საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაციენტის ვიზიტი 68 წლის რუს ექიმს ძვირად უჯდება - გახმაურებული საქმე, სადაც მთავარი მოწმე უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის ქვრივია
პაციენტის ვიზიტი 68 წლის რუს ექიმს ძვირად უჯდება - გახმაურებული საქმე, სადაც მთავარი მოწმე უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის ქვრივია

რუ­სეთ­ში 68 წლის პე­დი­ატრს, ნა­დეჟ­და ბუ­ა­ნო­ვას ასა­მარ­თლე­ბენ. ქალს ბრა­ლი რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­სა­ხებ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ედე­ბა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში ექიმ­თან რუ­ტი­ნუ­ლი ვი­ზი­ტის შემ­დეგ და­ი­წყო. პო­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა პე­დი­ატ­რის წი­ნა­აღ­მდეგ 7 წლის პა­ცი­ენ­ტის დე­დამ, ანას­ტა­სია აკინ­ში­ნამ და­წე­რა. ქა­ლის თქმით, ექიმ­მა მას შემ­დეგ რაც გა­ი­გო, რომ ბავ­შვის მამა უკ­რა­ი­ნის ომში გარ­და­იც­ვა­ლა, უთხრა, რომ მისი ქმა­რი "უკ­რა­ი­ნის ლე­გი­ტი­მუ­რი სა­მიზ­ნე" იყო.

აკინ­ში­ნამ ხაზი გა­უს­ვა ბუ­ა­ნო­ვას უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბას, რის შემ­დე­გაც პე­დი­ატ­რი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, შემ­დეგ კი წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გაგ­ზავ­ნეს.

მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე, მე­დი­ცი­ნა...

პე­დი­ატ­რის ძმის შვი­ლი ოქ­სა­ნა ბუ­ა­ნო­ვა, BBC-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ის და მისი დე­ი­და ლვო­ვი­დან არი­ან. თა­ვად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში ლვო­ვის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში კი მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და მშობ­ლი­ურ უკ­რა­ი­ნა­ში მხო­ლოდ შვე­ბუ­ლე­ბის დროს ჩა­დი­ო­და. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი დე­ი­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

”შრო­მის­მოყ­ვა­რეა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მუ­შა­ობს, მას შე­ეძ­ლო პენ­სი­ა­ზე გას­ვლა, მაგ­რამ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე, მე­დი­ცი­ნა.“ - ამ­ბობს დის­შვი­ლი. ბუ­ია­ნო­ვა უკვე 68 წლი­საა, მაგ­რამ პენ­სი­ა­ზე გას­ვლას არ აპი­რებ­და.

ოქ­სა­ნა ბუ­ა­ნო­ვა რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც კი­ევ­ში დაბ­რუნ­და, მაგ­რამ დე­ი­დას­თან აგ­რძე­ლებ­და ურ­თი­ერ­თო­ბას. 2023 წლის აპ­რილ­ში ოქ­სა­ნა პო­ლო­ნე­თი­სა და ლი­ე­ტუ­ვას გავ­ლით დე­ი­დას­თან ჩა­ვი­და, ორი დღე გზა­ში იყო. "FSB-მ სა­ზღვარ­ზე გამ­ჩხრი­კა, სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი დამ­ტო­ვა ოფის­ში, შე­ა­მოწ­მეს ჩემი მო­ბი­ლუ­რი, მკი­თხეს, მქონ­და თუ არა გა­მოც­დი­ლე­ბა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში,” - ამ­ბობს ქალი.

მას შემ­დეგ, რაც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, ოქ­სა­ნა დე­ი­დას არ და­ლა­პა­რა­კე­ბია.

"სად უნდა ვუ­ჩივ­ლო ამ ნა­ძი­რა­ლას?"

ამ­ბა­ვი თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც ტე­ლეგ­რამ არხზე გა­მოქ­ვეყ­ნდა 34 წლის ქა­ლის ვი­დეო, სა­დაც ტი­რი­ლით ჰყვე­ბო­და, რომ მოს­კო­ვის ერთ-ერთი კლი­ნი­კის პე­დი­ატრმა მის ქმარს უკ­რა­ი­ნის კა­ნო­ნი­ე­რი სა­მიზ­ნე უწო­და. ვი­დე­ოს და­სას­რულს რჩე­ვას ითხოვ­და: „სად უნდა ვუ­ჩივ­ლო ამ ნა­ძი­რა­ლას, რომ ქვეყ­ნი­დან გა­აგ­დონ?“

ერთი დღის შემ­დეგ, ანას­ტა­სი­ამ კი­დევ ერთი ვი­დეო გა­და­ი­ღო და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ტე­ლეგ­რამ არხს მისი ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თვის. ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მას უკვე და­უ­კავ­შირ­დნენ და დაჰ­პირ­დნენ, რომ პე­დი­ატრს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ.

„თა­ვი­დან თა­ნა­მიგ­რძნობ­და რო­დე­საც გა­ი­გო, რომ მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ რაც გა­ი­გო, რომ ჩემი ყო­ფი­ლი ქმა­რი და ჩემი შვი­ლე­ბის მამა ომში და­ი­ღუ­პა, მი­თხრა, რომ ისე­ვე რო­გორც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სხვა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, არი­ან უკ­რა­ი­ნის ლე­გი­ტი­მუ­რი სა­მიზ­ნე და რომ რუ­სე­თი თავს და­ეს­ხა უკ­რა­ი­ნას, ხოლო რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში კლა­ვენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას.“ - ჰყვე­ბა ვი­დე­ო­ში პე­დი­ატრთან დი­ა­ლოგს.

ფო­ტო­ზე ანას­ტა­სია აკი­ში­ნა

შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა ვი­დე­ოს მყი­სი­ე­რად უპა­სუ­ხეს. 1 თე­ბერ­ვალს პე­დი­ატ­რი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მე­ო­რე დღეს კი მის სახ­ლში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს. უფრო მე­ტიც, მო­ხუ­ცი ქალი ღა­მით წა­იყ­ვა­ნეს და­კი­თხვა­ზე და დი­ლის 5 სა­ათ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შუ­ა­დღეს კი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა.

თავ­და­პირ­ვე­ლად ბუ­ი­ნო­ვას აეკ­რძა­ლა მუ­შა­ო­ბა და ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. თუმ­ცა სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რობ­და და ყველ­გან შე­ეძ­ლო გას­ვლა. ახლა ის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად მე­ზო­ბელ ქა­ლაქ­ში სტუმ­რო­ბა გახ­და, რაც გა­მო­ძი­ე­ბამ გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბად მი­იჩ­ნია.

და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ ქალი ბრალს არ აღი­ა­რებს. მისი თქმით, ომზე პა­ცი­ენ­ტის დე­დას­თან სა­ერ­თოდ არ უსა­უბ­რია. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რორ­მა წა­ი­კი­თხა ნა­დეჟ­და ბუ­ია­ნო­ვას ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბუ­ლი მი­მო­წე­რე­ბი. ერთ-ერთ მათ­გან­ში ბუ­ია­ნო­ვა თით­ქოს წერს: ”მე ვღე­ლავ კი­ევ­ზე! დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას, სიკ­ვდი­ლი რა­შის­ტებს“. და­ბა­დე­ბის დღის ერთ-ერთ მი­ლოც­ვა­ზე კი თით­ქოს უპა­სუ­ხებს: „გმად­ლობთ! ვუ­სურ­ვებ უკ­რა­ი­ნას და მის ყვე­ლა მცხოვ­რებს გა­მარ­ჯვე­ბას მტერ­ზე, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას!“

ბი­ნის ჩხრე­კი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რი

ად­ვო­კა­ტი ოს­კარ ჩერ­ჯი­ე­ვი ამ­ტკი­ცებს, რომ მის კლი­ენტს ასე­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი არ და­უ­წე­რია. გარ­და ამი­სა, ნა­დეჟ­დას სახ­ლი ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე გა­ჩხრი­კეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უკა­ნო­ნოდ არის მო­პო­ვე­ბუ­ლი.

ორი ქალი, ორი უბე­დუ­რე­ბა

ბუ­ია­ნო­ვას დის­შვი­ლი ოქ­სა­ნა ამ­ბობს, რომ დე­ი­და ომს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­და. ”მის­თვის ეს პი­რად ტრა­გე­დი­ას ჰგავს. დეპ­რე­სი­ის ნიშ­ნე­ბი ეტყო­ბო­და, ტი­რო­და, იტან­ჯე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის გამო.“

ოქ­სა­ნას თქმით, ბუ­ია­ნო­ვამ 2023 წელს სცა­და უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა - მას სურ­და ნა­თე­სა­ვე­ბის ნახ­ვა. მაგ­რამ ქალს რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი აქვს და ომის შემ­დეგ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზის მი­ღე­ბა უკი­დუ­რე­სად რთუ­ლია. ნა­დეჟ­დას ვიზა არ მის­ცეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი მოწ­მეს, ანას­ტა­სია აკინ­ში­ნას რუ­სუ­ლი მე­დია SVO-ს ქვრივს უწო­დებს.

თუმ­ცა, ქალი ქმარს ან­ტონ სეს­ლა­ვინ­სკის სიკ­ვდი­ლამ­დე დიდი ხნით ადრე, 2020 წელს და­შორ­და. ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. უც­ნო­ბია მო­ნა­წი­ლე­ობ­და თუ არა სეს­ლა­ვინ­სკი შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში. მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ 2022 წლის იან­ვარ­ში აკინ­ში­ნამ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა ყო­ფი­ლი ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ, მის­გან ალი­მენ­ტის და­ნიშ­ვნას ითხოვ­და.

აკინ­ში­ნა და სეს­ლა­ვინ­სკი ქორ­წი­ლის დღეს

ანას­ტა­სი­ამ წა­შა­ლა თა­ვი­სი გვერ­დი რუ­სულ არხ VKontakte-ზე, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მო­ას­წრეს და შე­ი­ნა­ხეს რამ­დე­ნი­მე პოს­ტის სკრინ­შო­ტი, რო­მე­ლიც მის გარ­დაც­ვლილ ქმარს ეხე­ბა: ”ხელი მო­ა­წე­რა კონ­ტრაქტს, 2023 წლის 12 აგ­ვის­ტოს წა­იყ­ვა­ნეს, კლეშ­ჩე­ევ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით. ტრე­ნინ­გის და მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე.17 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ, მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შე­წყდა“ - წერს ანას­ტა­სია.

VKontakte-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ პოს­ტში ანას­ტა­სი­ამ ქმრის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. „მე აღარ ვენ­დო­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს“, - წერს ის და ამ­ბობს, რომ ყო­ველ კვი­რას რე­კავ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ნო­ემ­ბერ­ში აღი­ა­რეს, რომ მისი ყო­ფი­ლი ქმა­რი უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა.

აკინ­ში­ნამ უარი თქვა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ზე. მისი თქმით, მის ოჯახს ემუქ­რე­ბი­ან.

ად­ვო­კა­ტი ჩერ­ჯი­ე­ვი ამ­ბობს, რომ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, სა­დაც პე­დი­ატ­რი ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა, ერთ სა­კან­ში 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია. მათ ხში­რად უწევთ სა­წოლ­ზე მო­რი­გე­ო­ბით და­ძი­ნე­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი და აქ­ტი­ვის­ტე­ბი მის­თვის შე­მო­წი­რუ­ლე­ბებს აგ­რო­ვე­ბენ. 68 წლის ქალს მოს­კოვ­ში ნა­თე­სა­ვე­ბი არ ჰყავს. ძმის შვილს, ოქ­სა­ნას სურ­და კი­ე­ვი­დან მოს­კოვ­ში ჩას­ვლა და პა­ტიმ­რის­თვის ამა­ნა­თის შეგ­ზავ­ნა, მაგ­რამ აღი­ა­რებს, რომ ახლა რუ­სეთ­ში ჩას­ვლის ეში­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პაციენტის ვიზიტი 68 წლის რუს ექიმს ძვირად უჯდება - გახმაურებული საქმე, სადაც მთავარი მოწმე უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის ქვრივია

პაციენტის ვიზიტი 68 წლის რუს ექიმს ძვირად უჯდება - გახმაურებული საქმე, სადაც მთავარი მოწმე უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის ქვრივია

რუსეთში 68 წლის პედიატრს, ნადეჟდა ბუანოვას ასამართლებენ. ქალს ბრალი რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ედება.

სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის თებერვალში ექიმთან რუტინული ვიზიტის შემდეგ დაიწყო. პოლიციაში განცხადება პედიატრის წინააღმდეგ 7 წლის პაციენტის დედამ, ანასტასია აკინშინამ დაწერა. ქალის თქმით, ექიმმა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ბავშვის მამა უკრაინის ომში გარდაიცვალა, უთხრა, რომ მისი ქმარი "უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე" იყო.

აკინშინამ ხაზი გაუსვა ბუანოვას უკრაინული წარმომავლობას, რის შემდეგაც პედიატრი სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნეს.

მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე, მედიცინა...

პედიატრის ძმის შვილი ოქსანა ბუანოვა, BBC-სთან საუბარში ამბობს, რომ ის და მისი დეიდა ლვოვიდან არიან. თავად საბჭოთა კავშირის პერიოდში ლვოვის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. 90-იანი წლების დასაწყისში კი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და მშობლიურ უკრაინაში მხოლოდ შვებულების დროს ჩადიოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი დეიდასთან ერთად ცხოვრობდა.

”შრომისმოყვარეა, მთელი ცხოვრება მუშაობს, მას შეეძლო პენსიაზე გასვლა, მაგრამ ძალიან უყვარდა თავისი საქმე, მედიცინა.“ - ამბობს დისშვილი. ბუიანოვა უკვე 68 წლისაა, მაგრამ პენსიაზე გასვლას არ აპირებდა.

ოქსანა ბუანოვა რამდენიმე წელია რაც კიევში დაბრუნდა, მაგრამ დეიდასთან აგრძელებდა ურთიერთობას. 2023 წლის აპრილში ოქსანა პოლონეთისა და ლიეტუვას გავლით დეიდასთან ჩავიდა, ორი დღე გზაში იყო. "FSB-მ საზღვარზე გამჩხრიკა, საათნახევარი დამტოვა ოფისში, შეამოწმეს ჩემი მობილური, მკითხეს, მქონდა თუ არა გამოცდილება სამხედრო ოპერაციებში,” - ამბობს ქალი.

მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ოქსანა დეიდას არ დალაპარაკებია.

"სად უნდა ვუჩივლო ამ ნაძირალას?"

ამბავი თებერვალში დაიწყო, როდესაც ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა 34 წლის ქალის ვიდეო, სადაც ტირილით ჰყვებოდა, რომ მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის პედიატრმა მის ქმარს უკრაინის კანონიერი სამიზნე უწოდა. ვიდეოს დასასრულს რჩევას ითხოვდა: „სად უნდა ვუჩივლო ამ ნაძირალას, რომ ქვეყნიდან გააგდონ?“

ერთი დღის შემდეგ, ანასტასიამ კიდევ ერთი ვიდეო გადაიღო და მადლობა გადაუხადა ტელეგრამ არხს მისი ვიდეოს გამოქვეყნებისთვის. ასევე აღნიშნა, რომ მას უკვე დაუკავშირდნენ და დაჰპირდნენ, რომ პედიატრს სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.

„თავიდან თანამიგრძნობდა როდესაც გაიგო, რომ მეუღლე გარდაცვლილი მყავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ჩემი ყოფილი ქმარი და ჩემი შვილების მამა ომში დაიღუპა, მითხრა, რომ ისევე როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო მოსამსახურეები, არიან უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე და რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში კლავენ მშვიდობიანი მოსახლეობას.“ - ჰყვება ვიდეოში პედიატრთან დიალოგს.

ფოტოზე ანასტასია აკიშინა

შესაბამისმა სამსახურებმა ვიდეოს მყისიერად უპასუხეს. 1 თებერვალს პედიატრი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეორე დღეს კი მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. უფრო მეტიც, მოხუცი ქალი ღამით წაიყვანეს დაკითხვაზე და დილის 5 საათზე გაათავისუფლეს. შუადღეს კი სასამართლო პროცესი გაიმართა.

თავდაპირველად ბუინოვას აეკრძალა მუშაობა და ტელეფონის გამოყენება. თუმცა საკუთარ სახლში ცხოვრობდა და ყველგან შეეძლო გასვლა. ახლა ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. დაკავების მიზეზი ნათესავების სანახავად მეზობელ ქალაქში სტუმრობა გახდა, რაც გამოძიებამ გაქცევის მცდელობად მიიჩნია.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ქალი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ომზე პაციენტის დედასთან საერთოდ არ უსაუბრია. სასამართლო პროცესზე პროკურორმა წაიკითხა ნადეჟდა ბუიანოვას ჩხრეკისას ამოღებულ ტელეფონში არსებული მიმოწერები. ერთ-ერთ მათგანში ბუიანოვა თითქოს წერს: ”მე ვღელავ კიევზე! დიდება უკრაინას, სიკვდილი რაშისტებს“. დაბადების დღის ერთ-ერთ მილოცვაზე კი თითქოს უპასუხებს: „გმადლობთ! ვუსურვებ უკრაინას და მის ყველა მცხოვრებს გამარჯვებას მტერზე, დიდება უკრაინას!“

ბინის ჩხრეკისას გადაღებული კადრი

ადვოკატი ოსკარ ჩერჯიევი ამტკიცებს, რომ მის კლიენტს ასეთი შეტყობინებები არ დაუწერია. გარდა ამისა, ნადეჟდას სახლი ადვოკატის გარეშე გაჩხრიკეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მტკიცებულებები უკანონოდ არის მოპოვებული.

ორი ქალი, ორი უბედურება

ბუიანოვას დისშვილი ოქსანა ამბობს, რომ დეიდა ომს ძალიან მტკივნეულად განიცდიდა. ”მისთვის ეს პირად ტრაგედიას ჰგავს. დეპრესიის ნიშნები ეტყობოდა, ტიროდა, იტანჯებოდა ამ ყველაფრის გამო.“

ოქსანას თქმით, ბუიანოვამ 2023 წელს სცადა უკრაინაში წასვლა - მას სურდა ნათესავების ნახვა. მაგრამ ქალს რუსული პასპორტი აქვს და ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინაში ვიზის მიღება უკიდურესად რთულია. ნადეჟდას ვიზა არ მისცეს.

პროკურატურის მთავარი მოწმეს, ანასტასია აკინშინას რუსული მედია SVO-ს ქვრივს უწოდებს.

თუმცა, ქალი ქმარს ანტონ სესლავინსკის სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე, 2020 წელს დაშორდა. ისინი ოფიციალურად განქორწინებულები არიან. უცნობია მონაწილეობდა თუ არა სესლავინსკი შვილების აღზრდაში. მაგრამ ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარში აკინშინამ სარჩელი შეიტანა ყოფილი ქმრის წინააღმდეგ, მისგან ალიმენტის დანიშვნას ითხოვდა.

აკინშინა და სესლავინსკი ქორწილის დღეს

ანასტასიამ წაშალა თავისი გვერდი რუსულ არხ VKontakte-ზე, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მოასწრეს და შეინახეს რამდენიმე პოსტის სკრინშოტი, რომელიც მის გარდაცვლილ ქმარს ეხება: ”ხელი მოაწერა კონტრაქტს, 2023 წლის 12 აგვისტოს წაიყვანეს, კლეშჩეევკას მიმართულებით. ტრენინგის და მომზადების გარეშე.17 აგვისტოს შემდეგ, მასთან კომუნიკაცია შეწყდა“ - წერს ანასტასია.

VKontakte-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში ანასტასიამ ქმრის პოვნაში დახმარება ითხოვა. „მე აღარ ვენდობი თავდაცვის სამინისტროს“, - წერს ის და ამბობს, რომ ყოველ კვირას რეკავდა, მაგრამ მხოლოდ ნოემბერში აღიარეს, რომ მისი ყოფილი ქმარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

აკინშინამ უარი თქვა BBC-სთან ინტერვიუზე. მისი თქმით, მის ოჯახს ემუქრებიან.

ადვოკატი ჩერჯიევი ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც პედიატრი ამჟამად იმყოფება, ერთ საკანში 30-ზე მეტი ადამიანია. მათ ხშირად უწევთ საწოლზე მორიგეობით დაძინება. უფლებადამცველები და აქტივისტები მისთვის შემოწირულებებს აგროვებენ. 68 წლის ქალს მოსკოვში ნათესავები არ ჰყავს. ძმის შვილს, ოქსანას სურდა კიევიდან მოსკოვში ჩასვლა და პატიმრისთვის ამანათის შეგზავნა, მაგრამ აღიარებს, რომ ახლა რუსეთში ჩასვლის ეშინია.