მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადრები ირანიდან: ირაკლი კობახიძე და ილია დარჩიაშვილი სამგლოვიარო ცერემონიაზე
კადრები ირანიდან: ირაკლი კობახიძე და ილია დარჩიაშვილი სამგლოვიარო ცერემონიაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­თან ერ­თად, ირა­ნის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი და სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტ ებ­რა­ჰიმ რა­ი­სის, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ჰო­სე­ინ ამირ აბ­დო­ლა­ჰი­ა­ნის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრნენ.

ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ დაკ­რძალ­ვას "ჰა­მა­სის" ლი­დე­რი ის­მა­ილ ჰა­ნიე და ჰეზ­ბო­ლას ლი­დე­რის მო­ად­გი­ლე ნაიმ ქა­სე­მი ეს­წრე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­შიც ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და კი­დევ 7 პირი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, 19 მა­ისს ჩა­მო­ვარ­და ირა­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში, მთი­ან რა­ი­ონ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ზღვრის მახ­ლობ­ლად. დე­ლე­გა­ცია ბრუნ­დე­ბო­და აღ­მო­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­ვინ­ცი­ი­დან - ირა­ნის რე­გი­ო­ნი­დან, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯანს ესა­ზღვრე­ბა. ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი რა­ი­სი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ახა­ლი კაშხლის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ში.

ვერ­ტმფრენ­ში მყო­ფი ყვე­ლა პირი და­ი­ღუ­პა. სა­ა­გენ­ტო Tasnim-ის ცნო­ბით, პრე­ზი­დენ­ტთან და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან ერ­თად იყ­ვნენ პრო­ვინ­ცია აღ­მო­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ქა­ლაქ თავ­რი­ზის იმა­მი, პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის უფ­რო­სი და დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი. ეკი­პა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ორი პი­ლო­ტი და ტექ­ნი­კო­სი.

ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ­ტმფრე­ნის კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზად უა­მინ­დო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

კადრები ირანიდან: ირაკლი კობახიძე და ილია დარჩიაშვილი სამგლოვიარო ცერემონიაზე

კადრები ირანიდან: ირაკლი კობახიძე და ილია დარჩიაშვილი სამგლოვიარო ცერემონიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.

ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაკრძალვას "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე და ჰეზბოლას ლიდერის მოადგილე ნაიმ ქასემი ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ 7 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.

ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. სააგენტო Tasnim-ის ცნობით, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იყვნენ პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, ქალაქ თავრიზის იმამი, პრეზიდენტის დაცვის უფროსი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ორი პილოტი და ტექნიკოსი.

ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა.

ნახეთ ასევე: