საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არსებობს ასეთი მიზეზი და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?!" - იუსტიციის მინისტრი შოთაძის თანამდებობიდან პოლიტიკური მიზეზით გადადგომაზე დასმულ კითხვაზე
"არ არსებობს ასეთი მიზეზი და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?!" - იუსტიციის მინისტრი შოთაძის თანამდებობიდან პოლიტიკური მიზეზით გადადგომაზე დასმულ კითხვაზე

რაც შე­ე­ხე­ბა შო­თა­ძის გა­დად­გო­მის ფაქტს, ბა­ტონ­მა ირაკ­ლიმ, თა­ვად გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ მისი გა­დად­გო­მა უკავ­შირ­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, რატი ბრე­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა კი­თხვას, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ირაკ­ლი შო­თა­ძის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ.

ბრე­გა­ძის თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ ირაკ­ლი შო­თა­ძეს პოს­ტის და­ტო­ვე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო უწევს.

"აქვე ვი­ტყვი იმა­საც, რომ ბა­ტო­ნი ირაკ­ლი არის ერთ-ერთი გა­მო­ჩე­ნი­ლი, მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და­ნამ­დვი­ლე­ბით დიდი შე­ნა­ძე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის. ჩემ­თვის პი­რა­დად, ნამ­დვი­ლად სამ­წუ­ხა­როა, რომ მას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო უწევს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტა. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ვუ­სურ­ვო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა და ასე­ვე, რა თქმა უნდა, შემ­დგო­მი წარ­მა­ტე­ბე­ბი, რო­გორც პი­რად, ასე­ვე სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“-გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ

მან უპა­სუ­ხა და­მა­ზუს­ტე­ბელ კი­თხვას, შო­თა­ძის პოს­ტი­დან წას­ვლის მი­ზე­ზად, არის თუ არა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზიც.

"გი­პა­სუ­ხეთ უკვე, არ არ­სე­ბობს და რა­ტომ გინ­დათ პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი?! ადა­მი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო უწევს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტა და ესეც მი­უ­თი­თებს იმ მა­ღალ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, რომ­ლი­თაც გან­მსჭვა­ლუ­ლი არის ბა­ტო­ნი შო­თა­ძე სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ. მან აღ­ნიშ­ნა, სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ მისი მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს და ამ ვი­თა­რე­ბა­ში მას წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ეს არის და ეს”, - გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ირაკ­ლი შო­თა­ძემ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ვა­და­ზე ადრე და­ტო­ვა. პოს­ტი­დან წას­ვლის მი­ზე­ზად მან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არ არსებობს ასეთი მიზეზი და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?!" - იუსტიციის მინისტრი შოთაძის თანამდებობიდან პოლიტიკური მიზეზით გადადგომაზე დასმულ კითხვაზე

"არ არსებობს ასეთი მიზეზი და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?!" - იუსტიციის მინისტრი შოთაძის თანამდებობიდან პოლიტიკური მიზეზით გადადგომაზე დასმულ კითხვაზე

რაც შეეხება შოთაძის გადადგომის ფაქტს, ბატონმა ირაკლიმ, თავად გააკეთა განცხადება, რომ მისი გადადგომა უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ.

ბრეგაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ირაკლი შოთაძეს პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს.

"აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბატონი ირაკლი არის ერთ-ერთი გამოჩენილი, მაღალი დონის პროფესიონალი დანამდვილებით დიდი შენაძენი საქართველოს პროკურატურისთვის. ჩემთვის პირადად, ნამდვილად სამწუხაროა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საკუთარი საქმიანობის შეწყვეტა. პირველ რიგში, მინდა ვუსურვო გამოჯანმრთელება და ასევე, რა თქმა უნდა, შემდგომი წარმატებები, როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ საქმიანობაში“-განაცხადა ბრეგაძემ

მან უპასუხა დამაზუსტებელ კითხვას, შოთაძის პოსტიდან წასვლის მიზეზად, არის თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად პოლიტიკური მიზეზიც.

"გიპასუხეთ უკვე, არ არსებობს და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?! ადამიანმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საკუთარი საქმიანობის შეწყვეტა და ესეც მიუთითებს იმ მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომლითაც განმსჭვალული არის ბატონი შოთაძე საკუთარი საქმიანობის მიმართ. მან აღნიშნა, საკუთარ განცხადებაში, რომ მისი მკურნალობა შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს და ამ ვითარებაში მას წარმოუდგენლად მიაჩნია საკუთარი საქმიანობის გაგრძელება. ეს არის და ეს”, - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.