მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგაშო კვლევა: ამაზონის ტყეების დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა კრიტიკულად შენელებულია - რა ელის "დედამიწის ფილტვებს"?
საგანგაშო კვლევა: ამაზონის ტყეების დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა კრიტიკულად შენელებულია - რა ელის "დედამიწის ფილტვებს"?

ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ამა­ზო­ნის ტრო­პი­კუ­ლი ტყის მე­სა­მედ­ზე მეტი კვლავ გვალ­ვას ებ­რძვის. გარ­და ამი­სა, ეკო­სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სის კრი­ტი­კუ­ლი შე­ნე­ლე­ბა მისი კო­ლაფ­სის საფრ­თხეს სულ უფრო მე­ტად ზრდის.

წარ­სულ­ში, სამ­ხრეთ ამე­რი­კის ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ში პრო­ცე­სე­ბი ბა­ლანსდე­ბო­და ყო­ველ­წლი­ურ მშრალ და წვი­მი­ან სე­ზო­ნებ­თან ერ­თად. მას ასე­ვე ჰქონ­და გვალ­ვის­გან აღ­დგე­ნის უნა­რი. ბო­ლო­ხანს აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი სულ უფრო ნელ­დე­ბა, რად­გან გვალ­ვე­ბი უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა ამა­ზო­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით და უფრო ხში­რი - ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში.

ახა­ლი ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია Proceedings of the National Academy of Sciences- ში, იკ­ვლევს მცე­ნა­რე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებს 2001 წლი­დან 2019 წლამ­დე. ავ­ტო­რე­ბის მი­ზა­ნი იყო შე­ეს­წავ­ლათ, თუ რო­გორ აზი­ა­ნებს გვალ­ვე­ბის სიხ­ში­რე, ინ­ტენ­სი­ვო­ბა და ხან­გრძლი­ვო­ბა ამა­ზო­ნის მცე­ნა­რე­უ­ლო­ბას.

მათ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მი­ყე­ნე­ბულ ზი­ან­ში გვალ­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იყო, ვიდ­რე გვალ­ვის სიხ­ში­რე, თუმ­ცა ამ ორის კომ­ბი­ნა­ცია ყვე­ლა­ზე მეტ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­და.

კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი მხო­ლოდ ზე­და­პი­რულ წარ­მოდ­გე­ნას იძ­ლე­ვა და მათ მიღ­მა სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა უფრო მძი­მე იყოს.

ამას­თა­ნა­ვე, კვლე­ვის თა­ნახ­მად, წვი­მი­ა­ნი სე­ზო­ნე­ბი უფრო მოკ­ლე და ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა, რაც ასე­ვე ზი­ანს აყე­ნებს ტყის უნარს გვალ­ვი­სა­გან გა­მო­ჯან­მრთელ­დეს, რად­გან ხის მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბა ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­თან გამ­კლა­ვე­ბის­თვის მზად არ არის.

მო­მა­ვალ­ში, ეს ტენ­დენ­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა, რად­გან გლო­ბა­ლუ­რი გათ­ბო­ბა გაზ­რდის გვალ­ვე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას და სიხ­ში­რეს ამა­ზონ­ზე. ნაშ­რომ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია:

"მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ეს გა­მო­იწ­ვევს ცვლი­ლე­ბებს ტყის სტრუქ­ტუ­რა­სა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში, გაზ­რდის მცე­ნა­რე­თა სა­ხე­ო­ბე­ბის გაქ­რო­ბის საფრ­თხეს, პო­ტენ­ცი­უ­რად ამა­ზო­ნის სულ უფრო მეტი ტე­რი­ტო­რია მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა გარ­და­ტე­ხის კრი­ტი­კულ წერ­ტილს“. გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლია ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვი­თა და ხან­ძრე­ბით.

2015-16 წლებ­ში გვალ­ვამ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ხან­ძარ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­არ­დი ხე გა­დაწ­ვა და 495 მი­ლი­ო­ნი ტონა CO2-ის გა­მო­ყო­ფას შე­უ­წყო ხელი. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ჩვე­უ­ლებ­რივ ვი­თა­რე­ბა­ში ამა­ზო­ნის ტყე არ იწ­ვის, მისი მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის გამო, თუმ­ცა ძლი­ერ­მა გვალ­ვამ ხელი შე­უ­წყო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოშ­რო­ბას.

კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და ისიც, რომ ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა არაფ­რით ჩა­მორ­ჩე­ბა ხან­ძრე­ბის მიერ მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს. პა­ტა­რა ხე­ე­ბი, თხე­ლი ქერ­ქით, უფრო მე­ტად არი­ან მსხვერ­პლი, რო­გორც ხან­ძრის, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის.

მი­ლი­არ­დო­ბით ხი­დან, რომ­ლე­ბიც ძლი­ე­რი ხან­ძრის დროს და­იწ­ვა, 447 მი­ლი­ო­ნი დიდი ხე იყო, ხოლო 2.5 მი­ლი­არ­დი პა­ტა­რა.

ამა­ზონ­მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მტკნა­რი წყლის ყვე­ლა­ზე დიდ სახ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, გა­სულ წელ­საც გა­ნი­ცა­და და­მან­გრე­ვე­ლი გვალ­ვა, რა­მაც მისი ოდეს­ღაც ძლი­ე­რი შე­ნა­კა­დე­ბი რე­კორ­დუ­ლად და­ბალ დო­ნე­ზე და­ტო­ვა, გა­ახ­ში­რა ტყის ხან­ძრე­ბი და გა­მო­იწ­ვია მდი­ნა­რის დელ­ფი­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი და­ღუპ­ვა.

სა­ო­ცა­რი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გარ­და, ამა­ზო­ნის ტყე­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 150 მი­ლი­არდ ტონა ნახ­შირ­ბადს ინა­ხავს. ბევ­რი მეც­ნი­ე­რი ში­შობს, რომ ტყე სწრა­ფად უახ­ლოვ­დე­ბა კრი­ტი­კულ ზღვარს, რომ­ლის შემ­დე­გაც ის და­ი­წყებს გა­მოშ­რო­ბას, ნა­წი­ლე­ბად და­ყო­ფას და შემ­დეგ სა­ვა­ნად გა­და­იქ­ცე­ვა.

ამა­ზო­ნის ტყე­ე­ბი - მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ტრო­პი­კუ­ლი ტყის მა­სი­ვია. ის იკა­ვებს მსოფ­ლი­ოს სხვა ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბის ფარ­თო­ბის ნა­ხე­ვარს. ვრცელ­დე­ბა ცხრა სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე: ბრა­ზი­ლია, პერუ, ვე­ნე­სუ­ე­ლა, ეკ­ვა­დო­რი, ბო­ლი­ვია, გა­ი­ა­ნა, სუ­რი­ნა­მი და საფ­რან­გე­თის გვი­ნეა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საგანგაშო კვლევა: ამაზონის ტყეების დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა კრიტიკულად შენელებულია - რა ელის "დედამიწის ფილტვებს"?

საგანგაშო კვლევა: ამაზონის ტყეების დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა კრიტიკულად შენელებულია - რა ელის "დედამიწის ფილტვებს"?

ახალი კვლევის თანახმად, ამაზონის ტროპიკული ტყის მესამედზე მეტი კვლავ გვალვას ებრძვის. გარდა ამისა, ეკოსისტემის დაზიანებული მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენის პროცესის კრიტიკული შენელება მისი კოლაფსის საფრთხეს სულ უფრო მეტად ზრდის.

წარსულში, სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში პროცესები ბალანსდებოდა ყოველწლიურ მშრალ და წვიმიან სეზონებთან ერთად. მას ასევე ჰქონდა გვალვისგან აღდგენის უნარი. ბოლოხანს აღდგენის პროცესი სულ უფრო ნელდება, რადგან გვალვები უფრო ინტენსიური ხდება ამაზონის სამხრეთ-აღმოსავლეთით და უფრო ხშირი - ჩრდილო-დასავლეთში.

ახალი ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნებულია Proceedings of the National Academy of Sciences- ში, იკვლევს მცენარეული აქტივობის სატელიტურ სურათებს 2001 წლიდან 2019 წლამდე. ავტორების მიზანი იყო შეესწავლათ, თუ როგორ აზიანებს გვალვების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა ამაზონის მცენარეულობას.

მათმა კვლევამ აჩვენა, რომ მიყენებულ ზიანში გვალვის ინტენსივობა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ვიდრე გვალვის სიხშირე, თუმცა ამ ორის კომბინაცია ყველაზე მეტ დესტაბილიზაციას ახდენდა.

კვლევაში მონაწილე მეცნიერები ამბობენ, რომ სატელიტური სურათები მხოლოდ ზედაპირულ წარმოდგენას იძლევა და მათ მიღმა სიტუაცია შეიძლება უფრო მძიმე იყოს.

ამასთანავე, კვლევის თანახმად, წვიმიანი სეზონები უფრო მოკლე და ინტენსიური ხდება, რაც ასევე ზიანს აყენებს ტყის უნარს გვალვისაგან გამოჯანმრთელდეს, რადგან ხის მრავალი სახეობა ექსტრემალურ პირობებთან გამკლავებისთვის მზად არ არის.

მომავალში, ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან გლობალური გათბობა გაზრდის გვალვების ინტენსივობას და სიხშირეს ამაზონზე. ნაშრომში აღნიშნულია:

"მოსალოდნელია, რომ ეს გამოიწვევს ცვლილებებს ტყის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში, გაზრდის მცენარეთა სახეობების გაქრობის საფრთხეს, პოტენციურად ამაზონის სულ უფრო მეტი ტერიტორია მიუახლოვდება გარდატეხის კრიტიკულ წერტილს“. განსაკუთრებით დაუცველია ტერიტორიები, რომლებიც უკვე დაზარალებულია ადამიანის ჩარევითა და ხანძრებით.

2015-16 წლებში გვალვამ და მასთან დაკავშირებულმა ხანძარმა დაახლოებით 3 მილიარდი ხე გადაწვა და 495 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფას შეუწყო ხელი. მეცნიერების თქმით, ჩვეულებრივ ვითარებაში ამაზონის ტყე არ იწვის, მისი მაღალი ტენიანობის გამო, თუმცა ძლიერმა გვალვამ ხელი შეუწყო ტერიტორიების გამოშრობას.

კვლევის შედეგად დადგინდა ისიც, რომ ადამიანის ყოველდღიური ზემოქმედება არაფრით ჩამორჩება ხანძრების მიერ მიყენებულ ზარალს. პატარა ხეები, თხელი ქერქით, უფრო მეტად არიან მსხვერპლი, როგორც ხანძრის, ასევე ადამიანის.

მილიარდობით ხიდან, რომლებიც ძლიერი ხანძრის დროს დაიწვა, 447 მილიონი დიდი ხე იყო, ხოლო 2.5 მილიარდი პატარა.

ამაზონმა, რომელიც მსოფლიოს მტკნარი წყლის ყველაზე დიდ სახლად მიიჩნევა, გასულ წელსაც განიცადა დამანგრეველი გვალვა, რამაც მისი ოდესღაც ძლიერი შენაკადები რეკორდულად დაბალ დონეზე დატოვა, გაახშირა ტყის ხანძრები და გამოიწვია მდინარის დელფინების მასობრივი დაღუპვა.

საოცარი ბიომრავალფეროვნების გარდა, ამაზონის ტყეები დაახლოებით 150 მილიარდ ტონა ნახშირბადს ინახავს. ბევრი მეცნიერი შიშობს, რომ ტყე სწრაფად უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს, რომლის შემდეგაც ის დაიწყებს გამოშრობას, ნაწილებად დაყოფას და შემდეგ სავანად გადაიქცევა.

ამაზონის ტყეები - მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის მასივია. ის იკავებს მსოფლიოს სხვა ტროპიკული ტყეების ფართობის ნახევარს. ვრცელდება ცხრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე: ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვინეა.