კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელებმა რუსებს შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი სარაკეტო ხომალდი ჩაუძირეს - ეს ქართველებისთვის შურისძიებაც არის
უკრაინელებმა რუსებს შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი სარაკეტო ხომალდი ჩაუძირეს -  ეს ქართველებისთვის შურისძიებაც არის
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

2023 წლის 30 სექ­ტემ­ბერს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სო­ხუ­მის პორ­ტში რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის მცი­რე სა­რა­კე­ტო ხო­მალდმა - "ციკ­ლონ­მა“ ჩა­უშ­ვა ღუზა, რომ­ლის კა­ი­უტ-კომ­პა­ნი­ა­ში რუს­მა ად­მი­რა­ლებ­მა და აფხაზ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა ოჩამ­ჩი­რე­ში საბ­რძო­ლო ხო­მალ­დე­ბის ბა­ზი­რე­ბის პუნ­ქტის შექ­მნას მო­ა­წე­რეს ხელი...

ის, რა­საც რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ასე თავ­ხე­დუ­რად ჩა­დის, ჩვენ­ში გულ­ზე მჯი­ღის ცე­მას თუ იწ­ვევს, რად­გან თავს ზე­მოთ ჯერ­ჯე­რო­ბით ძალა არ არის, ამ ყვე­ლაფ­რის აღ­საკ­ვე­თად და ამი­ტო­მაც ერ­თგვა­რი შვე­ბა მოგ­ვგვა­რა იმ ფაქ­ტმა, რომ რუსი ოკუ­პან­ტე­ბი ამის­თვის სას­ჯელს მა­ინც იღე­ბენ, თუნ­დაც - უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­გან...

ჩა­ძი­რუ­ლი რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო "ციკ­ლო­ნის“ ტაქ­ტი­კურ-ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი შემ­დე­გი იყო:

წყალ­წყვა - 870 ტ, სიგ­რძე - 67 მ, სი­გა­ნე - 11 მ, სამი დი­ზე­ლის ძრა­ვა (თი­თო­ე­უ­ლი 8 000 ცხ.ძ.-ის სიმ­ძლავ­რის), სიჩ­ქა­რე - 30 კვან­ძი (55,5 კმ/სთ).

19 მა­ისს უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის სე­ვას­ტო­პო­ლის რუ­სულ სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზა­ზე მო­რი­გი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მათ შო­რის - აშშ-იდან მი­ღე­ბუ­ლი 300 კმ-მდე მფრე­ნი ATACMS-ის ორი აე­რო­ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, რის შე­დე­გა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩა­ი­ძი­რა ნავ­მი­სად­გომ­თან მდგა­რი ხო­მალ­დი "ციკ­ლო­ნი“...

სწო­რედ ის "ციკ­ლო­ნი“, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში ოკუ­პი­რე­ბულ სო­ხუმს "სტუმ­რობ­და“...

თა­ნამ­გზავ­რულ ფო­ტო­ზე ჩანს სე­ვას­ტო­პო­ლის ერთ-ერთ ნავ­მი­სად­გომ­თან არ­ცთუ ღრმად ჩა­ძი­რუ­ლი ხო­მალ­დის კონ­ტუ­რე­ბი, არა­და სა­რა­კე­ტო დარ­ტყმამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე სწო­რედ აქ იდგა ღუ­ზა­ზე "ციკ­ლო­ნი“...

"ციკ­ლო­ნის“ შე­საძ­ლო ჩა­ძირ­ვის ფაქ­ტი არა მარ­ტო ერ­თგვა­რი შუ­რის­ძი­ე­ბაა ოკუ­პი­რე­ბულ სო­ხუმ­ში "სტუმ­რო­ბის­თვის“, არა­მედ - დიდი წარ­მა­ტე­ბა თა­ვად უკ­რა­ი­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, რად­გან მათ პირ­ვე­ლად შეძ­ლეს "კა­ლიბ­რის“ ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბის გამ­შვე­ბი, საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში მოყ­ვა­ნი­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა...

"ციკ­ლო­ნის“ მთა­ვარ შე­ი­ა­რა­ღე­ბას "კა­ლიბ­რის“ ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბის 8 შვე­უ­ლი გამ­შვე­ბი წარ­მო­ად­გენ­და... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

უკრაინელებმა რუსებს შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი სარაკეტო ხომალდი ჩაუძირეს - ეს ქართველებისთვის შურისძიებაც არის

უკრაინელებმა რუსებს შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი სარაკეტო ხომალდი ჩაუძირეს -  ეს ქართველებისთვის შურისძიებაც არის
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

2023 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული სოხუმის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდმა - "ციკლონმა“ ჩაუშვა ღუზა, რომლის კაიუტ-კომპანიაში რუსმა ადმირალებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ოჩამჩირეში საბრძოლო ხომალდების ბაზირების პუნქტის შექმნას მოაწერეს ხელი...

ის, რასაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასე თავხედურად ჩადის, ჩვენში გულზე მჯიღის ცემას თუ იწვევს, რადგან თავს ზემოთ ჯერჯერობით ძალა არ არის, ამ ყველაფრის აღსაკვეთად და ამიტომაც ერთგვარი შვება მოგვგვარა იმ ფაქტმა, რომ რუსი ოკუპანტები ამისთვის სასჯელს მაინც იღებენ, თუნდაც - უკრაინელებისგან...

ჩაძირული რუსული სარაკეტო "ციკლონის“ ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები შემდეგი იყო:

წყალწყვა - 870 ტ, სიგრძე - 67 მ, სიგანე - 11 მ, სამი დიზელის ძრავა (თითოეული 8 000 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის), სიჩქარე - 30 კვანძი (55,5 კმ/სთ).

19 მაისს უკრაინელებმა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სევასტოპოლის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის - აშშ-იდან მიღებული 300 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის ორი აერობალისტიკური რაკეტის გამოყენებით, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ჩაიძირა ნავმისადგომთან მდგარი ხომალდი "ციკლონი“...

სწორედ ის "ციკლონი“, რომელიც გასული წლის სექტემბერში ოკუპირებულ სოხუმს "სტუმრობდა“...

თანამგზავრულ ფოტოზე ჩანს სევასტოპოლის ერთ-ერთ ნავმისადგომთან არცთუ ღრმად ჩაძირული ხომალდის კონტურები, არადა სარაკეტო დარტყმამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ აქ იდგა ღუზაზე "ციკლონი“...

"ციკლონის“ შესაძლო ჩაძირვის ფაქტი არა მარტო ერთგვარი შურისძიებაა ოკუპირებულ სოხუმში "სტუმრობისთვის“, არამედ - დიდი წარმატება თავად უკრაინის ინტერესებისთვის, რადგან მათ პირველად შეძლეს "კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამშვები, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი რუსული სამხედრო ხომალდის განეიტრალება...

"ციკლონის“ მთავარ შეიარაღებას "კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების 8 შვეული გამშვები წარმოადგენდა... გააგრძელეთ კითხვა