მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა" - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე
"არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა" - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე

28 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ქარ­თულ კა­ნონ­ზე და­დე­ბულ არა­ქარ­თულ ვე­ტოს მოხ­სნის და კა­ნო­ნი შევა ძა­ლა­ში - არ მგო­ნია აშშ, და­სავ­ლე­თი ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე [სან­ქცი­ებ­ზე] წა­ვი­დეს, რად­გან ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ა­ზი­ა­ნებს სა­კუ­თარ რე­პუ­ტა­ცი­ას, არ შე­იძ­ლე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის­თვის კა­ნონ­მდებ­ლე­ბი და­ა­სან­ქცი­რო,- ამის შე­სა­ხებ “ხალ­ხის ძა­ლის” დე­პუ­ტატ­მა დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბას, რომ “აშშ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა­ში პა­სუ­ხის­მგე­ბელ ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე პი­რებ­ზე და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პო­ლი­ტი­კას აცხა­დებს”.

მისი თქმით, თუ არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც დად­გა სამ­შობ­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ავი­ა­ბი­ლე­თებს და ვი­ზებს შო­რის, არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა სამ­შობ­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ.

"28 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ქარ­თულ კა­ნონ­ზე და­დე­ბულ არა­ქარ­თულ ვე­ტოს მოხ­სნის და კა­ნო­ნი შევა ძა­ლა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­საძ­ლო სან­ქცი­ებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა. გან­სა­ჯოს, რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რია მა­გა­ლი­თად ის, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­ძარ­ცვა ქარ­თუ­ლი ჯარი და ევ­რო­პე­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, და­სავ­ლეთ­ში თა­ვი­სუფ­ლად და­სე­ირ­ნობს. ასე­ვე, ადე­იშ­ვილს, რო­მელ­მაც შექ­მნა მწა­მებ­ლუ­რი რე­ჟი­მი, ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­ში მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ხვდე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის დე­პუ­ტა­ტე­ბი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი უნდა და­სან­ქცირ­დნენ.

არ ვე­ლო­დე­ბი, რომ ასე­თი მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც დად­გა სამ­შობ­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ავი­ა­ბი­ლე­თებს და ვი­ზებს შო­რის, რა თქმა უნდა, არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა სამ­შობ­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ.

პა­სუ­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ მიდ­გო­მა­ზე უკვე არ­სე­ბობს. მეც ეს პა­სუ­ხი მექ­ნე­ბა: "არ გავცვლი მე ჩემს სამ­შობ­ლოს, სხვა ქვეყ­ნის სა­მო­თხე­ზე­და”, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და­იც­ვას.

"რო­დე­საც და­სავ­ლეთ­ში და­სავ­ლუ­რი კა­ნო­ნი არის მა­ღა­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის და უკვე რიგი დგას ქვეყ­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­სა­ცა­ვად ასე­თი ტი­პის კა­ნონს იღე­ბენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში იგი­ვე კა­ნო­ნი არის რუ­სუ­ლი, ეს არის ორ­მა­გი სტან­დარ­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა და მი­თუ­მე­ტეს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­იც­ვას სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი”,- გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

კი­თხვა­ზე, ვის­გან იცა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ხუნ­და­ძე ამ­ბობს, რომ "სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და­ცუ­ლი უნდა იყოს ყვე­ლას მხრი­დან, ვინც საფრ­თხეს უქ­მნის ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შე­დის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი”.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ას ოლი­ვერ ვარ­ჰე­ი­ის გან­ცხა­დე­ბას, რომ მან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­უბ­რი­სას ნამ­დვი­ლად ახ­სე­ნა სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ე­რი, ხუნ­და­ძე ამ­ბობს, რომ “შე­საძ­ლოა, ეს სა­უ­ბა­რი არ იყო გა­მიზ­ნუ­ლი მუ­ქა­რის­თვის, მაგ­რამ ასე­თი სა­უ­ბა­რი მა­ინც აღიქ­მე­ბა მუ­ქა­რად”.

"ევ­რო­კო­მი­სარ ვარ­ჰე­ი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შო­რის სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლოა, არ იყო გა­მიზ­ნუ­ლი მუ­ქა­რის­თვის, მაგ­რამ ასე­თი სა­უ­ბა­რი მა­ინც აღიქ­მე­ბა მუ­ქა­რად. თუ პრე­მი­ერს ეუბ­ნე­ბა ვინ­მე, რომ თუ ის მო­იქ­ცე­ვა იმ­დაგ­ვა­რად, რის­თვი­საც ფი­ცომ 5 ტყვია მი­ი­ღო, ეს მუ­ქა­რაა. და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლას უსაფრ­თხო­ე­ბა, მათ შო­რის პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის. ჩვენ გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნი გვჭირ­დე­ბა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­სა­ცა­ვად და ჩვენს ვი­თომ­და მე­გობ­რებს გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბა, რო­გორც ჩანს, სჭირ­დე­ბა, არე­უ­ლო­ბის და რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­სა­წყო­ბად”,- გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ვარ­ჰე­იმ პრე­მი­ერ­თან სა­უბ­რი­სას ახ­სე­ნა ქუ­ჩა­ში არე­უ­ლო­ბაც, რაც ასე­ვე მუ­ქა­რად აღიქ­მე­ბა.

"ამ სა­უ­ბარ­ში იყო მე­ო­რე სა­კი­თხიც, მუ­ქა­რად აღ­ქმუ­ლი. რო­დე­საც ვარ­ჰეი სა­უბ­რობს, რომ ქუ­ჩა­ში იქ­ნე­ბა არე­უ­ლო­ბა აურ­ზა­უ­რი. მეს­მის, რომ ამის მცდე­ლო­ბა ბევრ ქვე­ყა­ნას აქვს, მაგ­რამ ეს ვერ შედ­გა ვერც აქამ­დე და ვერ შედ­გე­ბა ვერც ამის შემ­დეგ. ასე რომ ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა იქ­ნე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი”,- გა­ნა­ცხა­და ხუნ­და­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა" - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე

"არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა" - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე

28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში - არ მგონია აშშ, დასავლეთი ასეთ გადაწყვეტილებაზე [სანქციებზე] წავიდეს, რადგან ის ამ გადაწყვეტილებით დააზიანებს საკუთარ რეპუტაციას, არ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში მიღებული კანონისთვის კანონმდებლები დაასანქცირო,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ “აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს”.

მისი თქმით, თუ არჩევანი მაინც დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ.

"28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში.

რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, საზოგადოებას აქვს მეტი საშუალება. განსაჯოს, რამდენად ობიექტურია მაგალითად ის, რომ კეზერაშვილი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ევროპელი პენსიონერები, დასავლეთში თავისუფლად დასეირნობს. ასევე, ადეიშვილს, რომელმაც შექმნა მწამებლური რეჟიმი, ევროსტრუქტურებში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ხვდებიან.

საქართველოში სამშობლოს სიყვარულისთვის და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის დეპუტატები და მისი ოჯახის წევრები უნდა დასანქცირდნენ.

არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ.

პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომაზე უკვე არსებობს. მეც ეს პასუხი მექნება: "არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ყველას აქვს ვალდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას.

"როდესაც დასავლეთში დასავლური კანონი არის მაღალი საჭიროების და უკვე რიგი დგას ქვეყნებისა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ასეთი ტიპის კანონს იღებენ და საქართველოში იგივე კანონი არის რუსული, ეს არის ორმაგი სტანდარტი. საქართველოში ყველას აქვს უფლება და მითუმეტეს, ვალდებულება, დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კითხვაზე, ვისგან იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, ხუნდაძე ამბობს, რომ "სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს ყველას მხრიდან, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ყველა ქვეყანაში შედის ყველა ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები”.

რაც შეეხება ევროკომისიას ოლივერ ვარჰეიის განცხადებას, რომ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ნამდვილად ახსენა სლოვაკეთის პრემიერი, ხუნდაძე ამბობს, რომ “შესაძლოა, ეს საუბარი არ იყო გამიზნული მუქარისთვის, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც აღიქმება მუქარად”.

"ევროკომისარ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი შესაძლოა, არ იყო გამიზნული მუქარისთვის, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც აღიქმება მუქარად. თუ პრემიერს ეუბნება ვინმე, რომ თუ ის მოიქცევა იმდაგვარად, რისთვისაც ფიცომ 5 ტყვია მიიღო, ეს მუქარაა. დაცული იქნება ყველას უსაფრთხოება, მათ შორის პრემიერ- მინისტრის. ჩვენ გამჭვირვალობის კანონი გვჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და ჩვენს ვითომდა მეგობრებს გაუმჭვირვალობა, როგორც ჩანს, სჭირდება, არეულობის და რევოლუციის მოსაწყობად”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ვარჰეიმ პრემიერთან საუბრისას ახსენა ქუჩაში არეულობაც, რაც ასევე მუქარად აღიქმება.

"ამ საუბარში იყო მეორე საკითხიც, მუქარად აღქმული. როდესაც ვარჰეი საუბრობს, რომ ქუჩაში იქნება არეულობა აურზაური. მესმის, რომ ამის მცდელობა ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ ეს ვერ შედგა ვერც აქამდე და ვერ შედგება ვერც ამის შემდეგ. ასე რომ ქვეყანაში სტაბილურობა იქნება გარანტირებული”,- განაცხადა ხუნდაძემ.