მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ფრანგული ღვინის ქარხნისთვის სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდა - რის დამტკიცებას ცდილობდნენ სასამართლოზე მხარეები?
ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ფრანგული ღვინის ქარხნისთვის სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდა - რის დამტკიცებას ცდილობდნენ სასამართლოზე მხარეები?

ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ბრედ პიტ­თან ფრან­გუ­ლი ღვი­ნის ქარ­ხნის სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა - ბრედ პიტი ყო­ფილ მე­უღ­ლეს ქარ­ხნის წი­ლის გა­ყიდ­ვის საქ­მე­ზე ედა­ვე­ბო­და. ლოს-ან­ჯე­ლე­სის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჯო­ლიმ, 60 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს ყვე­ლა ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მან მე­სა­მე მხა­რეს­თან 2014 წლი­დან 2022 წლამ­დე შე­ა­თან­ხმა.

60 წლის ბრე­დი კა­ლი­ფორ­ნი­ი­სა და ლუქ­სემ­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ებ­ში "შატო მი­რა­ვა­ლის“ მარ­თვის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის­თვის იბ­რძო­და, მას შემ­დეგ, რაც 48 წლის ჯო­ლიმ თა­ვი­სი წილი იური შეფ­ლერს, რუ­სუ­ლი არ­ყის გი­გან­ტუ­რი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბელს მიჰ­ყი­და.

ან­ჯე­ლი­ნას თქმით, პი­ტის მტკი­ცე­ბა, რომ მათი ფრან­გუ­ლი ღვი­ნის ბიზ­ნე­სის აშე­ნე­ბა მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ტყუ­ი­ლია. ჯოლი ყო­ფილ ქმარს ჰო­ლი­ვუ­დელ დი­ლე­ტანტს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა­ში ბრედს არა­ნა­ი­რი წვლი­ლი არ მი­უ­ძღვის და რომ "მისი წვლი­ლი მა­მულ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ვი­ზი­ტია". ამ ვი­ზი­ტე­ბის დროს კი ის "ფრან­გი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის ცქე­რით ტკბე­ბო­და".

პიტ­მა და ჯო­ლიმ "შატო მი­რა­ვა­ლის" ვე­ნა­ხის ქო­ნე­ბა 2008 წელს იყი­დეს. რო­გორც პი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ღვი­ნის ქარ­ხა­ნა მსა­ხი­ო­ბის ნამ­დვილ ვნე­ბად იქცა და მისი ძა­ლის­ხმე­ვით გა­და­იქ­ცა "მრა­ვალ მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ან ბიზ­ნე­სად“. ამავდრო­უ­ლად, ჯო­ლიმ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, პიტ­მა თქვა, რომ მას და ჯო­ლის ჰქონ­დათ შე­თან­ხმე­ბა, რომ არ გა­ე­ყი­დათ თა­ვი­ან­თი წი­ლე­ბი ბიზ­ნეს­ში ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ ან­ჯე­ლი­ნამ ეს შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია. ბრედ პიტი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი 2016 წელს და­შორ­დნენ, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ 2019 წელს გან­ქორ­წინ­დნენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ფრანგული ღვინის ქარხნისთვის სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდა - რის დამტკიცებას ცდილობდნენ სასამართლოზე მხარეები?

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ფრანგული ღვინის ქარხნისთვის სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდა - რის დამტკიცებას ცდილობდნენ სასამართლოზე მხარეები?

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ფრანგული ღვინის ქარხნის სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდა - ბრედ პიტი ყოფილ მეუღლეს ქარხნის წილის გაყიდვის საქმეზე ედავებოდა. ლოს-ანჯელესის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯოლიმ, 60 დღის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც მან მესამე მხარესთან 2014 წლიდან 2022 წლამდე შეათანხმა.

60 წლის ბრედი კალიფორნიისა და ლუქსემბურგის სასამართლოებში "შატო მირავალის“ მართვის საკონტროლო პაკეტისთვის იბრძოდა, მას შემდეგ, რაც 48 წლის ჯოლიმ თავისი წილი იური შეფლერს, რუსული არყის გიგანტური კომპანიის მფლობელს მიჰყიდა.

ანჯელინას თქმით, პიტის მტკიცება, რომ მათი ფრანგული ღვინის ბიზნესის აშენება მისი დამსახურებაა, ტყუილია. ჯოლი ყოფილ ქმარს ჰოლივუდელ დილეტანტს უწოდებს და ამბობს, რომ ვენახის გაშენებაში ბრედს არანაირი წვლილი არ მიუძღვის და რომ "მისი წვლილი მამულში მხოლოდ რამდენიმე ვიზიტია". ამ ვიზიტების დროს კი ის "ფრანგი მევენახეების ცქერით ტკბებოდა".

პიტმა და ჯოლიმ "შატო მირავალის" ვენახის ქონება 2008 წელს იყიდეს. როგორც პიტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ღვინის ქარხანა მსახიობის ნამდვილ ვნებად იქცა და მისი ძალისხმევით გადაიქცა "მრავალ მილიონდოლარიან ბიზნესად“. ამავდროულად, ჯოლიმ არაფერი გააკეთა პროექტის წარმატებისთვის. გარდა ამისა, პიტმა თქვა, რომ მას და ჯოლის ჰქონდათ შეთანხმება, რომ არ გაეყიდათ თავიანთი წილები ბიზნესში ურთიერთშეთანხმების გარეშე, მაგრამ ანჯელინამ ეს შეთანხმება დაარღვია. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2016 წელს დაშორდნენ, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ 2019 წელს განქორწინდნენ.