მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავუგოთ თინეიჯერ ქალიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ მისი არ გესმით
როგორ გავუგოთ თინეიჯერ ქალიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ მისი არ გესმით

თუ მო­ზარ­დი გო­გო­ნას მშო­ბე­ლი ხართ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, თქვენ­თვის ნაც­ნო­ბი ფრა­ზა იქ­ნე­ბა: „ჩემი არ გეს­მით!“ გარ­და­ტე­ხის ასა­კი საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნია რო­გორც მშობ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე მო­ზარ­დე­ბის­თვის. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა თა­ვი­დან ვერ იგ­დებ მტკივ­ნე­ულ აზ­რებს იმა­ზე, რომ საკ­მა­რი­სად კარ­გი არ ხარ, რომ არა­ვის უყ­ვარ­ხარ და შენი არა­ვის ეს­მის.

ალ­ბათ, არ არ­სე­ბობს გო­გო­ნა, რო­მელ­საც მშობ­ლებ­თან ან თა­ნა­ტო­ლებ­თან უთან­ხმო­ე­ბა არ ჰქო­ნია. ზოგ­ჯერ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა, რა­ტომ ვე­რაფ­რით აე­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლებ­ში მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა მშო­ბელ­თან წყდე­ბა გა­უ­გებ­რო­ბის გამო ან იმი­ტომ, რომ შვი­ლებ­სა და მშობ­ლებს ავი­წყდე­ბათ ურ­თი­ერთ კო­მუ­ნი­კა­ცია და ერ­თმა­ნეთ­თან დრო­სა და სივ­რცე­ში აც­დე­ნი­ლი არი­ან. თი­ნე­ი­ჯე­რებს ძა­ლი­ან ხში­რად მი­აჩ­ნი­ათ, რომ მშობ­ლე­ბი ვერ უგე­ბენ.

ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზ­რით, მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ამო­ცა­ნაა მშობ­ლე­ბის­გან გა­მო­ყო­ფა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გა­მოვ­ლე­ნა. მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ნორ­მა­ლუ­რია მშობ­ლებ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბი­თი კავ­ში­რის შე­სუს­ტე­ბა და თა­ნა­ტო­ლებ­თან მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბა. ეს ზრდას­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წრის გა­ფარ­თო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ზარ­დი იწყებს მშობ­ლე­ბის შე­და­რე­ბას სხვებ­თან და უჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი, თუ რამ­დე­ნად არ­თმე­ვენ ისი­ნი თავს სხვა­დას­ხვა რა­მეს. ერთ წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა მშობ­ლებ­თან ზეკ­რი­ტი­კუ­ლი იყო და შენს ოთახ­ში გარ­ბო­დე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ნერ­ვი­უ­ლობ, თავს მარ­ტო­სუ­ლად გრძნობ და ჩა­სა­ხუ­ტებ­ლად ისევ მათ­თან მორ­ბი­ხარ.

მო­ზარ­დო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ამო­ცა­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და ავ­ტო­ნო­მი­ის მო­პო­ვე­ბაა. ეს ნიშ­ნავს, გა­ი­ზარ­დო და და­ტო­ვო ოჯა­ხი რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე მე­ტა­ფო­რუ­ლად. მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, როცა ზრდას­რუ­ლო­ბას მი­აღ­წევ, სა­შუ­ა­ლე­ბა გეძ­ლე­ვა იყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა, სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით. მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდებს სურთ, მე­ტად და­შორ­დნენ თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას იმ მო­ტი­ვით, რომ მე­ტად გა­უს­ვან ხაზი მათ­სა და ოჯახს შო­რის არ­სე­ბულ გან­სხვა­ვე­ბებს, თუმ­ცა ზრდას­რულ ასაკ­ში უბ­რუნ­დე­ბი­ან იმ წერ­ტილს, რო­მე­ლიც უფრო ახ­ლო­საა მშობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის სტილ­თან.

თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა დის­კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას მო­ზარდს იმან, რომ დედა გა­მუდ­მე­ბით თავს დას­ტრი­ა­ლებს. ზოგ­ჯერ მშობ­ლე­ბი მე­ტის­მე­ტად ერ­თვე­ბი­ან შვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, რაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გა­მოვ­ლე­ნა­სა და უფ­რო­სე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბას არ­თუ­ლებს. ზოგ­ჯერ ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ მშო­ბელს შფოთ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი თა­ვად აქვს და გა­რე­მოს კონ­ტრო­ლი სურს, რომ თავი უფრო და­ცუ­ლად იგ­რძნოს. შფოთ­ვა შე­ნიღ­ბუ­ლია სიყ­ვა­რუ­ლის სა­ფარ­ვლით - „იმი­ტომ, რომ შენ­ზე ვზრუ­ნავ“.

დრო იც­ვლე­ბა გო­გო­ნე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბის­თვის: მათ არას­დროს ჰქო­ნი­ათ ამ­დე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და არ­ჩე­ვა­ნი; მაგ­რამ აქამ­დე არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ამ­დე­ნი მო­თხოვ­ნა მათ მი­მართ. „ჩემი არ გეს­მით“ - 21-ე სა­უ­კუ­ნის გო­გო­ნე­ბის გზამ­კვლე­ვი დოქ­ტორ ტარა პორ­ტე­რის პირ­ვე­ლი წიგ­ნია, თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნე­ბის­თვის და ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბის­თვის, You Don't Understand Me: A Young Woman's Guide to Life გახ­და Sunday Times-ის ბესტსე­ლე­რი. ავ­ტო­რი 1992 წლი­დან ეწე­ვა კლი­ნი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ახალ­გაზ­რდებ­თან.

წიგ­ნი და­წე­რი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნე­ბის­თვის და ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბის­თვის. ის მო­ი­ცავს ისეთ სა­კი­თხებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, შფოთ­ვა, სკო­ლა და გა­ნათ­ლე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და სექ­სი, კვე­ბა და ინ­ტერ­ნე­ტი. წიგნ­ში გან­ხი­ლუ­ლია თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი და ძა­ლი­ან ამომ­წუ­რა­ვად. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს შო­რი­საა სწო­რი კვე­ბა, მი­ზი­დუ­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და სექ­სი. წიგ­ნი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან გა­სა­გე­ბი ენი­თაა და­წე­რი­ლი და ავ­ტო­რი ცდი­ლობს, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად აუხ­სნას მათ, თუ რო­გორ ბი­ჭებ­თან ღირს ან არ ღირს ურ­თი­ერ­თო­ბა; რო­გორ ამო­იც­ნო მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცი; რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გყავ­დეს ადეკ­ვა­ტუ­რი მე­გობ­რე­ბი და სხვა.

რაც უფრო ბო­ლოს­კენ მი­დი­ხარ, მით უფრო ენ­დო­ბი და უმე­გობ­რდე­ბი ავ­ტორს.

დოქ­ტორ ტარა პორ­ტე­რის მგრძნო­ბი­ა­რე და მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც მან ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბის­თვის შე­ი­მუ­შა­ვა, რე­ა­ლუ­რად და­გეხ­მა­რე­ბათ და გე­მახ­სოვ­რე­ბათ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მშობ­ლე­ბის­თვის კი ეს წიგ­ნი ახ­სნის იმას, თუ რას გა­ნიც­დის მათი ქა­ლიშ­ვი­ლი.

„ღმერ­თი დედა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ის ამ ბიბ­ლი­ას მო­ზარ­დი გო­გო­ნე­ბის­თვის და ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბის­თვის და­წერ­და. ეს წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია, რაც შე­გიძ­ლია აჩუ­ქო შენს ქა­ლიშ­ვილს.” – კე­იტ­ლინ მო­რა­ნი.

დოქ­ტო­რი ტარა პორ­ტე­რი ეყ­რდნო­ბა მრა­ვალ­წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას, რათა ქა­ლე­ბი სა­კუ­თარ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში გა­ერ­კვნენ. გა­მოც­დე­ბი­დან მე­გობ­რო­ბამ­დე, ოჯა­ხი­დან სიყ­ვა­რუ­ლამ­დე, ტარა აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა­ფერს, რაც ის­წავ­ლა, რათა ყველ­გან ხელ­მი­საწ­ვდო­მი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი და წი­ნა­და­დე­ბე­ბი მის­ცეს მო­ზარ­დებ­სა და ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს. ბრძე­ნი მე­გობ­რის ან უფ­რო­სი დის თბი­ლი წე­რი­ლის მსგავ­სად, წიგნს არა მხო­ლოდ ეს­მის ახალ­გაზ­რდე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, არა­მედ ეხ­მა­რე­ბა მათ დაძ­ლი­ონ გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი აწყდე­ბი­ან.

"ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ვურ­ჩევ­დი ამ ბრწყინ­ვა­ლე და ინ­ფორ­მა­ცი­ულ წიგნს... ტარა ღრმა ცოდ­ნით, სით­ბო­თი და იუ­მო­რით წერს ყვე­ლა იმ პრობ­ლე­მას, რომ­ლებ­საც ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი აწყდე­ბა და გვე­უბ­ნე­ბა, რო­გორ დავძლი­ოთ ისი­ნი." - ჯუ­ლია სა­მუ­ე­ლი.

YDUM გა­მო­ი­ცა ან უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს ნი­დერ­ლან­დებ­ში, ბელ­გი­ა­ში, კა­ნა­და­ში, რუ­მი­ნეთ­ში, უნ­გრეთ­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ეს­ტო­ნეთ­ში, ტა­ი­ვან­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, თურ­ქეთ­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, სა­უ­დის არა­ბეთ­ში, ლი­ე­ტუ­ვა­ში, ის­რა­ელ­სა და ალ­ბა­ნეთ­ში. ქარ­თულ ენა­ზე წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა გა­მოს­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

როგორ გავუგოთ თინეიჯერ ქალიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ მისი არ გესმით

როგორ გავუგოთ თინეიჯერ ქალიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ მისი არ გესმით

თუ მოზარდი გოგონას მშობელი ხართ, დიდი ალბათობით, თქვენთვის ნაცნობი ფრაზა იქნება: „ჩემი არ გესმით!“ გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთული გადასატანია როგორც მშობლებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. ეს ის პერიოდია, როცა თავიდან ვერ იგდებ მტკივნეულ აზრებს იმაზე, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, რომ არავის უყვარხარ და შენი არავის ესმის.

ალბათ, არ არსებობს გოგონა, რომელსაც მშობლებთან ან თანატოლებთან უთანხმოება არ ჰქონია. ზოგჯერ მთელი ცხოვრების გამოცანად რჩება, რატომ ვერაფრით აეწყო ურთიერთობა. ხშირია შემთხვევები, როდესაც თინეიჯერობის წლებში მიჯაჭვულობა მშობელთან წყდება გაუგებრობის გამო ან იმიტომ, რომ შვილებსა და მშობლებს ავიწყდებათ ურთიერთ კომუნიკაცია და ერთმანეთთან დროსა და სივრცეში აცდენილი არიან. თინეიჯერებს ძალიან ხშირად მიაჩნიათ, რომ მშობლები ვერ უგებენ.

ფსიქოლოგების აზრით, მოზარდობის ასაკში ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ამოცანაა მშობლებისგან გამოყოფა და ინდივიდუალიზმის გამოვლენა. მოზარდობის ასაკში ნორმალურია მშობლებთან მიჯაჭვულობითი კავშირის შესუსტება და თანატოლებთან მეტად დაახლოება. ეს ზრდასრული პიროვნების ჩამოყალიბების პროცესის შემადგენელი ნაწილია.

საზოგადოებრივი წრის გაფართოების პარალელურად, მოზარდი იწყებს მშობლების შედარებას სხვებთან და უჩნდება კითხვები, თუ რამდენად ართმევენ ისინი თავს სხვადასხვა რამეს. ერთ წუთში შეიძლება მშობლებთან ზეკრიტიკული იყო და შენს ოთახში გარბოდე, მოგვიანებით კი ნერვიულობ, თავს მარტოსულად გრძნობ და ჩასახუტებლად ისევ მათთან მორბიხარ.

მოზარდობის ფსიქოლოგიური ამოცანა ინდივიდუალიზმი და ავტონომიის მოპოვებაა. ეს ნიშნავს, გაიზარდო და დატოვო ოჯახი როგორც ფიზიკურად, ასევე მეტაფორულად. მოზარდობის პერიოდის დასრულების შემდეგ, როცა ზრდასრულობას მიაღწევ, საშუალება გეძლევა იყო ინდივიდუალური პიროვნება, საკუთარი გადაწყვეტილებებით. მოზარდობის პერიოდში ახალგაზრდებს სურთ, მეტად დაშორდნენ თავიანთი ოჯახების ყოველდღიურობას იმ მოტივით, რომ მეტად გაუსვან ხაზი მათსა და ოჯახს შორის არსებულ განსხვავებებს, თუმცა ზრდასრულ ასაკში უბრუნდებიან იმ წერტილს, რომელიც უფრო ახლოსაა მშობლების ცხოვრების სტილთან.

თინეიჯერობის ასაკში შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას მოზარდს იმან, რომ დედა გამუდმებით თავს დასტრიალებს. ზოგჯერ მშობლები მეტისმეტად ერთვებიან შვილის ცხოვრებაში, რაც ინდივიდუალიზმის გამოვლენასა და უფროსებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას ართულებს. ზოგჯერ ეს იმიტომ ხდება, რომ მშობელს შფოთვასთან დაკავშირებული პრობლემები თავად აქვს და გარემოს კონტროლი სურს, რომ თავი უფრო დაცულად იგრძნოს. შფოთვა შენიღბულია სიყვარულის საფარვლით - „იმიტომ, რომ შენზე ვზრუნავ“.

დრო იცვლება გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის: მათ არასდროს ჰქონიათ ამდენი თავისუფლება და არჩევანი; მაგრამ აქამდე არასოდეს ყოფილა ამდენი მოთხოვნა მათ მიმართ. „ჩემი არ გესმით“ - 21-ე საუკუნის გოგონების გზამკვლევი დოქტორ ტარა პორტერის პირველი წიგნია, თინეიჯერი გოგონებისთვის და ახალგაზრდა ქალებისთვის, You Don't Understand Me: A Young Woman's Guide to Life გახდა Sunday Times-ის ბესტსელერი. ავტორი 1992 წლიდან ეწევა კლინიკურ საქმიანობას ახალგაზრდებთან.

წიგნი დაწერილია სპეციალურად თინეიჯერი გოგონებისთვის და ახალგაზრდა ქალებისთვის. ის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ოჯახი, მეგობრები, შფოთვა, სკოლა და განათლება, სიყვარული და სექსი, კვება და ინტერნეტი. წიგნში განხილულია თითქმის ყველაფერი და ძალიან ამომწურავად. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა სწორი კვება, მიზიდულობა, სიყვარული და სექსი. წიგნი თინეიჯერებისთვის ძალიან გასაგები ენითაა დაწერილი და ავტორი ცდილობს, საფუძვლიანად აუხსნას მათ, თუ როგორ ბიჭებთან ღირს ან არ ღირს ურთიერთობა; როგორ ამოიცნო მოძალადე მამაკაცი; რამდენად მნიშვნელოვანია, გყავდეს ადეკვატური მეგობრები და სხვა.

რაც უფრო ბოლოსკენ მიდიხარ, მით უფრო ენდობი და უმეგობრდები ავტორს.

დოქტორ ტარა პორტერის მგრძნობიარე და მაღალპროფესიონალური მიდგომა, რომელიც მან ახალგაზრდა ქალებისთვის შეიმუშავა, რეალურად დაგეხმარებათ და გემახსოვრებათ წლების განმავლობაში.

მშობლებისთვის კი ეს წიგნი ახსნის იმას, თუ რას განიცდის მათი ქალიშვილი.

„ღმერთი დედა რომ ყოფილიყო, ის ამ ბიბლიას მოზარდი გოგონებისთვის და ახალგაზრდა ქალებისთვის დაწერდა. ეს წიგნი საუკეთესო საჩუქარია, რაც შეგიძლია აჩუქო შენს ქალიშვილს.” – კეიტლინ მორანი.

დოქტორი ტარა პორტერი ეყრდნობა მრავალწლიან გამოცდილებას, რათა ქალები საკუთარ ფსიქოლოგიაში გაერკვნენ. გამოცდებიდან მეგობრობამდე, ოჯახიდან სიყვარულამდე, ტარა აერთიანებს ყველაფერს, რაც ისწავლა, რათა ყველგან ხელმისაწვდომი ახსნა-განმარტებები და წინადადებები მისცეს მოზარდებსა და ახალგაზრდა ქალებს. ბრძენი მეგობრის ან უფროსი დის თბილი წერილის მსგავსად, წიგნს არა მხოლოდ ესმის ახალგაზრდების პერსპექტივები, არამედ ეხმარება მათ დაძლიონ გამოწვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან.

"ყველა ახალგაზრდა გოგონას ვურჩევდი ამ ბრწყინვალე და ინფორმაციულ წიგნს... ტარა ღრმა ცოდნით, სითბოთი და იუმორით წერს ყველა იმ პრობლემას, რომლებსაც ახალგაზრდა გოგონები და ყველა ჩვენგანი აწყდება და გვეუბნება, როგორ დავძლიოთ ისინი." - ჯულია სამუელი.

YDUM გამოიცა ან უნდა გამოქვეყნდეს ნიდერლანდებში, ბელგიაში, კანადაში, რუმინეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ესტონეთში, ტაივანში, გერმანიაში, იტალიაში, თურქეთში, ხორვატიაში, იტალიაში, საბერძნეთში, საუდის არაბეთში, ლიეტუვაში, ისრაელსა და ალბანეთში. ქართულ ენაზე წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა.