საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა - სანქციების დაწესების არავის ეშინია" - კახა კალაძე სანქციებზე
"ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა - სანქციების დაწესების არავის ეშინია" - კახა კალაძე სანქციებზე

ეს არის უბ­რა­ლოდ შან­ტა­ჟი­სა და მუ­ქა­რის ენა, - ასე შე­ა­ფა­სა თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­მო­ცე­მა Politico-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრესს წა­რედ­გი­ნე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი სტი­ლის „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ წარ­დგე­ნა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვა და მოგ­ზა­უ­რო­ბის აკ­რძალ­ვა ემუქ­რე­ბათ.

კა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის არა­ვის ეში­ნია, თუმ­ცა ეს არ არის სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

"არ მგო­ნია, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გას, იმი­ტომ, რომ პარტნი­ო­რებს, მე­გობ­რებს ასე არ ელა­პა­რა­კე­ბი­ან, ეს არ არის სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ თუ გვინ­და მარ­თლა მე­გობ­რო­ბა, პარტნი­ო­რო­ბა, კარი ღია არის, არა­ვინ შე­ზღუ­დუ­ლი არ არის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­და­იდ­გას და ჩვენ ამას მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, არა­ვის ეში­ნია ამ სან­ქცი­ე­ბის და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით, თუმ­ცა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი რის გამო? იმის გამო, რომ შენს ქვე­ყა­ნა­ში შენი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იღე­ბენ კა­ნონს მის ქვე­ყა­ნა­ში, რისი პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც არის. ამის გამო და­სან­ქცირ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი? წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მგო­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა ისე­თი უსა­მარ­თლო­ბა ხდე­ბა დღეს მსოფ­ლი­ო­ში, გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, Politico-ს სცნო­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრესს წა­რედ­გი­ნე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი სტი­ლის „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ წარ­დგე­ნა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვა და მოგ­ზა­უ­რო­ბის აკ­რძალ­ვა ემუქ­რე­ბათ. გა­მო­ცე­მის მტკი­ცე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ „მზარ­დად და სამ­წუ­ხა­როდ ად­გას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბის პო­ლი­ტი­კას“. კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სი ღიად ეს­ხმის თავს აშშ-სა და და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის სხვა ხელ­შემ­წყობ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­შინ, როცა ზრდის კავ­ში­რებს რუ­სეთ­თან და ჩი­ნეთ­თან.

Politico-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნონპ­რო­ექტს კონ­გრესს „რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ ჯო უილ­სო­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს წა­რუდ­გენს. მისი პი­რო­ბე­ბი ავალ­დე­ბუ­ლებს ამე­რი­კელ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, აც­ნო­ბონ კონ­გრესს „სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი არა­სა­თა­ნა­დო პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის, კლეპ­ტოკ­რა­ტი­ი­სა და ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის კვან­ძე­ბის შე­სა­ხებ“, ასე­ვე რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის სა­დაზ­ვერ­ვო აქ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა - სანქციების დაწესების არავის ეშინია" - კახა კალაძე სანქციებზე

"ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა - სანქციების დაწესების არავის ეშინია" - კახა კალაძე სანქციებზე

ეს არის უბრალოდ შანტაჟისა და მუქარის ენა, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.

კალაძის შეფასებით, სანქციების დაწესების არავის ეშინია, თუმცა ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.

"არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ, რომ პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მართლა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღია არის, არავინ შეზღუდული არ არის ამ მიმართულებით, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის ეშინია ამ სანქციების და არანაირი პრობლემა არ იქნება ამ თვალსაზრისით, თუმცა წარმოუდგენელია ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული რის გამო? იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს მის ქვეყანაში, რისი პირდაპირი ვალდებულებაც არის. ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები? წარმოუდგენელი მგონია ეს ყველაფერი, თუმცა ისეთი უსამართლობა ხდება დღეს მსოფლიოში, გასაკვირი არაფერი იქნება", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, Politico-ს სცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ. გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მზარდად და სამწუხაროდ ადგას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას“. კანონპროექტის თანახმად, თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას მაშინ, როცა ზრდის კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.

Politico-ს ინფორმაციით, კანონპროექტს კონგრესს „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. მისი პირობები ავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, აცნობონ კონგრესს „საქართველოში არსებული არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის კვანძების შესახებ“, ასევე რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ.