მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავება, რეგიონული და გლობალური საკითხები, ფეხბურთი და თანამშრომლობის მემორანდუმი - დეტალები ირაკლი კობახიძისა და ერდოღანის შეხვედრიდან
სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავება, რეგიონული და გლობალური საკითხები, ფეხბურთი და თანამშრომლობის მემორანდუმი - დეტალები ირაკლი კობახიძისა და ერდოღანის შეხვედრიდან

"თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია და ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კი­დევ უფრო მე­ტად გაღ­რმავ­დეს ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტთან რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­თან ერ­თად გა­მარ­თუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი ბრი­ფინ­გის დროს გა­ნა­ცხა­და.

  • მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ხე­დავს დიდ პო­ტენ­ცი­ალს ორ­მხრი­ვი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის კუ­თხით.

“რა თქმა უნდა, ბა­ტონ პრე­ზი­დენტს მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია იმ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც წა­რი­მარ­თე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა თვალ­საზ­რი­სით. ჩვენ ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ემ­ხრო­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის იდე­ას, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მიღ­წე­ულ იქ­ნას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით.

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თეთ რე­გი­ო­ნუ­ლი, სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი და სატ­რან­სპორ­ტო-ენერ­გე­ტი­კუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე. ამ კონ­ტექ­სტში გან­სა­კუთ­რე­ბით აღი­ნიშ­ნა სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცი­ის, და­კავ­ში­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია და ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კი­დევ უფრო მე­ტად გაღ­რმავ­დეს ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა. რა თქმა უნდა, ვხე­დავთ ძა­ლი­ან დიდ პო­ტენ­ცი­ალს ორ­მხრი­ვი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის კუ­თხით. ასე­ვე ჩვენ გვქონ­და სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორ­ტის და ზო­გა­დად, ორ­მხრი­ვი ვაჭ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

  • თა­ვის მხრივ, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და რე­გი­ო­ნულ და გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებს.

"ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ვუ­ზი­ა­რეთ ერ­თმა­ნეთს ღა­ზას სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის როლ­ზე. მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა უნდა უჭერ­დეს მხარს პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის ბრძო­ლას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ამის­თვის დიდი ფა­სის გა­დახ­და მო­უ­წი­ათ და მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა უნდა გა­ერ­თი­ან­დეს კა­ნო­ნის და დიპ­ლო­მა­ტი­ის ფარ­გლებ­ში. გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია აჩ­ვე­ნებს, სად დგას სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა და მეც მი­მაჩ­ნია, რომ მხარ­დამ­ჭე­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ლეს­ტი­ნის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ძა­ლი­ან საკ­ვან­ძოა ამ ეტაპ­ზე. ყვე­ლა ქვე­ყა­ნას მო­ვუ­წო­დებ, ვი­საც არ უღი­ა­რე­ბია პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, ასე მო­იქ­ცეს.

ჩვე­ნი სა­უბ­რის დროს, გა­ვუც­ვა­ლეთ ერ­თმა­ნეთს მო­საზ­რე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის თა­ო­ბა­ზე, ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ხაზი გა­ვუს­ვით მშვი­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, მათ შო­რის კავ­კა­სი­ა­ში. აღ­ვუთ­ქვით ერ­თმა­ნეთს სურ­ვი­ლი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას. ჩემი მო­საზ­რე­ბაა, რომ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა სომ­ხეთს და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის არის ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის,"- აღ­ნიშ­ნა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კას შო­რის ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და.

"დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც ხელი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში მო­ე­წე­რა ხელი, ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და გაღ­რმა­ვე­ბას.მე­მო­რან­დუ­მი ორ ქვე­ყა­ნას მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ერ­თმა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა: გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბი, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ციფ­რუ­ლე­ბა, ნახ­შირ­ბა­დის ემი­სი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა და ა.შ.

ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუმს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრმა ალ­ფარსლან ბა­ი­რაქთარ­მა მო­ა­წე­რეს ხელი.ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი და­ეს­წრნენ", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავება, რეგიონული და გლობალური საკითხები, ფეხბურთი და თანამშრომლობის მემორანდუმი - დეტალები ირაკლი კობახიძისა და ერდოღანის შეხვედრიდან

სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავება, რეგიონული და გლობალური საკითხები, ფეხბურთი და თანამშრომლობის მემორანდუმი - დეტალები ირაკლი კობახიძისა და ერდოღანის შეხვედრიდან

"თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

  • მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხედავს დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით.

“რა თქმა უნდა, ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით.

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირების მნიშვნელობა.

თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოდან ექსპორტის და ზოგადად, ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობაზე", - განაცხადა პრემიერმა.

  • თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხებოდა რეგიონულ და გლობალურ საკითხებს.

"ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს.

ჩვენი საუბრის დროს, გავუცვალეთ ერთმანეთს მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ხაზი გავუსვით მშვიდობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოსაზრებაა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის,"- აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

  • აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

"დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ.

ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა მოაწერეს ხელი.ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.