მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ფირაშვილმა 20 მარტს მეუღლის დახრჩობა სცადა... სამწუხაროდ, ამ ფაქტს მალავდა ოჯახი" - პროკურორი
"გიორგი ფირაშვილმა 20 მარტს მეუღლის დახრჩობა სცადა... სამწუხაროდ, ამ ფაქტს მალავდა ოჯახი" - პროკურორი

პრო­კუ­რორ ქე­თე­ვან სო­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი ფი­რაშ­ვილ­მა ცოლ­ზე, მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და, კერ­ძოდ კი, მისი დახ­რჩო­ბა სცა­და.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, ბრალ­დე­ბუ­ლი ცოლ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით­ვე, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, თუმ­ცა ის აღ­ნიშ­ნულს მა­ლავ­და.

  • პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, 20 მარტს მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ სოფ­რო­მა­ძეს კლი­ნი­კა­ში ექი­მის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და, თუმ­ცა მან ექი­მებს რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი და­უ­მა­ლა და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ის­თვის ცნო­ბი­ლი არ ყო­ფი­ლა.

"ყელ­ში ხე­ლის წა­ჭე­რის შე­დე­გად დახ­რჩო­ბა სცა­და, ამ ფაქ­ტის დროს კა­პი­ლა­რე­ბის ჩა­წყვე­ტა, პი­რი­დან დუ­ჟის გად­მო­დი­ნე­ბა, სის­ხლის ღე­ბი­ნე­ბა და მსგავ­სი სა­ში­ნე­ლი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია ამ და­ნა­შა­ულ­მა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ფაქტს მა­ლავ­და რო­გორც ოჯა­ხი, ასე­ვე მოკ­ლუ­ლი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, აღ­ნიშ­ნულ­მა ამ მძი­მე შე­დე­გამ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნა", - გა­ნა­ცხა­და სო­ნი­ძემ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის სი­სას­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას შუ­ამ­დგომ­ლობ­და.

ქე­თე­ვან სო­ნი­ძის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი მკაც­რი სას­ჯე­ლის ში­შით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მი­მა­ლუ­ლი­ყო. ასე­ვე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ეხ­დი­ნა.

პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხეც არ­სე­ბობ­და, ვი­ნა­ი­დან ის მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც, მათ შო­რის, ცო­ლის ძმას­თა­ნაც და­პი­რის­პი­რე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ბრალ­დე­ბულ­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, 5-ჯერ გა­ის­რო­ლა მსხვერ­პლე­ბის მი­სა­მარ­თით და მის მიერ ნას­რო­ლი ტყვია შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მის შვილს, 6 თვის თორ­ნი­კე ფი­რაშ­ვილს მოხ­ვედ­რო­და, ის გა­დარ­ჩა არა ბრალ­დე­ბუ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არა­მედ ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბით", - გა­ნა­ცხა­და სო­ნი­ძემ.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ, ფსი­ქი­ატ­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას და­ნიშ­ნავს. სო­ნი­ძის თქმით, ფი­რაშ­ვი­ლი მა­რი­ხუ­ა­ნას მო­იხ­მარ­და, რაც მის ხა­სი­ათ­ში ცვლი­ლე­ბას იწ­ვევ­და.

თა­ვის მხრივ, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ და­კა­ვე­ბულს უჭირს, ახ­სნა მო­უ­ძებ­ნოს მომ­ხდარს. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ის პა­ტიმ­რო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას ეთან­ხმე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს პა­ტიმ­რის სურ­ვი­ლია.

ცო­ლის, მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძი­სა და სი­დედ­რის, ინგა ბე­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 27 წლის გი­ორ­გი ფი­რაშ­ვილს რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ცნო­ბის­თვის, 22 მა­ისს, რუს­თავ­ში, დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სკვერ­ში დედა-შვი­ლი სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით იმ დროს მოკ­ლეს, როცა ისი­ნი ჩვილ ბავ­შვს ასე­ირ­ნებ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით 27 წლის გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის "ბ’’",თ’’",კ’’ და "ლ’’ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ოჯა­ხის ორი წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით და ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას) და ამა­ვე კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სის­ტე­მა­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"გიორგი ფირაშვილმა 20 მარტს მეუღლის დახრჩობა სცადა... სამწუხაროდ, ამ ფაქტს მალავდა ოჯახი" - პროკურორი

"გიორგი ფირაშვილმა 20 მარტს მეუღლის დახრჩობა სცადა... სამწუხაროდ, ამ ფაქტს მალავდა ოჯახი" - პროკურორი

პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბრალდებულმა გიორგი ფირაშვილმა ცოლზე, მარიამ სოფრომაძეზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ კი, მისი დახრჩობა სცადა.

როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებული ცოლზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. პროკურორის განმარტებითვე, ფიზიკური ძალადობის შესახებ ბრალდებულის დედისთვის ცნობილი იყო, თუმცა ის აღნიშნულს მალავდა.

  • პროკურორის განმარტებით, 20 მარტს მარიამ სოფრომაძეზე ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ სოფრომაძეს კლინიკაში ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა მან ექიმებს რეალური მიზეზი დაუმალა და მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი არ ყოფილა.

"ყელში ხელის წაჭერის შედეგად დახრჩობა სცადა, ამ ფაქტის დროს კაპილარების ჩაწყვეტა, პირიდან დუჟის გადმოდინება, სისხლის ღებინება და მსგავსი საშინელი შედეგი გამოიწვია ამ დანაშაულმა. სამწუხაროდ, ამ ფაქტს მალავდა როგორც ოჯახი, ასევე მოკლული, დაზარალებული. სამწუხაროდ, აღნიშნულმა ამ მძიმე შედეგამდე მოგვიყვანა", - განაცხადა სონიძემ.

სასამართლო პროცესზე პროკურატურა ჩადენილი დანაშაულის სისასტიკიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.

ქეთევან სონიძის თქმით, ბრალდებული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით შესაძლებელი იყო მიმალულიყო. ასევე, მტკიცებულებებსა და მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.

პროკურორის თქმითვე, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც არსებობდა, ვინაიდან ის მოკლულის ოჯახის წევრებთანაც, მათ შორის, ცოლის ძმასთანაც დაპირისპირებაში იმყოფებოდა.

"ბრალდებულმა მიზანმიმართულად, 5-ჯერ გაისროლა მსხვერპლების მისამართით და მის მიერ ნასროლი ტყვია შესაძლებელი იყო, მის შვილს, 6 თვის თორნიკე ფირაშვილს მოხვედროდა, ის გადარჩა არა ბრალდებულის გადაწყვეტილებით, არამედ ბედნიერი შემთხვევითობით", - განაცხადა სონიძემ.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას დანიშნავს. სონიძის თქმით, ფირაშვილი მარიხუანას მოიხმარდა, რაც მის ხასიათში ცვლილებას იწვევდა.

თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ძოწენიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავებულს უჭირს, ახსნა მოუძებნოს მომხდარს. ადვოკატის განმარტებით, ის პატიმრობის შუამდგომლობას ეთანხმება, ვინაიდან ეს პატიმრის სურვილია.

ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ისინი ჩვილ ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე: