მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
EURO 2024-ზე თბილისის აეროპორტიდან სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისებზე ბილეთები 24 მაისიდან გაიყიდება
EURO 2024-ზე თბილისის აეროპორტიდან სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისებზე ბილეთები 24 მაისიდან გაიყიდება

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით,თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან EURO 2024-ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მა­შებ­ზე გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი ბი­ლე­თე­ბი TKT.GE-ზე გა­ყიდ­ვა­ში ხვალ, 13:00 სა­ა­თი­დან ჩა­ეშ­ვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი გზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 195 ევრო იქ­ნე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბი­ლე­თის შე­ძე­ნა სუბ­სი­დი­რე­ბულ ფა­სად მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ, მგზავ­რი ვალ­დე­ბუ­ლია წა­რად­გი­ნოს ფეხ­ბურ­თის მატჩზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თი შე­სა­ბა­მის აე­რო­პორ­ტში რე­გის­ტრა­ცი­ი­სას, მგზავ­რი ვალ­დე­ბუ­ლია გა­მო­ცხად­დეს სა­რე­გის­ტრა­ცი­ოდ შე­სა­ბა­მის აე­რო­პორ­ტში გაფ­რე­ნამ­დე სამი სა­ა­თით ადრე და ასე­ვე, შე­ძე­ნი­ლი ბი­ლე­თი დაბ­რუ­ნე­ბა/გა­დაც­ვლას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

"ევრო 2024-ზე სუბ­სი­დი­რე­ბულ ჩარ­ტე­რულ ფრე­ნებს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ოთხი ავი­ა­კომ­პა­ნია შე­ას­რუ­ლებს. Georgian Wings, Eurowings, Wizz Air და Hi Sky გერ­მა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და პი­რი­ქით, რე­ი­სებს შემ­დე­გი გან­რი­გით შე­ას­რუ­ლე­ბენ:

თბი­ლი­სი-კი­ოლ­ნი: 16, 17, 23, 24, 26 ივ­ნი­სი

კი­ოლ­ნი-თბი­ლი­სი: 19, 20, 26, 27, 30 ივ­ნი­სი

თბი­ლი­სი-დი­უ­სელ­დორ­ფი: 16, 23 ივ­ნი­სი

დი­უ­სელ­დორ­ფი-თბი­ლი­სი: 20, 27 ივ­ნი­სი

თბი­ლი­სი-ჰამ­ბურ­გი: 19, 20 ივ­ნი­სი

ჰამ­ბურ­გი-თბი­ლი­სი: 23, 24 ივ­ნი­სი

ჯამ­ში, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან 3 ავი­ა­კომ­პა­ნია 23 ჩარ­ტე­რულ ფრე­ნას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ხოლო ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ავი­ა­კომ­პა­ნია Wizz Air EURO 2024-ის მატ­ჩებ­ზე მორ­გე­ბულ და­მა­ტე­ბით 12 რე­ისს შე­ას­რუ­ლებს. სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე www.wizzair.com, ასე­ვე ხვა­ლი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. 1 გზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თბი­ლი­სი­დან და­ნიშ­ნუ­ლი ჩარ­ტე­რე­ბის მსგავ­სად, 195 ევრო იქ­ნე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

EURO 2024-ზე თბილისის აეროპორტიდან სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისებზე ბილეთები 24 მაისიდან გაიყიდება

EURO 2024-ზე თბილისის აეროპორტიდან სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისებზე ბილეთები 24 მაისიდან გაიყიდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები TKT.GE-ზე გაყიდვაში ხვალ, 13:00 საათიდან ჩაეშვება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იქნება.

მათივე ცნობით, ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას, მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე სამი საათით ადრე და ასევე, შეძენილი ბილეთი დაბრუნება/გადაცვლას არ ექვემდებარება.

"ევრო 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს. Georgian Wings, Eurowings, Wizz Air და Hi Sky გერმანიის მიმართულებით და პირიქით, რეისებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

თბილისი-კიოლნი: 16, 17, 23, 24, 26 ივნისი

კიოლნი-თბილისი: 19, 20, 26, 27, 30 ივნისი

თბილისი-დიუსელდორფი: 16, 23 ივნისი

დიუსელდორფი-თბილისი: 20, 27 ივნისი

თბილისი-ჰამბურგი: 19, 20 ივნისი

ჰამბურგი-თბილისი: 23, 24 ივნისი

ჯამში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ავიაკომპანია 23 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air EURO 2024-ის მატჩებზე მორგებულ დამატებით 12 რეისს შეასრულებს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.wizzair.com, ასევე ხვალიდან იქნება შესაძლებელი. 1 გზის ღირებულება თბილისიდან დანიშნული ჩარტერების მსგავსად, 195 ევრო იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.