მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა პრინცესა დაიანას ბრილიანტის ჯვარი მეგან მარკლის სამკაულების კოლექციაში - "მიჭირს დავიჯერო, რომ მას 5 წელია ეს ყელსაბამი აქვს და აქამდე არ ჰკეთებია"
როგორ აღმოჩნდა პრინცესა დაიანას ბრილიანტის ჯვარი მეგან მარკლის სამკაულების კოლექციაში - "მიჭირს დავიჯერო, რომ მას 5 წელია ეს ყელსაბამი აქვს და აქამდე არ ჰკეთებია"

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მე­გან მარ­კლმა და პრინცმა ჰა­რიმ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვეს, მე­განს პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ის ნა­წი­ლი მა­ინც ერგო.

გა­სულ შა­ბათ-კვი­რას პრინც ჰა­რის­თან ერ­თად ნი­გე­რი­ა­ში ვი­ზი­ტი­სას 42 წლის მე­გან მარ­კლს ბრი­ლი­ან­ტის ჯვა­რი ეკე­თა. წყა­რო­ე­ბის თქმით, ეს ყელ­სა­ბა­მი მარ­კლს ქმარ­მა აჩუ­ქა და ის დე­და­მი­სის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ი­დან უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა ძვირ­ფას­მა ყელ­სა­ბამ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მით­ქმა-მოთ­ქმა მა­ინც გა­მო­იწ­ვია.

"მე­გა­ნი სამ­კა­უ­ლებს თე­მა­ტუ­რად არ­ჩევს. მი­ჭირს და­ვი­ჯე­რო, რომ მას 5 წე­ლია ეს ყელ­სა­ბა­მი აქვს და აქამ­დე არ ჰკე­თე­ბია",- სა­უბ­რობ­და Page Six-ის გა­მო­ცე­მას­თან წყა­რო, რო­მე­ლიც მე­განს პი­რა­დად იც­ნობს.

ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ და­ი­ა­ნა, რო­მე­ლიც 1997 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ამ სამ­კა­უ­ლით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არას­დროს გა­მო­ჩე­ნი­ლა. "ასე­თი სამ­კა­უ­ლი მას­ზე არას­დროს მი­ნა­ხავს. რე­ა­ლუ­რად, და­ი­ა­ნა ყო­ველ­თვის არი­დებ­და თავს რე­ლი­გი­უ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბის ტა­რე­ბას, რად­გან მათ ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა შე­ეძ­ლოთ",- აცხა­დებს წყა­რო, რო­მე­ლიც და­ი­ა­ნას­თან მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მუ­შა­ობ­და.

პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მე­გა­ნის ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დიც. ჰა­რის ნა­ჩუ­ქა­რი ბე­ჭე­დი სამი ბრი­ლი­ან­ტის­გან შედ­გე­ბა: მის ცენ­ტრში სამ­კა­რა­ტი­ა­ნი ქვაა, რო­მელ­საც გვერ­დებ­ზე ორი პა­ტა­რა ბრი­ლი­ან­ტი აქვს. პა­ტა­რა ქვე­ბი და­ი­ა­ნას პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა, შე­და­რე­ბით დიდი ბრი­ლი­ან­ტი კი ჰა­რიმ ბოც­ვა­ნა­დან, მისი საყ­ვა­რე­ლი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორ აღმოჩნდა პრინცესა დაიანას ბრილიანტის ჯვარი მეგან მარკლის სამკაულების კოლექციაში - "მიჭირს დავიჯერო, რომ მას 5 წელია ეს ყელსაბამი აქვს და აქამდე არ ჰკეთებია"

როგორ აღმოჩნდა პრინცესა დაიანას ბრილიანტის ჯვარი მეგან მარკლის სამკაულების კოლექციაში - "მიჭირს დავიჯერო, რომ მას 5 წელია ეს ყელსაბამი აქვს და აქამდე არ ჰკეთებია"

იმის მიუხედავად, რომ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის წევრების მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს, მეგანს პრინცესა დაიანას ძვირფასი სამკაულების კოლექციის ნაწილი მაინც ერგო.

გასულ შაბათ-კვირას პრინც ჰარისთან ერთად ნიგერიაში ვიზიტისას 42 წლის მეგან მარკლს ბრილიანტის ჯვარი ეკეთა. წყაროების თქმით, ეს ყელსაბამი მარკლს ქმარმა აჩუქა და ის დედამისის კერძო კოლექციიდან უნდა ყოფილიყო. თუმცა ძვირფასმა ყელსაბამმა სოციალურ ქსელებში მითქმა-მოთქმა მაინც გამოიწვია.

"მეგანი სამკაულებს თემატურად არჩევს. მიჭირს დავიჯერო, რომ მას 5 წელია ეს ყელსაბამი აქვს და აქამდე არ ჰკეთებია",- საუბრობდა Page Six-ის გამოცემასთან წყარო, რომელიც მეგანს პირადად იცნობს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დაიანა, რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა, ამ სამკაულით საზოგადოებაში არასდროს გამოჩენილა. "ასეთი სამკაული მასზე არასდროს მინახავს. რეალურად, დაიანა ყოველთვის არიდებდა თავს რელიგიური სიმბოლოების ტარებას, რადგან მათ ხალხის გაღიზიანება შეეძლოთ",- აცხადებს წყარო, რომელიც დაიანასთან მის გარდაცვალებამდე მუშაობდა.

პრინცესა დაიანასთანაა დაკავშირებული მეგანის ნიშნობის ბეჭედიც. ჰარის ნაჩუქარი ბეჭედი სამი ბრილიანტისგან შედგება: მის ცენტრში სამკარატიანი ქვაა, რომელსაც გვერდებზე ორი პატარა ბრილიანტი აქვს. პატარა ქვები დაიანას პირადი კოლექციიდანაა, შედარებით დიდი ბრილიანტი კი ჰარიმ ბოცვანადან, მისი საყვარელი ქვეყნიდან ჩამოიტანა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა