თე­ლის მა­მას­თან გია კან­კა­ვას­თან და­ი­ბეჭ­და.

"შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ იყოს, არ და­მი­მა­ლავ­და, ძა­ლი­ან მინ­და, ცოლი მო­იყ­ვა­ნოს და და­ო­ჯახ­დეს. ასა­კი ემა­ტე­ბა და არ მინ­და, ცოლი გვი­ან შე­ირ­თოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთი თვით ჩა­მო­დის. თითო ჯერ­ზე მხო­ლოდ სამ-სამი დღით უწევს ნაკ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­მოს­ვლა და არა­ქარ­თვე­ლის ცო­ლად მომ­ყვა­ნი არ გახ­ლავთ. ტი­პა­ჟია ასე­თი.“ - ამ­ბობ­და გია კან­კა­ვა...

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯა­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და დე­დას­თან. სამ­წუ­ხა­როდ, ქალ­ბა­ტო­ნი ნანა 2021 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

"ჯაბა ვარ­ჯიშ­ზე ან თა­მაშ­ზე სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ის თა­მა­შით ამ­ბობს მის სათ­ქმელს. 1 კვი­რის წინ დედა გარ­და­ეც­ვა­ლა, მაგ­რამ სა­მა­გა­ლი­თო მიდ­გო­მა გა­მო­ავ­ლი­ნა მატ­ჩი­სა და მისი საქ­მის მი­მართ. ჯაბა კან­კა­ვა სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ვის­თა­ნაც ოდეს­მე მი­მუ­შა­ვია. სხვე­ბი რომ ახ­ლოს იყ­ვნენ მას­თან, საქ­მე გუნდში სულ სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და იმ­ხა­ნად "სლო­ვა­ნის" მწვრთნელ­მა ვლა­დი­მირ ვა­ის­მა.

ფეხ­ბურ­თელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­დის არა­ერ­თი ფოტო აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ჯა­ბას ჰყავს ძმა - ლე­ვა­ნი, რო­მე­ლიც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ ჯაბა რო­გორც ახერ­ხებს, ცდი­ლობს ძმის­შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როს დრო. მათ­გან ერთ-ერთი მისი მო­სა­ხე­ლეა.

დე­დას­თან და პა­ტა­რა ძმის­შვილ­თან ერ­თად

ამ­ბო­ბენ, რომ საკ­მა­ოდ ხში­რად ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, თუმ­ცა სა­კუ­თარ ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არა თუ არ უყ­ვარს, სხვებ­საც უკ­რძა­ლავს ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რაკს.

ხში­რად სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა­საც არ ერი­დე­ბა. ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მისი პოს­ტე­ბი ბევ­რის­თვის მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თად, ქუ­ჩებ­ში საპ­რო­ტეს­ტოდ გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კი დიდ მხარ­და­ჭე­რად იქცა.

გულ­შე­მატ­კივ­რებს აზ­რით, ჯაბა სულ სხვაა, ის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა დრო­ის კა­პიტ­ნად დარ­ჩე­ბა, რო­მე­ლიც მო­ე­დან­ზე სულ­სა და გულს დებს და იბ­რძვის ბო­ლომ­დე... და როცა მი­იჩ­ნევს, რომ წას­ვლის დროა, მი­დის...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ის არის ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვანდობ ჩემს სიცოცხლეს" - ყველა დროის კაპიტანი: ჯაბა კანკავას კარიერა, ოჯახი და გასაოცარი გადაწყვეტილება

"ის არის ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვანდობ ჩემს სიცოცხლეს" - ყველა დროის კაპიტანი: ჯაბა კანკავას კარიერა, ოჯახი და გასაოცარი გადაწყვეტილება

არ უყვარს, როდესაც მასზე ლაპარაკობენ, არც თვითონ ლაპარაკობს ბევრს... წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების სიტყვაძუნწი კაპიტანი მოქმედებით იყო ყოველთვის გამორჩეული და მისაბაძი...

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯაბა არის სამაგალითო ფეხბურთელი. მას, როგორც ფეხბურთელს, არ სჭირდება ჩემი კომენტარი დიდად, რადგან ყველამ ყველაფერი იცის... რაც მაკვირვებდა და მაკვირვებს, ის არის, თუ რამხელა პროფესიონალიზმი და ნებისყოფა აქვს, როგორ უყვარს თავისი ქვეყანა, რა პატივს სცემს სამშობლოს... ყველაფერი გვერდზე აქვს გადადებული იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე წარმოაჩინოს თავი. მოედნის გარეთ ის არის ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვანდობ ჩემს სიცოცხლეს, მოედანზე კი ყოველთვის იყო ფეხბურთელი, რომელიც მეიმედებოდა, რომელიც ზურგს მიმაგრებდა..." - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი...

24 მაისს მედიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯაბა კანკავას მიმართვა გავრცელდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად წერს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ის არა როგორც მოთამაშე, არამედ როგორც გულშემატკივარი წავა. ფეხბურთელისთვის, რომელმაც მთელი კარიერა მიუძღვნა საყვარელ საქმეს და რომელსაც მიეცა საშუალება მოხვედრილიყო, ალბათ, ყველა დროის სანატრელ სანაკრებო განაცხადში, ამ გადაწყვეტილების მიღება ურთულესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ისევ საკუთარი ქვეყნის და ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება.

  • აი, რას წერს ჯაბა:

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გულშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს ჯაბა კანკავა.

<blockquote class="instagram-media" data-instgrm-captioned data-instgrm-permalink="https://www.instagram.com/p/C7V7C9Msz3J/?utm_source=ig_embed&amp;utm_campaign=loading" data-instgrm-version="14" style=" background:#FFF; border:0; border-radius:3px; box-shadow:0 0 1px 0 rgba(0,0,0,0.5),0 1px 10px 0 rgba(0,0,0,0.15); margin: 1px; max-width:540px; min-width:326px; padding:0; width:99.375%; width:-webkit-calc(100% - 2px); width:calc(100% - 2px);"><div style="padding:16px;"> <a href="https://www.instagram.com/p/C7V7C9Msz3J/?utm_source=ig_embed&amp;utm_campaign=loading" style=" background:#FFFFFF; line-height:0; padding:0 0; text-align:center; text-decoration:none; width:100%;" target="_blank"> <div style=" display: flex; flex-direction: row; align-items: center;"> <div style="background-color: #F4F4F4; border-radius: 50%; flex-grow: 0; height: 40px; margin-right: 14px; width: 40px;"></div> <div style="display: flex; flex-direction: column; flex-grow: 1; justify-content: center;"> <div style=" background-color: #F4F4F4; border-radius: 4px; flex-grow: 0; height: 14px; margin-bottom: 6px; width: 100px;"></div> <div style=" background-color: #F4F4F4; border-radius: 4px; flex-grow: 0; height: 14px; width: 60px;"></div></div></div><div style="padding: 19% 0;"></div> <div style="display:block; height:50px; margin:0 auto 12px; width:50px;"><svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg></div><div style="padding-top: 8px;"> <div style=" color:#3897f0; font-family:Arial,sans-serif; font-size:14px; font-style:normal; font-weight:550; line-height:18px;">View this post on Instagram</div></div><div style="padding: 12.5% 0;"></div> <div style="display: flex; flex-direction: row; margin-bottom: 14px; align-items: center;"><div> <div style="background-color: #F4F4F4; border-radius: 50%; height: 12.5px; width: 12.5px; transform: translateX(0px) translateY(7px);"></div> <div style="background-color: #F4F4F4; height: 12.5px; transform: rotate(-45deg) translateX(3px) translateY(1px); width: 12.5px; flex-grow: 0; margin-right: 14px; margin-left: 2px;"></div> <div style="background-color: #F4F4F4; border-radius: 50%; height: 12.5px; width: 12.5px; transform: translateX(9px) translateY(-18px);"></div></div><div style="margin-left: 8px;"> <div style=" background-color: #F4F4F4; border-radius: 50%; flex-grow: 0; height: 20px; width: 20px;"></div> <div style=" width: 0; height: 0; border-top: 2px solid transparent; border-left: 6px solid #f4f4f4; border-bottom: 2px solid transparent; transform: translateX(16px) translateY(-4px) rotate(30deg)"></div></div><div style="margin-left: auto;"> <div style=" width: 0px; border-top: 8px solid #F4F4F4; border-right: 8px solid transparent; transform: translateY(16px);"></div> <div style=" background-color: #F4F4F4; flex-grow: 0; height: 12px; width: 16px; transform: translateY(-4px);"></div> <div style=" width: 0; height: 0; border-top: 8px solid #F4F4F4; border-left: 8px solid transparent; transform: translateY(-4px) translateX(8px);"></div></div></div> <div style="display: flex; flex-direction: column; flex-grow: 1; justify-content: center; margin-bottom: 24px;"> <div style=" background-color: #F4F4F4; border-radius: 4px; flex-grow: 0; height: 14px; margin-bottom: 6px; width: 224px;"></div> <div style=" background-color: #F4F4F4; border-radius: 4px; flex-grow: 0; height: 14px; width: 144px;"></div></div></a><p style=" color:#c9c8cd; font-family:Arial,sans-serif; font-size:14px; line-height:17px; margin-bottom:0; margin-top:8px; overflow:hidden; padding:8px 0 7px; text-align:center; text-overflow:ellipsis; white-space:nowrap;"><a href="https://www.instagram.com/p/C7V7C9Msz3J/?utm_source=ig_embed&amp;utm_campaign=loading" style=" color:#c9c8cd; font-family:Arial,sans-serif; font-size:14px; font-style:normal; font-weight:normal; line-height:17px; text-decoration:none;" target="_blank">A post shared by Jaba Kankava (@jabakankava)</a></p></div></blockquote> <script async src="//www.instagram.com/embed.js"></script>

  • კანკავას გზა დიდი სპორტისკენ

ჯაბა კანკავა 1986 18 მარტს, თბილისში დაიბადა.

მისი პირველი მწვრთნელი გურამ ჩომახიძე იყო. მასთან 6 წლის მიიყვანეს და 8 წელი ვარჯიშობდა...

14 წლის ასაკში კი გადავიდა თბილისის “დინამოში”, სადაც ვახტანგ კოპალეიშვილთან გააგრძელა ვარჯიში. მერე კი იყო გია გეგუჩაძე, რომელიც ჯაბას ენდო და 18 წლის ბიჭი უეფას თასის მატჩებში ათამაშა. რამდენად გაუმართლა, გემახსოვრებათ...

2016 წელს, "მსოფლიო სპორტმა“ ჯაბას პირველ მწვრთნელთან ჩაწერა ინტერვიუ, რომლიდანაც ფრაგმენტს გთავაზობთ.

გურამ ჩომახიძე:

- 6 წლისა იყო, ჯაბა ჩემთან რომ მოიყვანეს. დიდუბეში “მაუდის” სტადიონი რომ არის, იქ ვვარჯიშობდით. გუნდს მაშინ “ვაკე 91” ერქვა, მერე “მაუდი” დაერქვა, მერე “ელექტრონი”. “ყაზბეგის” სახელითაც გამოვდიოდით. ჯაბა ძალიან მოუსვენარი ბავშვი იყო, მაგრამ არა ისეთი, უზრდელობაში რომ გადადიან. პირიქით, თავს შეგაყვარებდა თავისი ცელქობით. მის გარეშე არაფერი ხდებოდა. ზედახორებს აწყობდა და ბავშვების ხმაურზე ოთახში რომ შევიდოდი, ვიკითხავდი - ვინ დაიწყო? რა თქმა უნდა, ჯაბა. თვითონაც შემომხედავდა ეშმაკური და ღიმილიანი სახით და ვეღარ ვუბრაზდებოდი. ისედაც არ გავუბრაზდებოდი, რადგან ზედახორაც თავისებური ვარჯიში იყო.

- გამიგია, კანკავა თავიდან თავდამსხმელი იყოო...

- დიახ, ბომბარდირი ხდებოდა. მერე სხვა ბიჭები რომ მოვიყვანეთ, ჯაბა უკან დავწიე, ნახევარდაცვაში. სხვებზე ერთი წლით პატარა იყო, მოვიდნენ გოგა ფიფია, სანდრო იაშვილი და სხვები, ამიტომაც ჯაბა უკან დავწიე. მოედანს კარგად ხედავდა და როგორც ახლაა, მაშინაც მშრომელი იყო, ფუტკარივით იყო ცენტრში. თუმცა შეტევას არ ვუშლიდი, პირიქით, უფრო შეტევაზე ორიენტირებულად დავაყენე.

- არ ეწყინა, თავდამსხმელობიდან ნახევარმცველად რომ გადაწიეთ? რაც უნდა იყოს, ბავშვებს წინ თამაში უყვართ.

- თავიდან მართლაც არ ესიამოვნა, მაგრამ ავუხსენი, რატომ გადავწყვიტე ასე. ცოტა ხანში თვითონაც მიხვდა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

გუნდში იყო ჯაბას ძმა, ლევან კანკავაც. ის ჯაბაზე ერთი წლით დიდი იყო...

- როდის შეეშვა ფეხბურთს ჯაბას ძმა?

- როცა ჯაბა “დინამოში” გადავიდა. ლევანიც ნიჭიერი იყო, მაგრამ სისწრაფე აკლდა.

ძმები კანკავები

- ჯაბას ჰქონდა ოჯახიდან ხელშეწყობა?

- რთული პერიოდი იდგა, 90-იანი წლები და მითუმეტეს, 90-95 წლებში ხომ იცით, რამდენს უჭირდა. თუმცა ჯაბას ჰქონდა ხელშეწყობა. ერთხელ დედამისი, ქალბატონი ნანა შემხვდა და მითხრა - ეს ბავშვი მარტო ფეხბურთზეა გადართული და წიგნი საერთოდ აღარ აინტერესებს, არ ვიცი, რა მოვუხერხოო. წლების მერე შემხვდა ნანა - გახსოვს, რომ გისაყვედურეო?.. არა, ფეხბურთის წინააღმდეგი არც მაშინ იყო დედა, მაგრამ ამბობდა, სწავლასაც უნდა მიხედოსო. აი, ჯაბას მამა, გია ძალიან იყო მოწადინებული, რომ შვილი ფეხბურთელი გამხდარიყო.

- სპორტის სხვა სახეობებზე არ უვლია ჯაბას?

- აკრობატიკაზე დამყავდა მთელი გუნდი, მერე მძლეოსანი მოვიყვანე. ამან ძალიან კარგი შედეგი მისცა გუნდს. სხვა გუნდის ბავშვები რასაც ვერ აკეთებდნენ მოქნილობის მხრივ, ესენი ახერხებდნენ.

- კანკავა მაშინაც ასეთი შრომისმოყვარე იყო?

- ძალიან. ბავშვები ხომ არიან ზარმაცები, მაგრამ ჯაბა - არა. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა. ეს თვისება გაჰყვა და გაჰყვა. რასაც ვავალებდი, ზედმიწევნით ასრულებდა, მაგრამ თავის იმპროვიზაციასაც ზემოდან ამატებდა. მისგან თამაშის მიგდება და ზერელობა წარმოუდგენელი იყო. სულ კარგად თამაშობდა, სტაბილურად. დიამეტრულად შეიცვალა სხვა მხრივ: ბავშვობაში მხიარული და ენაკვიმატი იყო, ახლა კი, თავადაც იცით, ბევრი ლაპარაკი, ინტერვიუები და თავის გამოჩენა არ უყვარს.

- კონფლიქტური ხომ არ იყო?

- არა, მაგრამ თავს არავის დააჩაგვრინებდა. თავად ჯაბასგან კი ვინმეს დაჩაგვრა წარმოუდგენელი იყო და არის. ძალიან უბრალოა. ამ უბრალოებამაც გახადა ასეთი ფეხბურთელი.

- ბოლოს ისევ ჯაბა კანკავაზე. რამდენად კარგი ურთიერთობა გაქვთ? როცა ჩამოდის, გნახულობთ?

- რა უფლება აქვს, რომ არ მნახოს?! ეს ნახევრად ხუმრობით. ძალიან კარგი ადამიანია, ყველანაირად მეხმარება და ღმერთი გაახარებს.

მოკლედ, კანკავამ საკლუბო კარიერა 2004 წელს, თბილისის "დინამოში“ დაიწყო, მაშინ მწვრთნელად ახალი დანიშნული იყო გია გეგუჩაძე, რომელიც აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებდა.

იმ სეზონში სპორტსმენი კლუბთან ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა, მან ასევე წარმატებით იასპარეზა ევროტურნირებზე. 18 წლის ჯაბამ მშობლიურ თბილისის "დინამოში" სერიოზული განაცხადი გააკეთა - იმ წელს გუნდი უეფას თასის ჯგუფში მოხვდა. კანკავამ გაიტანა გამარჯვების გოლი პრაღის "სლავიასთან", რამაც "დინამო" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ეს ფაქტი არ გამორჩენია საქართველოს ნაკრების მაშინდელ მთავარ მწვრთნელს, ალენ ჟირესს და... 2005 წლის სექტემბერში, ალბანეთის წინააღმდეგ (2:0), საქართველოს ნაკრებში ჯაბას დებიუტი შედგა...

"დინამოში“ წარმატებული სეზონის შემდეგ კანკავა ვლადიკავკაზის "ალანიაში“ გადავიდა, სადაც 12 მატჩი ჩაატარა. 2005 წელს კი ქართველი ნახევარმცველი უკრაინაში კიევის "არსენალში“ წავიდა, სადაც 24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2007 წლიდან ჯაბა დნეპროპეტროვსკის "დნიპროში“ ჩაირიცხა, სადაც სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. გუნდში ახალმისული კანკავა პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააყენეს, მაგრამ კიევის "დინამოსთან“ ჩატარებულ შეხვედრისას მეტოქესთან უხეშობის გამო, მოედნიდან გააძევეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

2007 წლის ბოლოს, როგორც კი კანკავას შესაძლებლობა მიეცა, რომ გუნდში საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინა, ამიტომ უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის გმირად აღიარეს. ამ პერიოდში სპორტსმენი 22 წლის იყო და მისი სპორტული კარიერა წარმატებულად მიდიოდა.

2007-08 წლის სეზონში 22 მატჩში 3 გოლი გატანა შეძლო, ხოლო 2008-09 წლის სეზონში 3 მატჩი და არცერთი გოლი არ გაუტანია. 2009 წელს ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და თამაში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ განაახლა. 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის აგვისტომდე იჯარის წესით განათხოვრებული იყო კრივოი-როგის "კრივბასში“, შემდეგ კი ისევ "დნიპროში“ დაბრუნდა და გუნდის კაპიტანი გახდა.

30 წლის მოთამაშის შემდეგი ნაბიჯი ევროპაში გადასვლა იყო. კანკავა ლიგა 1-ის "რეიმსში" მივიდა. მან ფრანგებთან 4-წლიანი კონტრაქტი (3+1) გააფორმა. ისევე, როგორც უკრაინაში, ქართველ ნახევარმცველს საქმე უცებ ვერ აეწყო, ძირითადად - ფრანგული ენის არცოდნის გამო.

"რეიმსმა" 2015/16 წლების სეზონი მე-18 ადგილზე დაასრულა და ლიგა 2-ში დაქვეითდა, სადაც გუნდმა შემდეგ სეზონში მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა. კანკავას ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თამაშები გამოტოვა და... საბოლოოდ, კონტრაქტის გაუქმება გადაწყვიტა...

საფრანგეთის შემდეგ, კანკავა 6 თვე უკლუბოდ იყო. ამ დროს, ყაზახეთში, კოსტანაის "ტობოლში" მისი გადასვლის ინიციატორი ეროვნულ ნაკრებში მისი თანაგუნდელი ნიკა კვეკვესკირი გახდა.

ჯაბამ "ტობოლში" ნურბოლ ჟუმასკალიევთან ერთად ითამაშა, რომელიც კოსტანაის კლუბის ლეგენდაა. ყაზახი ფეხბურთელის თქმით, მას კანკავაზე უფრო დიდი პროფესიონალი არასდროს შეხვედრია. 2018 წელს, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, "ტობოლმა" ბრინჯაოს მედლები დაიბრუნა. ეს მეტწილად მოედნის ცენტრში კანკავას კარგი თამაშით იყო განპირობებული.

ჯამში, ამ სამი წლის განმავლობაში "ტობოლში" მისი კარიერა ძალიან შთმბეჭდავი აღმოჩნდა - ჯაბა იქაური გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გახდა. ქართველმა ნახევარმცველმა გუნდში 90 თამაში ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა, 3 პასი გააკეთა და გუნდს ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლების მოგებაში დაეხმარა.

ის "ტობოლის" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერად დარჩება.

2021 წლიდან კანკავა ბრატისლავა "სლოვანის" ფეხბურთელია.

  • როგორ გადაარჩინა ჯაბამ მოწინააღმდეგე

2014 წლის 30 მარტს, კანკავას გმირობამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია. უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩში დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და დინამო "კიევს" შორის, უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. შეხვედრის 22-ე წუთზე, მეკარის საჯარიმო მოედანში მაღალი ბურთისთვის "დინამოელთა" კაპიტანი ოლეგ გუსევი და "დნიპროს" ფეხბურთელი ჯაბა კანკავა იბრძოდნენ, მაგრამ ორივეს კანკავას თანაგუნდელმა ბოიკომ დაასწრო.

ის მასპინძელთა კაპიტან გუსევს ისე შეეჯახა, რომ გონება დააკარგვინა. მომხდარზე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა კანკავამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და გუსევს აუცილებელი პირველადი დახმარება გაუწია. როგორც შემდგომში გაირკვა, ქართველმა "დინამოს" კაპიტანი სიკვდილს გადაარჩინა.

გონზე მოსული გუსევი საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ფეხბურთელს თავის ქალის დაზიანება და მძიმე ტვინის შერყევა დაუფიქსირდა. შეჯახების შედეგად, გუსევმა სამი კბილი დაკარგა.

კლინიკის მთავარმა ექიმმა და პრეზიდენტმა, სადაც "დინამოს" კაპიტანი მკურნალობის კურსს გადიოდა, მოგვიანებით ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთეს.

"ჯაბა კანკავას მყისიერი რეაქცია ჰქონდა და გუსევს ენის გადაყლაპვის საშუალება არ მისცა. რამდენიმე წუთში გუსევი გონს მოვიდა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი მსხვერპლი მომხდარში კანკავა იყო, რომელსაც ინციდენტის დროს ხელზე უკბინეს", - წერდა მაშინ "გარდიანი".

იმხანად “ზუგდიდის” ყოფილმა ნახევარმცველმა ლევან გულორდავამ უკრაინულ ინტერნეტპორტალ matchday.ua-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მომხდარზე ჰკითხეს, - კანკავას ასეთმა რეაქციამ გაგაოცათო?

ჯაბა და ლევან გულორდავა

"გასაოცარი რაა? ისეა აღზრდილი, რომ სხვა ადამიანს გულს მისცემს. ძალიან მორწმუნე ადამიანია. ალბათ, ეს ეხმარება. ჯაბა “რეჟიმისტია”. მთლიანად ფეხბურთზეა კონცენტრირებული. ვარჯიშობს, საკუთარ თავზე მუშაობს. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ბურთით “მუშაობს”. მაგალითად, კრივშიც ვარჯიშობს, ველოსიპედითაც დადის. ერთხელ, ვარჯიშის შემდეგ დარჩენა მთხოვა. ჩვენ დილას ვჭამეთ და წვრთნის დასრულების მერე, კიდევ 3 საათი “ვიმუშავეთ”. კედელზე ბურთით ვვარჯიშობდით. საბოლოო ჯამში, ისე დავიღალე, კინაღამ ცუდად გავხდი... მას კიდევ, მგონი შეეძლო, კიდევ 3 საათი ევარჯიშა..." - უპასუხა გულორდავამ.

  • ნაკრებიდან წასვლა, დაბრუნება და ისევ წასვლა?

2022 წელს, ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებიდან წავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის, და ახლობელი ადამიანის დიდი დამსახურებაა, რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა, ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი.

... მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში. ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა“, - წერდა ფეხბურთელი.

2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრებში ორწლიანი პაუზის შემდეგ ნახევარმცველი ჯაბა კანკავა დაბრუნდა. ნაკრებში დაბრუნებულ ჯაბა კანკავას მოედანზე 22 მარტს გულშემატკივარი ოვაციებით შეხვდა, მაგრამ ის ჟესტი, როდესაც თამაშისას კაშიამ მას კაპიტნის სამკლავური გადასცა, განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა გულშემატკივრებისთვის.

მოგვიანებით, მედიასთან გურამ კაშია თქვა: "ჯაბა არის მაგალითი ბევრი თაობისთვის, ჩემთვისაც. მინდოდა, ჯაბასთვის პატივისცემა გამომეხატა, არ აქვს მნიშვნელობა კაპიტნის სამკლავური ჯაბას ეკეთება თუ მე, ორივე გამოცდილი და ბებერი ფეხბურთელები ვართ და ვცდილობთ, რომ გუნდს დავეხმაროთ...“

კაშიას მანამდეც არაერთხელ ულაპარაკია ჯაბაზე.

"ჯაბა ჩემთვის ინსპირაციაა, გასაოცარია, რამდენს შრომობს, როგორი პროფესიონალია. მე მეგონა, რომ მე ვშრომობდი ბევრს, მაგრამ რაც ჯაბას თავდაუზოგავი შრომა ვნახე, მე არაფერი ვარ მასთან. ჩემზე ერთი წლით დიდია, ვერ ვხსნი, როგორ ახერხებს ამდენ ფიქრს, ვარჯიშს, თავდადებას..." - ამბობს გურამი ჯაბაზე ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • კანკავა და კაშია მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები

ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ერთ გუნდში "სლოვანში" თამაშობენ. ორივე ქართველს კლუბთან კონტრაქტი ამ ზაფხულში ეწურება. მათთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი - გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს და კლუბის გენერალურ დირექტორს, ივან კმოტრიკ-უმცროსს აქვთ.

როგორც "სლოვანის" მაღალჩინოსანი აცხადებს, კლუბმა ქართველ ფეხბურთელებთან უკვე დაიწყო მოლაპარაკება ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე.

"ამ ფეხბურთელების მომავალსა და მათთან თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. შედეგებს შესაბამის დროს მოგახსენებთ", - განაცხადა კმოტრიკ-უმცროსმა.

2024 წლის აპრილში ბრატისლაველებმა შეძლეს ზედიზედ მეექვსედ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, სულ კი კლუბის ისტორიაში ეს მათთვის ოცდამეათე ტიტულია. კაშიასა და კანკავასთვის ეს ზედიზედ მესამედ მოპოვებული ოქროს მედალია.

გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ჯაბა კანკავამაც 20 შეხვედრაში ერთხელ შეძლო თავის გამოჩენა.

  • 100 და მეტი...

ჯაბა კანკავამ 2021 წელს ლევან კობიაშვილის რეკორდი გაიმეორა და მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 100 შეხვედრა ჩაატარა. ინტერნეტში იძებნება მისი იმჟამად ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც ფეხბურთი ფედერაციამ გაავრცელა.

"არასოდეს მიფიქრია, რომ ეროვნულ ნაკრებში ამდენ მატჩს ვითამაშებდი. დაახლოებით, 70-80 თამაში რომ დამიგროვდა, უკვე ვიგრძენი, შეიძლებოდა 100-მდე მიმეღწია. თუმცა, არ მიფიქრია, 100 მატჩს ჩავატარებ და წავალ-მეთქი. რეკორდები ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, ეს თავისთავად მოხდა და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.

ეროვნულ ნაკრებში იმდენად მინდოდა თამაში და ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი. პროფესიული კარიერის დაწყებიდან დაახლოებით წელიწადნახევარში ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს. ეს ჩემთვის მოულოდნელიც იყო და დიდი მოტივაციაც - ვცდილობდი, ადგილი შემენარჩუნებინა.

2004 წელს "დინამოს“ წარმატებული სეზონი ჰქონდა - უეფა-ს თასის ჯგუფშიც მოვხდით და ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა, ნაკრებშიც გამოვეძახე. პირველ ოფიციალურ მატჩში თურქეთთან სტუმრად შეცვლაზე შევედი, რამდენიმე დღის მერე კი ალბანეთთან შინ ვითამაშეთ და ჩემი დებიუტი იქ შედგა. იმ შეხვედრაში ბევრი კარგი რამ დაემთხვა - სახლში მოგება და მაყურებლით სავსე სტადიონი. ძალიან ბედნიერი ვიყავი.

დღემდე მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, როცა ალენ ჟირესმა მითხრა, "გახურდიო“. შეცვლაზე შევედი და ორ წუთში ყვითელი ბარათი მივიღე - მას მერე ყვითლები დამებედა. ვნერვიულობდი, მაგრამ ემოცია მალე დავძლიე. ალბათ, ეს გრძნობა ყველა დებიუტანტს აქვს, მაგრამ მერე ეჩვევი.

ყოფილა შემთხვევები, ყვითლების ან ტრავმის გამო გუნდს ვერ დავხმარებივარ. ასეთ დროს თითქოს, იმუხტები, ორმაგად გინდება ენერგია შემდეგ შეხვედრაზე შენი ქვეყნისთვის დახარჯო.

გამორჩეული თამაშები? ხორვატიასთან და ბელარუსთან მოგებები, რადგან ამ ორი მატჩის შემდეგ ჩვენ რეალური შანსი გვქონდა, რომ რაღაც შედეგისთვის მიგვეღწია.

ოჯახი ყველასთვის პირველ ადგილზეა. დედაჩემთან ურთიერთობას გამოვყოფდი - ტრავმისას თუ სხვა დროს, დედაჩემი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო.

ერთი მიზანი მქონდა - ბევრი მევარჯიშა და დამემტკიცებინა ყოველი თამაშის წინ, რომ ნაკრების თერთმეტეულში თამაშის ღირსი ვიყავი. ამისთვის საჭირო იყო შრომა.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო წლების განმავლობაში გვერდში დგომისთვის. ყოველთვის ვგრძნობდი ქომაგების სიყვარულს. იყვნენ კრიტიკულად განწყობილებიც, მაგრამ უმეტესობისგან გვერდში დგომას ვგრძნობდი და სანამ ვითამაშებ, ვეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო“.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/xUMEMMTqIcU?si=hnH0atPmxSBr2lh5" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
  • პირადი ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ კანკავა წლებია ყველაზე სექსუალურ ქართველი ფეხბურთელების სიის ლიდერია, ამ დრომდე დასაოჯახებელია. ფეხბურთელი არასოდეს საუბრობს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ და არასოდეს მოხვედრილა მისი ცხოვრება ყვითელი მედიის ყურადღების ცენტრში. ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც მისი პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, ჟურნალ "რეიტინგში“ 2014 წელს ფეხბურთელის მამასთან გია კანკავასთან დაიბეჭდა.

"შეყვარებული რომ იყოს, არ დამიმალავდა, ძალიან მინდა, ცოლი მოიყვანოს და დაოჯახდეს. ასაკი ემატება და არ მინდა, ცოლი გვიან შეირთოს. საქართველოში წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თვით ჩამოდის. თითო ჯერზე მხოლოდ სამ-სამი დღით უწევს ნაკრებთან დაკავშირებით ჩამოსვლა და არაქართველის ცოლად მომყვანი არ გახლავთ. ტიპაჟია ასეთი.“ - ამბობდა გია კანკავა...

როგორც ამბობენ, ჯაბას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. სამწუხაროდ, ქალბატონი ნანა 2021 წელს გარდაიცვალა.

"ჯაბა ვარჯიშზე ან თამაშზე საერთოდ არ ლაპარაკობს, მაგრამ ის თამაშით ამბობს მის სათქმელს. 1 კვირის წინ დედა გარდაეცვალა, მაგრამ სამაგალითო მიდგომა გამოავლინა მატჩისა და მისი საქმის მიმართ. ჯაბა კანკავა საუკეთესო პროფესიონალია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. სხვები რომ ახლოს იყვნენ მასთან, საქმე გუნდში სულ სხვაგვარად იქნებოდა", - განაცხადა იმხანად "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

ფეხბურთელს სოციალურ ქსელში დედის არაერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული. ჯაბას ჰყავს ძმა - ლევანი, რომელიც დაქორწინებულია. ფოტოებზე ჩანს, რომ ჯაბა როგორც ახერხებს, ცდილობს ძმისშვილებთან ერთად გაატაროს დრო. მათგან ერთ-ერთი მისი მოსახელეა.

დედასთან და პატარა ძმისშვილთან ერთად

ამბობენ, რომ საკმაოდ ხშირად ეხმარება ადამიანებს, თუმცა საკუთარ ქველმოქმედებაზე ლაპარაკი არა თუ არ უყვარს, სხვებსაც უკრძალავს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს.

ხშირად საკუთარ მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვასაც არ ერიდება. ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ გამოქვეყნებული მისი პოსტები ბევრისთვის მისაბაძ მაგალითად, ქუჩებში საპროტესტოდ გასული ახალგაზრდებისთვის კი დიდ მხარდაჭერად იქცა.

გულშემატკივრებს აზრით, ჯაბა სულ სხვაა, ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის კაპიტნად დარჩება, რომელიც მოედანზე სულსა და გულს დებს და იბრძვის ბოლომდე... და როცა მიიჩნევს, რომ წასვლის დროა, მიდის...