მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დის მეუღლესთან დაშორებას ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა და მოკლა" - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დეტალები
"დის მეუღლესთან დაშორებას ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა და მოკლა" - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დეტალები

16 მა­ისს გარ­და­ბან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ძმამ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დას ჯერ მან­ქა­ნით და­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ კი 4-ჯერ და­არ­ტყა დანა.

ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 30 წლამ­დე შახ­ლა ის­მა­ი­ლო­ვა იყო. რო­გორც Ambebi.ge-ს ად­გი­ლობ­რი­ვი უყ­ვე­ბა, ახალ­გაზ­რდა ქალს ქმა­რი და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

  • პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი დას პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას უზღუ­დავ­და, ასე­ვე დის მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის ფაქტს ოჯა­ხის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად მი­იჩ­ნევ­და.

და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი დას პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას უზღუ­დავ­და, ასე­ვე დის მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის ფაქტს ოჯა­ხის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად მი­იჩ­ნევ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო 16 მა­ისს ბრალ­დე­ბულ­მა, გარ­და­ბან­ში, დას ჯერ ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ა­ჯა­ხა, შემ­დეგ კი და­ნით სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში, მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა გენ­დე­რის ნიშ­ნით, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ)წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 -დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რას ჰყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი?

"საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხიც ჰქონ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში სახ­ლი­დან წა­ვი­და. ძმა დას ეძებ­და, იმუქ­რე­ბო­და, სა­დაც ვნა­ხავ, იქ მოვ­კლა­ვო. ისი­ნიც ერი­დე­ბოდ­ნენ, ძმა გო­გო­ნას დღეს გა­და­ე­ყა­რა ქუ­ჩა­ში, ჯერ მან­ქა­ნა და­ა­ჯა­ხა, მერე წაქ­ცე­ულს 4-ჯერ ჩა­არ­ტყა დანა. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... ახლა ერთი პრობ­ლე­მაა: გო­გო­ნას ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა, ბი­უ­რო­ში უთხრეს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წა­იყ­ვა­ნე­თო, მაგ­რამ არა­ვის მიჰ­ყავს - არც გო­გოს ქმრის ოჯახს მიჰ­ყავს და არც მშობ­ლე­ბის ოჯახს. გო­გოს მამა იძა­ხის, ჩემი შვი­ლი ცი­ხე­ში მი­დის და სახ­ლში მო­ვას­ვე­ნოო?“ - გვიყ­ვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"დის მეუღლესთან დაშორებას ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა და მოკლა" - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დეტალები

"დის მეუღლესთან დაშორებას ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა და მოკლა" - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დეტალები

16 მაისს გარდაბანში მკვლელობა მოხდა. ცნობილია, რომ ძმამ და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი 4-ჯერ დაარტყა დანა.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი გარდაცვლილი ქალი 30 წლამდე შახლა ისმაილოვა იყო. როგორც Ambebi.ge-ს ადგილობრივი უყვება, ახალგაზრდა ქალს ქმარი და ორი შვილი დარჩა.

  • პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა:

"საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.

აღნიშნულის გამო 16 მაისს ბრალდებულმა, გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ)წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

რას ჰყვება ადგილობრივი?

"საკმაოდ შეძლებული ოჯახიც ჰქონდა. ბოლო პერიოდში სახლიდან წავიდა. ძმა დას ეძებდა, იმუქრებოდა, სადაც ვნახავ, იქ მოვკლავო. ისინიც ერიდებოდნენ, ძმა გოგონას დღეს გადაეყარა ქუჩაში, ჯერ მანქანა დააჯახა, მერე წაქცეულს 4-ჯერ ჩაარტყა დანა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა... ახლა ერთი პრობლემაა: გოგონას ჩაუტარდა ექსპერტიზა, ბიუროში უთხრეს, მიცვალებული წაიყვანეთო, მაგრამ არავის მიჰყავს - არც გოგოს ქმრის ოჯახს მიჰყავს და არც მშობლების ოჯახს. გოგოს მამა იძახის, ჩემი შვილი ციხეში მიდის და სახლში მოვასვენოო?“ - გვიყვება გარდაცვლილის თანასოფლელი.

წაიკითხეთ ასევე: