მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები" - ომბუდსმენი
"ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები" - ომბუდსმენი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს, უმოკ­ლეს ვა­დებ­ში, მო­ახ­დი­ნოს ყვე­ლა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მოკ­ვე­თა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რო­გორც კა­ნონ­დამ­რღვე­ვი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, ისე მო­ძა­ლა­დე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სა თუ ჯგუ­ფე­ბის, და მათი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ან/და წამ­ქე­ზებ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით.

ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად წა­რუდ­გენს აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მათ შო­რის, მათ მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ჯე­რად, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის, პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­ზეც მე­დი­ით სა­ჯა­როდ გახ­და ცნო­ბი­ლი. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა არა­ერთ მსგავს ფაქ­ტზე მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა და მი­მარ­თა შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს - სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. კერ­ძოდ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს, დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, მი­მარ­თა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის, სოფო ჯა­ფა­რი­ძის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის, გია ჯა­ფა­რი­ძის, გი­ორ­გი მუმ­ლა­ძის, ბო­რის ჩელე ყუ­რუ­ას, ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძის, დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნის, ბა­ი­კერ ლაშა ღვი­ნი­ა­ნი­ძის, დი­ჯეი გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის ანა სუ­ბე­ლი­ა­ნის მა­მის, აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თე­ო­დორ ჯო­ნა­სის, პე­და­გოგ ლადო აფხა­ზა­ვას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე; ასე­ვე, ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა „პუბ­ლი­კას“ ჟურ­ნა­ლისტ ალექ­სან­დრე ქე­შე­ლა­ვა­სა და ამა­ვე მე­დი­ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა „ტა­ბუ­ლას“ ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი ბად­რი­ძის, გა­მო­ცე­მა „აპ­რი­ლის“ ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი ბას­ხა­ჯა­უ­ლის, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ პირ­ველ­თან“ შე­საძ­ლო ჩა­საფ­რე­ბი­სა და ამა­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეშ­ლა­ზე, „ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის“ (IDFI) აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ გი­ორ­გი კლდი­აშ­ვილ­სა და „ფორ­მუ­ლას“ გა­დამ­ღებ ჯგუფ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­ზე; ასე­ვე, 13 მა­ის­სა და წინა დღე­ებ­ში მომ­ხდარ/სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბულ არა­ერთ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში აღ­ბეჭ­დილ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე, მათ შო­რის, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მო­ქა­ლა­ქის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის, გმირ­თა მო­ე­დან­ზე ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფ­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვებ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­ში იკ­ვე­თე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი, საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მო­საზ­რე­ბის ნიშ­ნით ადა­მი­ან­თა დევ­ნის ნიშ­ნე­ბი, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტე­ბით გა­რან­ტი­რე­ბულ ადა­მი­ან­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ უფ­ლე­ბებს, ისე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს, უმოკ­ლეს ვა­დებ­ში, მო­ახ­დი­ნოს ყვე­ლა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მოკ­ვე­თა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რო­გორც კა­ნონ­დამ­რღვე­ვი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, ისე მო­ძა­ლა­დე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სა თუ ჯგუ­ფე­ბის, და მათი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ან/და წამ­ქე­ზებ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით. აქვე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­მა ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ და­ტო­ვონ ხსე­ნე­ბუ­ლი არა­სა­თა­ნა­დო ქმე­დე­ბე­ბის მო­ტი­ვი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა მათი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო დევ­ნას“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები" - ომბუდსმენი

"ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით.

ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სახალხო დამცველი საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს აქციებზე დაკავებული პირების მონახულების შედეგების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის მონაცემების შესახებ. ამჯერად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ დამატებითი ინფორმაცია ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების, პარტიების წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, მედიასაშუალებებისა და აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ, რაზეც მედიით საჯაროდ გახდა ცნობილი. სახალხო დამცველის აპარატმა არაერთ მსგავს ფაქტზე მოახდინა რეაგირება და მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა საგამოძიებო უწყებებს, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით, მიმართა ლევან ხაბეიშვილის, სოფო ჯაფარიძის, ალეკო ელისაშვილის, გია ჯაფარიძის, გიორგი მუმლაძის, ბორის ჩელე ყურუას, ნოდარ ჩაჩანიძის, დიმიტრი ჩიქოვანის, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძის, დიჯეი გიორგი შენგელიას, სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის მამის, აშშ-სა და საქართველოს მოქალაქე თეოდორ ჯონასის, პედაგოგ ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე; ასევე, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავასა და ამავე მედიის ჟურნალისტების, ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძის, გამოცემა „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაულის, ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ შესაძლო ჩასაფრებისა და ამავე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის საქმიანობის ხელშეშლაზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტებზე; ასევე, 13 მაისსა და წინა დღეებში მომხდარ/საჯაროდ გავრცელებულ არაერთ ვიდეომასალაში აღბეჭდილ ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის, ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გმირთა მოედანზე ახალგაზრდების ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის შემთხვევებზე. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ ადამიანთა ინდივიდუალურ უფლებებს, ისე დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით. აქვე, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყურადღების მიღმა არ დატოვონ ხსენებული არასათანადო ქმედებების მოტივი, რომელიც უკავშირდება მათი განსხვავებული შეხედულებების, პროფესიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური პოზიციების გამო დევნას“,- ნათქვამია განცხადებაში.