საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელები პარლამენტის წინ მყოფ პროტესტანტებს ცხელი წვნიანით გაუმასპინძლდნენ
უკრაინელები პარლამენტის წინ მყოფ პროტესტანტებს ცხელი წვნიანით გაუმასპინძლდნენ

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და ჟურ­ნა­ლის­ტებს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­უ­მას­პინ­ძლდნენ. მათ ცოტა ხნის წინ, პარ­ლა­მენ­ტთან მი­ი­ტა­ნეს წვნი­ა­ნი - უკ­რა­ი­ნუ­ლი ბორშჩი და პური. მათ ამ­გვა­რად პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ხა­ტეს.

რო­გორც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუფს, სა­ხელ­წო­დე­ბით: Volunteers Tbilisi. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ას, ამ ეტაპ­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სტუ­დენ­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას დღეს ეტა­პობ­რი­ვად შე­უ­ერ­თდნენ. ისი­ნი სკან­დი­რე­ბენ “არა რუ­სულ კა­ნონს” და აცხა­დე­ბენ, რომ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტი ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს უკან სწევს.

ავ­ტო­რი: სა­ლო­მე კვა­რა­ცხე­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

უკრაინელები პარლამენტის წინ მყოფ პროტესტანტებს ცხელი წვნიანით გაუმასპინძლდნენ

უკრაინელები პარლამენტის წინ მყოფ პროტესტანტებს ცხელი წვნიანით გაუმასპინძლდნენ

რუსთაველის გამზირზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს უკრაინის მოქალაქეები გაუმასპინძლდნენ. მათ ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან მიიტანეს წვნიანი - უკრაინული ბორშჩი და პური. მათ ამგვარად პროტესტის მონაწილეების მიმართ პატივისცემა და სოლიდარობა გამოხატეს.

როგორც უკრაინის მოქალაქეები აცხადებენ, ისინი წარმოადგენენ მოხალისეთა ჯგუფს, სახელწოდებით: Volunteers Tbilisi. რაც შეეხება აქციას, ამ ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე სტუდენტები იმყოფებიან. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას დღეს ეტაპობრივად შეუერთდნენ. ისინი სკანდირებენ “არა რუსულ კანონს” და აცხადებენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს უკან სწევს.

ავტორი: სალომე კვარაცხელია